Jump to content

SetFSB და ClockGen


სოსო

Recommended Posts

ამ თემაში ვეცდები ავხსნა როგორ მუშაობს ეს ორი პროგრამა

SetFSB და ClockGen

საერთოდ პროცესორის აჩქარება (რაზგონი, overclocking) ბიოსიდან ბევრად უფრო მოსახერხებელია როცა დედა დაფას (მაზერი) აქვს შესაბამისი ფუნქციები, თუმცა ბევრ დედა დაფას (განსაკუთრებით ძველ დედა დაფებს) არა აქვს ბიოსში აჩქარების ფუნქცია. ასევე არა აქვს აჩქარების ფუნქციები ე.წ. ბრენდის კომპიუტერებს (მაგალითად HP-ს აწყობილ სისტემებს).

ამ დროს ჩვენ გვჭირდება პროცესორის აჩქარება (ძალიან გვჭირდება :D) და ასეთ შემთხვევებში windows-იდან აჩქარება შეიძლება ერთადერთი საშუალება იყოს.

ასევე ეს პროგრამები შეიძლება სასარგებლო იყოს ექსტრემალური აჩქარებისას. ხშირად არის რომ ბიოსიდან აჩქარების რესურსები ამოწურულია, სიტყვაზე ჩვენ შევძელით სისტემის ჩატვირთვა 775 სოკეტზე 600 FSB-თი ხოლო 610-ზე არ იტვირთება სისტემა (მაღალ FSB-ზე ოპერაციული სისტემის OS ჩატვირთვა დიდი დატვირთვაა პროცესორისთვის) ამ შემთხვევაში ჩავტვირთავთ 600-ით და შემდეგ ამ პროგრამების საშუალებით პირდაპირ ვინდოუსიდან შევძლებთ სიხშირეების აწევას, როცა ოპრეაციული სისტემა ჩატვირთულია FSB-ს მომატება პროცესორისთვის ისეთი დიდი დატვირთვა აღარ არის ხოლმე და უფრო ადვილად იტანს სიხშირის მომატებას.

ასეთი ტიპის პროგრამები (windows-იდან რომ აკეთებენ აჩქარებას) უკვე უამრავი არსებობს. ფაქტიურად ყველა ახალ დედა დაფას თავისი უტილიტა მოყვება და საკამოდ ეფექტურადაც ასრულებენ თავის ფუნქციას. ამ პროგრამების მუშაობის პრინციპი დედა დაფის manual-ში შეგიძლიათ დაწვრილებით ნახოთ უბრალოდ ხალხს ეზარება ხოლმე ამ manual-ების კითხვა :)

გადავიდეთ საქმეზე

ჯერ ვნახოთ SetFSB

ოფიციალური საიტი ეს არის თუმცა ამ ბოლო დროს პროგრამა გახდა ფასიანი და ყიდვაა საჭირო

http://www13.plala.or.jp/setfsb/

უფასოდ შეგიძლაით ნახოთ პროგრამების პაკეტში

გავუშვებთ პროგრამას და გაჩნდება ასეთი ფანჯარა

731fca9c3c11.jpg

ეხლა რა უნდა ვქნათ აქ ?!

საერთოდ ყველა პროცესორს სჭირდება თავისი სიხშირის გენერატორი Clock generator იგივე PLL

ყველა დედა დაფაზე უნდა მოვძებნოთ შესაბამისი ე.წ. ICS ჩიპის ნომერი რომელიც შეესაბამება ამ დედა დაფას

აი მაგალითად ჩემს დედა დაფაზე არის ესეთი ICS ჩიპი რომელსაც აწერია გენერატორის ნომერი

fb9933547d3dt.jpg

დააჭირეთ გადიდებისთვსი

ნომერი არის 9LPRS926EGLF

სწორედ ეს ნომერი უნდა მოვძებნო ჩემს დედა დაფაზე ამ პროგრამით რომ დავარაზგონო

a04aa3878cbf.jpg

მოვძებნი clock generator სიაში და დავაჭერ Get FSB კნოპკას და "ვოალია"

796b78c42983.jpg

პროგრამამ სწორად ამოიცნო FSB სიხშირეები და არა მარტო

სურათზე ჩანს როგორ არიან სიხშირეები ერთმანეთზე გადაბმული

თქევნი დედა დაფის ICS ნომერი შეგიძლიათ თვითონ მაზერზე ეძებოთ ან setFSB პროგრამის დირექტორიაში უნდა იყოს ტექსტური ფაილი setfsb.txt რომელსაც გახსნით და იქ ნახავთ clock generator-ების სიას და შესაბამის დედა დაფების ან ლეპტოპების სიას

