Jump to content

Front Panel Bay 5.25'' შემარჩევინეთ


Recommended Posts

გაუმარჯოს,

მოკლედ მინდა კეისისთვის 5.25 დიუმიანი წინა პანელი შემდეგი მოთხოვნებით:

1. USB 3.0/3.1, აუცილებლად მინიმუმ 1 type C თავით, სასურველია 2-ით

2. გაერთიანებული 3.5 მმ აუდიო ჯეკი (ანუ ნაუშნიკის ხმა და მიკროფონის ერთი შესაერთებელი როგორც მობილურებზეა (ახალი iPhone-ს გარდა :) ) და ბევრ ახალ ლეპტოპზე, არ მინდა ცალ-ცალკე ჯეკები დინამიკის და მიკროფონისთვის

3. სწრაფი დამტენი 5V/2A

4. სასურველია SDCard-ის წამკითხველი (თუმცა არაა აუცილებელი)

ახლა რა არ მინდა რომ ქონდეს:

1. e-sata პორტი

2. როგორც ზემოთ ვთქვი ცალ-ცალკე ჯეკები მიკროფონი/ნაუშნიკისთვის

3. Firewire და მსგავსი ვადაგასული პორტები

4. Fan Controller (მაზერი მშვენივრად აკონტროლებს ფანებს და ტემპერატურა და ხმაური არ მაწუხებს)

 

თუ ექნება LCD ტემპერატურებს რომ აჩვენებს ბონუსი იქნება :D

ამ პარამეტრებით ვერაფერი ვიპოვე (ყველა მოთხოვნაში რომ ჯდებოდეს)

ერთი რომელიღაცა ამოვარდება ხოლმე, ძირითადად 2 აუდიო ჯეკია ხოლმე ყველაში, რამდენიმე ნაუშნიკი მაქვს და ყველას კომბინირებული ჯეკი აქვს, კი მაქვს სპლიტერი (მოყვა ერთ-ერთს) მარა არ მინდა მისი "დაკიდება" წინა პანელზე, ახლა დროებით უკან მაქვს შეერთებული და მოსახერხებელიცაა სიგრძეს უმატებს კაბელს, თუმცა ისედაც ძალიან აიბურდა უკვე კაბელებით ჩემი მაგიდა და მინდა შევამცირო

 

თქვენი დახმარების იმედი მაქვს

ველი წინადადებებს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.