Jump to content

AMD Fusion Llano


Recommended Posts

ოფიციალურათ წარადგინეს უკვე http://news.ferra.ru/hard/2011/06/14/112082/

Link to comment
Share on other sites

  • Replies 144
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

X-treme user

3-ბირთვიან AMD A6-3500 (Llano) პროცესორის შესახებ, აქამდე საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავდაპირველად, ის წარმოგვიდგა ფოტოსურათებსა და ბენჩმარკების სახით, ხოლო შემდეგ კი, ცნობ

X-treme user

როგორც უკვე იცით, გამოვიდა Llano სახელწოდების პროცესორები. ისინი შესულნი იქნებიან A და E2 სერიებში, რომლებიც თავის მხრივ, შეავსებს უკვე არსებულ, საწყისი კლასის CPU - E-350-ებს. AMD სიამაყით აცხადებს,

X-treme user

ერთ-ერთ საცალო ონლაინ-მაღაზიამ გაავრცელა ინფორმაცია სამ Llano პროცესორის ფასების შესახებ. A6-3500, A6-3600 და A8-3800-ის ენერგო-მოხმარების ზღვარი შეადგენს 65 ვ-ს და მათ აგრეთვე გააჩნიათ AMD Turbo Core

იგივე ინფო ინგლისურათაც დაიდო უკვე AMD debuts A-series Llano APUs http://guru3d.com/news/amd-debuts-aseries-llano-apus-/

Link to comment
Share on other sites

AMD Trinerty APU rears its head http://guru3d.com/news/amd-trinerty-apu-rears-its-head/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Biostar teases upcoming AMD Llano motherboards http://guru3d.com/news/biostar-teases-upcoming-amd-llano-motherboards/

AMD Llano APU specifications unveiled http://guru3d.com/news/amd-llano-apu-specifications-unveiled/

Link to comment
Share on other sites

TSMC получит заказы на производство 28-нм ускорителей AMD http://www.3dnews.ru/news/612877/

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მობილური პლატფორმის ტესტიროვკა ჩატარდა AMD Llano-ზე http://www.3dnews.ru/editorial/613130/

Link to comment
Share on other sites

Llano A8-3850 და A6-3650 წითელი ყუთები http://www.3dnews.ru/news/613200/ 150$ და 125$ ეღირება ეგეთები

Link to comment
Share on other sites

Gigabyte A75 Llano motherboards http://guru3d.com/news/gigabyte-a75-llano-motherboards/

Link to comment
Share on other sites

როგორც უკვე იცით, გამოვიდა Llano სახელწოდების პროცესორები. ისინი შესულნი იქნებიან A და E2 სერიებში, რომლებიც თავის მხრივ, შეავსებს უკვე არსებულ, საწყისი კლასის CPU - E-350-ებს. AMD სიამაყით აცხადებს, რომ ამ პროდუქტების გამოჩენა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია - x86 არქიტექუტრის ევოლუციაში, ბოლო 30 წლის მანძილზე.

c9d912f0ef73a6b69553a22d9c125be9.jpg

კომპანია მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში, APU-ს ხვედრითი წილი სამაგიდო და მობილური კომპიუტერების ბაზარზე რადიკალურად გაიზრდება - ეს გადაწყეტილებები დომინანტის პოზიციებზე აღმოჩნდება. ინტეგრირებული გრაფიკის არმქონე პროცესორები 2014-ისთვის დაიკავებენ მხოლოდ 20%-ს.

c9c98ceb2c28339db5affeaaef7e7fb2.jpg

თუმცა, ნუ დაელოდებით ამ ჩიპებისგან ტესტური პაკეტების ახალი მწვერვალების დაპყრობას. მათი დანიშნულება სრულიად განსხვავებულია. ახალი ნაწარმების ყველაზე მძლავრი წარმომადგენლები ადვილად ჩამორჩებიან Phenom ან Athlon-ის ფლაგმან 4-ბირთვიან პროცესორებს - CPU წარმადობაში, რომ არაფერი ვთქვათ Sandy Bridge-ზე.

ec7ba2693f117a0734f52d0da9080017.jpg

b3e9b0d99c7455f5c1e8f4f3f0b0cebc.jpg

მათი მთავარი უპირატესობა არის გრაფიკა. 4-ბირთვიანმა A8-3850-მა (2,9 გჰზ, 100 ვ) და A8-3800-მა (2,4 გჰზ, ხოლო Turbo Core რეჟიმში 2,7 გჰზ-მდე) მიიღეს დისკრეტული დონის ინტეგრირებული ამსწრაფებელი Radeon HD 6550D (600 მჰზ, 400 ნაკადური პროცესორი, 20 ტექსტუირების, 8 Color ROP რასტერიზაციისა და 32 Z/Stencil ROP ბლოკი) - მაქსიმალური წარმადობის დონით 480 გიგაფლოპსი.

