Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგეხსენებათ 2 წელი გავიდა რაც canonical-მა ბოლო LTS ვერსიის ubuntu გამოუშვა და დღეს მოგახსენებთ ახალი LTS ვერსიის შესახებ 16.04 კოდური სახელით Xenial Xerus

3cea7f1a326e.jpg

რა არის მასში ახალი:

Linux 4.4

ის ბევრად გაუმჯობესებულია წინა ვერსიასთან შედარებით. სისტემა უფრო სტაბილურია, უფრო დაცული, გაუმჯობესებულია ენერგოდაზოგვის მექანიზმები, ასევე გაუმჯობესებულია ფაილური სისტემა და გააჩნია ახალი თაობის Intel-სა და AMD-ს hardware-ს მხარდაჭერა.

1 გაუმჯობესებული Intel Skylake processor-ების მხარდაჭერა

2 3D -ს მხარდაჭერა virtual GPU driver-ში

3 Corsair Vengeance K90-ს ახალი დრაივერი

4 TPM 2.0 chips-ს მხარდაჭერა

5 Journaled RAID 5-ს მხარდაჭერა

6 მას ასევე გააჩნია Logitech G29 racing wheel-ს დრაივერები და აქვს toshiba-ს ლეპტოპების hardware features-ს მხარდაჭერაც

ZFS-ს მხარდაჭერა

ეს არის უბუნტუს პირველი ვერსია რომელსაც აქვს Zfs filesystem-ს native მხარდაჭერა.

ZFS არის კომბინაცია volume manager-სა (როგორც LVM) და filesystem-ს (როგორც ext4, რომელიც რჩება default-ად უბუნტუს ინსტალაციისას).

Python 3.5

Python 3.5 არის დეფოლტი 16.04-სთვის. თუმცა პროგრამები რომლებიც დაფუძნებულია Python 2-ზე კვლავ რჩება ხელმისაწვდომი და განაგრძობენ ფუნქციონალობას. დეველოპერები კი დააფგრეიდებენ თავიანთ სოფტს Python 3-ზე.

ნახვამდის fglrx

ეს დრაივერი ამოღებულია სისტემიდან და თუ AMD-ს ბარათი გაქვთ უნდა დააყენით ან open source ალტერნატივები ან amdgpu driver-ები.

Unity 7.4

4d765d6d89c5.jpg

 

უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ლანჩერი დაბლითა მხარეს ასევე online search-ები დეფოლტად გათიშულია Dash-ში. session შროთქათები (logout, restart, shutdown) ხელმისაწვდომია Dash-დან. ასევე დაიფიქსა უამრავი bug და არის სხვა ცვლილებებიც

1 Removable devices-ს აქვთ launcher-ზე shortcut-ები

2 ‘Format’ არჩევანი დაემატა device quicklist-ს

3 გაუმჯობესებულია პროგრამების სახე რომლებიც მოიხმარენ CSD-ს

4 ახალი შორთქათ პორგრამების გასადიდებლად: Super + Ctrl + W

5 Window management დაიფიქსა Trash-სთვის

6 ახალი HUD shortcut: Alt + Space (ადრე იყო მხოლოდ ‘Alt’)

7 არჩევანი ‘Always Show Menus’ System Settings-ში

8 Dash: ახალი scrollbar-ები

9 გაუმჯობესებულია HiDPI მხარდაჭერა

10 პროგრამები ანახებენ launcher icon-ებს როცა იწყებენ ჩატვირთვას

11 ხმის მენიუში იქნება მიკროფონის სლაიდერი იმ მოწყობილობებისთვის რომლებიც შეიცავენ მიკოროფონს.

წინასწარ დაყენებული პროგრამები:

ახალი store app

7a06047ae4f4.jpg

Ubuntu 16.04 აქვს ახალი store app ასევე ახალი კალენდარი რომელსაც აქვს reminder-ები და appointment-ები დღის ინდიკატორში.

