Jump to content

Intel Launches Devil’s Canyon and Overclockable Pentium: i7-4790K, i5-4690K and G3258


Recommended Posts

Intel-ის პრეზიდენტმა Renee James-მა ოფიციალურად დააანონსა ახალი Devil's Canion და Anniversary Edition პროცესორები. ეს პროცესორები განკუთვნილია Z97 ჩიპსეტის მაზერებისთვის. ეს ახალი პროცესორები განკუთვნილია ოვერქლოქინგისთვის.

 

  ამ პროცესორების ტესტების პასუხები უახლოეს პერიოდებში დაიდება ინტერნეტ სივრცეში ზუსტი დრო უცნობია, პროცესორები უნდა გამოსულიყო თვის ბოლოს მაგრამ შეზღუდული დროის გამო ეს არ მოხერხდა და ამიტომ ზუსტი დრო უცნობია 

 

  კოდური სახელით Devil's Canyon პროცესორები გამოუშვებს Haswell ის არქიტექტურით ''K'' სერიის 2 სახის პროცესორებს i7-ს და i5-ს.

2w5qe.jpg

ორივე სახის პროცესორები არის 4 ბირთვიან პლატფორმაზე და i7 -ს  აქვს  Hyperthreading ტექნოლოგიის მხარდაჭერა ანუ პროცესორები წარმოდგენილია 4 რეალური და 8 წარმოსახვითი ბირთვით. ენერგო მოხმარება წარმოუდგენლად დაბალია როგორც ჩვევიათ ინტელს და პროცესორი მოიხმარს 85-88w-ს. მემორი მხარდაჭერა ექნება ორარხიანი DDR3-1600.

i7-4770K იქნება პირველი პროცესორი რომელსაც სიხშირე ექნება 4,0 GHz (ასეთი სიხშირეები წინამორბედ პროცესორებში ბხოლოდ turbo boost ჩართვით მიიღწეოდა) ხოლო თუ ჩართული იქნება turbo boost მაშინ სიხშირეები 4,4-4,3 იქნება, ხოლო i5 პროცესორში მის წინამორბედებთან შედარებით არც ისე დიდი სხვაობაა სიხშირეებში.

  ზემოთ ნახსენები პროცესორები იქნებიან განკუთვნილი მხოლოდ Z97 დედიკოებზე ნუ შეიძლება Z87 ზეც(მხოლოდ საუკეთესო დედიკოები) ამ პროცესორების მუშაობა მაგრამ ენერგო მოხმარება გაიზრდება და აუცილებელი მოთხოვნაა ბიოსის გადაფლეშვა ბოლო ვერსიაზე 

je2cj.jpg

პროცესორების გამოსვლამდე ინტელი ამაყად აცხადებს თუ რა მასალით იქნება მისი ახალი პროცესორები და რა დადებითი თვიდება ექნება ამ უკანასკნელებს.

ახალ პროცესორებში მთავარ ცვლილებათ შეიძლება ჩაითვალოს ის მასალა რითაც ისინია დამზადებული ამას უწოდეს შემდეგი თაობის პოლიმერი ის დაფუძნებულია სილიკონის მონომერზე და კარბონის პოლიმერზე რაც ხელს უწყობს ტემპერატურის გაცვლას და გრილ ჰაერს პროცესორი უფრო მალე მიიღებს რაც  ოვერქლოქინგისას მინიმუმ 200 MHz იან წარმადობას იძლევა წინამორბედებთან შედარებით, ეს ტექნოლოგია დიდი პლიუსია აგრეთვე ისეთი ოვერქლოქერებისთვისაც რომლებიც ნოლზე ან საერთოდ მინუს ტემპერატურებზე ცდილობენ კომპიუტერის ოვერქლოქინგს რადგან ხდება ტემპერატურის სწრაფი გაცვლა და დასტაბულირება მარტივია უფრო.

 

   აგრეთვე გამოშვებულ იქნა ახალი pentium პროცესორი Anniversary Edition  რომელიც წარმოდგენილია ღია მამრავლით 3.2 GHz ბაზური სიხშირეებით და 3mb ქეშით 

t1hzs.jpg

ახალ პროცესორს ექნება მეხსიერების DDR3-1333 მხარდაჭერა  და მისი ფასი იქნება 72$ რაც ძალიან იაფია და ხელმისაწვდომი ასეთი დაბალი ფასით ინტელი აპირებს მოიზიდოს ხალხი და უბიძგოს მათ ოვერქლოქინგისკენ 

fx3yb.jpg

ეს ახალი პროცესორები ორიენტირებულია რომ რაც შეიძლება დაბალი ძაბვებით შეიძლებოდეს საუკეთესო შედეგის მიღება აგრეთვე ინტელმა იზრუნა ტემპერატურის კარგ გაცვლახე გაგრილების სისტემასა და პროცესორს შორის აქმდე არსებული Haswell -ის პროცესორებში turbo-ს ჩართვით შესაძლებელი იყო მხოლოდ 3,9 მდე სიხშირეების აწევა ხოლო ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ეს გაიზარდა 4,4 მდე რაც ძსალიან დიდი პლიუსია დღესდღეობით 