მაგალითად Acer Aspire 5100 ლეპტოპს შეესებამება გენერატორი ICS951462AGLF და ა.შ.

dcd8cc53b6fdt.jpg

(მინდა ავღნიშნო რომ ჩემს დედა დაფაზე სიაში ICS9LPRS926EGLF ამის გვერდით რამოდენიმე გენერატური უპრობლემოდ მუშაობს და შემიძლია სხვა გენერატორებითაც დავარაზგონო ასე რომ მარტო ერთი ნომერი არ მუშაობს ხოლმე)

გაჩნდა ორი მწვანედ შემოხაზული ჯოხი რომლის გადაადგილებითაც მომეატება სიხშირე

ან ლურჯად ხაზგასმული კნოპკები რომლებითაც უფრო ფაქიზად ხდება სიხშირეეების მომატება ფაქტიურად 1 FSB სიზუსტით

არ დაგავიწყდეთ Ultra თოლია ("პწიჩკა") რომელიც არის Get FSB კნოპკის გვერდით რომელსაც თუ მონიშნავთ გაიზრდება სიხშირის მომატების შესაძლებლობა

ანუ უფრო მეტი FSB-ს დადების საშუალებას მოგცემთ

ზედა ხაზით ხდება FSB-ს და შესაბამისად ოპერატიულის (RAM) სიხშირის მატება

ხოლო ქვედა ხაზით PCI-e და PCI სიხშირეების მომატება რომელიც ჩემთან 99.8/33.3 MHz წერია

ექსტრემალური რაზგონისას ამათი მომატებაც დაგეხმარებათ მაღალი FSB-სთვის

მოუმატებთ სიხშირეს და შემდეგ დააჭერთ კნოპკას Set FSB (არ ეგერიოთ ერთია Get FSB და მეორე Set FSB)

მაგალითისთვის დავარაზგონებ ჩემს პროცესორს და მოვუმატებ FSB-ს 333-იდან 340-მდე და ვანხოთ შედეგი

d13869adb4b2.jpg

როგორც ხედავთ CPU-z-ში სწორად მაჩვენა მოიმატა FSB სიხშირემ გახდა 340

შესაბამისად მოიმატა სიხშირემ და 3160 Mhz-ის მაგივრად მაქვს 3234.4Mhz

და ასევე მოიმატა ოპერატიულის სიხშირემ მქონდა 400 და გახდა 408 Mhz (საერთოდ გაითვალსიწინეთ აჩქარებისას ბიოსიდან იქნება თუ ვინდოუსიდან FSB-სთან ერთად RAM სიხშირე აუცილებლად იზრდება)

მოკლედ პრინციპი ძალიან მარტივია, მთავარია ვიპოვოთ სწორი ICS ნომერი რომლის მოძებნისთვის რამოდენიმე ხერხი არსებობს

1) ინტერნეტი ანუ Google თუმცა ასე პოვნა ძნელია

2) მთავარი ხერხი შევდივართ საიტზე http://www13.plala.or.jp/setfsb/ და ვნახულობთ Clock Generator (Motherboard) სიას სადაც შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ დედა დაფა და მისი შესაბამისი ICS ნომერი მაგალითად გვინდა P5Q დედა დაფის პოვნა. ინტერნეტ ბორუზერის search ფუნქციით Ctrl+f კომბინაციით ჩავწერთ P5Q-ს და ვიპოვით ასეთ რამეს

ICS9LPRS916JGLF (ASUS P5K, P5QL Pro ) ეს მაზერი არ გვაწყობს და (თუმცა გენერატორი მაინც შეიძლება მოერგოს ;) )

ძებნის ფუნქციაში დავაჭერთ Next კნოპკას და ამოაგდებს მომდევნო შედეგს

ICS9LPRS918BKL(ASUS P5K/3 Deluxe, P5E, P5Q Deluxe, P5Q-E ) როგორც ხედავთ რამოდენიმე დედა დაფას ერთი და იგივე ნომერი აქვს მოვძებნით SetFSB პროგრამაში ამ ნომერს და შემდეგ უკვე ადვილია :) ზევით მიწერია რა და როგორ ვქნათ.

3) და საკმაოდ საინტერესო გზა. ვთქვათ ვერ ვიპოვეთ შესაბამისი ICS ნომერი. მაშინ მივდგებით და ყველა ნომერს ვცდით სიაში. პროგრამაში რომელი გენერატორებიც არის ხელით გადავარჩევთ და ვნახავთ მოერგება თუ არა დედა დაფას (და არა პროცესორს) და შევძლებთ თუ არა მისი საშუალებით დარაზგონებას. ამოვირჩევთ, დავაჭერთ Get FSB-ს და შევხედავთ რა სიხშირეებს გვაჩვენებს და მერე ვცდით კიდევაც მომატებას და Set FSB კნოპკას. შეიძლება ამ დროს კომპიუტერი დაეკიდოს, გაითიშოს ან საერთოდ გრძნობა არ ქონდს მაგრამ თუ ძალიან გვინდა აჩქარება პოვნაც შეიძლება.

