მიშა Posted November 7, 2010 Share Posted November 7, 2010 ის, რასაც ახლა ვაკეთებ, შეგიძლიათ მარაზმად მონათლოთ. მე თვითონ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაუსის ისტორიის დაწერა მარაზმია მაგრამ როდესაც Ber0-მ ერთ-ერთ პოსტში "ხელწრუწუნა" ახსენა, გადავწყვიტე დამეწერა ამ "თაგვის" ისტორია... 1. რა არის მაუსი? ყველამ ვიცით, მაგრამ მეცნიერული განმარტება ასეთია: მაუსი (mouse, mouses, mice, mouse devices) არის მიმთითებელი ხელსაწყო, რომელიც ორგანზომილებიან სივრცეში მოქმედებს. 2. ცოტა რამ ისტორიიდან მაუსის პირველი წინაპარი 1952 წელს შეიქმნა სამხედრო პროექტ "DATAR"-ისთვის, რომელიც სამხედრო ხომალდებისთვის განკუთვნილი "კომპიუტერიზებული" მოწყობილობა გახლდათ. თქვენ მის ფრაგმენტს სურათზე ხედავთ: სწორედ DATAR-ს უკავშირდება მსოფლიოში პირველი ტრეკბოლი (იხ. სურ.). ტრეკბოლი ფაქტობრივად ამობრუნებული ბურთულიანი მაუსია და მასზე არ შევჩერდები... შემდეგი ნაბიჯი უკვე ასე თუ ისე ნამდვილი მაუსი გახლდათ. ის სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა დუგლას ენგელბარტმა შექმნა 1963 წელს უზარმაზარი პროგრამის ფარგლებში (პროგრამის მიზანი ადამიანის ინტელექტისა და შესაძლებლობების ამაღლება გახლდათ ). სურათზე ზუსტად ამ "ზეადამიანის" პროგრამისთვის შექმნილ მაუსს ხედავთ: მომდევნო სურათზე შეგიძლიათ ნახოთ 1970 წლით დათარიღებული ნახაზები, სადაც მაუსის მექანიზმის სამი ვარიანტია მოყვანილი: 1974 წელს 8-ბიტიანი პერსონალური კომპიუტერი "Smacky" აღიჭურვება თავისი მაუსით. ეს კომპიუტერი: ესეც მისი "მაუსი": ახლა დროა აღვნიშნო ისიც, რომ მაუსს მაუსი არ ერქვა 1981 წლამდე. ამ წელს გამოვიდა კომპიუტერი Xerox 8010 Star, რომელსაც კომპლექტში მოყვებოდა მაუსი, ოფიციალური სახელით "mouse". თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მომხმარებელი მაუსს უარყოფითად შეხვდა და მისმა რეპუტაციამ მხოლოდ 1984 წელს, მაუსიანი "Apple Macintosh"-ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო გაუმჯობესება. აი მაუსიანი "მაკი": ეს მაუსებიც მაკისაა, მაგრამ უკვე 1986 წლის მოდელი: მას შემდეგ შეიცვალა დიზაინი, მექანიზმები, ღილაკების რაოდენობა... ამდენს არ ვილაპარაკებ და გადავალ შემდეგ ნაწილზე... 3. ბურთულიანი მაუსი ბურთულიანი მაუსი 70-იანი წლებით თარიღდება. მისი მოქმედების პრინციპი უკიდურესად მარტივია - ორი, X და Y ღერძი ბურთულას უკავშირდება და მისი მეშვეობით მოდის მოძრაობაში. აი ასეთია მექანიკური, ანუ ბურთულიანი მაუსი შიგნიდან: ეს კი მისი სქემაა: 1. მაუსის მოძრაობით ბურთულაც მოძრაობს; 2. ბურთულასთან დაკავშირებული X და Y ღერძებიც მოძრაობაში მოდის; 3. ოპტიკური კოდირების დისკებს ნახვრეტები აქვთ, რომლებშიც... 4. ... ინფრაწითელი LED-ები ანათებს დაბოლოს... 5. ... სენსორი აგროვებს ინფორმაციას გატარებული ინფრაწითელი სხივების რაოდენობაზე და ამის მიხედვით გზავნის იმპულსებს კომპიუტერში. 4. ოპტიკური მაუსი ოპტიკური მაუსი, რომელმაც ჩვენამდე შედარებით გვიან მოაღწია, სინამდვილეში თურმე 80-იან წლებში შეიქმნა. მასზე ორი სხვადასხვა ადამიანი სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა, შედეგიც, რათქმაუნდა, განსხვავებული აღმოჩნდა. პირველ მოდელს სპეციალური "მაუსპედი" მოყვებოდა, რომელზეც უჯრედები იყო დახაზული. ეს იმისთვის, რომ მაუსს X და Y ღერძები "წაეკითხა". მეორე მოდელს ასეთი რამ არ სჭირდებოდა და სწორედ ის გახდა სერიული მოდელი და Xerox-ის კომპიუტერებთან ერთად იყიდებოდა...