Jump to content
eolsori

რეზოლუციის პრობლემა Linux-ზე ( Fedora, Ubuntu, Linux Mint )

Recommended Posts

Unknown Display და ეკრანის გაფართოების ( რეზოლუციის ) პრობლემა  ლინუქსის დისტრიბუტივებზე არახალია და ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხიცაა. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემთვის, რადგან ლინუქსთან პირველი შეხება მქონდა დაახლოებით 2011-2012 წლებში და მას შემდეგ რამდენი დისტროს რამდენი ვერსია  გამოვიცვალე ( Ubuntu, fedora, Opensuse, Manjaro, Linux Mint, Sparky linux, Debian ) , მაგრამ ხანგრძლივად ვერცერთი ვერ ვიგუე, რადგან თითოეულ მათგანზე გამოსახულება უჩვეულოდ დიდი და მეტად უსიამოვნო შესახედაობის იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში  მონიტორის ტექნიკური პრობლემა მეგონა ( გარკვეულწილად ასეცაა ).

A8Yzo3Q.png

პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში:  როგორც ახლად დაყენებულ, ასევე ბოლომდე და უახლესი დრაივერებით განახლებულ სისტემაზე მონიტორის ძირითადი გაფართოება იყო 1024 x 768 ( 4:3 )  და კიდევ ორიოდ სხვა რეზოლუცია, რომლებიც ერთმანეთზე უარეს გამოსახულებას იძლეოდა.  ეს მაშინ, როცა მონიტორის ( ჩემ შემთხვევაში  LG FLATRON W2243S )  ნორმალური რეზოლუციაა 1920 x 1080 (  16:9 )

 

უფრო თვალსაჩინო რომ იყოს შედარებისთვის არასწორი და ნორმალური რეზოლუციის სქრინები ასე გამოიყურება:

 

s4eeuIz.png

 

B7swLu1.png

 

აღნიშნული პრობლემა უმეტეს  შემთხვევაში სხვადასხვა  ფაქტორითაა გამოწვეული.  მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული  ან  ზოგადად ჩვეულებრივი მუშა VGA კაბელი,  მონიტორის ტექნიკური პრობლემა, არასწორი დრაივერი და ა.შ.   ხშირად გრაფიკის უახლესი დრაივერის დაყენება მარტივად აგვარებს საკითხს და პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ არის შემთხვევები ( როგორც ჩემ შემთხვევაში ) , როდესაც VGA კაბელის გამოცვლა არ შველის. DVI ან HDMI პორტები კი ძველ მონიტორებს ( მათ შორის არც ჩემ W2243S-ს ) არ აქვს.  დრაივერის განახლებაც არ შველის,  Custom Resolution-ის დამატების არცერთი მეთოდი არ მუშაობს, ხოლო ახალი მონიტორის შეძენა კი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებად ესეც შეიძლება განვიხილოთ . მეც სწორედ ეს რჩევა მომცეს, როცა არაფერმა შედეგედი არ გამოიღო...

 

მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს თუ გამოსვლა გინდაო და თურმე საკმაოდ მარტივიც ყოფილა. 

ამ თემას ვხსნი იმ მიზნით და იმედით, რომ ჩემნაირი პრობლემით ლინუქსის დამწყები ქართველი მომხმარებლებიდან სხვებიც იქნებიან ( ერთი ვიცი ახალი მონიტორი უყიდია ამ მიზეზით) და იქნებ ტეგების საშუალებით მოაგნონ... 

ეს მეთოდი დატესტილი მაქვს შემდეგ ნაწილებსა და დისტრიბუტივებზე:

GPU: Nvidia GTS-450

Monitor: LG FLATRON W2246S

OS:  Fedora, Ubuntu, Debian, Linux Mint

 

პირველ რიგში აუცილებელია გვეყენოს ჩვენი ვიდეო კარტისთვის განკუთვნილი უახლესი დრაივერი.  უბუნტუს და მინიტის შემთხვევაში  nouveau დრაივერის  ნაცვლად Nvidia-ს დრაივერის დაყენება უმარტივესია  Software & Updates -დან  Additional Drivers-ის საშუალებით.   ფედორას შემთხვევაში გრაფიკის დრაივერის დასაინსტალირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ [ ეს მეთოდი ] 

ან სხვა თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები მეთოდი.  მე პირადად ზემოთ აღნიშნული მეთოდი რამდენჯერმე დავტესტე და უპრობლემოდ დაყენდა.

