მათე Posted October 19, 2017 Share Posted October 19, 2017 გამოვიდა Ubuntu 17.10 კოდური სახელით Artful Aardvark. Ubuntu 17.10 არის non-LTS (Long Term Support) რაც ნიშნავს რომ განახლებები მოვა მხოლოდ 9 თვის მანძილზე ანუ 2018 წლის ივლისამდე. ასევე ეს არის Ubuntu-ს პირველი ვერსია რომელსაც როგორც იქნა აღარ ექნება 32-bit იანი ვერსია. 64-bit იანი ვერსია იქნება მულტიარქიტექტურის მქონე ანუ 32 ბიტიან პროგრამებს უპრობლემოდ გაუშვებს. რა არის ახალი? Ubuntu 17.10 არ ექნება Unity 7 არამედ ის იყენებს GNOME Shell-ს. ღიალკზე "Super" დაჭერისას გამოვა ასეთი ეკრანი, რომელზეც ასახულია ყველა გაშვებული პროგრამა და აქტირუი დესკტოპები. ეს არის ახალი login/lock screen. LightDM ჩანაცვლდა GDM-თ. ტექნიკური ცვლილებები 32-bit ვერსიები აღარ გამოვა. Linux kernel განახლდა 4.13 ვერსიამდე რომელსაც აქვს ახალი KVM feature-ბი. Wayland-მა ჩაანაცვლა X როგორც დეფაულტ display server. X ისევ არის საჭირო ბევრი პროგრამის ფუნქციონირებისთვის. ამიტომ სისტემაში შესვლისას შეგიძლიათ აირჩიოთ 'Ubuntu on Xorg' . GNOME და GNOME-ს პროგრამები არის 3.26 ვერსია. დრაუვერგარეშე პრინტინგის მხარდაჭერა აქვს IPP Everywhere, Apple AirPrint, Wi-Fi Direct და Mopria მოწყობილობებს. LibreOffice განახლდა 5.4 ვერსიამდე. Python 2 აღარ მოყვება, დეფაულტად აყენია Python 3 3.6 ვერსიის მქონე. Rhythmbox music player ახლა იყენებს alternative user interface-ს. Simple Scan-ს აქვს ახალი დიზაინი. Stock GNOME სესია ხელმისაწვდომია gnome-session package-ს დაყენების შემდეგ. Ubuntu 17.10 x64-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქედან https://www.ubuntu.com/desktop/1710 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.