Jump to content

Bitconnect, money lending -ით ფულის გამომუშავება


Recommended Posts

ბიტკონექტი არის კრიპტოვალუტა რომელიც საკმაოდ კარგ პოზიციაზე იმყოფება კრიპტოვალუტის ბაზარზე და განაგრძობს ზრდას, ის არ არის ე.წ ჰაიპ საიტი ან პირამიდა. თავისი საკრედიტო ბარათის გამოშვებასაც აპირებენ ახლო მომავალში https://bccpay.co/ მათი ბაზრის კაპიტალიზაცია 700 მილიონ დოლარამდეა დღეის მდგომარეობით, გააჩნიათ მრავალი ოფისი მსოფიოს ბევრ ქვეყანაში და ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ბიტკონექტის მეშვეობით ფულის გამომუშავება შესაძლებელია რამდენიმე გზით: მაინინგით, შენახვით, ვაჭრობით და ვალუტის დაინვესტირებით გარკვეული პერიოდით. ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა, ნაკლები ძალისხმევით და საკმაოდ კარგი შემოსავლით, ე.წ პასიური შემოსავალი, რომელსაც დიდი თანხა არ ჭირდება დასაწყებად მაინინგისგან განსხვავებით.

 ინვესტიცის ვადა განისაზღვრება ჩადებული თანხის მოცულობის შესაბამისად

image.png.c92652ff4328e96c7d2d8f01cba4ce99.png

 

როგორც ვადიანი ანაბრის განთავსების დროს ჩადებული თანხა რჩება ხელმიუწვდომელი გარკვეული ვადით, ხოლო დღიურად დარიცხული პროცენტის გამოტანა შესაძლებელია ყოველდღიურად. დღიური დარიცხული პროცენტის მოცულობა არ არის ფიქსირებული და საშუალოდ 1% მდეა, ის დამოკიდებულია კონკრეტული დღის ვაჭრობის შედეგებზე, ზოგ დღეს პროცენტი შეიძლება 0 ის ტოლიც კი იყოს, ზოგჯერ კი 2 % მდეც შეიძლება ავიდეს, ბოლო კვირის პროცენტები შემდეგნაირად გამოიყურება:

 

image.png.95dc4a03468bf1304efcbaaa083b718f.png

 

მინიმალური დეპოზიტი შეადგენს 100 დოლარს, ხოლო მინიმალური რეინვესტირება 10 დოლარს, ანუ გამომუშავებული 10 დოლარი შეგიძლიათ ჩააბრუნოთ უკან და შემდეგ უკვე 10 დოლარით მეთ თანხას დაერიცხება დღიური პროცენტი, ან შეგიძლიათ მოახდინოთ სრულად გამოტანა.

 თავიდან დიდი თანხებით დაწყებას არ გირჩევთ მაინც, ჯერ გაერკვიეთ კარგად თქვენც დარწმუნდით როგორ მუშაობს, განსაზღვრეთ თქვენი რისკები და შემდეგ გაზარდეთ ნელნელა.

 თუ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით პირველი დეპოზიტის 5% -ს უკან გადმოგირიცხავთ და დაგეხმარებით უფრო დეტალურად ყველაფრის ახსნაში.

 რეგისტრაციის ლინკი : https://goo.gl/iBnkq1

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ბაზრის კაპიტალიზაციამ უკვე მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ბიტქონექტი ამჟამად მე-16-ე ადგილზე იმყოფება.

ბიტქონექტ დებიტ ქარდის რეგისტრაციაც უკვე შესაძლებელია. უშუალოდ ბარათის შეკვეთები დაიწყება 15 დეკემბრიდან https://bccpay.co/

Link to comment
Share on other sites

მე კი ბიტკონექტს პირამიდად აღვიქვამ უფრო :)

ფრთხილად იყავით და კარგად შეისწავლეთ, სანამ ამაში ინვესტიციას ჩადებთ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რათქმაუნდა ეჭვები არსებობს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს რისკები, გარანტიები არაფერში არ არსებობს და ვისაც როგორ უღირს იმის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც პირველ პოსტშიც ავღნიშნე, თუმცა სავაჭრო ბოტი რომც არ ჰყავდეს კომპანიას მათი ფინანსური მოდელის მდგრადობას რაც განაპირობებს ის არის რომ, კომპანია ჭკვიანურად იყენებს ბიტკოინის ვალუტას, საიტზე ინვესტიციის ჩასადებად საჭიროა ბიტკოინის ჩარიცხვა რითიც ახდენთ ბიტქონეკტის შეძენას და შემდეგ ლენდინგში ჩადებას, რაც ასევე ზრდის თავიანთ ვალუტაზე მოთხოვნას და მათი ვალუტის ფასიც იზრდება, ასევე იღებს ვალუტის გაცვლის საკომისიოს. ყოველდღიურად გამომუშავებული თანხა გერიცხებათ დოლარში და გატანისას ისევ გადახურდავება გიწევთ ბიტქონეკტში შემდეგ ბიტკოინში და ბიტკოინი გაგაქვთ.

