Jump to content

როგორ დავაყენოთ Nexus 5-ზე 3000 mah-იანი ორიგინალი G2-ს ბატარეა


Recommended Posts

გამარჯობათ. nexus-ს მეპატრონეებს გეცოდინებათ რომ როგორც წესი ამათზე ოფიციალურად არ არსებობს მეტი ტევადობის მქონე ბატარეები. ასევე ძველ ნექსუსებს აქვს შედარებით მცირე ტევადობის ელემენტები. ebay - ზე amazon - ზე და მსგავს საიტებზე თქვენ ნახავთ nexus- ებისთვის გაცილებით მეტი ტევადობის ბატარეებს მაგრამ ეგენი ყველა არის ჩინურები და რეალურად იმაზე ნაკლებს ძლებენ ან იგივეს რამდენსაც ორიგინალები, თუმცა გაცილებით მალე კვდებიან და გაცილებით ნაკლები ხარისხისაა ზოგადად. 3500 mah-იანი ბატარეა ვნახე nexus 4-ზე ჩამოიტანა ახლობელმა და იმდენს ძლებს თითქმის რამდენსაც ორიგინალი 2100-იანი ძლებდა.

რა გავაკეთოთ თუ გვინდა გავზარდოთ ბატარეის ტევადობა მობილური ტელეფონის ფორმის შეუცვლელად, ისე როგორც აქ უქნეს nexus 4-ს 

nexux-4-extended-battery.jpg

ამ თემაში ავხსნი თუ როგორ შეგიძლიათ nexus 5-ში ჩადოთ ორიგინალი LG G2-ს 3000 mah- იანი ბატარეა. შედეგად ავტონომიურობა გაიზრდება დაახლოებით 30%-თ ანუ მესამედით. თუ ეხლა რაღაც რეჟიმში გაძლევთ 4 საათს SOT-ს ამ mod-თ მოგცემთ 5 საათსა და 20 წუთს. რათქმაუნდა დატენვასაც შედარებით მეტ დროს მოანდომებს თუმცა ვფიქრობ ამ შემთხვევაში მიზანი ამართლებს საშუალებას.

ეს მოდი მე თავად არ გამიკეთებია nexus 4 მაქვს და ჯერ კიდევ ვეძებ ბატარეას რომელიც 30%-თ მაინც ჯობს ორიგინალს და ეტევა nexus 4-ში თუმცა ჯერ ვერ ვიპოვე. nexus 5-ს შედარებით დიდი ელემენტი აქვს და ამიტომ ეტევა უკეთესიც.

დავიწყოთ იმით რომ პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეს როგორც nexus 5 ასევე LG G2-ს ბატარეა, თუ არ გაქვთ უნდა იყიდოთ :) რამდენადაც ვიცი G2-ს აქვს ორი ფორმის ბატარეა ერთს შუაში ამობურცული ადგილი აქვს, თქვენ უნდა იყიდოთ რომელსაც არ აქვს ისეთი, ზედემტი თავის ტკივილის ასაცილებლად.

აი ეს კარგია http://www.etradesupply.com/catalog/product/gallery/id/20605/image/203548/

c54e1c75360c.png

ეს არა!

 LG%20BL-T7.jpg


ასევე დაგჭირდებათ "პაიალნიკის" სკილები. 

ამ მოდის შემდეგ იდეაში NFC-ც და wireless charging-ც უნდა მოქმედებდეს.

პირველ რიგში ხსნით nexus 5-ს უკანა ხუფს, ამას მარტივად იზამთ რაიმე თხელი პლასტმასის ნაჭრით, ან თუ გაქვთ მედიატორი კარგად წავა. მე ჩემი nexus 4 რო გავხსენი გადატეხილი დისკის ნაგლეჯი ვიხმარე.

რკინას არ ვიხმარდი შეიძლება გაფხაჭნოს

e33126a08e67.png

949b311f8728.png

მოხსენით პლასტმასები ფრთხილად.

 

ccc632b7a268.png7b0b5126e47b.png

 

შემდეგ მოხსენით ფრთხილად ეს კაბელები და შლეიფები და ამოიღეთ ელემენტი

f2fd4de17cb4.png

46ee70dc47b4.png

ტელეფონი ბოლომდე უნდა დაიშალოს გასაკეთებელი სამუშაოებისთვის

5fcba5c802c8.png

ახლა უნდა გადააკეთოთ LG G2-ს ბატარეა რომ მოერგოს nexus 5-ს შესაერთებელს. ამისათვის ბატარეადან ფრთხილად უნდა მოწიოთ პლატა. არ დაამოკლოთ, მუშაობთ პლასტმასის ხელსაწყოებით უსაფრთხოებისთვის. შემდეგ ხედავთ ამ ორ ვერსხლისფერ სადენს რომელიც ბატარეას და პლატას აკავშირებს. მოიმარჯვეთ მაკრატელი ან დანა და გადაჭერით რაც შეიძლება პლატასთან ახლოს. ერთდროულად არ გადაჭრათ დაამოკლებს მაკრატელი ან დანა :)

2e60e568650d.png

a6252069a192.png

შემდეგ როგორც მიხვდით nexus 5-ს ბატარეის თავი უნდა გადაუნერგოთ G2-ს ბატარეის ტანს :D

+ და - დაათხვიეთ. ერთმანეთს ისედაც ემთხვევა გარდა შესაერთებლის ადგილმდებარეობისა. მოკლედ დააპაიკებთ და მიიღებ ასეთ ჰიბრიდულ nexus 5-ს ბატარეას

