Popular Post daviti-q Posted March 10, 2015 Popular Post Share Posted March 10, 2015 სულ რაღაც კვირანახევრის წინ ვიყიდე ზემოთხსენებული ვიდეოდაფა: პირველივე ფურმარკის სტრესის გავლისას არ მომეწონა ტემპერატურა (კაცია და გუნება). ესე გამოიყურებოდა: და ამ დროს გადავწყვიტე მომეხერხებინა რამე და დამეგდო ტემპერატურა რათქმა უნდა თერმოპასტის შეცვლით! ვეცადე მეშოვნა თერმო ბალიშებიც და ისინიც შემეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ არც ისე ადვილი საშოვნელია აქ, ამიტომ მხოლოდ თერმოპასტის შეცვლის იმედად დავიწყე დაშლა: ესეთი მარტივი დასაშლელი გამოდგა და ასე გამოიყურებოდა დაშლილ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა ყველგან მტვერი ედო და თერმოპასტის მდგომარეობას თქვენც ხედავთ. დამტვერილი ადგილები ფრთხილად მოვწმინდე სპირტში დასველებული ბამბით, ხოლო თერმობალიშებზე მიკრული მტვრის ნაწილაკები სკოჩით ნელ-ნელა ვეცადე რომ გამესუფთავებინა. ასევე ფრთხილად მოვწმინდე თერმოპასტა რადიატორს და GPU-ს და შემდეგ ძალიან თხლად თითით წავუსვი და გადავასწორე ქულერმასტერის ახალი თერმოპასტა ისე რომ არ მგონია გვერდებზე გადასულიყო: ნუ შემდეგ ჩვეულებრივ ავაწყე საბედნიეროდ პრობლემების გარეშე, ერთადერთი რაც გამიჭირდა ფენების გადაბმის ადგილების ჩახსნა იყო. კი არ გამიჭირდა საერთოდ ვერ ჩავხსენი, რთული ჩამკეტი აქვს და ძალა აღარ ვიხმარე ერთგან უმნიშვნელოდაც დავაზიანე მოკლედ ავაწყე ვიდეო უმტკივნეულოდ ჩავაყენე და შედეგის სურათს ხედავთ ქვემოთ: ისეთი შედეგი ვერ არის როგორიც მინდოდა თუმცა ამ ეტაპზე ნორმალურია და იყოს ესე, ჯერ აღარ ვაწვალებ. ამ მინუს 11 გრადუსს დავჯერდები, თან ცოტა ხელიც გავიწაფე იმედია ვინმეს რამეში გამოადგება ეს თემა. მართალია სურათებით აჭრელებული და მცირე ტექსტით არის მაგრამ ამ ეტაპზე ამით დაკმაყოფილდით, შემდეგში გავიზრდები. პ.ს. თუ რამე ჩასასწორებელი იქნება მოდერებს ვთხოვ ჩაასწორონ თქვენთვის და საკუთარი თავისთვის იწვალა @daviti-q -მ. მადლობა ყურადღებისთვის! 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 კაი თემაა მარა ერთი კითხვა მაქვს 100% ფანზე ყურები არ გტკივა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
daviti-q Posted March 10, 2015 Author Share Posted March 10, 2015 ერთი კითხვა მაქვს 100% ფანზე ყურები არ გტკივა? ეხლა არ არის 100-ზე, ფურმარკის გატარებისას გაწერილი მქონდა 65 გრადუსის ზემოთ 100-ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ვანო Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 daviti-q ამდენხანს ფურმარკის გატარება რა საჭიროა. ცოდოა კარტა და ისე ფურმარკში 81 გრადუსი სულაც არაა ცუდი, ნუ გარემოს ტემპერატურას გააჩნია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 მეც უნდა დავშალო ვიდეო :დ http://www.amazon.es/gp/product/B008M5108Q/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1AT7YVPFBWXBL http://www.ebay.com/itm/200787196360?_trksid=p2060353.m2749.