 

1) გრაფიკის დრაივერის წარმატებით დაყენების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი ბრძანება root  ( root-დან და არა sudo-ს გამოყენებით ) უფლებით nvidia-xconfig რის შედეგადაც შეიქმნება xorg.conf ფაილი /etc/X11 დირექტორიაში  ანუ  /etc/X11/xorg.conf

 

2)  რომელიმე ტექსტური რედაქტორით ისევ root-დან  ვარედაქტირებთ /etc/X11/xorg.conf ფაილს  შემდეგი ბრძანებით:  gedit /etc/X11/xorg.conf  ან nano /etc/X11/xorg.conf.     ან ნებისმიერი სხვა ტექსტური რედაქტორით.  მე პირადად nano-ს  gedit მირჩევნია, რადგან უფრო მეიოლება. გაიხსნება ტექსტური ფაილი, რომელშიც უნდა დავარედაქტიროთ Section "Monitor" -ში HorizSync და VertRefresh

21 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში, რომლის ნორმალური გაფართოებაც 1920X1080 -ია ( თუმცა სხვებზეც უნდა იმუშაოს ან სხვა რიცხვებს ცდით )  HorizSync და VertRefresh  -ის გასწვრინ უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი მონაცემებით:

HorizSync       30.0 - 82.0

VertRefresh     56.0 - 76.0

 

uei4Gdm.png

3)  აღნიშნულ ცვლილებას ვინახავთ და ვარესტარტებთ X server-ს   Ubuntu Unity-ის შემთხვევაში შემდეგი ბრძანებით:

sudo systemctl restart lightdm.service

 

Spoiler
  • Default Ubuntu (with LightDM)

    sudo restart lightdm  
    
  • Gnome (with GDM)

    sudo restart gdm
    
  • KDE (with KDM)

    sudo restart kdm
    

    Note: From 12.10 to 15.04, Kubuntu also uses LightDM.

  • For MDM (e.g. for Mint Cinnamon)

    sudo restart mdm
    

Note: on systems with systemd (Ubuntu 15.04 and newer)

  • Default Ubuntu (with LightDM)

    sudo systemctl restart lightdm.service
    
  • KDE (with SDDM)

    sudo systemctl restart sddm.service
    

4)  ვამატებთ სასუველ გაფართოებას.  ამ შემთხვევაში 1920X1080

ტერმინალში ვწერთ: 

cvt 1920 1080 60

მივიღებთ ასეთ შედეგს:

 1920x1080 59.96 Hz (CVT 2.07M9) hsync: 67.16 kHz; pclk: 173.00 MHz
Modeline "1920x1080_60.00"  173.00  1920 2048 2248 2576  1080 1083 1088 1120 -hsync +vsync

ამის შემდეგ ტერმინალში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: 

xrandr --newmode "1920x1080_60.00"  173.00  1920 2048 2248 2576  1080 1083 1088 1120 -hsync +vsync

 

5)  სანამ ბოლო ბრძანებას გავუშვებთ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი მონიტორის ID  ამიტომ ტერმინალში ვწერთ ამ ბრძანებას xrandr   და მიღებულ შედეგში ვამოწმებთ როემლზე გვიწერს, რომ დაკავშირებულია.   ჩემ შემთხვევაში არის DVI-I-0 disconnected და VGA-0 connected, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს.  ანუ ჩემი მონიტორის ID არის VGA-0 ,  მაგრამ სხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს DVI-I-0