პროგრამები რომლებიც დარჩნენ და განახლდნენ:

Firefox 45

Thunderbird 38

Chromium 48

LibreOffice 5.1

Nautilus (aka ‘Files’) 3.14.2

Totem (aka ‘Videos’) 3.18

Rhythmbox 3.3

GNOME Terminal 3.18

Eye of GNOME 3.18

Shotwell 0.22

წაიშალა ეს პროგრამები: Brasero disc burner and Empathy the instant-messaging client.

გადმოწერეთ ის უფასოა როგორც ყოველთვის :) http://www.ubuntu.com/download/desktop

 

ეს კი უბუნტუს სხავდასხვა ვერსიები

Xubuntu

default-apps-1.jpg

The modern Ubuntu GNOME

ubuntu-gnome-default-apps.jpg

Kubuntu

default-apps.jpeg

Ubuntu Mate

ubuntu-mate-1604-desktop-screenshot.jpeg

დაბალი მონაცემებისთვის Lubuntu

default-apps.jpg

  • Upvote 3
Posted

მადლობა თემისთვის, საინტერესო იყო.

მე მინდა დავაყენო ჩემ ლეპტოპზე, რომელიც ცოტა არ იყოს და სუსტი მონაცემებისაა და Windows-სულ დრაივერების პრობლემა მაქ ხოლმე, Vista-სას ვაყენებ ხოლმე 7-ზე 8.1-ზე და აქ როგორ იქნება???ვიდეოებს ხო არ გამიჭედავს? ხმა ხო არ ჩაუწყდება დრაივერის არარსებობის გამო? Windows-ზე ბევრი ჩალიჩი მჭირდება , ხმა რომ ამოვაღებინო, რადგან ოფიციალურ საიტზე ყველაფერი მოწესრიგებული არაა...

 

ხო კიდე ახალ მოდელ მაზერბორდებს(Skylake) რომ ვათვარიელებ, თითქმის არცერთ პლატას არ აქვს ხოლმე დრაივერები ლინუქსისთვის. სიტყვაზე აქვს 7/8/8.1/10 მაგრამ არა ლინუქსისთვის. ასეთ დროს რა ხდება? კარგად მუშაობს მაინც? 

Posted

windows-სთვის რო უდევთ ხოლმე დრაივერები და რო იწერ მაგეებს და აყენებ და მერე მუშავდება ყველაფერი, მთლად მასე არაა linux-ზე. ძირითადად დაყენებისას ეგრევე ყველაფერი მუშაობს ხოლმე. system setting-ებში აქვს თუ რამე აკლია იმ დრაივერის დასაყენებელი. ვიდეოკარტის დრაივერსაც მანდედან აირჩევ დააჭერ და მისით დააყენებს. ასე რომ არ უნდა შეგექმნას პრობლემა არც ხმაზე, არც wifi, ethernet- ზე და არც სხვა რამეებზე. ვიდეოს დრაივერი შეილება გაგიხდეს დასაყენებელი. აი ცადე მაგ ლეპტოპზე და ნახავ. xubuntu ან kubuntu დააყენე შედარებით უკეთ იმუშავებს ძველ ლეპტოპებზე.

linux-სთვის დრაივერი მასე ოფიციალური აიტიდან არასოდეს გადმომიწერია გარდა ვიდეოკარტებისა. ვაფშე არ ვიცი მაზერბორდს, ლეპტოპებს თუ აქვთ linux-ს დრაივერების გადმოსაწერი ოფიციალურ საიტზე :D

ამ თემას თუ აპინავთ კარგს იზამთ. windows-ს როგორც აქვს სხვადასხვა OS-ები ისე უნდა გავაკეთო აქაც, ძირითადი linux-ს დისტროებისთვის.

 

  • Upvote 1
Posted

მოვრჩები რაღაც საქმეს და განვაახლებ ყველგან :)

  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.