Power_VANO 1692 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 მოგესალმებით მეგობრებო! შემოსავალი overclockers.ge-სთვის რომ დიდი პრობლემაა ქართულ რეალობაში, ცნობილი ფაქტია, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, გამოსავალი ვიპოვნოთ ხოლმე. ამ ეტაპზე, ფაქტიურად ასეთი ძალიან კარგი გამოსავალი ნაპოვნია VigLink-ის სახით. VigLink ესაა მერჩენდაიზინგ საიტი, სადაც ჩართული არიან როგორც გამყიდველები - მერჩანტები, ასევე სხვა უამრავი საიტი, რომელიც VigLink-ის სარეკლამო სერვისს იყენებს და ამით მოგებას ნახულობს. როგორ მუშაობს VigLink: VigLink-ში ჩართულ საიტზე მუშაობს სპეციალური კოდი, რომელიც ამ საიტზე ჩასმულ აბსოლუტურად ყველა ლინკს ატარებს api.viglink.com ვებსაიტის გავლით. თუ შესაბამისი ლინკი აღმოჩნდება VigLink-ის მერჩანტი, იქმნება სპეციალური უნიკალური სესია გარკვეული ვადით (დამოკიდებულია მერჩანტზე, ზოგისთვის 12 საათია, ზოგისთვის 24, ზოგისთვის 1 კვირა...). თუ მომხმარებელი ამ ნივთს სესიის ამოწურვამდე შეიძენს, საიტს ერიცხება გარკვეული მცირე % ნივთის ღირებულებიდან. მაგალითად, აქ ჩავსვით რაიმე ლინკი ამაზონიდან. შემდეგ მე გადავედი ამ ლინკზე, ვიყიდე ეს ნივთი 12 საათის განმავლობაში. ჩემთვის ნივთის ფასი არ შეცვლილა, თუმცა overclockers.ge-ს გარკვეული მცირე % ნივთის ღირებულებიდან დაუჯდა VigLink-ის ანგარიშზე. მოკლედ, ესაა ბრწყინვალე პროგრამა, რომლის საშუალებითაც საიტის მომხმარებლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ დაეხმარონ overclockers.ge-ს. მერჩანტების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.viglink.com/merchants (მათ შორისაა ამაზონი, იბეი, ნიუეგი და ა.შ.) პროდუქციას რაც შეეხება, არაა აუცილებელი ფიზიკური ნივთი იყოს. მერჩანტებს რომ გადახედოთ, მანდ არის ჰოსტინგები, სერვისები და ა.შ. მოკლედ, ნებისმიერი რამ. ინსტრუქცია ჩვენთვის: ინსტრუქცია ძალიან მარტივია - სასურველ ნივთს ვნახულობთ ამაზონზე, იბეიზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, საიდანაც უნდა ვიყიდოთ, მაგრამ არ ვამატებთ Shopping Cart-ში. ნივთის ლინკს ვდებთ overclockers.ge-ზე, ნებისმიერ თემაში (თუმცა ამისთვის სპეციალური ტოპიკი შევქმენით: გლობალური შოპინგის თემა). შემდეგ ვარეფრეშებთ გვერდს, გადავდივართ ლინკზე overclockers.ge-დან და ამის შემდეგ ვამატებთ ნივთს Shopping Cart-ში და ვყიდულობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კალათაში დამატების შემდეგ ყიდვა სასწრაფოდ არაა საჭირო, ძირითადად 6 საათზე მეტია ხოლმე სესიის ხანგრძლივობა. ზოგ საიტს 12 საათი აქვს, ზოგს 24... თუმცა, კარგი იქნება თუ 6 საათის ფარგლებში გავაკეთებთ შეძენას, თავი რომ დავიზღვიოთ. საიტის ადმინისტრაციის სახელით წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის Link to post Share on other sites
Gogla1990 3764 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 8 minutes ago, Power_VANO said: VigLink ამათ რა სარგებელი? იბეიზე ხშირად ვყიდულობ და თუ ყოვლად უსაფრთხო პროცესია დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ზემოთნახსენებს Link to post Share on other sites
Power_VANO 1692 Posted November 17, 2015 Author Share Posted November 17, 2015 1 minute ago, Gogla1990 said: ამათ რა სარგებელი? იბეიზე ხშირად ვყიდულობ და თუ ყოვლად უსაფრთხო პროცესია დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ზემოთნახსენებს VigLink-საც ხვდება წილი გაყიდული პროდუქციიდან, თავისთავად. უფასოდ არ მუშაობენ, რა თქმა უნდა მერჩანტებისთვის რეკლამაა მანდ ჩართვა, VigLink-ს და ჩვენ კი მცირე % გვხვდება. უსაფრთხო პროცესია რა თქმა უნდა, მხოლოდ ლინკებს იმახსოვრებს ვიგლინკი ჩვენს სახელზე იმისათვის, რომ გაყიდული პროდუქცია დათვალოს მერე. Link to post Share on other sites
Gogla1990 3764 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 ანუ გაყიდული ნივთიდან გამყიდველი იხდის რაღაც %-ს იმის გამო რომ სხვა საიტიდან მოხდა ნივთზე გადამისამართება, რაც იმას ნიშნავს რომ იმ საიტმა დაარეკლამა ნივთი და შეუწყო ხელი გაყიდვას? სწორად მივხვდი თუ მივედ მოვედები რაღაცეებს Link to post Share on other sites