c9c6609dd9522dc7a4b89eb022d049d7.jpg

ამასთან, A6-3650-ის (2,6 გჰზ, 100 ვ) და A6-3600 სერიის აჩქარებულმა პროდუქტებმა (2,1 გჰზ, Turbo Core რეჟიმში კი - 2,4 გჰზ, 65 ვ) მიიღეს გაცილებით ნაკლებად მძლავრი გრაფიკა სახელწოდებით Radeon HD 6530D (443 მჰზ, 320 სტრიმ-პროცესორი, 16 ტექსტუირების, 8 Color ROP რასტერიზაციისა და 32 Z/Stencil ROP ბლოკი), რომლის მაქსიმალური წარმადობის დონეც შეადგენს 284 გ/ფლოპს-ს.

6d8a10d3a7a04ff7586bcc54580c9f53.jpg

ba3ddd25af9da360ff3862b183674d04.jpg

გასაკვირი არ არის, რომ კომპანია საკუთარ PR-მასალებში ხაზს უსვამს ფასის და წარმადობის შესანიშნავ შეფარდებას, ენერგოეფექტურობას და რასაკვირველია, ისეთ გრაფიკულ ამოცანებს, როგორიცაა თამაშები და ვიდეოს აპარატული დეკოდირება.

634429b61028dee24d012b5d6fa24f47.jpg

იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს A სერიის 4-ბირთვიან პროცესორებში ინტეგრირებულ გრაფიკაზე, მოდით გავეცნოთ კომპანიის შემდეგ სლაიდებს. ერთ-ერთ მათგანში, ის 3DMark Vantage პაკეტში ადარებს თავის პროდუქტებს NVIDIA GeForce GT520-სა და GT210-ს (A6 @2,6 გჰზ-იანი პროცესორით აღჭურვილ სისტემაზე). შედეგად, A6-3650 ადვილად უსწრებს GeForce GT520-ს, ხოლო A8-3850 კი, ამ ბარათზე თითქმის ორჯერ უკეთესია.

761f37534507a7e87eae1fe9e4172de1.jpg

სხვა სლაიდში, კომპანიას მოჰყავს A6-3650 პროცესორის შედარება - Intel i5-2500K-სა და i3-2100-თან სხვადასხვა თამაშებში.

3e28c6b34788f4b2225a544083dbb76e.jpg

ცალკე, კომპანია ყურადღებას ამახვილებს DirectX 11-ის მხარდაჭერაზე თავის CPU-ებში, რასაც Intel ჯერჯერობით ვერ გვთავაზობს (ეს, როგორც მოსალოდნელია, რეალიზებული იქნება 22 ნმ Ivy Bridge ჩიპებში).

5543d684b5014165c5f4b98a2636ee45.jpg

აგრეთვე უნდა აღინიშნოს Dual Graphics ტექნოლოგიის მხარდაჭერაც, რომლის საშუალებითაც ხდება ინტეგრირებული და დისკრეტული გრაფიკის სიმძლავრეთა გაერთიანება. ამასთან, Radeon HD 5570-ის წარმადობის დონე, A8-3850-ში ჩაშენებული ამსწრაფებლის ხარჯზე, შესაძლებელია გაზრდილ იქნას 50%-მდე, ხოლო A6-3650-ით კი - 33%-მდე. AMD Dual Graphics არ არის ხელმისაწვდომი იმ შემთხვევებში, როდესაც AMD-ს ვიდეობარათი 2-ჯერ ნელი ან 3-ჯერ უფრო სწრაფია - APU-ს გრაფიკაზე.

c73d5ed8639845ff322c7f04c9bb4a0f.jpg

a22763c48e7aac2bb0b13dca09cdfe56.jpg

d42cbd3ee49438efd52523be6b49af42.jpg

პროცესორებთან ერთად, AMD-მ ოფიციალურად წარმოადგინა მათთვის განკუთვნილი სისტემური ლოგიკის ნაკრები - A55 და A75. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეორე მათგანი, რომელიც უზრუნველყოფს SATA 6 გბიტ/წმ-იან 6-მდე და USB 3.0-ის 4-მდე პორტის მხარდაჭერას.

32b2da5c41de72715d195e8b57105dc6.jpg

a6e02a7bdfd12e532de586709160df72.jpg

კომპანიის ახალი სამაგიდო პლატფორმების უპირატესობებში, რომელიც ატარებს კოდურ სახელწოდება Lynx-ს, შეგვიძლია შეტანილ იქნას ისეთი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორებიცაა AMD HD3D, AMD Steady Video, AMD Perfect Picture HD, AMD V, UVD3, AMD Eyefinity, DirectCompute, OpenCL და ასევე DisplayPort 1.1a და HDMI 1.4a პორტებიდან გამოტანის უნარი.