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT ესენი მაქვს გამოწერილი, ეს თერმოპასტა გამტარია და მეც მაგრათ უნდა ვიფრთხილო სხვაგან არ მოეცხოს :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 10, 2015 Share Posted March 10, 2015 daviti-q, მადლობა გამოსადეგი თემაა ამ ზაფხულს შეილება ჩემს კარტასაც ჩავუტარო პროფილაქტიკური სამუშაო, საჭიროება არ აქვს მაგრამ პროფილაქტიკა არავის წყენს ვინდფორსები მართლაც უმარტივესად შეგიძლია გახსნა ყოველგვარი ძალდატანების და ფორხიალის გარეშე, 760 მეც გავკვეთე ამ ზაფხულს და მალადეც, ასეთი მარტივი კონსტრუქცია და ეფექტური არცთუ ბევრია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
hanibalchik Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 მეც უნდა დავშალო ვიდეო :დ http://www.amazon.es/gp/product/B008M5108Q/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=A1AT7YVPFBWXBL http://www.ebay.com/itm/200787196360?_trksid=p2060353.m2749.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT ესენი მაქვს გამოწერილი, ეს თერმოპასტა გამტარია და მეც მაგრათ უნდა ვიფრთხილო სხვაგან არ მოეცხოს :დ გიო შენ კიდე ვერ ჩაუტარე მაგ კარტას გაგრილებითი სამუშაოები ))) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 ჯერ ვერა, ის რადიატორები მაღლები მოვიდა :დ "ბარგალკით" ვცადე დათხელება მაგრამ სულ დაიწვა და ძალაინ უსწორმასწორო ზედაპირი გაუხდა. თერმობალიშები გამოვიწერე ეხლა, თვის ბოლოს მოვა ალბათ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
hanibalchik Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 ესეიგი ტყუილად გადაყარე ფული რადიატორებში და ტყუილად იწვალე ტეხავს ( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 ფული დიდი არაფერი, 7ევრო დამიჯდა 4მმინი სპილენძის რადიატორები, მეგონა ადვილათ მოიქლიბებოდა ზედმეტი 1-2მმ :დ აი ლოდინია რა, 1ტვე უნდა სანამ ჩინეთიდან აქ მოვა რამე :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 http://www.ebay.com/itm/200787196360?_trksid=p2060353.m2749.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT გიო 3მილიმეტრი რაამბავია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 ეგ მანძილია დაახლოვებით :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted March 11, 2015 Share Posted March 11, 2015 ზედმეტი თუ აღმოჩნდა GPU ვეღარ მიწვდება რადიატორს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ზედმეტი თუ აღმოჩნდა GPU ვეღარ მიწვდება რადიატორს. 0.2-0.3მმ-ს დაწოლისას არ დაიკლებს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 0.2-0.3მმ-ს დაწოლისას არ დაიკლებს? მაგდენს კია მაგრამ თუ დაშორება 2მმ-ია და 3მმ-იანს დაუფენს 1მმ-ს ვერ მოიკლებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 არა 3მმ წავა თავისუფლათ, 6აპრილამდე მოავა და ვნახავ, შეიძლება ბექფლეითის ქვემოდანაც დავადო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ჯერ ვერა, ის რადიატორები მაღლები მოვიდა :დ "ბარგალკით" ვცადე დათხელება მაგრამ სულ დაიწვა და ძალაინ უსწორმასწორო ზედაპირი გაუხდა. თერმობალიშები გამოვიწერე ეხლა, თვის ბოლოს მოვა ალბათ. ბარგალკით რატო? მაგის დაპატარავებისათვის გინდოდა ბრტყელი ქლიბი პატარა კბილებიანი და ზუმფარა. ისე გასწორდებოდა და გაპრიალდებოდა ქარხნულზე უკეთესად