მათე Posted May 12, 2016 Posted May 12, 2016 მოგესალმებით, დღეს წარმოგიდგენთ linux-ს კიდევ ერთ დისტრიბუტივს kali linux. ბევრ თქვენგანს გაუგია ალბათ backtrack, kali linux არის მისი შთამომავალი. ისიც როგორც მისი წინამორბედი განკუთვნილია pentesting-ს Security auditing-ს, reverse engineering-სა და security task-ებისთვისა. kali linux შეიცავს რამოდენიმე ასულ პროგრამას ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებისთვის. ის შექმნილია Offensice Security-ს მიერ 2013 წლის 13 მარტს. 600-ზე მეტი testing tool backtrack-ში არსებული tool-ების გადახედვის შემდეგ მოხდა მათი შერჩევა, წაიშალა ისეთები რომლებიც უბრალოდ არ მუშაობდნენ ან იმეორებდნენ სხვა პროგრამის ფუნქციონალს. ინფორმაცია kali linux-ს tool-ებზე http://tools.kali.org kali linux არის უფასო და ყოველთვის ასე იქნება ის როგორც მისი წინამორბედი backtrack არის და იქნება სრულიად უფასო. თქვენ არასდეს მოგიწევთ მისთვის თანხის გადახდა. Open source Git tree მთელი source code რომელიც ხვდება kali linux-ში არის ხელმისაწვდომი git-ში ნებისმიერი მსურველისთვის. მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილის შემთხვევაში დატვიკონ და ხელახლა ააგონ package-ბი. იხილეთ აქ: http://git.kali.org/gitweb/ ფართო wireless მოწყობილობების მხარდაჭერა მას გააჩია რაც შეიძლება მეტი wireless მოწყობილობის მხარდაჭერა. იქნება ეს USB თუ სხვა wireless მოწყობილობები. Kernel მას აქვს Custom kernel სპეციალურად დაპაჩული ინექციებისთვის. ეს საჭიროა რადგან penetration test-რები და დეველოპერები ხშირად აკეთებენ wireless assessments-ს. Developing environment kali linux-ს ჯგუფი შედგება რამდენიმე ადამიანისგან. მხოლოდ მათ აქვთ წვდომა და უფლება ქონდეთ კავშირი repositor-ებთან და package-ბთან. ეს კავშირი კი დაცულია რამდენიმე სპეციალური პროტოკოლით. kali linux-ს აქვს GPG signed package-ბი და repositor-ები. თითოეული package არის შემოწმებული ამ ჯგუფის წევრების მიერ. Completely Customizable მას აქვს ფაქტობრივად უსაზღვრო კოსტუმიზაციის საშუალება kernel-ს ჩათვლით. მომხმარებელს პირდაპირი მნიშვნელობით აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ასევე მას აქვს მრავალი ენის მხარდაჭერაც, მიუხედავად იმისა რომ ძირითადად tool-ები იგლისურ ენაზეა დაწერილი მათი გამოყენება შეუძლიათ საკუთარ მშობლიურ ენაზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. ARMEL და ARMHF მხარდაჭერა რადგან ARM-based მოწყობილობები მომრავლდა ისეთები როგორებიცაა raspberry pi და beaglebone black ასევე ისინი საკმაოდ ხელმისაწვდომებია და მათი ფასი განაგრძობს ვარდნას, ამიტომ შეიქმნა kali linux-ს ვერსია სპეციალურად ARMEL და ARMHF სისტემებისთვის http://docs.kali.org/category/kali-on-arm. ARM repositor-ები ჩაშენებულია mainline დისტროებში ამიტომ მათი განახლება ძირითად ვერსიებთან ერთად ხდება. უფრო მეტი დეტალებისთვის გადადით ამ ლინკზე: http://docs.kali.org/introduction/should-i-use-kali-linux ოფიციალური საიტი: https://www.kali.org სისტემური მოთხოვნები მინიმუმ 10 GB თავისუფალი ადგილი i386 ან amd64 არქიტექტურა მინიმუმ 512MB RAM. CD-DVD Drive / USB boot support ინსტალაციისთვის მომზადება Download Kali linux. ჩაწერეთ kali linux iso DVD-ზე Image Kali Linux Live to USB. დააყენეთ თქვენი კომპიუტერი რათა დაიბუთოს CD / USB-დან. Kali Linux-ს ინსტალაციის პროცედურა დაბუთეთ კომპიუტერი და აირჩიეთ ინსტალაციის ტიპი: ტექსტური, გრაფიკული. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ გრაფიკულს აირჩიეთ ენა და რეგიონი, ასევე კლავიატურის ენები ადგილმდებარეობის მითითება ინსტალერი გადაიტანს kali-ს image-ს დისკზე, შეამოწმებს network ინტერფეისებს და მოგთხოვთ hostname-ს არჩევას. ჩვენ შეგვყავს "kali" hostname-ად შეგიძლიათ მიუთითოთ default domain სახელი სისტემისთვის შემდეგ მიუთითეთ სახელი non-root მომხმარებლისთვის. ავტომატურად დაგენერირდება user ID სახელზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის. დააყენეთ time zone. ინსტალერი შემოგთავაზებთ ოთხ არჩევანს მყარ დისკთან დაკავშირებით. ჩვენ ვირჩევთ მთელს დისკს და არ ვაკონფიგურირებთ LVM (logical volume manager). უფრო მცოდნე მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ “Manual” და იქიდან დააყენონ საკუთარი გემოვნებით. აირჩიეთ დისკი შეგიძლიათ იქონიოთ ცალკე partition თქვენი ფაილებისთვის, თუ არ იცით ეს რას ნიშნავს მაშინ აირჩიეთ “All files in one partition”. ბოლო ნაბიჯი რამის შესაცვლელად ამის შემდეგ ინსტალერი გააკეთებს ცვლილებებს, რომლებსაც ვეღარ აღადგენთ. Continue-ზე დაჭერის მერე ინსტალერი შეუდგება სამუშაოს. დააკონფიგურირეთ network mirror-ები. Kali იყენებს central repository-ს პროგრამების გასავრცელებლად. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისმიერი მუშა proxy ინფორმაცია. NOTE! If you select “NO” in this screen, you will NOT be able to install packages from Kali repositories. დააყენეთ GRUB. დააჭირეთ Continue-ს რათა ჩართოთ ახლახანს დაყენებული kali linux. ინსტალაციის შემდგომ ახლა თქვენ გაქვთ დაყენებული Kali Linux, დროა შეუდგეთ მის მორჯულებას. როგორც ზემოთ ავღნიშნე თქვენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ. ამისათვის შეგიძლიათ kali linux-ს ფორუმები და google გამოიყენოთ. გისურვებთ წარმატებებს! 5 Quote
guka13 Posted May 25, 2016 Posted May 25, 2016 anu windous 10 tan ertad rodavayenio shesadzlebelia .... disk partitions aqedan gamovuyoof sadgac 80 gegabaits da masze rom davayeno igivenairad xdeba rogorc aq ... chveulebrivad shevdzleb rogorc kalis ise win 10 gamoyenebas ?? Quote
მათე Posted May 26, 2016 Author Posted May 26, 2016 @guka13 არაა საჭირო დიდი წითელი ბოლდ შრიფტით წერა (ჩავასწორე პოსტი) და ასევე თხოვნა იქნება რომ ქართულად წერო. შეკითხვას რაც შეეხება ამ გაიდს რო მიყვე ყველაფერს წაგიშლის დისკზე და ისე დაყენდება kali linux. თუ dual boot გინდა გამოუყავი წინასწარ ადგილი kali-ს და ინსტალაციისაც როცა დისკების არჩევანი იქნება (თემაში 9 ნაბიჯია) აირჩიე manual და იქიდან აირჩიე ის გამოყოფილი ადგილი kali-ს დასაყენებლად. როცა დაყენდება kali-ს ჩამტვირთავი შეგეკითხევა თუ რომელი OS ჩართო. დეფოლტი იქნება kali. windows-დან შეგიძლია easyBCD-ს დახმარებით შეანაცვლო და windows გახდეს დეფოლტი და windows-ს ჩამტვირთავმა გკითხოს თუ რომელი ჩაირთოს. Quote
guka13 Posted May 26, 2016 Posted May 26, 2016 გახარე ბრათ თუარდაგეზარა ლინკი ნახე ასე რომ გავაკეტო მგონი უნდა გამომივიდეს ოხმ თავი რომ დავოზღვიო წინასწარ მადლობ Spoiler Quote
guka13 Posted May 26, 2016 Posted May 26, 2016 დავაყენე და როგორც ცჰანს სწორად გამიკეტებია ყველაფერი გაიხარე ბრათ ერტი რაგაც დამრჩა გასაკეტებელი ეგაა და ვსოო Quote
Chaos Posted November 21, 2022 Posted November 21, 2022 ვფიქრობ როგორ გადავეჩვიო კალის. ჯიუტი ბავშვივითაა. ვერანაირად ვერ მოვარჯულე :D. დღემდე ურევს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.