Jump to content

GTX 650 TI-ს მატყუარა ვერსია


Recommended Posts

უკვე დიდი ხანია ეს თემა უნდა გამეხსნა, მაგრამ დროის უკმარისობას განვიცდიდი! თემა ეხება მატყუარა ვიდეობარათს, შეიძლება ბევრმა იცის ამის შესახებ მაგრამ ვინც არ იცის მათთვის დავწერ. არის სხვადასხვა ვარიანტები მე თვითონ მინახავს ერთ საიტზე იყიდებოდა გარე ვინჩესტერი, რომელშიც ფლეშკა და სიმძიმისთვის "ბოლტ-გაიკა" იდო მაგრამ ამჯერად საქმე ეხება ვიდეობარათს.
დაახლოებით 2 თვის წინ ხელში ჩამივარდა ეგრეთწოდებული GTX 650 TI, რომელიც თანამშრომლის მეგობარმა გამოიწერა ერთ-ერთი უცხოური საიტიდან საკმაოდ იაფად. კერძოდ თუ სწორედ მახსოვს 2 ცალი 60-70 ობამა დაუჯდა. წარმოგიდგენთ მის სურათებს:
4a95edb34e2b.jpg
d788977feb32.jpg
03edc16ce8c6.jpg
d9f04e0dade7.jpg
420c97a86978.jpg
როგორც ხედავთ არც ისე მიმზიდველი დიზაინი აქვს მაგრამ ხალხი მაინც ტყუვდება. გადავიდეთ მთავარზე რატომ დარჩებით მოტყუებული თუ იყიდით ვითომდა საკმაოდ იაფად ვიდეობარათს? მე დავდებ ტესტების შედეგებს და თქვენ გადაწყვიტეთ.
დავიწყოთ:
I არ ჩანს ცხელი ვიდეო ბარათი :)
4f28a66854e6.jpg
ეხლა გამახსენდა არ დამიდია GPU-Z სქრინი. დრაივერები რა თქმა უნდა არ გადმომიწერია ენვიდიას საიტიდან რადგან რომელიც გადმოვწერე არ დაემთხვა, ამიტომ ბევრი რომ არ მეწვალა დავაყენე დრაივერ პაკით. თავიდან როდესაც ჩაირთო საერთოდ ვერ აღიქვამდა GPU-Z რა ჯიშის და წარმომავლობის იყო ეს ნივთი, მაგ დროს სქრინის გადაღება დამავიწდა, თუმცა შემდეგ კი გადავუღე თანაც ორჯერ სხვადასხვა მდგომარეობაში:
1579bef76b42.jpg
f7d2cd3acf5e.png
იცანით მონაცემებით? მე ვერა, ვერ იტყვი რომ უწვალია ამის გამკეთებელს, რადგან შეიძლება სახელი შეუცვალა და რამდენიმე მონაცემი რაც დღეს პრობლემას არ წარმოადგენს მცოდნეებისთვის, თუმცა ყველა მონაცემის ჩასწორება დაეზარა ეტყობა :)
ეხლა კი წარმოგიდგენთ რამდენიმე ბენჩისა და თმაშის სქრინებს:
1bdbf7fb9c9d.jpg
4d175847ba3c.jpg
a6e874b569b1.jpg
battlefield 3 low-ზე
2efcb3ff2ddc.jpg
3fe399217d19.jpg
ისეთი fps აქვს გეგონება არ ჭედავსო :)
TR normal:
9448ebc39030.jpg
high:
d926b046bd32.jpg
ყველაზე საინტერესო შედეგი ულტრაზე დადო:
6abb300c7c78.jpg
7f344db072cd.jpg
და ბოლოს გთავაზობთ CRYSIS 3-სა და fire strike extreme-ს შედეგებს:
d3abee1e662c.jpg
286bb860d8f6.jpg
სამწუხაროდ ზემოთხსენებულ ვიდეობარათს არ აღმოაჩნდა დირქტ-იქს 11-ს მხარდაჭერა :( რის გამოც საერთოდ არ გაეშვა არც თამაში და არც ბენჩი.
ზემოთხსენებული ვიდეო რომ დაშალეს GPU-ზე ეწერა 9800 თუ სწორედ მახსოვს, მაგრამ რა არის მონაცემებით თქვენ თვითონ განსაჯეთ!
მოკლედ სულ ეს იყო, ბრმად ნუ იყიდით იაფიან ნაგავს რომელიც ნაგავს სულაც არ ჰგავს.
ყოველი შემთხვევისთვის დავდებ ლინკს:
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_121&product_id=7395875&p=17
ესეც ჩემი მეორე ნაწვალები იმედია ვინმეს გამოადგება!  პატივისცემით daviti-q

Link to comment
Share on other sites

ეს ძაან ადრე ვნახე. 780-ები უნდა ნახოთ რა ფასებშია :D

ეგ ისეთ ხალხს ემართება კითხვა რო არ უყვართ და იაფ ფასებზე არიან დახარბებული.

 

გადატენილია ნეტი მონაცემების ინფოთი. ეს დედააფეთქებული წაიკითხე მაინც 650 ti-ს ინფო რო ყიდულობ. DDR3 384 bit რატო არ ფიქრობს ხალხი ტოო? რა გონიათ რატომ ღირს ასე იაფი? იმინა ფიქრი ეზარება ხალხს უკვე  :vis:

Link to comment
Share on other sites

თუ საიდუმლო არაა რამდენი საათი იცოცხლა ?  :D

Link to comment
Share on other sites

იცანით მონაცემებით? მე ვერა

კი, 2009 თუ 10-ში ვიყიდე, ოღონდ ის GDDR5 იყო, ეს DDR3-ა, თუმცა ორივე GT240-ა :givi:

 

http://forum.ge/?f=23&showtopic=34725311

 

https://forum.ge/?f=23&showtopic=34738590

 

 

 

პ.ს

მადლობა თემაზე შრომისთვის :)

Link to comment
Share on other sites


თუ საიდუმლო არაა რამდენი საათი იცოცხლა ?

მე რომ მქონდა მუშაობდა, რამდენიმე საათით მქონდა ჩართული, მაგის მერე არაფერი ვიცი სანამ მარკეტზე ლინკს არ გადავაწყდი :)
Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.