MwpBSLl.png

შესაბამისად ჩემ შემთხვევაში ფინალური ბრძანება, რომელიც ტერმინალით უნდა გავუშვათ ასეთია: xrandr --addmode VGA-0 "1920x1080_60.00"  მაგრამ DVI-I-0 -ის შემთხვევაში იქნება ასეთი:  xrandr --addmode DVI-I-0 "1920x1080_60.00"

ამის შემდეგ უკვე NVIDIA X SERVER Settings -ის აპლიკაციაში  ან თუნდაც Display-ში სხვა რამდენიმე რეზოლუცია,  მათ შორის ჩვენი მონიტორის ნორმალური რეზოლუციაც გამოჩნდება და შევძლებთ ავარჩიოთ.  თუმცა ყოველ ჯერზე ხელახლა რომ არ შევიდეთ Display -ში ნორმალური გაფართოების ასარჩევად  საჭიროა, რომ ეს ცვლილებები შევინახოთ.  შენახვის მეთოდი სხვადასხვა დისტროზე განსხვავებულია.

 

 

 

 

 

  • Like 1
  • Thanks 3
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites
4 hours ago, eolsori said:

წყარო და დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე

ბევრს დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მადლობა თემისთვის! :)

Share this post


Link to post
Share on other sites
11 hours ago, მათე said:

ბევრს დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მადლობა თემისთვის! :)

იმედი მაქვს, რომ დაეხმარება.  რაც დრო გადის ლინუქსის პოპულარობაც იმატებს და შესაბამისად ეს პრობლემაც ბევრისთვის გახდება აქტუალური.  მე პირადად რაც რეზოლუცია გავასწორე ჯერ Dual boot-ზე ვამუშავებდი ხანგრძლივად და ახლა უკვე მარტო ლინუქსი დავტოვე.

Share this post


Link to post
Share on other sites

მე მქონდა ანალოგიური პრობლემა 2 სამსუნგის 1 ტიპის მოდელებზე. რეზოლუცია ქონდათ სხვადასხვა დანარჩენად ერთი ჯიშის.

მინტზე მინდოდა გამესწორებინა ეს ყველაფერი თუმცა ამაოდ, არაფერმა უშველა და შევეშვი. შემდეგ ჯერზე ვცდი კიდევ ვნახოთ რა გამოვა.

Share this post


Link to post
Share on other sites
11 hours ago, kapan_gio said:

მე მქონდა ანალოგიური პრობლემა 2 სამსუნგის 1 ტიპის მოდელებზე. რეზოლუცია ქონდათ სხვადასხვა დანარჩენად ერთი ჯიშის.

მინტზე მინდოდა გამესწორებინა ეს ყველაფერი თუმცა ამაოდ, არაფერმა უშველა და შევეშვი. შემდეგ ჯერზე ვცდი კიდევ ვნახოთ რა გამოვა.

ყველაზე მარტივი გამოსავალია HDMI კაბელი ან HDMI to VGA ადაპტერი.  ჩემ LG -ის მონიტორზე რამდენი ლინუქსს დავაყენებდი იმდენი წვალება მიწევდა რეზოლუციის გასწორებაზე, მაგრამ ნორმალური ვიდეოკარტა რომ ჩავსვი და HDMI კაბელი გამოვიყენე თავისით გასწორდა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

პრობლემა რაშია 

GT 430 მაქვს, როცა HDMI პორტზე ვაერთებ გადამყვანს VGA სთვის მონიტორზე Windows ზე ეკრანი ცანცარებს ვერაა ძრავზე რა. გადამყვანი მუშაობს სხვაგან ვცადე გამოყენება არაქვს პრობლემა, უფრო ვიდეოს ბრალი მგონია.

VGA პორტზე 1 მონიტორი დავაერთე და DVI პორტზე გადამყვანი VGA ზე.

მოკლედ VGA>VGA, DVI > VGA მაქვს. HDMI მკვდარია ეგრე გამოდის. მეც ვატყობ რეზოლუციებზე წვალების გარეშე შედეგი არ მექნება სანამ ვიდეოს არ შევცვლი. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...