Power_VANO 1692 Posted November 17, 2015 Author Share Posted November 17, 2015 8 minutes ago, Gogla1990 said: ანუ გაყიდული ნივთიდან გამყიდველი იხდის რაღაც %-ს იმის გამო რომ სხვა საიტიდან მოხდა ნივთზე გადამისამართება, რაც იმას ნიშნავს რომ იმ საიტმა დაარეკლამა ნივთი და შეუწყო ხელი გაყიდვას? სწორად მივხვდი თუ მივედ მოვედები რაღაცეებს ეგრეა ზუსტად, კი სიტყვაზე ოვერქლოქერს.ჯი-მ რომ იცის, მაქედან ფულს აიღებს, დებს საიტზე ლინკებს. აქედან ხეირს ნახულობს ამაზონიც სიტყვაზე, პოტენციურად მეტი გაყიდვები აქვს. Link to post Share on other sites
Gogla1990 3764 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 აჰა, გასაგებია უმეტესად აუქციონებზე ან ოფერებით ვყიდულობ და მანდედან ვერაფერს ვახეირებ საიტს, რაწამს პირდაპირ ყიდვას დავაპირებ აუცილებლად აქედან დავამისამარტებ Link to post Share on other sites
Power_VANO 1692 Posted November 17, 2015 Author Share Posted November 17, 2015 4 minutes ago, Gogla1990 said: აჰა, გასაგებია უმეტესად აუქციონებზე ან ოფერებით ვყიდულობ და მანდედან ვერაფერს ვახეირებ საიტს, რაწამს პირდაპირ ყიდვას დავაპირებ აუცილებლად აქედან დავამისამარტებ აუქციონიდანაც ახეირებ ცოტა ხანი რომ იქნება დარჩენილი აუქციონზე, მაშინ გადადი ლინკზე და ეგრე დაასრულე ყიდვა, ან ოფერის შეთავაზება ჩერეზ აქედან გადასვლით გააკეთე. საბოლოოდ მთავარია რომ აქედან გადასული ლინკით, სესიის ამოწურვამდე მოხვდეს კალათაში ნივთი, ეგაა და ეგ. თუმცა, მესმის, რომ აუქციონში ზედმეტი კონკურენტები არავის უნდა Link to post Share on other sites
Gogla1990 3764 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 რაწამს შესაძლებლობა შეიქმნება გეგმის მიხედვით ვიმოქმედებ Link to post Share on other sites
kloud 675 Posted November 17, 2015 Share Posted November 17, 2015 საინტერესოა, შავი პარასკევი ახლოვდება თან და მგონი ბევრს მოუწევს სხვადასხვა პროდუქციის გამოწერა, იმედია ბევრი მათგანი ნახავს ამ თემას მანამდე და გამოიწერს ამ მეთოდით Link to post Share on other sites
grangus 17 Posted November 18, 2015 Share Posted November 18, 2015 20 წუთით ადრე მაინც მენახა, იბეიზე ვიყიდე, შემდეგში უკვე მეცოდინება Link to post Share on other sites
gubazsanikidze 0 Posted November 19, 2015 Share Posted November 19, 2015 მემგონი სხვაგან უნდა დამეპოსტა Link to post Share on other sites
Starblind 267 Posted December 27, 2015 Share Posted December 27, 2015 განათება ვიყიდე 30$იანი და დამავიწყდა ახლაც :დ ნაყიდი ნივთი დავაქენსელე :დ და ხელახლა ვყიდულობ მიდით ბიჭებო <3 http://www.amazon.com/Phobya-Balancer-Reservoir-Matte-Black/dp/B00CS13HZY/ref=sr_1_3?s=pc&ie=UTF8&qid=1451219328&sr=1-3&keywords=Phobya+Balancer+250+Reservoir Link to post Share on other sites
L1nux 1492 Posted January 11, 2016 Share Posted January 11, 2016 იბეის მოგებული აუქციონი ითვლება? Link to post Share on other sites
Gogla1990 3764 Posted January 11, 2016 Share Posted January 11, 2016 1 hour ago, L1nux said: იბეის მოგებული აუქციონი ითვლება? უკვე მოგებული არა, ბიდს თუ აქედან გადასული ლინკიდან მისცემ კი Link to post Share on other sites
urekeli_l 1792 Posted January 19, 2016 Share Posted January 19, 2016 თუ რამე ვიყიდე გავითვალისწინებ აუცილებლად Link to post Share on other sites
irakli_15 0 Posted August 7, 2016 Share Posted August 7, 2016 On 11/17/2015 at 0:50 PM, kloud said: საინტერესოა, შავი პარასკევი ახლოვდება თან და მგონი ბევრს მოუწევს სხვადასხვა პროდუქციის გამოწერა, იმედია ბევრი მათგანი ნახავს ამ თემას მანამდე და გამოიწერს ამ მეთოდით შავი პარასკევი როდის არის ? Link to post Share on other sites
Power_VANO 1692 Posted August 9, 2016 Author Share Posted August 9, 2016 25 ნოემბერს - https://www.theblackfriday.com/2016.shtml Link to post Share on other sites
it19 72 Posted September 12, 2016 Share Posted September 12, 2016 ამასწინად აქედან გადავედი იბეის ლინკზე და ნივთი შევიძინე, რომელიც არ ჩამოვიდა და გამყიდველს ფული დავაბრუნებიე და ამ შემთხვევაში დაგერიცხება მაინც viglinkზე იმ თანხის პროცენტი ? 60 დღე უნდა როგორც ვიცი პროცენტი დარიცხვას და ალბათ ამოწმებენ სათითაოდ ამანათებს მივიდა თუ არა ადრესატამდე Link to post Share on other sites
G1ORG1 6741 Posted September 12, 2016 Share Posted September 12, 2016 ეს თემა არ ვიცოდი :დ ამის მერე დავლინკავ ხოლმე და ისე ვიყიდი :დ Link to post Share on other sites
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.