4971b2f5800e.png

თავი ასე გაუსწორეთ

92fe904936bd.png

და პლატას უნდა წაუსვათ ეგრედწოდებული ეპოქსიური რეზინა (მგონი სწორად ვთარგმნე) ელექტრონიკის დასაცავად. nexus 5-ს შიგნით ალუმინის ფრაიმები აქვს და რო არ დაამოკლოს.

e1326b5c48a3.png

არ იჩქაროთ აწყობა. ჯერ ბატარეა არ ჩავა კორპუსში. თქვენ შეგიძლიათ ბატარეის ორნაერად ჩადება, ისე რო კონექტორი დაბლა ქონდეს, მაგრამ მაგისთვის მოგიწევთ დაბლა პლასტმასის საკმაოდ დაჭრა, და ეს პლატა ამოწეული დარჩება, ასევე კაბელების გაჭიმვა და ტელეფონზე მიაიკება ან nexus 5-ს კონექტორის კაბელის ბოლოში დასმა. ნუ როგორც მიხვდით ეს ცუდი გზაა ამიტომ თქვენ ელემენტს ჩადებთ როგორც იდო ნამდვილი ისე. ანუ კონექტორი რომელიც ეხლახანს მიაპაიანეთ პირდაპირ შეუერთდება ტელეფონს.

ამისათვის nexus 5-ს ფრეიმზე აი ეს ალუმინის პატარა კედელი უნდა მოაშოროთ

5584bba19790.png 

სხვა ადგილებს რამე გადააკარით რო ალუმინის მტვერი არ ჩაიყაროს ტელეფონში

e20fc5bf7338.png

დაახლოებით ასე მოქლიბეთ

3ee070d50706.pngd67732b2ae50.png

კარგად დაუბერეთ ნაწილებს თან გაწმინდეთ მტვრისაგან და თან ალუმინის ნაცეცები არ ჩაყვეს კორპუსს და დაიწყეთ ნაწილების ჩალაგება.

a51c1d923c83.png

ბატარეაც ჩადეთ თავის ადგილას იქნება დაახლოებით ასე

88058bc9b836.jpg

როგორც ხედავთ დაბლა არაფრის გაჭრა არ დაჭირდა

7f2974f9b32d.png

ჩადეთ ზედა პლატაც და მიაერთეთ ბატარეა ზედა პლასტმასს ჯერ არ დებთ.

553837e87e9a.png

faf7460eb399.png

ზედა პლასტმასს დაჭირდება ოდნავ გადაკეთება რათა მოერგოს ახალ ელემენტს

381c677d2593.png

03091d48841d.png

9e4e4b60eb8e.png

ამის მერე პლასტმასიც იდიალურად მოერგება ტელეფონს

b6af40838404.png

c04eab58ba97.png

დააფარეთ უკანა ხუფიც და ჩართეთ ტელეფონი.

იმედია ეკრანი გაანათებს :D

42660a5ebe1f.png

გილოცავთ თქვენ ეხლა უკვე გაქვთ nexus 5 3000 MAH-იანი LG G2-ს ბატარეით. ეხლა უკვე უნდა გაუკეთოთ კალიბრაცია ბატარეას. ბოლომდე დასვით ისე რო მოკვდეს საერთოდ და დატენეთ (თავიდან წითელი შუქი იციმციმებს) ბოლომდე სასურველია გამორთულზე. სისტემა უნდა გადაეწყოს 3000 Mah-იანი ბატარეაზე. მერე ისევ მოკალით და დატენეთ. თუ პირველად ბოლომდე დატენვისას ვერ შეატყობთ რო მოემატა ავტონომიურობა მეორედ ბოლომდე 100%-ზე დატენვის მერე კიდევ გააჩერეთ 40-50 წუთი და ისე დააკვირდით, ბოლომდე დაჯდომას რამდენ ხანს გაძლებს, წესით უკვე უნდა შეატყოთ რო აშკარად მოიმატა ავტონომიურობამ. ამ დროს რო დასვამთ ბოლომდე და დატენით 100%-ზე წესით უკვე ეს 100% უნდა იყოს 3000 mah-იანი ბატარეის 100% და არა 2300 mah-იანის.

წარმატებებს გისურვებთ.

 

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

Nexus 5-ს დათრევა და ამ პროექტის განხორციელება ჩამიჯდა გონებაში. სოფტით ყველაფერი ვუქენი რაც შეიძლებოდა nexus 4-ს. დაჟე ნაცნობის ნაჩუქარი დამტვრეული nexus 4 რომელიც მაღაზიაში 8 GB-ად შეიძინა 16 GB-იანად გადავაკეთე :D  მეტი რაღა ვუქნა არ ვიცი და nexus 5 მინდა ეხლა 3000-იანი ბატარეა უნდა ჩავტენო როგორც  ამ თემაშია!

ხო მართლა თუ ვინმეს გაქვთ nexus 5-ს ბატარეა რო არ გჭირდებათ ისეთი, დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ მაჩუქებთ :) ის პლატა მჭირდება ბატარეას რაც აქვს თავზე კონტაქტებითურთ.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ვიშოვე nexus 5-ს ბატარეა, ფორუმზე მომცა ერთმა კაცმა. ასევე გამოვიწერე LG G2-ს OEM ბატარეა amazon-დან 20 ლარი ჯდება. უნდა გავაკეთო ბატარეა და მერე ტელესაც დავითრევ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.