რეალურად ბიტკონექტის ფასის ზრდის პირობებში გამოდის რომ დებთ მეტ ბიტკონექტს საიტზე, და კომპანია გიბრუნებთ ნაკლებ ბიტკონექტს გარკვეული დროის შემდეგ, რადგან ინვესტიციის განხორციელების დროს მას დაბალი კურსი ჰქონდა დოლართან მიმართებაში, გატანისას კი იგივე თანხის დოლარით ნაკლები ბიტკონექტი მოგდით, ამის გათვთალისწინებით კომპანიას კრიპტოვალუტის საკმაოდ დიდი რესურსი რჩება რითაც ბაზარზე კურსზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თქვენთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოგება დოლარში გიჯდებათ ყოველდღიურად და უბრალოდ კონვერტაციისას გაკლდებათ საკომისიო, ასევე არ გეხებათ კურსის ვარდნის რისკი, თუ გაიაფდა ვალუტა თქვენ მაინც დოლარში გერიცხებათ ფული.

სანამ ბიტქოინი იარსებებს ბითქონექთის ფინანსურ მოდელს საფრთხე არ უნდა დაემუქროს რადგან ფაქტობრივად მასზეა მიბმული.

თავიანთი დებით ქარდის არსებობა და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობაც დადებითად უნდა ჩაითვალოს.

ამ მოდელის გათვალისწინებით კომპანიას საფრთხე და გაქრობა არ ემუქრება სანამ სქემა მომგებიანი იქნება, მათი ვალუტის ღირებულება იზრდება ყოველთვიურად და თავის საკუთრებაშიც დაახლოვებით 6 მლნ. ბიტკონექტის კოინია, რისი გაუფასურებაც და გაქრობაც კომპანიას არანაირად არ აწყობს. რათქმაუნდა რისკ ფაქტორები გააჩნია ამ სფეროში ფულის ჩადებას, უკეთესი იქნებოდა მაინინგში ფულის ჩადება თუმცა მაინინგის დასაწყებად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო და ამ მეთოდით 100 დოლარითაც შეიძლება მინიმუმ თანხის გაათმაგება 1 წელიც რომ იმუშაოს. 

მომდევნო ერთი წლის ოფიციალური როუდმეპი კი გუშინ გამოაქვეყნეს

https://bitconnect.co/system-news/90/bitconnect-blockchain-successfully-switched-to-pos-roadmap-for-calendar-year-2018/

bitconnect-roadmap-2018.png

Link to comment
Share on other sites

ბიტკოინის ფიუჩერსების საფონდო ბირჟაზე გასვლის შედეგების საინტერესო პროგნოზებია 2018 წლისთვის, გადახედეთ :) 

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მიკვირს რაღაცა ძალიან მკვდარია ეს განყოფილება...

არადა კაი პროექტია მათთვის ვისაც არააქვს დრო საკუთარი მაინინგ ფერმის ასაშენებლად.
0.8-0.9% გიბრუნდება თანხის ყოველ დღე...(გააჩნია ვაჭრობა როგორ წავა, ყოფილა 0.04% და ყოფილა 1.5%... საშუალოდ 0.9% უჭირავს)

სადღაც 3 თვეში ამოიღებ ჩადებულ თანხას და მერე მოგება და მოგება... ბოლოს იმ ჩადებულ თანხას კონტრაქტის ამოწურვისას დაჟე უკან გიბრუნებენ!
გარანტიები კი არაა (ისევე როგორც არსად მთელს კრიპტოვალუტის ბაზარზე), თუმცა ის რომ ეს პროექტი მაინცდამაინც 3 თვეში დატყდება რავიცი...  აგერ პირველ პოსტში წერია იმ დროს 700 მილიონი იყო კაპიტალიზაცია, ეხლა უკვე  2,5 მილიარდზე ავიდნენ... 
კაიფი ისაა, რომ ბირჟაზე ვაჭრობის გარდა საკუთარი კრიპტოვალუტა აქვთ, Bitcoin Connect (BCC)

ბლომად ხალხი შევიკრიბეთ უკვე, არც მეგონა ამდენი ქართველი თუ იყო ჩაბმული ამ თემაში, ერთმანეთს ვეხმარებით ფეისბუკით, თუ ვინმეს სურვილი აქვს მომწერეთ აქ ან პირადში და დაგეხმარებით რითიც შევძლებ...

