Whatever Posted November 17, 2017 Share Posted November 17, 2017 ბიტკონექტი არის კრიპტოვალუტა რომელიც საკმაოდ კარგ პოზიციაზე იმყოფება კრიპტოვალუტის ბაზარზე და განაგრძობს ზრდას, ის არ არის ე.წ ჰაიპ საიტი ან პირამიდა. თავისი საკრედიტო ბარათის გამოშვებასაც აპირებენ ახლო მომავალში https://bccpay.co/ მათი ბაზრის კაპიტალიზაცია 700 მილიონ დოლარამდეა დღეის მდგომარეობით, გააჩნიათ მრავალი ოფისი მსოფიოს ბევრ ქვეყანაში და ფუნქციონირებს 2016 წლიდან. ბიტკონექტის მეშვეობით ფულის გამომუშავება შესაძლებელია რამდენიმე გზით: მაინინგით, შენახვით, ვაჭრობით და ვალუტის დაინვესტირებით გარკვეული პერიოდით. ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა, ნაკლები ძალისხმევით და საკმაოდ კარგი შემოსავლით, ე.წ პასიური შემოსავალი, რომელსაც დიდი თანხა არ ჭირდება დასაწყებად მაინინგისგან განსხვავებით. ინვესტიცის ვადა განისაზღვრება ჩადებული თანხის მოცულობის შესაბამისად როგორც ვადიანი ანაბრის განთავსების დროს ჩადებული თანხა რჩება ხელმიუწვდომელი გარკვეული ვადით, ხოლო დღიურად დარიცხული პროცენტის გამოტანა შესაძლებელია ყოველდღიურად. დღიური დარიცხული პროცენტის მოცულობა არ არის ფიქსირებული და საშუალოდ 1% მდეა, ის დამოკიდებულია კონკრეტული დღის ვაჭრობის შედეგებზე, ზოგ დღეს პროცენტი შეიძლება 0 ის ტოლიც კი იყოს, ზოგჯერ კი 2 % მდეც შეიძლება ავიდეს, ბოლო კვირის პროცენტები შემდეგნაირად გამოიყურება: მინიმალური დეპოზიტი შეადგენს 100 დოლარს, ხოლო მინიმალური რეინვესტირება 10 დოლარს, ანუ გამომუშავებული 10 დოლარი შეგიძლიათ ჩააბრუნოთ უკან და შემდეგ უკვე 10 დოლარით მეთ თანხას დაერიცხება დღიური პროცენტი, ან შეგიძლიათ მოახდინოთ სრულად გამოტანა. თავიდან დიდი თანხებით დაწყებას არ გირჩევთ მაინც, ჯერ გაერკვიეთ კარგად თქვენც დარწმუნდით როგორ მუშაობს, განსაზღვრეთ თქვენი რისკები და შემდეგ გაზარდეთ ნელნელა. თუ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით პირველი დეპოზიტის 5% -ს უკან გადმოგირიცხავთ და დაგეხმარებით უფრო დეტალურად ყველაფრის ახსნაში. რეგისტრაციის ლინკი : https://goo.gl/iBnkq1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Whatever Posted December 3, 2017 Author Share Posted December 3, 2017 ბაზრის კაპიტალიზაციამ უკვე მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ბიტქონექტი ამჟამად მე-16-ე ადგილზე იმყოფება. ბიტქონექტ დებიტ ქარდის რეგისტრაციაც უკვე შესაძლებელია. უშუალოდ ბარათის შეკვეთები დაიწყება 15 დეკემბრიდან https://bccpay.co/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 6, 2017 Share Posted December 6, 2017 მე კი ბიტკონექტს პირამიდად აღვიქვამ უფრო ფრთხილად იყავით და კარგად შეისწავლეთ, სანამ ამაში ინვესტიციას ჩადებთ. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Whatever Posted December 12, 2017 Author Share Posted December 12, 2017 რათქმაუნდა ეჭვები არსებობს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს რისკები, გარანტიები არაფერში არ არსებობს და ვისაც როგორ უღირს იმის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც პირველ პოსტშიც ავღნიშნე, თუმცა სავაჭრო ბოტი რომც არ ჰყავდეს კომპანიას მათი ფინანსური მოდელის მდგრადობას რაც განაპირობებს ის არის რომ, კომპანია ჭკვიანურად იყენებს ბიტკოინის ვალუტას, საიტზე ინვესტიციის ჩასადებად საჭიროა ბიტკოინის ჩარიცხვა რითიც ახდენთ ბიტქონეკტის შეძენას და შემდეგ ლენდინგში ჩადებას, რაც ასევე ზრდის თავიანთ ვალუტაზე მოთხოვნას და მათი ვალუტის ფასიც