მათე Posted July 7, 2017 Posted July 7, 2017 Linux ნელ-ნელა ხდება პოპულარული Desktop სეგმენტში. მიზეზად კი შეიძლება დასახელდეს Valve-ს მიერ მისი განვითარება როგორც gaming სისტემა. Steam OS-ს გამოშვებაც სწორედ ამაზე მიუთითებს. ასევე ბევრი ახალი თანამედროვე გრაფიკის მქონე თამაში გამოსულია linux-სთვისაც და ხდება ძველი თამაშების პორტირებაც. თითქმის ყველა თანამედროვე თამაშის ძრავს აქვს linux-ს მხარდაჭერა. Vulkan API-ს განვითარების გამო კი კიდევ უფრო სწრაფად მოხდება linux-ს gaming platform-ად გადაქცევა. შესაბამისად გაიზრდება linux-ს მომხმარებელთა რიცხვიც. მათ შორის რათქმაუნდა იქნებიან დამწყებები, რომელთაც მანამდე არც კი ჰქონდათ შეხება linux-თან და როცა აღმოაჩენენ რომ ზოგი პროგრამა რომელსაც ისინი windows-ზე ხმარობენ არ არსებობს linux-სთვის დაიბნევიან. ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა და შემომეთავაზებინა ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის ალტერნატივები linux-სთვის. ზოგი მათგანი არის free ან open source ან ორივე ერთად. free არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ open source_ცაა. ნაწილი არის cross platform-ლი. ანუ windows-ზეც და mac-ზეც შეგიძლიათ მისი გატესტვა. თემა იქნება მუდმივად განახლებადი. თუ რაიმე უფრო დახვეწილი ალტერნატივა გამოჩნდება მის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად დაემატება ამ თემას. შეგიძლიათ თემაში პოსტებიც დაწეროთ რაიმე სოფტის შემოთავაზებით. თუ თვლით რომ ის ღირსეული ალტერნატივაა windows only პროგრამის. მაშ ასე დავიწყოთ. $#^#(|დები მაქსიმალურად FOSS = Free and Open Source Software პროგრამები შემოგთავაზოთ. Microsoft Office -> LibreOffice https://www.libreoffice.org/download/download/ LibreOffice არის FOSS დაფუძნებულია OpenOffice-ზე, მაგრამ აქვს უფრო ბევრი feature. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Photoshop -> GIMP (GNU Image Manipulation Program) https://www.gimp.org/ GIMP-ც არის FOSS. ითვლება photoshop-ს საუკეთესო ალტერნატივად. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Illustrator -> Inkspace https://inkscape.org/en/ Inkspace არის FOSS. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Premiere/After Effects -> OpenShot და Lightworks http://www.openshot.org/ https://www.lwks.com/index.php?option=com_lwks&view=download&Itemid=206 OpenShot არის FOSS. საშუალო დონის მომხმარებლისთვის იდიალური არჩევანია რადგან არის მარტივი მოსახმარი. არის cross platform (Linux, Mac, Windows). არ შემეძლო აქ არ მეხსენებინა Lightworks. ეს არ არის FOSS, თუმცა მას გააჩნია free ვერსია. 2010-ში დაანონსდა open source ვერსიაც. free ვერსია შეზღუდულია და მას მხოლოდ 720p ვიდეოს output აქვს. ახლა რატომ ვახსენე. იმიტომ რომ ეს არის პროფესიონალური პროგრამა, რომელსაც იყენებს hollywood და მისი გამოყენებით შეიქმნა უამრავი ფილმი, მათ შორის: Hugo 3D, The Departed, Gangs of New York, Shutter Island, The Wolf of Wall Street, Pulp fiction, Bruce Almighty და უამრავი სხვა. არის cross platform (Linux, Mac, Windows). 3ds Max, Cinema 4D -> Blender https://www.blender.org/download/ Blender არის FOSS. საუკეთესო ალტერნატივა. სხვას ვერაფერს დავასახელებ მის გვერდით. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Fraps/Dxtory, Xsplit -> Open Broadcaster Software (OBS) https://obsproject.com/download Open Broadcaster Software არის FOSS. ის შესანიშნავი ალტერნატივაა windows-ში არსებული პროგრამების რომლებიც ახდენენ გამოსახულების ჩაწერას. მას აქვს შესაძლებლოდა video streaming_ს Justin.tv, Twitch.tv და სხვა streaming site-ბზე. არის cross platform (Linux, Mac, Windows). პროგრამები რომლებსაც აქვთ linux-ს ვერსიაც Autodesk Maya Quote
სოსო Posted December 20, 2021 Posted December 20, 2021 office ალტერნატივებად უკეთესია ჩემის აზრით WPS Office https://www.wps.com/ და Onlyoffice https://www.onlyoffice.com/ ორივე უფრო მეტად თავსებადია Microsoft-ის პროგრმასთან და ფაილებთან და უკეთესი დიზაინებიც აქვთ Quote
მათე Posted December 25, 2021 Author Posted December 25, 2021 ისე უკვე ახალი ოფისიც აღმოვაჩინე FreeOffice როგორც წერენ ყველაზე მეტად თავსებადიაო MS office-თან. https://www.freeoffice.com/en/ Quote
სოსო Posted December 26, 2021 Posted December 26, 2021 ეხლახანს მოვსინჯე და არ მომწეონა Sylfaen ქართულად აკრეფილი ტექსტი საერთოდ ვერ აღიქვა და მეორეჯერ რომ გავხსენი დოკუმენტი ახალი ვერსიის ყიდვა შემომთავაზა ჯერჯერობით WPS Office და Onlyoffice უფრო მომწონს Quote
მათე Posted December 26, 2021 Author Posted December 26, 2021 30 minutes ago, სოსო said: ეხლახანს მოვსინჯე და არ მომწეონა Sylfaen ქართულად აკრეფილი ტექსტი საერთოდ ვერ აღიქვა და მეორეჯერ რომ გავხსენი დოკუმენტი ახალი ვერსიის ყიდვა შემომთავაზა ჯერჯერობით WPS Office და Onlyoffice უფრო მომწონს ხო ფონტებს უნდა ჩაყრა მხოლოდ. ეგ ყიდვა არაფერი მეილი ჩაწერე და კოდი მოგივა და შეიყვანე. უფასოა ეგ პროგრამა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.