07d27b0b1cbdef74b61762e601955570.jpg

e53b17b4b759eab74243ec8152108006.jpg

ბოლოს კი, უნდა ითქვას, რომ AMD A8-3850-ის რეკომენდირებული ღირებულება შეადგენს 135$-ს, რითაც ის ხდება Intel-ის ისეთი პროცესორების კონკურენტი, როგორიცაა Intel Core i3-2100 ($125) და Core i3-2105 ($140).

88b9d220dfe9702bb46b70b0486e8b86.jpg

AMD ვარაუდობს, რომ A8 სერიის პროცესორზე დაფუძნებულ სისტემების დიდი ნაწილი შესულ იქნება 600-დან 700$-ის დიაპაზონში, ხოლო A6-ისა კი - 500-დან 600$-მდე. ეს რა თქმა უნდა, ეხება დისკრეტული გრაფიკის არმქონე ან საწყისი დონის ვიდეობარათით აღჭურვილ კომპიუტერებს.

eac8ef3ef1fa374981ae58bc7b46a769.jpg

კომპანიამ კიდევ ერთხელ, ბევრი დააბნია საკუთარი პროცესორების სახელწოდებებით და ამიტომ, ინფორმაციულ წყაროს ერთ-ერთი განყოფილების რედაქტორმა მოამზადა სახალისო განმარტებითი სქემა, რომელშიც არ შევიდნენ ინტეგრირებული ბარათებისა და Dual Graphics სისტემები.

a7cd4ab31df49d31005ce0c5882feb7d.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ფაქტია რომ ინტელის ინტეგრირებული ვიდეოსთან კომბინაციას AMD ჯობია ყველა ვარიანტში

ძალიან კარგი პოსტია

გამაქვს პორტალზე

Link to comment
Share on other sites

desktop reviews

http://www.anandtech.com/show/4476/amd-a83850-review/1

http://www.tomshardware.com/reviews/amd-a8-3850-llano,2975.html

http://www.guru3d.com/article/amd-a8-3850-apu-review/1

http://www.xbitlabs.com/articles/cpu/display/amd-a8-3800.html

Link to comment
Share on other sites

აუ ფასები დავეცი!!!!

ტრანზისტორები ყველაზე მეტი ჰქონია :)

და მგონი პირველად ოპერების სიხშირის ზრდა წარმადობაზე დაეტყო AMD-ს :)

Link to comment
Share on other sites

და ამ ლიანოზე cpu ს შეცვლა არ შეიძლება სხვა ლიანოთი? დისკრეტული ვიდეო რომ დააყენო ინტეგრირებულთან ერთად იმუშავებს CF ს პონტში :)

Link to comment
Share on other sites

აუ ფასები დავეცი!!!!

კი ნამდვილად კარგი ფასია, მაგრამ დაკელბა მოუწევს ალბათ, ესე 10-15$-ით, საცალო ბაზარზე გაუჭირდება. აი hp, dell-ი და მათნაერები, ალბათ სიხარულისგან დახტიან. რაც არ უნდა მოხდეს მოგებულები დარჩებიან, ან ერთი-ორი მილიარდი "საჩუქრად" ინტელისგან ან ბლომად llano-ს "სბორკების" გაყიდვა განვითარებად ქვეყნებში და საშუალო მომხრაებელზე განვითარებულებში, შეიძლება რამდენიმე ახალ კორპორატრიულ კლიენტსაც წამოკრან ხელი.

და მგონი პირველად ოპერების სიხშირის ზრდა წარმადობაზე დაეტყო AMD-ს :)

მეც ეგრე მახსოვს რომ პრირველად ხდება ეგრე. ეგ გამოწვეულია იმით რომ cpu და gpu იყოფენ მეხსირების სალტეს. ასევე წარმადობა მოემატება მეხსირების არხების დამატებით, ალბათ trinity-ს მეტი ექნება, სამი ალბათ იდეალური იქნებოდა, ოთხი უკვე ზედმეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული და mainstream სეგმენტში ნამდვილად არ ღირს.

და ამ ლიანოზე cpu ს შეცვლა არ შეიძლება სხვა ლიანოთი?

ცოტა არ იყოს და ვერ მივხვდი რისი გაკეთება გინდა.

llano არის cpu, gpu და northbridge-ი, ყველაფერი ერთად, ერთ სილიკონზე, ვერაფერს ვერ ამოიღებ, ვერაფერს ვერ ჩადებ.

დისკრეტული ვიდეო რომ დააყენო ინტეგრირებულთან ერთად იმუშავებს CF ს პონტში :)

კი ოღონდ გარკვეული მოდელები, radeon hd 6670, hd 6570 და hd 6450.

