Jump to content

Recommended Posts

flux_icon.jpg

 

მთავარი გვერდი

ლიცენზია: უფასო

თავსებადობა: Windows (ასევე Mac, Linux, Android, iOS)

FAQ

დემონსტრაცია

 

თვალების გადაღლა ყველასთვის ნაცნობი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კომპს გვიან ღამემდე უზიან

სტანდარტულ რჟიმში, მონიტორი ღამის სიბნელეშიც ისევე განათებულია როგორც დღის შუქზე

თანამედროვე LED/LCD მონიტორები (გარდა რამდენიმე ძვირადღირებული გამონაკლისისა)  განსაკუთრებით ძლიერად ასხივებენ ლურჯ (ცივ) დიაპაზონში, ეს ძალიან კარგია როცა ოთახში მზის სხივების შუქია, თუმცა შედარებით ნაკლებ განათებულ, ან საერთოდ ბნელ ოთახში თვალების ზედმეტად გადაღლას იწვევს.

თითქმის ყველა მონიტორს აქვს ფერების ტემპერატურის გადართვა, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობას ეს ფუნქცია ან საერთოდ არ უნახავს, ან ერთხელ ნახა ახალი მონიტორის "გაცნობისას" და აღარასდროს გამოუყენებია

f.lux ძალიან მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ინსტალაციის მერე საჭიროა მხოლოდ თქვენი მდებარეობის მითითება, რომ დააყენოს დღე-ღამის ციკლი და ამის მიხედვით ავტომატურად აყენებს მონიტორის ფერების ტემპერატურას, დღისით ცივი ფერები, ღამით თბილი (მოყვითალო ელფერით) ლურჯი გამოსხივების მოშორებით კი თვალები გაცილებით ნაკლეად იძაბებიან (გამოვცადე საკუთარ თავზე გადაბმული რამდენიმე გვიანი ღამის სათამაშო სეანსისას, თითქმის არ შევუწუხებივარ თვალების გადაღლას არც თამაშისას, არც დილით)

ყვითელ ელფერს შეჩვევა ჭირდება მცირედი (ბრაუზინგისას მაგალითად) თუმცა თამაშებში და ფილმებში გაცილებით ნაკლებ შესამჩნევია, თუმცა თუკი გრაფიკულ სამუშაოს ასრულებთ და ფერების სიზუსტე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დააპაუზოთ f.lix რამდენიმე საათით (ისე მსგავის სამუშაო მზის შუქზე გააკეთოთ ჯობს ;) )

მოკლედ, გირჩევთ ყველას ვისაც გვიან კომპთან ჯდომა უყვარს (ალბათ ამ ფორუმის წევრების უმეტესობას)

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მეყენა მაგრამ არ გამომადგა დიდათ, ცვეტავოი ტემპერატურას ცვლის ავტომატურათ რაც არაფერში მჭირდება თან ფერებზეც მოქმედებდა ეგეთი შეცვლა, შეიძლება უფრო სერიოზულ მატრიცებზე უკეთესი ეფექტი ქონდეს არ ვიცი და არ გაახუმოს ფერები, აი ზუსრათ ეგეთივე ფიშკა ექნება უკვე windows 10 RS2 ბილდში და შეგიძლია ჩაურთო რომ გამოვა სეტინგებიდან, თუმცა იქაც გათიშულს დავტოვებ ალბათ მე

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, George said:

მეყენა მაგრამ არ გამომადგა დიდათ, ცვეტავოი ტემპერატურას ცვლის ავტომატურათ რაც არაფერში მჭირდება თან ფერებზეც მოქმედებდა ეგეთი შეცვლა, შეიძლება უფრო სერიოზულ მატრიცებზე უკეთესი ეფექტი ქონდეს არ ვიცი და არ გაახუმოს ფერები, აი ზუსრათ ეგეთივე ფიშკა ექნება უკვე windows 10 RS2 ბილდში და შეგიძლია ჩაურთო რომ გამოვა სეტინგებიდან, თუმცა იქაც გათიშულს დავტოვებ ალბათ მე

ფერების სიზუსტე იკარგება ნამდვილად, მაგრამ რომ მიეჩვევი დიდად აღარ გაწუხებს, + თვალებიც აღარაა ჩასისხლიანებული დილით :D

 

Link to comment
Share on other sites

ჩემზე დიდათ არ მოქმედებს ეგ ამბავი, მე დაჟე სიკაშკაშესაც არ ვაკლებ, ალბათ მიჩვეული ვარ უბრალოთ, აი ძველ მონიკთან შედარებით ეხლანდელ დელზე ნაკლებათ მეწვება თვალები იმიტომ რომ ალბათ უშიმო რომაა, უფრო დიდ ზომებზე ჯერ არ მიცდია, თუ ვიყიდი დავაკვირდები 24-25 ინჩიანზე, შეიძლება საერთოდ 2K კი გადავბარგდე ვნახოთ კარტა თუ გამოვცვალე

Link to comment
Share on other sites

მადლობა,ძაან გამომადგა
თვალები არ მისისხლიანდებოდა მაგრამ, ახლა ნაკლებად მაქვს დაძაბული თვალები
ოდნავ ავუწიე სიკაშკაშეს,მთლად წიგნის კითხვის  მოუდი რო არ ყოფილიყო :დ

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

არის ეგეთივე ფიშკა უკვე ვინც ვინდოუს 15063 ბილდს დააყენებს, night mode ქვია :

IH69Cw3.png

Link to comment
Share on other sites

ხო, ვნახე ეგ თუმცა არ არის ისეთი მოქნილი როგორც f.lux-ში

ანუ მითითებულ დროს იცვლება საწყისიდან საბოლოო მნიშვნელობაზე და არა ეტაპობრივათ (f.lux-ს აქვს აპდეით ინტერვალი 20 წმ ან 60 წთ -ცოტა უცნაურია მარტო ეს ორი საფეხური და მათ შოის ამხელა სხვაობა, მაგრამ მაინც ეტაპობრივია და არა ერთბაშად)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.