გასწორდებოდა ზედაპირი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ქლიბით რომ ძვრა არ ქონდა მაგიტომ მივადექი ბარკალკას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ქლიბით რომ ძვრა არ ქონდა მაგიტომ მივადექი ბარკალკას ძაან დეფორმირებული თუ არ არის ზედაპირი, აიღე ზუმფარა, ოღონდ ძალიან "ხაოიანი" არა, იყოს საშუალო, მერე სულ ბოლოს აიღე ძალიან წმინდა ზუმფარა რომ საბოლოოდ გაასწოროს ზედაპირი, შეგიძლია დაასველო კდიევაც და ცადო როგორ აიღებს (როგორც ვიცი ნომრებით იყიდება ზუმფარა და რა ნომერი გინდა აღარ მახსოვს, თავის დროზე მანქანის ფარის ნადები სწორედ ზუმფარით წყალობით ავიღე და მერე იდეალურად რომ გავაპრიალე, ახალივით იყო) P.S. ძალიან სწორ ზედაპირზე უნდა ჰქნა ეს ყველაპერი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ლაშა ბარემ სურათი დამიდე ეს ზუმფარა რა არის, მე ჩვეულებრივი ბრტყელი ქლიბით ვცადე, ხელშიც ძლივს ვიკავებ ამ პატარა რადიატორებს და ძვრა ვერ ვუქენი, არ გაიქლიბა საერთოდ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ეს ზუმფარა რა არის "შკურკა" სავარაუდოდ, არადა მაგის ქართული დასახელება ადრე მაინტერესებდა და ვერ გავარგვიე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ლაშა ბარემ სურათი დამიდე ეს ზუმფარა რა არის, მე ჩვეულებრივი ბრტყელი ქლიბით ვცადე, ხელშიც ძლივს ვიკავებ ამ პატარა რადიატორებს და ძვრა ვერ ვუქენი, არ გაიქლიბა საერთოდ. "შკურკა" სავარაუდოდ, არადა მაგის ქართული დასახელება ადრე მაინტერესებდა და ვერ გავარგვიე "შკურკას" ჰქვია ზუმფარა ანუ არის ზუმფარა ისეთ რომელიც განკუთვნილია რაღაც ზედაპირის დასამუშავებლად, მიახლოებით რომ გასწორდეს. გააჩნია საქმეს, ვის რისთვის უნდა. ამ შემთხვევაში, ეგ სპილენძის თუ რკინის ზედაპირი რომელიც მაგ რადიატორს აქვს ქვემოთ, უნდა აიღო და ზუმფარაზე დადო. ოღონდ ეს ზუმფარა უნდა იყოს ძალიან სწორ ზედაპირზე. მერე ხელი მოკიდე კარგად და დააწექი, გაუსვ-გამოუსვი სწრაფად და რამდენიმე წამში ისე გასწორდება ზედაპირი რომ მეტიც არ შეიძლება. ოღონდ ბოლოს მაქსიმალურად გლუვი ზედაპირი რომ იქნება, აიღებ ქაღალდივით წმინდა ზუმფარას (მემგონი 2000-იანია ნომერი), ძალიან წმინდად იღებს ეგ ზედაპირიდან ზედმეტ უსწორმასწორო მეტალს, შეგიძლია დაასველო კიდეც და ნახო როგორ იღებს. ჰოდა ამას რომ იზამ მეტი აღარაფერი არ უნდა. გექნება იდეალურად სწორი ზედაპირი. უბრალო თერმოპასტაც რომ წაუსვა მაინც კარგ შედეგს მოგცემს გაგრილებაში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 არა შკურკა ამას რას აიღებს ქლიბით ძლივს ავიღე ერთიმმ, თან პლოსკოთი მქონდა დაფიქსირებული და ქლიბს მთელი ძალით ვუსმევდი :დ თერმოპასტის წასმას აზრი არ აქვს მემორი ჩიპებზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 "შკურკას" ჰქვია ზუმფარა ვიცი და მაგიტომ დავწერე ადრე ვერ გავიგე შკურკის ქართული შესატყვისობა და ეხლა მივხვდითქო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 12, 2015 Share Posted March 12, 2015 ბექფლეითის ქვემოთაც რომ დავაფინო ეს თერმობალიშები მგონი უკეთესი შედეგი ექნება :დ ეს პადები გამტარები ხომ არ არის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.