Jump to content
მათე

Elbrus 8C რუსული წარმოების პროცესორი

Recommended Posts

მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ რუსების მიერ შექმნილ პროცესორს. ntel და AMD არ ვიცი, მაგრამ რუსები საკმაოდ წინ მიიწევენ. გასაგებიცაა მათ ყველაზე გრძელი გზა აქვთ გასავლელი ამ სფეროში.

chip-rus-11.jpg

ცოტა ხნის წინ მათ დადეს ეს ვიდეო. 
https://www.youtube.com/watch?v=PUNJ_tkq2hk

ვიდეოში ნაჩვენებია მათი ახალი პროცესორი 4 ბირთვიანი elbrus 4c რომელიც მუშაობს 720 MHZ-ზე და HD 6970-თან ერთად მან შეძლო DOOM 3-ს გაქაჩვა 1080p_ზე 30 FPS-ზე. ნუ აქ ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს თამაში არის windows-ზე მათ კი LINUX_ზე გადააპორტირეს და ისე გაუშვეს, ანუ ოპტიმიზაციამ რათქმაუნდა მოიკლო.
ასევე გეტყვით რომ თამაშის მოთხოვნებში წერია DUAL CORE 2.0 GHZ ეს პროცესორი კი მართალია 4 ბირთვია თუმცა 720 MHZ_ზე.

სულ მალე კი ისინი აპირებენ გამოუშვან ახალი 8 ბირთვიანი პროცესორი 1.3 GHZ სიხშირით 28 nm ტექპროცესით რომელსაც ექნება 250 GFLOPS single precision
შეგახსენებთ რომ ეს მაჩვენებელი haswell-ს 4 ბირთვისთვის რომელიც 4 GHZ_ზე დგას წარმოადგენს 512 GFLOPS, თუმცა წარმოიდგინეთ ეხლა ეგ haswell-ს 4 ბირთვი 1.3 GHZ_ზე ეს მაჩვენებელი გახდება დაახლოებით 171 GFLOPS ასე რომ საკმაოდ მძლავრი პროცესორი იქნება ეს elbrus 8c

დამატებითი დეტალური მონაცემები. 

0_115a8a_cc3cef64_X5L

ტექპროცესში შეიძლება ითქვას საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. 28nm AMD-ს ამჟამინდელი დონეა პროცესორების წარმოებაში. ისინი ამ გზით აპირებენ მოიშორონ ამერიკული წარმოების პროცესორები, რომლებიც ყველამ კარგად იცის რომ backdoor-ებითაა გამოტენილი. ასევე ისინი ცდილობენ soft-ს მოშორებასაც windows, mac და ა.შ. linux open source-ია და ამიტომ მასში მოსაშორებელიც არაფერია :) სწორედ ამიტომ ისინი ამ პლატფორმას აწვებიან და ვიდეოშიც სწორედ linux-ზე მომუშავე elbrus 4c არის ნაჩვენები. იმედია სიხშირის პრობლემასაც მალე მოაგვარებენ, რადგან როგორც დასაწყისისთვის ჩანს ეს პროცესორები საკმაოდ ძლიერ არქიტექტურაზე არიან და ვფიქრობ ინტელს თუ ვერა 3-4 წლით ჩამორჩენილ AMD-ს მაინც დაეწევიან მალე. თუ AMD-მაც არ აიდგა ფეხი უახლოეს მომავალში.

Edited by matusala
  • Upvote 3

Share this post


Link to post
Share on other sites

 

მათე რამე სურათი დაუყოლე რო პორტალზე ის სურათი გადავიტანო ხოლმე... ეს შედეგების სურათი ცოტა არალამაზი იქნება, მაგრამ დროებით მაგას დავდებ მანამდე კი რამე სურათი მიამაგრე თავში თემას...

 

რაც შეეხება თემას საინტერესოა თუმცა ცოტა არარეალურად ჩანს რომ INTEL სა და AMD ს გარდა კიდევ სხვა რამ იჩენს თავს... ბევრი პრობლემა ექნებათ და ბევრი ჩალიჩი დაჭირდებათ. მაგრამ კარგია გაყიდვაში რომ ჩაეშვება თუ მისაღები ფასი ექნება აი მაშინ კი AMD ს CPU ებს ალბათ ძაან გაუჭირდებათ გასაღება... საინტერესოა რა Socket იქნება ამათი პლატები ან რა ბრენდი დაამზადებს... ალბათ ჯერ პლატებსაც თვითონ დაამზადებენ თუმცა არამგონია სანამ არ დაღვინდება რომელიმე კარგმა კომპანიამ დაუმზადოს პლატა მაგალთად ASUS, MSI GIGABYTE... 

