Jump to content

Recommended Posts

Linux Mint არის კიდევ ერთი ოპერაციული სისტემა შექმნილი თანამედროვე კომპიუტერებისთვის მათ შორის x86 და x64 PC-სთვის.  Linux Mint შექმნილია რომ იმუშავოს სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად, როგორებიცაა windows, mac os ან სხვა linux დისტრიბუტივები. ამისათვის ის ავტომატურად აკონფიგურირებს  “dual boot”-ს ან  “multi-boot”-ს environment-ს სადაც მომხმარებელი ირჩევს რომელი ოპერაციული სისტემა ჩაირთოს.

Linux Mint შეიქმნა 2006 წელს. მისი შემადგენელი ნაწილებია Linux kernel, GNU tool-ები და  Cinnamon desktop. ის ასევე დამოკიდებულია Ubuntu-სა და Debian-ზე რადგან იყენებს მათ როგორც base system-ს.

cinnamon desktop

f4bf9d9977c4.jpg

Linux Mint -ს მთავარი მიზანი წარმოადგენს გაუმარტივოს ჩვეულებრივ მომხმარებელს კომპიუტერთან მუშაობა. მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს თუ კომპანიას აბსოლუტურად უფასოდ. ასევე მისი შემქმნელების მიზანს წარმოადგენს ის რომ წარმოაჩინონ საკუთარი იდეა იდეალური desktop-ს შესახებ. desktop-ს გარდა ოპერაციულ სისტემას გააჩნია უამრავი სხვადასხვა პროგრამა და ასევე ბევრი ჩაშენებული სერვისები. Linux Mint ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული linux-ს დისტრიბუტივია.

სხვადასხვა ვერსიები:

957eb943007e.jpg

6828eb29298e.jpg

საინტერესო ფაქტები:

5 ვერსიის შემდეგ Linux Mint მიყვება 6 თვიან გამოსვლის ციკლებს და იყენებს გამარტივებულ ვერსიების ცხრილს. ვერსიის ნომერი უბრალოდ იზრდება ყოველ 6 თვეში. თუ კონკრეტული ვერსიისთვის გამოდის რაღაც განახლებები (Service Pack-ს მსგავსად როგორც Windows-ში) მისი ნომერი ნომერი იზრდება ამ სახით.  “3” ხდება “3.1”.
17 ვერსიის შემდეგ ყოველი გამოსული ვერსია იქნება LTS (Long Term Support).
 მისი კოდური სახელწოდებები არის ყოველთვის ქალს სახელი რომელიც მთავრდება "a"-ზე. ის დალაგებულია ანბანის მიხედვით და მისი სახელის პირველი ასოს ნომერი ანბანში ემთხვევა ვერსიის ნომერს.

გამოდის Linux Mint-ს რამდენიმე ედიშენი, ესენია:

  • Cinnamon Edition (uses a Cinnamon desktop)

  • Mate Edition (uses a Mate desktop)

  • KDE Edition (uses a KDE desktop)

  • Xfce Edition (uses an Xfce desktop)

    თუ არ იცი რომელი გამოიყენო მაშინ აირჩიე MATE Edition. ის ისეთი პოპულარული არაა როგორც Cinnamon Edition მაგრამ თავსებადია გაცილებით მეტ სხვადასხვა სახის კომპიუტერებთან.

Linux Mint-ს ინსტალაცია

გადმოწერეთ linux mint iso, გადმოწერა უფასოა და ჩაწერეთ DVD-ში ან USB-ში LINUX-ში ამისათვის დაგეხმარებთ უტილიტა dd

უბრალოდ შეუერთეთ ფლეშკა კომპიუტერს და აკრიფეთ ბრძანება 

sudo dd if="ჩაწერეთ ISO-ს სრული მისამართი" of=/dev/sdx oflag=direct  bs=1048576

ბრჭყალების გარეშე! სადა /dev/sdx არის თქვენი ფლეშკის მისამართი რომელსაც ნახავთ ბრძანებით sudo fdisk -i 

dd ბრძანება არაფერს დაწერს სანამ არ მორჩება მუშაობას ამიტომ დაელოდეთ!

windows-ზე გადმოწერეთ უტილიტა http://www.pendrivelinux.com/universal-usb-installer-easy-as-1-2-3/ და მისი დახმარებით შექმენით საინსტალაციო usb flash drive