მე მქონია იმედგაცრუება ანუ HP-ს ლეპტოპზე ვერც-ერთი გენერატორი ვერ მოვარგე SetFSB და Clockgen პროგრამებში რომელიც იყო. რამოდენიმეჯერ მაქვს გადამოწმებული მთელი სია და მაინც არ ქნა.

თუმცა ჩემი დის Netbook-ზე მქონდა საინტერესო შემთხვევა MSI-ს ფირმის Netbook იყო რომელიც ვერ არ გავხსენი რომ ICS ნომერი მენახა მაზერზე. მივყევი და ხელით გადავარჩიე ყველა ნომერი და ციფრებით არ დამეთხვა არც-ერთი. პროცესორი იყო Atom 270 FSB 133-ით, ხოდა ერთერთმა გენერატორმა დამიწერა FSB 266 აქვსო (ორჯერ მეტი) მაინც ვცადე მომატება და მოემატა და ქულებიც ავიღე

http://hwbot.org/result.do?resultId=840446

აი შედეგი FSB 133-დან გავზადე 180-მდე თუმცა რიცხვები SetFSB პროგრამაში არასწორად მაჩვენა. ასე რომ გაითვალისწინეთ.

რაც შეეხება clockgen პროგარამს აქაც პრინციპი იგივეა

გაუშვებთ პროგრამას და შეიძლება ასეთი სურათი ამოაგდოს

00fe201cb2fc.jpg

ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერაფერს იზავთ !

მაგრამ თუ ასეთი ფანჯარა ამოაგდო

78b21067c05f.png

ჩათვალეთ მწვანე შუქია :)

შევდივართ Pll setup მენიუში

193fa8e2ae07.jpg

ვარჩევთ ან ვეძებთ ICS ნომერს

ვაჭერთ read clocks კნოპკას

შემდეგ შევდივართ PLL control მენიუში

db72e9e3d441.jpg

და აქაც იგივე პრინციპია მომატებისთვის როგორც SetFSB პროგარამში

ორი ჯოხია ზედა უმატებს FSB-ს და ქვედა PCI-E სიხშირეს

ვაწვებით apply selection და ეგ არის პროცესორი დარაზგონდება !

გირჩევთ აჩქარებისას მოუმატოთ ძალიან ნელნელა, ფაქტიურად ერთი ბიჯით

დააფიქსირეთ სიხშირე და ნახეთ თუ მოუმატა CPU-z პროგარამში

ასე ნელნელა მოუმატეთ სანამ კომპიუტერი არ გაიჭედება ან არ დაარესტარტებს და თქვენ გეცოდინებათ სადამდე რაზგონდება პროცესორი ვინდოუსიდან და შემდეგ ჩატვირთვაზე მოუმატებთ უფრო ნაკლებ სიხშირემდე.

მეტი სიხშირის მისაღწევად დაგჭირდებათ ძაბვის მომატება ბიოსიდან რადგან ამ პროგრამებით ძაბავს ვერ მოუმატებ (ახალი დედა დაფების სპეციალურ ასაჩქარებელ პროგრამებში ძაბვის მომატების ფუნქციაც შედის).

ამ პროგრამით შეგიძლიათ ოპერების სიხშირის მომატებაც და მაღალი შედეგების დაფიქსირება

ისევე როგორც FSB ზოგჯერ ოპერებიც მაღალ სხშირეზე ვინდოუსის ჩატვრითვას ვერ უძლებენ

ბიოსში დაუკლებთ მამარავლს (multiplier თუ აჩქარების მიზანი მარტო ოპერებია) ჩატვირთავთ დაბალ სიხშირეზე და შემდეგ ვინდოუსიდან აჩქარება უფრო ადვილი ასატანია ოპერებისთვისაც.

წარმატებულ აჩქარებას (overclocking) გისურვებთ :D

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მოკლედ ვისაც ბიოსიდან აქვს ამის საშუალება, ბიოსიდან გაკეთება ჯობია მაინც, თუ არა ?

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ვისაც ბიოსიდან აქვს ამის საშუალება, ბიოსიდან გაკეთება ჯობია მაინც, თუ არა ?