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესოა,

როგორც ჩანს რუსების ნაციონალური სამსახური საკმაოდ ჭკვიანურად ამუშავდა.

პრინციპში იმხელა ქვეყანა თავისი ამბიციებით, სავსებით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს ამ საქმეს, ხელის შემშლელი არავინ არ ყავთ.

ამ თავიანთი პროცესორებით არაა გამორიცხული ნაკლებ დროში უზარმაზარი ნახტომით დაეწიონ ინტელს.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინტელი და AMD კერძო კომპანიებია რომლებსაც წინასწარ დაპროქტებული გეგმები გადანაწილებული აქვთ მომავალ წლებზე, რუსებს ძლიერი კონკურენციის გაწევა შუძლია. მაგალითად ის რასაც ინტელი გამოუშვებს 3-4 წლის მერე, რუსებს პირდაპირ ეხლავე შეუძლია მკვლელი პროცესორების გამოშვება, რაც მემგონი მაგათ თავისუფლად შეუძლიათ.

დღეს არამგონია რუსებს რაიმე გაუჭირდეთ. მგონი კიდევ რამდენიმე წელში თავისუფლად აითვისებენ ადგილობრივ ბაზარს რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა ხალხისთვის.

Share this post


Link to post
Share on other sites

საინტერესოა,

როგორც ჩანს რუსების ნაციონალური სამსახური საკმაოდ ჭკვიანურად ამუშავდა.

პრინციპში იმხელა ქვეყანა თავისი ამბიციებით, სავსებით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს ამ საქმეს, ხელის შემშლელი არავინ არ ყავთ.

ამ თავიანთი პროცესორებით არაა გამორიცხული ნაკლებ დროში უზარმაზარი ნახტომით დაეწიონ ინტელს.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინტელი და AMD კერძო კომპანიებია რომლებსაც წინასწარ დაპროქტებული გეგმები გადანაწილებული აქვთ მომავალ წლებზე, რუსებს ძლიერი კონკურენციის გაწევა შუძლია. მაგალითად ის რასაც ინტელი გამოუშვებს 3-4 წლის მერე, რუსებს პირდაპირ ეხლავე შეუძლია მკვლელი პროცესორების გამოშვება, რაც მემგონი მაგათ თავისუფლად შეუძლიათ.

დღეს არამგონია რუსებს რაიმე გაუჭირდეთ. მგონი კიდევ რამდენიმე წელში თავისუფლად აითვისებენ ადგილობრივ ბაზარს რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოვლენაა ხალხისთვის.

​ხო მაგრამ არამგონია რომ INTEL ს კონკურენცია გაუწიონ... AMD ზეც საკითხავია... მასე არ არის AMD ს უფრო დიდი გამოცდილება აქვს და მაშინ პირდაპირ ისეთ ძლიერს რატომ არ უშვებს რომ INTEL ს გადაუსწროს ? ინტელი რომ გამოუშვებს პროცესორს 3 - 4 წლის მერე სტაბილური იქნება და ეს ახალი რუსული პროცესორი პირადად ჩემთვის მაინც არ იქნება სანდო... სტაბილურობა ყველაზე მთავარია რაც არ უნდა ძლიერი იყოს + მაგას რა პლატაზე დასვავ მაგ პროცესორს... ძალიან დიდი შრომა ჭირდება ხალხის ნდობის მოპოვებას და INTEL თან კონკურენცია ძალიან რთული იქნება მაგათთვის... ასევე AMD სთანაც. 

Share this post


Link to post
Share on other sites

AMD ინტელს კონკურენციას უწევს ფასის მიხედვით. მაგალითად AMD-ს ყველაზე ძვირიანი დესკტოპ პროცესორი ღირს 220-230$. ინტელის იგივე სეგმენტის პროცესორი იმავე ფასად რომ აიღო, არამგონია დიდი სხვაობა ნახო ინტელსა და AMD-ს შორის.

უბრალოდ არქიტექტურულად ვერ ახდენს თავისი სიმძლავრის ეფექტურად გამოყენებას თორემ არის არაერთი ბენჩი სადაც FX 8 ბირთვიანი პროცესორები ინტელის ბევრად ძვირიან 4 ბირთვიან i7 პროცესორებს უტოლდება.

