Jump to content

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

RaZma

Game Jam 2015

Recommended Posts

11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ჯეოლაბში Game Jam-ის შესარჩევი ტური გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც საკუთარი თამაში ან მისი პროექტი აქვს. 

12 დეკემბერს, საქართველოში მეოთხედ გამართულ Game Jam-ში მონაწილეობას მხოლოდ ჟიურის მიერ შერჩეული კანდიდატები მიიღებენ.

Game Jam წარმოადგენს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ტრადიციუოლ ღონისძიებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რეგულარულად ტარდება. თბილისში ის პირველად 2014 წლის თებერვალში გაიმართა და მას შემდეგ სამჯერ ჩატარდა. სამივე Game Jam-ის ფარგლებში შეიქმნა 200-მდე ვიდეოთამაშის პროტოტიპი, რომელთა ნაწილიც დეველოპერებმა მოგვიანებით დაასრულეს და შესაბამისი მარკეტინგული განვითარებაც მისცეს. 

სწორედ Game Jam-ის დამსახურებით შეიქმნა ქოსფლეიერთა საზოგადოებაც, რომელიც ამჟამად 100-ზე მეტ აქტიურ წევრს ითვლის. ქოსფლეი გახლავთ თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ჟანრი, რომელსაც განვითარება სწორედ აღნიშნულმა ღონისძიებამ მისცა. წინა სამი Game Jam-ის მონაცმებს თუ გადავხედავთ, მასზე დამსწრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუ პირველ Game Jam-ს მხოლოდ 500 ადამიანი დაესწრო, მესამე ღონისძიებას 1300 უნიკალური სტუმარი ჰყავდა.

წელს Game Jam, 12 დეკემბერს ივენთ ჰოლში გაიმართება. გამარჯვებულებს, ტრადიციულად Playstation 4 გადაეცემათ. 
ამასთან, ღონისძიებაზე ჩამოდიან Casual Connect Amsterdam-ისა და Indie Prize-ის ორგანიზატორები, რომლებიც საკუთარი კონკურსის შესახებ ისაუბრებენ. 

საუკეთესო პროექტის ავტორს ისინი ჯილდოდ 2016 წლის თებერვალში დაგეგმილ ამსტერდამის კაზუალ კონექტის საგზურს გადასცემენ.

შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა: https://goo.gl/VaWf9E

პ.ს.
ძალიან მაგარი პროექტია, სამწუხაროდ არც გუნდი მყავს და არც გამოცდილება მაქვს საკმარისი თორემ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ))

Share this post


Link to post
Share on other sites
2 hours ago, Vako-7777 said:

Da daswreba ufasoa?

რამდენადაც ვიცი კი. წინაზე იყო უფასო.

Share this post


Link to post
Share on other sites

მე და ჩემი ძმა ვიქნებით 2 თამაშით სტენდზე და მოდით გათამაშებთ ყველას ;)

Share this post


Link to post
Share on other sites
16 hours ago, RaZma said:

რამდენადაც ვიცი კი. წინაზე იყო უფასო.

 

16 hours ago, ზუბა said:

მე და ჩემი ძმა ვიქნებით 2 თამაშით სტენდზე და მოდით გათამაშებთ ყველას ;)

და ტერიტორიულად სად იქნება?

Share this post


Link to post
Share on other sites

წამოსვლა მინდა დღეს და დასწრება თავისუფალია დღეს?

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...