მათე Posted October 19, 2017 Posted October 19, 2017 გამოვიდა Ubuntu 17.10 კოდური სახელით Artful Aardvark. Ubuntu 17.10 არის non-LTS (Long Term Support) რაც ნიშნავს რომ განახლებები მოვა მხოლოდ 9 თვის მანძილზე ანუ 2018 წლის ივლისამდე. ასევე ეს არის Ubuntu-ს პირველი ვერსია რომელსაც როგორც იქნა აღარ ექნება 32-bit იანი ვერსია. 64-bit იანი ვერსია იქნება მულტიარქიტექტურის მქონე ანუ 32 ბიტიან პროგრამებს უპრობლემოდ გაუშვებს. რა არის ახალი? Ubuntu 17.10 არ ექნება Unity 7 არამედ ის იყენებს GNOME Shell-ს. ღიალკზე "Super" დაჭერისას გამოვა ასეთი ეკრანი, რომელზეც ასახულია ყველა გაშვებული პროგრამა და აქტირუი დესკტოპები. ეს არის ახალი login/lock screen. LightDM ჩანაცვლდა GDM-თ. ტექნიკური ცვლილებები 32-bit ვერსიები აღარ გამოვა. Linux kernel განახლდა 4.13 ვერსიამდე რომელსაც აქვს ახალი KVM feature-ბი. Wayland-მა ჩაანაცვლა X როგორც დეფაულტ display server. X ისევ არის საჭირო ბევრი პროგრამის ფუნქციონირებისთვის. ამიტომ სისტემაში შესვლისას შეგიძლიათ აირჩიოთ 'Ubuntu on Xorg' . GNOME და GNOME-ს პროგრამები არის 3.26 ვერსია. დრაუვერგარეშე პრინტინგის მხარდაჭერა აქვს IPP Everywhere, Apple AirPrint, Wi-Fi Direct და Mopria მოწყობილობებს. LibreOffice განახლდა 5.4 ვერსიამდე. Python 2 აღარ მოყვება, დეფაულტად აყენია Python 3 3.6 ვერსიის მქონე. Rhythmbox music player ახლა იყენებს alternative user interface-ს. Simple Scan-ს აქვს ახალი დიზაინი. Stock GNOME სესია ხელმისაწვდომია gnome-session package-ს დაყენების შემდეგ. Ubuntu 17.10 x64-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქედან https://www.ubuntu.com/desktop/1710 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.