სურათზე - Xerox-ის ოპტიკური მაუსის ოპტიკური სენსორი. თანამედროვე ოპტიკური მაუსები შემდეგი პრინციპით მუშაობენ - ოპტიკური სენსორი (რომელსაც წამში 1500-მდე კადრის დაჭერა შეუძლია) "კითხულობს" მის ქვეშ არსებულ ზედაპირს, გადასცემს მის მოძრაობაზე ინფორმაციას გმოსახულების გადამამუშავებელ ჩიპს, რომელიც უკვე კომპიუტერში გზავნის ინფორმაციას X და Y კოორდინატების ცვლილების შესახებ. სურათზე - Microsoft-ის მაუსის ოპტიკური სენსორი და გამოსახულების გადამამუშავებელი რახან ოპტიკურს ვეხები, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ზოგიერთ მაუსს ჩვეულებრივი დიოდის მაგივრად ინფრაწითელი დიოდი აქვს, რაც ბევრად ზრდის ენერგოეკონომიურობასა და მაუსის სიზუსტეს. თუმცა ყველაზე ზუსტი ლაზერული მაუსებია. ისინი ზედაპირის წაკითხვისთვის ინფრაწითელ ლაზერის სხივს იყენებენ. სურათზე - Logitech-ის ოპტიკური მაუსი. მაუსის კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია ინერციული, ანუ "გიროსკუპული" ხელწრუწუნა. მას არ სჭირდება არანაირი სამუშაო ზედაპირი - ასეთ მაუსს კორპუსში აქვს მოძრაობის სენსორი, რომელიც "იჭერს" მაუსის გადაადგილებით გამოწვეულ ინერციის ძალებს და ამის მიხედვით საზღვრავს X და Y ღერძების მდებარეობას. რათქმაუნდა ასეთი მაუსი ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს, "ჰაერში" მუშაობის შესაძლებლობა მისი მხოლოდ ერთ-ერთი დამატებითი ფუნქციაა. 5. 3D-მაუსი ცნობილია სახელებით "bat" და "flying mouse" (ღამურა და მფრინავი თაგვი). მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, როგორც უკვე ხვდებით ისაა, რომ ასეთ "ღამურას" სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა შეუძლია და შეუცვლელია 3D მოდელირებაში და CAD პროგრამებში. სურათზე ერთ-ერთ ასეთ "ღამურას" - 3Dconnexion SpaceNavigator-ს ხედავთ: 6. ინტერფეისი თავდაპირველად მაუსისთვის გამოიყენებოდა RS-232 ინტერფეისი (ქვედა ორი): ამავე დროს Apple-ს კომპიუტერებისთვის არსებობდა ცალკე ინტერფეისი - ADB (Apple Desktop Bus): 1987 წლიდან ორივე ინტერფეისი ახლადშექმნილმა PS/2-მა ამოაგდო მოხმარებიდან: ბოლოს PS/2-ი USB-მ თანამდებობიდან "გადააყენა" მისი უდავო უპირატესობის გამო... 7. ძირითადი ოპერაციები მარცხენა კლავიშით ერთი დაწრუწუნება - ობიექტის მონიშვნა. ორი კლიკი (მარცხ.) - ობიექტის გააქტიურება. სამი კლიკი (მარცხ.) - ორი კლიკის "სწრაფი" ვერსია. მარჯვენა კლავიშით დაწრუწუნება - ობიექტის კონტექსტური მენიუს გამოყვანა. მარცხენა კლავიშით კლიკი და ხელის აუღებლად მაუსის გაწევა - გათრევა (Drag). ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველამ იცოდით, მაგრამ მაინც იყოს....... 8. ღილაკები. რამდენი გვჭირდება? თავდაპირველად მაუსს მხოლოდ ერთი ღილაკი ჰქონდა, რომელიც თანამედროვე მარცხენა ღილაკის ფუნქციას ასრულებდა. სხვათაშორის 2005 წლამდე გამოსულ მაკინტოშის კომპიუტერებს სწორედ ერთღილაკიანი მაუსები მოყვებოდა, რომელთაგან ერთ-ერთსაც სურათზე ხედავთ: 2005 წელს Apple-მ წარმოადგინა "Mighty Mouse", რომელსაც 4 ღილაკი აქვს. შესაძლებელია ოთხივე მათგანის სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვა ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო სამღილაკიანი მაუსი: იგი 1995 წლიდან