ჩაიტვირთეთ ფლეშკიდან და პირველივე ეკრანზე აირჩიეთ “Start Linux Mint” ცოტა ხანში live system-მა ჩაიტვირთება და თქვენ დაინახავთ Desktop-ს. ჯერ სისტემა არ აყენია თქვენს კომპიუტერზე ის მუშაობს DVD/USB-დან. როცა დაათვალიერებთ სისტემას და გინდათ დააყენოთ დააჭირეთ ორჯერ “Install Linux Mint” icon-ს რომელიც არის desktop-ზე და გამოჩნდება ინსტალერი. აირჩიეთ ენა და დააჭირეთ “Continue”-ს

d0a2c69edb55.jpg

დარწმუნდით რომ გაქვთ საკმარისი თავისუფალი ადგილი და უწყვეტი კვების წყარო (თუ ლეპტოპს იყენებთ) რათა არ გაითიშოს ინსტალაციის დროს.

195a1b6f2dc6.jpg

ამის შემდეგ დააჭირეთ “Continue”-ს. და აირჩიეთ დისკი თუ სად დაყენდეს linux mint. 

f286b8637890.jpg

ან დაყენდეს სხვა ოპერაციული სისტემის გასწვრივ (გამოჩნდება არჩევანში თუ დისკზე აყენია სხვა OS). ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ something else და ხელით მიანიჭოთ partition-ები.

f286b8637890.jpg

თუ აირჩევთ "alongside other operating systems", ინსტალერი გამოიყენებს არსებულ თავისუფალ ადგილს სისტემის დასაყენებლად. ის შეგეკითხებათ რამდენი ადგილი დააკავოს ამ სისტემისთვის. დაყენების შემდეგ კი შეგძლებათ ყველა ოპერაციული სისტემის ჩართვა linux mint-ს ჩათვლით. თუ manual-ს აირჩევთ ანუ something else-ს მაშინ ყველაფერზე პასუხს თავად აგებთ ანუ თქვენ მოგიწევთ ყველაფრის გაკეთება ისე რომ ყველა ოპერაციული სისტემა იყოს bootable mint-ს ინსტალაციის შემდეგ. ასევე swap-ს მითითებაც მოგიწევთ რომელც უნდა იყოს 1.5-ჯერ მეტი ვიდრე სისტემური მეხსიერება RAM. გააკეთეთ არჩევანი და დააჭირეთ “Install Now”-ს. მიმდინარეობს სისტემის დაყენება background-ში. ინსტალერი დაგისვამთ შემდეგ კითხვებს:

778e5a718e65.jpg

7bee470d4cb6.jpg

574eb59c885c.jpg

აირჩიეთ კლავიატურის განლაგება, time zone და შეიყვანეთ თქვენი სახელი, კომპიუტერის სახელი, პაროლი, მომხმარებლის სახელი და დააჭირეთ continue-ს.page16image1736

თუ არ გსურთ პაროლის დაყენება აირჩიეთ “Log in automatically”. ინსტალერმა შესაძლოა მოგთხოვით პერსონალური კნფორმაციის იმპორტი სხვა OS_დან რომელიც აყენია დისკზე. bookmark-ები, კონტაქტები, favorite-ბი და სხვა სახის ინფორმაცია. როცა მზად იქნებით დააჭირეთ “Continue”-ს. დაყენებას შესაძლოა დასჭირდეს 10-15 წუთი.

e9b2fbacec0b.jpg

როცა მოგთხოვთ გამორთეთ საინსტალაციო USB flash drive ან DVD და გადატვირთეთ კომპიუტერი. ჩართვისას თუ გიყენიათ რამდენიმე OS დაინახავთა boot menu-ს. აირჩიეთ linux mint და სისტემა ჩაირთვება HDD-დან. თუ პაროლის მოთხოვნა გიყენიათ ის მოგთხოვთ username-სა და password-ს შეყვანას. ეს არის “MDM Login Manager” მას ასევე უწოდებენ “MDM”. root user-სთვისაც პაროლი იგივე იქნება რაც თქვენი user-სთვის აირჩიეთ ინსტალაციის დროს. გისურვებთ წარმატებებს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ლინუქსის დისტროებიდან ეს მომწონს ყველაზე მეტად. ეხლაც მიყენია მეორე კომპზე.

Link to comment
Share on other sites

:thumbsup:

ყველაზე კარგი დისტროა ვინც ეხლა იწყებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.