Edited by ailamo
Link to comment
Share on other sites

კი ოღონდ გარკვეული მოდელები, radeon hd 6670, hd 6570 და hd 6450

ეგ ერთ ერთი იმ მომეტთაგანია რითაც ამაყობს AMD

ვიდეო დაფების არეალი თუ შეზღუდული იყო არ ვიცოდი

Link to comment
Share on other sites

ailamo

გასაგებია :)

ფასი მართლაც მაგარი აქვს, 110 დოლარად იყიდი მაზერს ვიდეოს და პროცს :thumbsup:

კი ოღონდ გარკვეული მოდელები, radeon hd 6670, hd 6570 და hd 6450.

მეტი არც არის საჭირო ასეთი წარმადობის ლიანოზე :)

და დისკრეტული ინტეგრირებულთან იმუშავებს? ანუ როგორც CF

Edited by sauron
Link to comment
Share on other sites

ეგ ერთ ერთი იმ მომეტთაგანია რითაც ამაყობს AMD

ვიდეო დაფების არეალი თუ შეზღუდული იყო არ ვიცოდი

cf-ში კი, ისე მიუდგი რაც მოგინდება.

ailamo

და დისკრეტული ინტეგრირებულთან იმუშავებს? ანუ როგორც CF

კი იმუშავებს, ამ მომენტში დიდი მატება არა რის წარამადობაში, ალბათ დარაივერებში profile-ების ამბავია, ვნახავთ მომვალში რას იზამენ. მაგრამ რეალურად ვინ llano-ს ყიდულობს არამგონია მიუდგას რამე.

Link to comment
Share on other sites

AMD phases out around 30 AM3 CPUs http://guru3d.com/news/amd-phases-out-around-30-am3-cpus/

Link to comment
Share on other sites

აი ესენი საინტერესო და სასარგებლო სლაიდებია:

amd-fusion-new.png

apu-llano-1.jpg

apu-llano-2.jpg

apu-llano-3.jpg

apu-llano-4.jpg

apu-llano-5.jpg

apu-llano-6.jpg

apu-llano-7.jpg

apu-llano-8.jpg

apu-llano-9.jpg

apu-llano-10.jpg

apu-llano-11.jpg

apu-llano-12.jpg

apu-llano-13.jpg

http://www.3dnews.ru/_imgdata/img/2011/06/29/613408/apu-llano-14.jpg

apu-llano-15.jpg

apu-llano-16.jpg

apu-llano-17.jpg

apu-llano-18.jpg

X-treme user

უი, დაგიდია უკვე :D

ისე ცალკე თემას რატომ არ ხსნი ხოლმე? თუმცაღა მე ვის ვეუბნები, მეც ვიცოდი ხოლმე თემაში თარგმნილი ნიუსის ჩამატება. ვისაც დააინტერესებს - ნახავს : P

Link to comment
Share on other sites

ისე, AMD-მ სწორი გააკეთა რომ Fusion-ში GPU-ზე გააკეთა აქცენტი. CPU-ში მაინც ვერ გაუწევდა სენდის კონკურენციას და GPU-ზე პრიორიტეტის გადატანით მომხმარებელს რეალურად არჩევანის საშუალებას აძლევს. დისკრეტული GPU ყველას არ უნდა, მაგრამ შეიძლება ინტელის ინტეგრირებულიც არ აკმაყოფილებდეს :) მაგ შემთხვევაში კლიენტი წავა AMD-სკენ.

თან ეგეთი კლიენტები ცოტაც არაა :)

Link to comment
Share on other sites

მაგარი ხოშიანი გამოუვიდათ ეს პროცესორი... ვიდეო დაახლოებით 9500 GT-ის დონეზეა

Link to comment
Share on other sites

http://www.tigerdirect.com/go/amd-vision/index.asp

უკვე გამოვიდა http://www.tigerdirect.com/applications/SearchTools/item-details.asp?EdpNo=000685803&SRCCODE=WEM2728TT

Link to comment
Share on other sites

ცოტა ვერ გავიგე ეხლა, მეგონა იყიდდი ამას http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813128515

და გექნებოდა cpu და გპუ ერთად, ანუ ლიანო, მაგრამ თუ ასეა და პროცის ამოღებაც არ შეიძლება მაშინ რატომ იყიდება ცალკე?

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819103942

Edited by sauron
Link to comment
Share on other sites

ცოტა ვერ გავიგე ეხლა, მეგონა იყიდდი ამას http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813128515

და გექნებოდა cpu და გპუ ერთად, ანუ ლიანო, მაგრამ თუ ასეა და პროცის ამოღებაც არ შეიძლება მაშინ რატომ იყიდება ცალკე?

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16819103942

ვერ მივხვდი რას კითხულობ.

llano-ს apu-ს ამიღებ და ჩასვავ რა მოდელსაც გინდა, მაგ მაზერზე, მაგრამ პროცესორს ცალკე ვერა.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.