მათე Posted May 21, 2016 Posted May 21, 2016 მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ Ubuntu Phone lineup-ს წევერს BQ Aquaris E4.5. ის Ubuntu phone-ბში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მოდელია. €169.90 (around £127, $194, AU$249), BQ Aquaris E45 Ubuntu Edition წარმოადგენს ბიუჯეტურ სმარტფონს, რომელიც ითვლება ისეთი ტელეფონების კონკურენტად როგორებიცაა Moto G და ZTE Kis 3 Max. მიუხედავად ასეთი დაბალი ფასისა მას მაინც უჭირს კონკურენციის გაწევა დაბალბიუჯეტურ android და WP სმარტფონებთან მისი OS-ს გამო, რადგან მასზე გაცილებით ნაკლები აპლიკაციებია ვიდრე android-ზე ან WP-ზე. Nokia Lumia 735-ც კი უკეთესია ამ საკითხში რაც საჭირო აპლიკაციების არსებობას გულისხმობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ Ubuntu OS-ც და მისი Store-ც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. ეს მოდელი არის პირველი სმარტფონი რომელიც მუშაობდა Ubuntu OS-ზე. ის გარეგნობით უცებ მოგვაგონებს iphone 4-ს თუმცა მისგან განსხვავებით Ubuntu phone მთლიანად პლასტმასისგანაა დამზადებული. ხელიდან იოლად არ ცურავს და არც თითის ანაბეჭდები ეტყობა. მისი ზომებია 137 x 67 x 9 mm ხოლო წონა 123g რაც ტელეფონს საკმაოდ კომფორტულს ხდის თუ გავითვალისწინებთ მისი ეკრანის ზომასაც რომელიც 4.5-inch-ს შეადგენს. ეკრანი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით და აქვს HD 540 x 960 გაფართოება 240 ppi-თ. ტელეფონი არის ორსიმიანი და მისი უფროსი ძმისგან განსხვავებით აქვს microSD-ს სლოტი 32 GB-მდე. ეს ძალზედ გამოსადეგია რადგან ტელეფონს მხოლოდ და მხოლოდ 8 GB შიდა მეხსიერება აქვს, რომლიდანაც 5.5 GB-ა თავისუფალი მომხმარებლისთვის. მას ამუშავებს 4 ბირთვიანი mediatek-ს 1.3 GHz-ს მქონე პროცესორი 1 GB RAM-თან ერთად. აქვს 8 Mpixel-იანი მთავარი და 5 Mpixel-იანი წინა ხედვის კამერა. მას გააჩნია საინტერესო ფუნქცია რომლითაც მისი 8 და 5 Mpixel-იანი სურათები ინტერპოლირდება შესაბამისად 13 და 8 mpixel-იან სურათებად. ტელეფონს აქვს 1080p რეჟიმში ვიდეოგადაღების შესაძლებლობა. მის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს 2150mAh non removable battery. კავშირის საშუალებებია Wi-Fi, GPS, Bluetooth, FM. ტელეფონს აქვს Proximity სენსორი, Ambient light სენსორი, Accelerometer და Gyroscope. FM რადიოს ქონა ერთ-ერთ დიდ პლიუსად ითვლება ამ ტელეფონისთვის, თუმცა 4G-ს არ ქონა დიდი მინუსია. ფასი შეადგენს 169.9 ევროს. მისი და სხვა Ubuntu OS-ზე მომუშავე სმარტფონების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ UBuntu-ს გვერდიდან. http://www.ubuntu.com/phone/devices იხილეთ review და unboxing 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.