Jump to content

რა განსხვავებაა სარენდერო და სათამაშო სისტემებს შორის?


Recommended Posts

ე.ი. სისტემის ყიდვა მინდა პროგრამებში სამუშაოდ, 3მაქვს, აუტოკადი და ასე შემდეგ და მაინტერესებს სარენდერო და სათამაშო სისტემების ნაწილებში რამე არსებითი განსხვავება არის? ანუ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, თამაშებისთვის გათვლილი ძლიერი კომპიუტერი რენდერებსაც სწრაფად გააკეთებს და პირიქით.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, chekhe said:

ე.ი. სისტემის ყიდვა მინდა პროგრამებში სამუშაოდ, 3მაქვს, აუტოკადი და ასე შემდეგ და მაინტერესებს სარენდერო და სათამაშო სისტემების ნაწილებში რამე არსებითი განსხვავება არის? ანუ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, თამაშებისთვის გათვლილი ძლიერი კომპიუტერი რენდერებსაც სწრაფად გააკეთებს და პირიქით.

არაა განსხვავება არაფერი ძლიერი პროცესორი ოპერატიულები და ვსო დაარენდერებ მშვენივრად ნუ ტუ პროცესორით არენდერებ თუ ვიდეოკარტით მაშინ ვიდეოც ძლიერი დაითრიე 900სერია ან თუ გაქაჩავ 1000 სერია, 

Link to comment
Share on other sites

რო დავაკვირდი პროცესორი განსხვავებული უყენიათ... mymarketze girs yidva? 2500 ფარგლებში ვაპირებ და რას მირჩევთ?

Link to comment
Share on other sites

On 5/22/2017 at 5:00 PM, chekhe said:

სარენდერო და სათამაშო სისტემების ნაწილებში რამე არსებითი განსხვავება არის? ანუ ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, თამაშებისთვის გათვლილი ძლიერი კომპიუტერი რენდერებსაც სწრაფად გააკეთებს და პირიქით.

არაა მთლად ეგრე
გააჩნია თამაშს და გააჩნია რენდერს

თამაშებში გჭირდება კონკრეტული სიმძლავრის პროცესორი, განსაზღვრული ზომის ოპერატიული და ძლიერი ვიდეო(ნუ აქაცაა ლიმიტი)
რენდერში კი მაქსიმალურად ძლიერი პროცესორი, ბევრი ოპერატიული და პროფესიონალური ვიდეოდაფა რომელიც თამაშებში არაფრის მაქნისია ფასთან შედარებით, რენდერში კი თავზე ახევს ყველაფერს ნებისმიერ სათამაშო ვიდეოდაფას
პროცესორზეც ანალოგიურად, თამაშში თუ 4 სწრაფი ბირთვია პრიორიტეტული და 6 თავს გადასდის, რენდერში რაც მეტი მით მალე შესრულებული საქმე
ოპერებზეც იგივე, თამაშებში 16GB სრულიად საკმარისია, რენდერში კი მინიმუმია :) 

Link to comment
Share on other sites

შემიძლია 6 ბირთვიანი კომბო TOP სერიის დედაპლატასთან ერთად შემოგთავაზო 500 ლარად, რომელიც ზუსტად რომ რენდერისთვისაა ზედგამოჭრილი და ამავდროულად თამაშებისთვისაც იდეალურია. ასევე მაქვს კარგი გაგრილებაც ამ კომბოსთვის.

ერთი სიტყვით ამ თემას გაეცანი თუ დაინტერესდები

5ddb51d06d99.jpg&key=c509a0f057ec003feb7

Link to comment
Share on other sites

პროფესიულ ვიდეობარათებს აქვთ ე.წ FP64 მხარდაჭერა, რომელიც საერთოდ ამოღებულია Nvidia-ს მე-10 სერიის ვიდეობარათებში და წინა სერიაშიც ძალიან შეკვეცილია (TitanZ ქონდა მგონი იგივე რაც იმ დროის პროფესიონალურ ბარათებს)

FP64 მნიშვნელოვანია სპეციფიური გამოთვლებისთვის კონკრეტულ პროგრამებში, თუმცა სრულიად არასაჭიროა გრაფიკისთვის (3D გრაფიკა იგულისხმება, CAD-ში სადაც გრაფიკასან ერთად გამოთვლებია, მნიშვნელოვანია, მოკლედ თუ ამ ტიპის გამოთვლები გჭირდება გეცოდინება), სხვა მხრივ პროფესიონალურ ვიდეობარათებს აქვთ სპეციალური დრაივერები, როლებიც ოპტიმიზირებულია  მაგალითად CAD-ის, ან 3D გრაფიკული პროგრამებბისთვის, ასევე სათითაოდ იტესტება საიმედოობაზე, როგორც წესი აქვთ ხოლემ მეტი VRAM,

თუკი შენი პროექტები არ არის ისეთი სირთულის (და იმდენი რაოდენობის) რომ საჭიროებდეს ამ ყველაფერს, ჯობს ძლიერი სათამაშო ვიდეოკარტა იყიდო მაგ 500 დოლარად (მიაქციე ყურადღება გჭირდება თუ არა FP64) ვიდრე პროფესიონალური 5000-ად,

რენდერს რაც შეეხება, მაქ არ გირჩევ არანაირად პროფესიონალურ ვიდეოს, გააჩნია თუ რა პროგრამას იყენებ და რას აკეთებ, ზოგ შემთხვევაში სტანდარტული i7 4 ბითვით და 8 ნაკადით თითქმის იგივენაირად მუშაობს როგორც 12 ბირთვიანი Xeon, ამიტომ უნდა გაითვალისწინო ესეც,

არის პროგრამები, რომლებიც ძალიან კარგად იყენებს ბევრ ბირთვს და ნაკადს, არის პროგრამები, რომლებიც იგივეს აკეთებენ კარგ ვიდეოსთან ერთად, მოკლედ ჯერ უნდა დააზუსტო რა ტიპის პროექტები გაქვს, რა პროგრამებს იყენებ და ისე გადაწყვიტო,

 

RAM რაც მეტი მით უკეთესი :)

თუ ბევრი ბირთვი გაწყობს, დაძებნე იბეიზე სერვერული დუალ სოკეტიანი მაზერის კომბოები (მაზერი, პროცესორი, რამ), ძალიან კარგ ვარიანტს წააწყდე შეიძლება

 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.