ანუ 230$ არის ისის მაქსიმალური ფასი რომელიც შეგიძლია გადაიხადო AMD-ს პროცესორში და ამ ფასამდე ინტელის პროცესორებს უწევს გარკვეულ სეგმენტში კონკურენციას.

რაც შეეხება წინასწარ გამოშვებას, ელემენტარულად ინტელიც გამოუშვებს ახალ მიკროარქიტექტურას და გადაახტება რამდენიმე თაობას. ამას არცერთი არ აკეთებს რადგან ეს ერთგვარი ბიზნეს კანონია. ერთი მეორეს უყურებს და თუ ერთმა რაღაცით გაასწრო, მეორეც ანალოგიურს გააკეთებს.

იგივე აიღე ნვიდიას ეს ბოლო სერია ჯერ არ გამოსულა ბოლომდე და უკვე შემდეგ თაობას HBM-ზეგამოუშვებს, რადგან AMD-მ თუ გააკეთა თვითონაც გააკეთებს.

აი სტაბილურობა კი ნამდვილად ყველაფერია. ეგ არის ნომერ პირველისაზრუნავი. არავის არ უნდა "პრობლემებიანი" მონსტრიმონსტრი რომელსაც არასტაბილურობა აწუხებს, თუმცა მაგასაც მიხედავენ. სხვათაშორის რუსები პირველები იყო რომლებმაც პირველი ინტელის პროცესორი დაკლონა და რა გაუჭირდება აწი XXI საუკუნეში. უზარმაზარი რესურსების ქვეყანაა და მგონი მიზნის მისაღწევად რუსეთი არანაირ ფულად კომპრომისებზე არ წავა.

ვნახოთ კარგი სიახლე უნდა შემოგვთავაზონ ისე. 

Edited by lasha1616

Share this post


Link to post
Share on other sites

დასაწყისისთვის საკუთარ ქვეყნაში გაასაღებენ, გამოტენიან ყველა სახელმწიფ ორგანოს თუ კერძო დაწესებულებებს ამ პროცებზე აწყობილი კომპებით, მიუხედავად იმისა მათ ექნებათ თუ არა სურვილი, გააკეთებენ მილიონებს და მერე დიდი ალბათობით9იმედი ვიქონიოთ) უცხოურ ბაზარზეც იფიქრებენ უკვე ჯიბეგასქელებულები :D

 

რუსეთი დიდი ბაზარია, ასე რომ გასცდება თუ არ გასცდება ეს პროცესორები რუსეთის საზღვრებს, ინტელისა და ამდ-ს პროცესორების ფასებზე მაინც მოახდენს რაღაც დონეზე გავლენას :)

Share this post


Link to post
Share on other sites

elbrus-int-640x291.png

elbrus-fp-640x334.png

ეს რისი ბენჩებია არ ვიცი, მეზარება წაკითხვა, მაგრამ Dual Core ელბრუსის არქიტექტურამ საკმაოდ კაი შედეგი კი აჩვენა - http://www.extremetech.com/computing/205463-shadows-of-itanium-russian-firm-debuts-vliw-elbrus-4-cpu-with-onboard-x86-emulation

Share this post


Link to post
Share on other sites

ბაიკალი არ ვიცი მაგრამ 2 ბირთვიანი ელბრუსი გამოუშვიათ უკვე რუსებს 28 ნანომეტრზე http://lenta.ru/news/2015/05/25/baikal/

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ სხვა კომპანიაა მგონი "baikal electronics" ლოლ როგორც ამერიკაშია ინტელი და ამდ, რუსებს ექნებათ MCST და Baikal :დ

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო მარა სად გაყიდიან?

ისევ რუსეთში თუ გაყიდიან და სახელმწიფო სამსახურებში თუ დადგავენ 

საინტერესოა რომელიმე საიტზე თუ არის დატესტილი ეგ პროცესორები სხვებთან შედარებით

ამის მაზერი? 

Share this post


Link to post
Share on other sites

საერთო მაგ პროცესორზე დიდიხნის წინაც გამიგია, მაგრამ აქვთ კიდევ მაგაზე მძლავრი რომლებსაც სამხედრო დანიშნულებებისთვის იყენებენ,მაგრამ  INTELS გაუწევს თუ არა კონკურენციას ამაზე ზედმეტია საუბარი.. არამგონია..

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...