იზრდება, ასევე იღებს ვალუტის გაცვლის საკომისიოს. ყოველდღიურად გამომუშავებული თანხა გერიცხებათ დოლარში და გატანისას ისევ გადახურდავება გიწევთ ბიტქონეკტში შემდეგ ბიტკოინში და ბიტკოინი გაგაქვთ. რეალურად ბიტკონექტის ფასის ზრდის პირობებში გამოდის რომ დებთ მეტ ბიტკონექტს საიტზე, და კომპანია გიბრუნებთ ნაკლებ ბიტკონექტს გარკვეული დროის შემდეგ, რადგან ინვესტიციის განხორციელების დროს მას დაბალი კურსი ჰქონდა დოლართან მიმართებაში, გატანისას კი იგივე თანხის დოლარით ნაკლები ბიტკონექტი მოგდით, ამის გათვთალისწინებით კომპანიას კრიპტოვალუტის საკმაოდ დიდი რესურსი რჩება რითაც ბაზარზე კურსზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თქვენთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოგება დოლარში გიჯდებათ ყოველდღიურად და უბრალოდ კონვერტაციისას გაკლდებათ საკომისიო, ასევე არ გეხებათ კურსის ვარდნის რისკი, თუ გაიაფდა ვალუტა თქვენ მაინც დოლარში გერიცხებათ ფული. სანამ ბიტქოინი იარსებებს ბითქონექთის ფინანსურ მოდელს საფრთხე არ უნდა დაემუქროს რადგან ფაქტობრივად მასზეა მიბმული. თავიანთი დებით ქარდის არსებობა და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობაც დადებითად უნდა ჩაითვალოს. ამ მოდელის გათვალისწინებით კომპანიას საფრთხე და გაქრობა არ ემუქრება სანამ სქემა მომგებიანი იქნება, მათი ვალუტის ღირებულება იზრდება ყოველთვიურად და თავის საკუთრებაშიც დაახლოვებით 6 მლნ. ბიტკონექტის კოინია, რისი გაუფასურებაც და გაქრობაც კომპანიას არანაირად არ აწყობს. რათქმაუნდა რისკ ფაქტორები გააჩნია ამ სფეროში ფულის ჩადებას, უკეთესი იქნებოდა მაინინგში ფულის ჩადება თუმცა მაინინგის დასაწყებად დიდი ფინანსური რესურსია საჭირო და ამ მეთოდით 100 დოლარითაც შეიძლება მინიმუმ თანხის გაათმაგება 1 წელიც რომ იმუშაოს. მომდევნო ერთი წლის ოფიციალური როუდმეპი კი გუშინ გამოაქვეყნეს https://bitconnect.co/system-news/90/bitconnect-blockchain-successfully-switched-to-pos-roadmap-for-calendar-year-2018/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Whatever Posted December 17, 2017 Author Share Posted December 17, 2017 ბიტკოინის ფიუჩერსების საფონდო ბირჟაზე გასვლის შედეგების საინტერესო პროგნოზებია 2018 წლისთვის, გადახედეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
tenno Posted December 27, 2017 Share Posted December 27, 2017 მიკვირს რაღაცა ძალიან მკვდარია ეს განყოფილება... არადა კაი პროექტია მათთვის ვისაც არააქვს დრო საკუთარი მაინინგ ფერმის ასაშენებლად. 0.8-0.9% გიბრუნდება თანხის ყოველ დღე...(გააჩნია ვაჭრობა როგორ წავა, ყოფილა 0.04% და ყოფილა 1.5%... საშუალოდ 0.9% უჭირავს) სადღაც 3 თვეში ამოიღებ ჩადებულ თანხას და მერე მოგება და მოგება... ბოლოს იმ ჩადებულ თანხას კონტრაქტის ამოწურვისას დაჟე უკან გიბრუნებენ! გარანტიები კი არაა (ისევე როგორც არსად მთელს კრიპტოვალუტის ბაზარზე), თუმცა ის რომ ეს პროექტი მაინცდამაინც 3 თვეში დატყდება რავიცი... აგერ პირველ პოსტში წერია იმ დროს 700 მილიონი იყო კაპიტალიზაცია, ეხლა უკვე 2,5 მილიარდზე ავიდნენ... კაიფი ისაა, რომ ბირჟაზე ვაჭრობის გარდა საკუთარი კრიპტოვალუტა აქვთ, Bitcoin Connect (BCC) ბლომად ხალხი შევიკრიბეთ უკვე, არც მეგონა ამდენი ქართველი თუ იყო ჩაბმული ამ თემაში, ერთმანეთს ვეხმარებით ფეისბუკით, თუ ვინმეს სურვილი აქვს მომწერეთ აქ ან პირადში და დაგეხმარებით რითიც შევძლებ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 ჰეჰე BitConnect Shutters Crypto Exchange Site After