 

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ჰეჰე :)

BitConnect Shutters Crypto Exchange Site After Regulator Warnings

https://www.coindesk.com/bitconnect-shutters-crypto-exchange-site-regulator-warnings/

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, Power_VANO said:

ჰეჰე :)

BitConnect Shutters Crypto Exchange Site After Regulator Warnings

https://www.coindesk.com/bitconnect-shutters-crypto-exchange-site-regulator-warnings/

"მოტყდნენ" ხო ესენი?   და თანხებსაც ნაისჰეშივით გააქრობენ თუ ჯერ აცლიან ხალხს გატანას?

Link to comment
Share on other sites

16 minutes ago, eolsori said:

"მოტყდნენ" ხო ესენი?   და თანხებსაც ნაისჰეშივით გააქრობენ თუ ჯერ აცლიან ხალხს გატანას?

ნაისჰეში თანხის დაბრუნებას აპირებს და ამათმა პირამიდამ ბიტკოინის ფასის ერთ მასიურ კორექციასაც ვერ გაუძლო :)

კი გადაახურდავებ მაგრამ ფასი 91%-ით დაეცა :) 

https://www.cryptocompare.com/coins/bccoin/overview

 

სამწუხაროა, რომ ხალხმა ფული დაკარგა ჩვენთან, მაგრამ ორმაგად უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენთან უმეტესობას არც სწავლა უნდა, არც შესწავლა, არც სხვისი რჩევის მოსმენა, ანალიზის უნარი - 0 და გამდიდრების სურვილით უამრავ ქონებას კარგავენ.

უახლოესი წარსულიდან:

1) Antminer D3

2) Bitconnect

3) ...

 

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, Power_VANO said:

სამწუხაროა, რომ ხალხმა ფული დაკარგა

საერთოდ არ მეცოდება, არ უნდა შეეკვეხონ ყველგან, დებილებისთვის გაკვეთილი იქნება

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, david_888 said:

საერთოდ არ მეცოდება, არ უნდა შეეკვეხონ ყველგან, დებილებისთვის გაკვეთილი იქნება

ერთი დ3 იყო გაკვეთილი, მეორე ესაა და ახლა კიდევ ის ახალი A3 იქნება :D 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Power_VANO said:

ერთი დ3 იყო გაკვეთილი, მეორე ესაა და ახლა კიდევ ის ახალი A3 იქნება :D 

კონკრეტული ფაქტი კი არა, ზოგადად უნდა იყოს გაკვბეთილი ის რო все побежали и я побежал არ უნდა აკეთო,  შეეკვეხებიან რაც არ ესმით იმაში და მერე ტირიან, ნაღდად არ მეცოდება ეგეთი ხალხი რაც არ უნდა დაკარგონ, პირიქით მაღიზიანებენ

 

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, david_888 said:

კონკრეტული ფაქტი კი არა, ზოგადად უნდა იყოს გაკვბეთილი ის რო все побежали и я побежал არ უნდა აკეთო,  შეეკვეხებიან რაც არ ესმით იმაში და მერე ტირიან, ნაღდად არ მეცოდება ეგეთი ხალხი რაც არ უნდა დაკარგონ, პირიქით მაღიზიანებენ

 

ბიტმეინს ოხრად ჰქონია A3-ები, კიდევ დადო და მთელი დღე ყოველ საათში დავდებთო :D 

მოკლედ, ვამატებ მე:

უახლოესი წარსულიდან:

1) Antminer D3

2) Bitconnect

3) Antminer A3 :D 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...
1 hour ago, Razer said:

თემის ავტორი რომ აღარ ჩანს :ს :დ

კონკრეტულ რესურსზე რომ გახსნი თემას/რეკომენდაციას უწევ / თავაზობ ხალხს  და მერე ის რესურსი იძირება ეგრევე აღარც უნდა გამოჩნდე :D 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.