 აგრეთვე დარელიზდა CPU-Z screen shot-ი 

8btuv.jpg

 

c868h.jpg

Computex 2014 -ზე მყოფებმა აგრეთვე გადაწყვიტეს უკვე დაიწყონ გეგმის შედგენა თუ როგორ და რა საშუალებებით  დატესტავენ ამ ახალ პროცესორებს რათა სრულად  გამოწურონ ეს უკანასკნელები და აჩვენონ მისი სრული ტესტის შედეგები

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

პენტიუმიუმი სახელწოდება ყველა ინთელის პროცესორს ეწოდება თუ თვითონ სახელი არის პროცესორის?

Link to comment
Share on other sites

`i7-4770K
 იქნება პირველი პროცესორი რომელსაც სიხშირე ექნება 4,0 GHz

 

ჩაასწორე ეგ 4790K

Link to comment
Share on other sites

მოდერ ჩამისწორე რაააა 



პენტიუმიუმი სახელწოდება ყველა ინთელის პროცესორს ეწოდება თუ თვითონ სახელი არის პროცესორის?

საერთოდ ამ ბოლო წლებში ინტელი უშვებს core პროცესორებს  ჩვეულებრივ დესკტოპისთვის i3 i5 და i7 ებს და აგრეთვე დაბალი სეგმენტისთვის pentium და celeron-ებს იაფია შედარებით და სუსტები  ასევე წარმოებაში აქვს სასერვერო სიონები უფრო ბევრ ბირთვებზე არიან და მეტის დათვლა შეუძლიათ ეს უკანასკნელი(G3258) კი შედარებით ძლიერი გახსნილი მამრავლით გამოუშვა ინტელმა პენტიუმის წარმოების 20 წლის თავზე Z97 ჩიპსეტისთვის



ისე კი სია თუ გაინტერესებს  აგერ არის მართალია სრულად არაა მაგრამ არცისე ძველია

Link to comment
Share on other sites

113657-toppc-g3258-1.png

6,85GHz-მდე დაქლოქეს ;დ LN2-ით რათქმაუნდა MSI Z97 XPower AC მაზერზე

 

 

მაზერები იქნება ალბათ ძვირი?

სტანდარტული მაზერები 1150-ზე Z ჩიპსეტის ოვერქლოქისთვის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხოხო რა დღეშია. ეს პროცესორი არის საუკეთესო ორბირთვიანი დარწმუნებული ვარ. ამან 4.9-5.0-ზეც უნდა იმუშავოს 24/7-ზე სენდიზე უკეთესი რაზგონის პოტენციალი აქვს.

Link to comment
Share on other sites

მინუს ტემპერატურაზეა ეგ შედეგები და 5.0 ზე 24/7 ზე მოკვდება ტემპერატურას ვერ დაარეგულირებ სახლის პირობებში

Link to comment
Share on other sites

ვიცი რო მინუსებზეა. უბრალოდ მაგ ახალ სერიაში სენდივითააო ეგ სამი პროცესორი. ეს პროცესორი და 4690k და 4790k-ები და შესაბამისად უნდა დარაზგონდეს. 

 

ჩემი აზრით ასე 1.40 ვოლტით თავისუფლად დადებს 5.0-ს

Link to comment
Share on other sites

ხოხო რა დღეშია. ეს პროცესორი არის საუკეთესო ორბირთვიანი დარწმუნებული ვარ. ამან 4.9-5.0-ზეც უნდა იმუშავოს 24/7-ზე სენდიზე უკეთესი რაზგონის პოტენციალი აქვს.

ნეტავ 4790K-ს ქონდეს სენდიზე უკეთესი რაზგონის პოტენციალი

ჩემი აზრით ასე 1.40 ვოლტით თავისუფლად დადებს 5.0-ს

მართლა თუ ეგრე ქნა :facepalm:

 

ნარჩევი ჩიპით 2600K დებდა 5.0 1.39-1.4v

 

2700k_5GHz.jpg

 

 

 

2600K%20prime95%20cpuz%20realtemp.JPG?ps

 

 

 

 

 

bp675g2251mem.png

Link to comment
Share on other sites

ვიცი რო მინუსებზეა. უბრალოდ მაგ ახალ სერიაში სენდივითააო ეგ სამი პროცესორი. ეს პროცესორი და 4690k და 4790k-ები და შესაბამისად უნდა დარაზგონდეს. 

 

ჩემი აზრით ასე 1.40 ვოლტით თავისუფლად დადებს 5.0-ს

უკან მიმაქ ჩემი სიტყვები ძაან მაგარ სერიას უშვებენ 5.0 ზე თავისუფლად იმუშავებსო კიარა ზოგიერთ ფორუმზე ხალხი იძახის 5,2ზე უნდა დავარეგულიროო :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.