Jump to content

Aspect Ratio Scaling ის პრობლემა


Recommended Posts

ავაწყვე კომპი Windowws XP-სთვის,

Core2Quad Q6600

2X2 Gb DDR2 RAM

GTX 750 ti 2Gb

ძველი თამაშები (რომლებისთვისაც ავაწყვე) მინდა გავუშვა უპრობლემოდ, საქმე იმაშია, რომ ბევრს არ აქვს 16:9 გარჩევადობის მხარდაჭერა, (ჩემი მონიტორი 2K გარჩევადობისა) და ვფიქრობდი გამომეყენებინა Nvidia-ს დრაივერების სკალირების ფუნქცია 1024X768 რომ მიმეთითებია და გეეშალა ეკრანზე სწორი სკალირებით (გვერდებზე შავი ზოლებით), მაგრამ სამწუხაროდ არ შვება, დრაივერში არ არის ეს ფუნქცია და იწელება საშინლად მთელ ეკრანზე....

untitled.png

(არადა Windows 10-ზე არის მაქ სკალირების ფუნქცია)

Nvidia-ს საპორტში მითხრეს, რომ ძველ OS-ზე ეს ფუნქცია შეიძლება არ იყოსო. მითხრეს, მოძებნიდნენ დამატებით ინფორმაციას თუკი რომელიმე ძველი დრაივერი მხარს უჭერს ამ ფუნქციაქს, მაგრამ მეეჭვება რამე ნახონ

არც NvidiaProfileInspector-შია მსგავსი ფუნქცია

არის რამე საშუალება რომ დავაძალო 4:3 თანაფარდობა?

Link to comment
Share on other sites

მონიტორს ქონია თვითონ AspectRatio-ს ხელით შეცვლის საშუალება,

დავაყენე და მეტნაკლებად კარგადაა ყველაფერი, ეგაა 5:4 არ აქვს და 1280:1024–ისთვის 1:1 უნდა მივუთითო (ანუ სკალირების გათიშვა) მაქსიმალური ხარისხისთვის, მართალია ამ დროს დამახინჯება საერთოდ არ არის, მაგრამ ეკრანის "მუშა" ნაწილია საშინლად პატარა

კიდევ 75 ჰერცზე მეტს ვერ ვაყენებ სიხშირეს (ვერც HDMI-ზე, ვერც DVI-ზე) ამ რეზოლუციებზე, Nvidia-ს დრაივერიდან 100 ჰერცამდე ავწიე, მაგრამ ამ დროს სკეილინგი ვეღარ მუშაობს, რაც არ მაწყობს

 

მოკლედ საუკეთესო ვარიანტი (გარდა ძველი მონიტორისა) არის ჩემი მონიტორის სკეილინგის გამოყენება

თან იმ თამაშებში, სადაც შესაძლებელია სრული 2K, იმასაც გამოვიყენებ

Link to comment
Share on other sites

Nvidia-მაც მომწერა მონიტორს თუ აქვს სკალირების ფუნქცია ის გამოიყენეო :D

რატომ აკეთებენ ასეთ არასაჭირო ცვლილებებს არ ვიცი, ვის რა ხელს უშლიდა სკალირების ფუნქცია რომ დაეტოვებინათ XP-ში?

იდეაში იმათ უფრო სჭირდბათ, ვინც XP-ს იყენებს ძველი პროგრამების და თამაშებისთვის რომ ჰქონდეთ თავსებადობა თანამედროვე ეკრანებთან, თორემ რატომ მოვინდომებ 4:3 რეზოლუციის გამოყენებას თანამედროვე OS-ზე თანამედროვე თამაშებისთვის?

 

მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.