gio_kiborg Posted July 26, 2014 Share Posted July 26, 2014 დაწყებული WIndows 8-დან, შემდეგ Windows 8.1, Windows 8.1 Update 1 (და სავარაუდოდ Update2-შიც) ამოღებულია Wi-Fi პროფილების მენეჯმენტი, უფრო სწორად, ამოღებულია ფუნქცია Manage Wireless Networks Network and Sharing Center-იდან, ამოღებულია GUI ინტერფეისი, თორემ შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის დატოვებული, უბრალოდ Microsoft-ში გადაწყვიტეს, რომ Windows 8 თავისითაც მშვენივრად გაართმევს თავს უკაბელო ქსელების მენეჯმენტს და არ სჭირდება მომხმარებლის ჩარევაც, ხშირ შემთხვევაში ასეცაა, თუმცა თუკი დაგჭირდათ მაგალითად რომელიმე შენახული ქსელის პაროლის გახსენება (როგორც მე დღეს დილით ) ან კიდევ უბრალოდ კირკიტა მომხმარებელი ხართ, ეს ფუნქცია დაგაკლდებათ... აი ამაზეა საუბარი, Wireless Network Managment Windows 7-ში: ეს ყველაფერი ისევ შესაძლებელია WIndows 8-ში, თუმცა ახლა მხოლოდ CMD-დან შესაბამისი ბრძანაბებებით (თუკი CMD-ს გახსნა არ იცით, გადადით ბოლო ნაწილზე, უფრო მარტივი შესაძლებლობაა) CMD ბრძანებები: შენახული უკაბელო ქსელების პროფილების ნახვა: netsh wlan show profiles რომელიე კონკრეტული ქსელის პაროლის ნახვა netsh wlan show profiles name=[პროფილის სახელი] key=clear პაროლი ეწერება Security Settings განყოფილებაში: შენახული პროფილის წასაშლელად: netsh wlan delete profile name=[პროფილის სახელი] ვისაც CMD- ში ბრძანებებით ხელით აკრება, არ გიყვართ, ან გეზარებათ, არის მშვენიერი პროგრამა, რომელიც ფაქტიურად იმეორებს Windows 7-ის უკაბელო ქსელების მენეჯერის ფუნქციებს: Wifi Profile Manager 8 ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ: ნახოთ შენახული უკაბელო ქსელების პროფილები ნახოთ სასურველი პროფილის პარამეტრები შეცვალოთ პროფილების სიის თანმიმდევრობა (უპირატესობების შეცვლა) მონაცემთა XML ფაილში ექსპორტი მონცემების იმპორტი XML ფაილიდან პროფილის წაშლა პროგრამა რამდენიმე კილობაიტია და არ საჭიროებს ინსტალაციას. ნაკადული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.