Regulator Warnings https://www.coindesk.com/bitconnect-shutters-crypto-exchange-site-regulator-warnings/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eolsori Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 10 minutes ago, Power_VANO said: ჰეჰე BitConnect Shutters Crypto Exchange Site After Regulator Warnings https://www.coindesk.com/bitconnect-shutters-crypto-exchange-site-regulator-warnings/ "მოტყდნენ" ხო ესენი? და თანხებსაც ნაისჰეშივით გააქრობენ თუ ჯერ აცლიან ხალხს გატანას? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 16 minutes ago, eolsori said: "მოტყდნენ" ხო ესენი? და თანხებსაც ნაისჰეშივით გააქრობენ თუ ჯერ აცლიან ხალხს გატანას? ნაისჰეში თანხის დაბრუნებას აპირებს და ამათმა პირამიდამ ბიტკოინის ფასის ერთ მასიურ კორექციასაც ვერ გაუძლო კი გადაახურდავებ მაგრამ ფასი 91%-ით დაეცა https://www.cryptocompare.com/coins/bccoin/overview სამწუხაროა, რომ ხალხმა ფული დაკარგა ჩვენთან, მაგრამ ორმაგად უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენთან უმეტესობას არც სწავლა უნდა, არც შესწავლა, არც სხვისი რჩევის მოსმენა, ანალიზის უნარი - 0 და გამდიდრების სურვილით უამრავ ქონებას კარგავენ. უახლოესი წარსულიდან: 1) Antminer D3 2) Bitconnect 3) ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 4 hours ago, Power_VANO said: სამწუხაროა, რომ ხალხმა ფული დაკარგა საერთოდ არ მეცოდება, არ უნდა შეეკვეხონ ყველგან, დებილებისთვის გაკვეთილი იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 5 hours ago, david_888 said: საერთოდ არ მეცოდება, არ უნდა შეეკვეხონ ყველგან, დებილებისთვის გაკვეთილი იქნება ერთი დ3 იყო გაკვეთილი, მეორე ესაა და ახლა კიდევ ის ახალი A3 იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted January 17, 2018 Share Posted January 17, 2018 2 hours ago, Power_VANO said: ერთი დ3 იყო გაკვეთილი, მეორე ესაა და ახლა კიდევ ის ახალი A3 იქნება კონკრეტული ფაქტი კი არა, ზოგადად უნდა იყოს გაკვბეთილი ის რო все побежали и я побежал არ უნდა აკეთო, შეეკვეხებიან რაც არ ესმით იმაში და მერე ტირიან, ნაღდად არ მეცოდება ეგეთი ხალხი რაც არ უნდა დაკარგონ, პირიქით მაღიზიანებენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 18, 2018 Share Posted January 18, 2018 11 hours ago, david_888 said: კონკრეტული ფაქტი კი არა, ზოგადად უნდა იყოს გაკვბეთილი ის რო все побежали и я побежал არ უნდა აკეთო, შეეკვეხებიან რაც არ ესმით იმაში და მერე ტირიან, ნაღდად არ მეცოდება ეგეთი ხალხი რაც არ უნდა დაკარგონ, პირიქით მაღიზიანებენ ბიტმეინს ოხრად ჰქონია A3-ები, კიდევ დადო და მთელი დღე ყოველ საათში დავდებთო მოკლედ, ვამატებ მე: უახლოესი წარსულიდან: 1) Antminer D3 2) Bitconnect 3) Antminer A3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted February 15, 2018 Share Posted February 15, 2018 თემის ავტორი რომ აღარ ჩანს :ს :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ottko Posted February 15, 2018 Share Posted February 15, 2018 1 hour ago, Razer said: თემის ავტორი რომ აღარ ჩანს :ს :დ კონკრეტულ რესურსზე რომ გახსნი თემას/რეკომენდაციას უწევ / თავაზობ ხალხს და მერე ის რესურსი იძირება ეგრევე აღარც უნდა გამოჩნდე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted February 15, 2018 Share Posted February 15, 2018 ხო რა თქმა უნდა, ვიღადავე ))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.