Jump to content

კომპიუტერმა გაიარა ტურინგის ტესტი!


Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ University of Reading-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩატბოტმა იუჯინ გუტსმანმა დაარწმუნა მსაჯულების 33%, რომ ის 13 წლის ბიჭია უკრაინიდან

ალან ტურინგის ტესტის მიხედვით კომპიუტერმა უნდა "დაარწმუნოს" ადამიანი-მსაჯულების 30%-ზე მეტი, რომ ის ელაპარაკება (საუბარი ტექტურ რეჟიმში მიმდინარეობს) ადამიანს.

ტესტის პირობები ასეთი იყო:

  • თითოეული მსაჯული მონაწილეობდა 5 პარალელურ საუბარში - სულ 10 საუბარი
  • მონაწილეობა მიიღო 30-მა მსაჯულმა - ჯამში 300 საუბარი
  • ყოველი ხუთი წუთის განმავლობაში მსაჯული ელაპარაკებოდა როგორც ადამიანს, ისე კომპიუტერს
  • ტესტის მონაწილე 5 კომპიუტერიდან თითოეულმა მიიღო 30 საუბარში მონაწილეობა
  • ტესტის სისწორის გადამოწმებისთვის, ტესტი შესწორებულ იქნა პროფესორი ჯონ ბარდენის მიერ (ბირმინგჰემის უნივერიტეტი, ბრიტანული ხელოვნური ინტელექტის საზოგადოების ყოფილი მეთაური)
  • "იუჯინი" არის კომპიუტერული პროგრამა და არა "სუპერკომპიუტერი"

დღემდე ტურინგის ტესტი არცერთ მანქანას არ ჰქონდა წარმატებით გავლილი.

 

ზოგი კრიტიკოსის შეფასებით იუჯინმა ტესტი იმის გამო გაიარა, რომ ის არწმუნებდა მსაჯულებს, რომ ის 13 წლის უკრაინელი ბიჭია, რომლისთვისაც ინგლისური მეორე ენაა და შესაბამისად უფრო მეტი შეცდომა "აპატიეს", თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება რომ მსაჯულები მოტყუვდნენ, რაც იდეაში იყო ჩატბოტის მიზანი :)

 

მართალია ახლომომავალში HAL 9000-ის, ან რეპლიკანტების, ან ავა-ს გამოჩენას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ის ფაქტი რომ ტურინგის ტესტი გავლილია, მაინც შთამბეჭდავია!

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მეცნიერები თვლიან რომ შეიძლება არ იყოსო ბოლომდე სწორი ეგ ინფო http://scientificrussia.ru/news/uchenye-test-tyuringa-vse-esche-ne-projden

Link to comment
Share on other sites

მეცნიერები თვლიან რომ შეიძლება არ იყოსო ბოლომდე სწორი ეგ ინფო http://scientificrussia.ru/news/uchenye-test-tyuringa-vse-esche-ne-projden

 

პრინციპში ამათ აზრს ვეთანხმები ეგ ტესტი ჯერ არ უნდა ჩაითვალოს გავლილად ვინაიდან 13 წლის ბავშვი რომელმაც ინგლისური არ იცის კარგად აშკარად არაა სრულფასოვანი ადამიანი (ანუ მაგ ლოგიკით შეიძლება დაუნის სინდრომით ადამიანის იმიტაცია გააკეთოს კომპიუტერმა და საკმაოდ წარმატებით)

 

 

თუმცა ზოგადად ასეთი წინსვლა მისასალმებელია ერთი სული მაქ როდის გავესაუბრები მაგ ბოტს :D მაგრამ საიტზე არ შედის არაფრით ან გადატვითრულია ან დროებით გათიშულია გარკვეული მიზეზების გამო http://www.princetonai.com/bot/bot.jsp

Link to comment
Share on other sites

პრინციპში ამათ აზრს ვეთანხმები ეგ ტესტი ჯერ არ უნდა ჩაითვალოს გავლილად ვინაიდან 13 წლის ბავშვი რომელმაც ინგლისური არ იცის კარგად აშკარად არაა სრულფასოვანი ადამიანი (ანუ მაგ ლოგიკით შეიძლება დაუნის სინდრომით ადამიანის იმიტაცია გააკეთოს კომპიუტერმა და საკმაოდ წარმატებით)

 

 

თუმცა ზოგადად ასეთი წინსვლა მისასალმებელია ერთი სული მაქ როდის გავესაუბრები მაგ ბოტს :D მაგრამ საიტზე არ შედის არაფრით ან გადატვითრულია ან დროებით გათიშულია გარკვეული მიზეზების გამო http://www.princetonai.com/bot/bot.jsp

კი, მეც მაგ აზრზე ვარ,

ეგ კი არა რაც არ უნდა დახვეწონ ჩატბოტი, მაინც არ იქნება ე.წ True A.I. უფრო Mass Effect-ში როა დაყოფა Virtual Intelligence და Artificial Intelligence მომწონს, თუკი კომპიუტერს, ან პროგრამას არ შეუძლია თვითგანვითარება, დამოუკიდებლად შესწავლა, მაინც იქნება შეზღუდული პროგრამირებით და იქნება "ვირტუალური ინტელექტი" და არა ნამდვილი "ხელოვნური ინტელექტი"

ჩატბოტები ვირტუალური ინტელექტის საწყისებია ცალსახად, აი ნამდვილ ხელოვნურ ინტელექტში კი ჯერ ფაქტიურად დიდი წინსვლა არ არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ :)

 

იუჯინი გადატვირთული იყო ალბათ, I'll be back კარგს არ უნდა ნიშნავდეს :D

http://www.princetonai.com/bot/

 

e4d334f79ad4.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.