თანდათანობით შეცვალა სქროლიანმა (scroll) მაუსმა, რომლის სქროლერს მესამე ღილაკის ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ამასთან ერთად სქროლერს "პეიჯის" ზევით-ქვევით მოძრაობა და Ctrl კლავიშთან ერთად გამოყენებისას - გამოსახულების გადიდება-დაპატარავების ფუნქციაც აქვს. ცხადია არც სამი, არც ოთხი ღილაკი მაქსიმუმი არ არის - გეიმერებისთვის იქმნება ბევრღიალკიანი მაუსები სპეციალური გირებით (სიმძიმის ცენტრის კორექციისთვის). ერთ-ერთი ასეთი მაუსი - Logitech G5 სურათზეა წარმოდგენილი. 9. მაუსის სიჩქარე. ძველად მაუსების სიჩქარე აღინიშნებოდა სიდიდით PPI (pulse per inch -პულსი დუიმზე). თანამედროვე მაუსის სიჩქარე იზომება ერთეულით "CPI" (Count Per Inch - "დათვლა დუიმზე"). თუმცა მომხმარებლები და მწარმოებლები სულ სხვა ერთეულს - DPI(Dots of pointer motion per inch - მაუსის მანიშნებელის მოძრაობის წერტილების რაოდენობა დუიმზე)-ს მიუთითებენ. რეალურად CPI უცვლელი სიდიდეა, DPI კი - ცვლადი. მაგრამ პროგრამას (ოპ. სისტემას) შეუძლია შეცვალოს DPI ისე, რომ იგი CPI-ზე მეტი, ან ნაკლები იყოს. ახლა უკვე ყველაფერი დაწვრილებით იცით "ხელწრუწუნაზე". ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის :rolleyes: 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 17, 2011 Share Posted February 17, 2011 წევიკითXე მადლობა მიშას :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted February 17, 2011 Share Posted February 17, 2011 კაია მიშა წავიკითხე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ნიკუშა Posted February 17, 2011 Share Posted February 17, 2011 კაი რამეა 3D მაუსი გაასწორებს.. აუ ბურთიანი მაუსები რა საშინელება იყო :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted February 17, 2011 Share Posted February 17, 2011 კაი რამეა 3D მაუსი გაასწორებს.. აუ ბურთიანი მაუსები რა საშინელება იყო პს წავშლი შენ ავატარზე ცენზურა არ წაგიკითXავს ? ისევ იგივე დააყენე ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 17, 2011 Share Posted February 17, 2011 TY მიშა ბექა Posts: 2,222 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 მომეწონა მიშა მაგარი ინფო იყო. მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 3D მაუსი კაი პონტია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 ვა 3D მაუსი კაი იყო ერთი რამე მაინტერესებს.. ხელწრუწუნა (mouse)რატო შეარქვეს? :xeli: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 კარგი ინფორმაციაა მიშა მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 მანდ რომ ხატია ბურთიანი მაუსი, ეგ მეც მქონდა 3-4 წლის რომ ვიყავი. ბურთს ვიღებდი ხოლმე და ვწმინდავდი. მერე ჭედავდა. და ეხლაც მაქვს ეგ მაუსი. შენახული თან რა ტიპია, შუაში აქ კნოპკა. რისთვის არც ვიცი :eh: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted June 16, 2011 Share Posted June 16, 2011 ძაან ბევრი რამე გავიგე... მადლობა, კარგი ინფოა ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საბა Posted June 16, 2011 Share Posted June 16, 2011 მადლობა მიშა + Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Geo32 Posted October 30, 2014 Share Posted October 30, 2014 მადლობა მიშა, კარგი თემაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.