აბა რა კაცო

სეთფსბ და ქლოქგენი არის ბოლო ფაინ ტუნინგისთვის

თორე ისე 100% ბიოსიდან უნდა აკეთო ეს

აბა ლეპტოპს იშვიატად აქვს სარაზგონო ბიოსი

Link to comment
Share on other sites

ისა და ppl ების გადმოწერა არ შეილება ? მარტო მაგეებს ერგება სხვა დედადაფებს ტუ პროცებს არა ?

რა უნდა გადმოწერო ვერ გავიგე?

შენ ვერაფერს გადმოწერ

მაზერს აქვს თავისი clock generator-ი და setfsb თუ ცნობს ამ გენერატორს დაარაზგონებ

თუ ვერ ცნობს ვერ დარაზგონებ

არაფრის გადმოწერა გიშველის

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

00fe201cb2fc.jpg

ეს სურათი თუ ამოაგდო არ დარაზგონდება არანაირი პროგრამით ?

_________________________

ბიოსიდან როგორ ხდება ეს ყველაფერი თუა სადმე ახსნილი დამილინკEთ დიდ მადლობას გეტყვით :)

პს:ახალი ვარ ამ საქმეში :შ

Link to comment
Share on other sites

ეგ სურათი თუ ამოაგდო მაგ პროგრამით არ დარაზგონდება

ბიოსს გააჩნია რა მაზერი გაქვს

ან სურათები დადე ბიოსის

Link to comment
Share on other sites

მაზერზესად ვნახო ჩემი ს ქლოქ გენერატორის დასახელება ?

დაახლოებით ასე გამოიყურება

clockgen.jpg

crystal-generator.jpg

msi_chip.jpg

http://i.hwa.me/articles/large/10299.jpg

Link to comment
Share on other sites

აქ ასე აწერია SWA W1013

NET G

NS 982402 magnaeria zustad da am generatorze wava set fsb ?

არ წავა

ეგეთი გენერატორი არ იცის პროგრამამ

Link to comment
Share on other sites

არ გამოდის მაგ მაზერით არაფერი :)

რაზგონის ფუნქციები რაც უნდა იყოს advanced მენიუში არის ხოლმე

AT Tweacker

AI Overclock და რაღაც ამის მსგავსი

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

სოსო არ გინდა უფასო fetfsb-ს ლინკი განაახლო?

სამივე ლინკი წაშლილია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სოსო არ გინდა უფასო fetfsb-ს ლინკი განაახლო?

სამივე ლინკი წაშლილია

http://rapidshare.com/#!download|446l33|436445502|setfsb_2_2_125_92.rar|272

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

არის რამე პროგრამა რომითაც შევდზლებ რომ cpu voltage მოუმატო ? :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

რა მაზერი გაქვს? სარაზგონო მაზერებს მოყვებათ ხოლმე tool-ი windows-ისთვის რომლითაც ძირითადი პარამეტრების შეცვლა შეგიძლია 3895.gif

Link to comment
Share on other sites

რა მაზერი გაქვს? სარაზგონო მაზერებს მოყვებათ ხოლმე tool-ი windows-ისთვის რომლითაც ძირითადი პარამეტრების შეცვლა შეგიძლია 3895.gif

მაზერი ძველი 478 სოკეტზე VIA ჩიპსეტზე არის და ვერაფერი ვუშველე 0.2GHz-ზე მეტით ვერ დავარაზგონე :vikingi:

ბიოსიდან მოსამატებელი საერთოდ არ აქვს

Link to comment
Share on other sites

მაზერი ძველი 478 სოკეტზე VIA ჩიპსეტზე არის და ვერაფერი ვუშველე 0.2GHz-ზე მეტით ვერ დავარაზგონე :vikingi:

ბიოსიდან მოსამატებელი საერთოდ არ აქვს

პაილანიკი თუ არ გეხერხება მაშინ დაივიწყე მაგ მაზერზე ძაბვის მომატება :)

Link to comment
Share on other sites

ფიზიკურად თუ არ აქვს მაზერს ბიოსიდან ვოლტის მომატება, ოპ სისტემიდან როგორღა მოუმატებს :)

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

გაუმარჯოს დამეხმარეთ: MBU: Asus P5LD2-X, CPU: Pentium 4 3.0 631 ვერაფრით ვერ დავარაზგონე... SetFSB-ში ჩემი მაზერის პლლ ნომერი არის, მაგრამ როცა ვნიშნავ და და getfsb ვაჭერ ერორს აგდებს. setfsb.jpg ბიოსში რათქმაუნა სასარგებლო ვერაფერი ვნახე... რაიმე გამოსავალი არის?

პ.ს. იქნებ SetFSB დარეგისტრირებული ვერსია გადმომიგდოთ ვინმემ.

Link to comment
Share on other sites

customize განყოფილებაში რა გინდა? control-ში მიუთითე PLL

მუშა ვერსია აქ არის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...