gio_kiborg Posted June 4, 2014 Share Posted June 4, 2014 ამ თემაში დავწერ Android-ის 4.4 ვერსიის (კოდური სახელით Kitkat) გავრცელებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტას. თუკი თქვენც გაქვთ ინფორმაცია, დაწერეთ და ჩავამატებ პრობლემა უნდა იყოს მაშტაბური ხასიათის და არა ერთ კონკრეტულ მოდელზე ან ROM-ზე პრობლემა 1: წარწერა Dialer-ში შევამჩნიე 2 დღის წინ პირველად, უცხო ნომრები თუ რეკავენ (ნომრები, რომლებიც არ გყავს კონტაქტებში) ნომრის ნაცვლად ეწერება (დეტალებში კი შეიძლება რა ნომერია მერე ნახვა) We currently accept only US numbers როგორც აღმოჩნდა, ეს გუგლის და ამერიკული კარიერების ახალი სერვისია, რომლებიც თუკი ნომერი არ გყავთ კონტაქტებში, თავიანთ ბაზაში ეძებს და გიწერთ სახელს (ან ორგანიზაციას) ვისაც ეკუთვნის ეს ნომერი, ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში მუშაობს (რამდენად მისაღებია იმისთვის ვინც რეკავს რა გითხრათ, მაგრამ ვისაც ურეკავენ, იმისთვის კარგია ) და რატომღაც კიდევ ბევრგან გააქტიურდა განსაკუთრებით CM/PA და სხვა Custom ROM-ებში და ალბატ Nexus-ებშიც (ბევრ სხვადასხვა მოდელის ტელეფონებში) გასათიშად, უდა შეხვიდეთ Dialer-ის სეთინგებში (დააჭირეთ ტელეფონის ყურმილს, მერე მენიუს ღილაკს, ან წერტილებს ფანჯრის კიდეში და მერე Settings) და გათიშეთ Phone number lookup-ის სამივე ოპცია: შესაძლოა იმ წუთში არ გაითიშოს, აცადეთ ცოტა ხანი, დაარესტარტეთ სამომავლოდ ალბათ Lookup პროვაიდერები დაემატება და შეიძლება ჩვენთანაც იმუშაოს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემი კარიერი ჩემგან დაუკითხავად გადასცემს ჩემს სახელს ვისაც ვურეკავ სულაც არ მხიბლავს, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ანონიმური ზარების მოყვარული კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ Google რაღაც რარაც სერვისებს ააქტიურებს ჩვენს მობილურებსი ჩვენგანვე დაუკითხავად პრობლემა 2: APN-ის შესახებ toast შეტყობინება ესეც ორი დღის წინ შევამჩნიე, მობილური ინტერნეტის ჩართვისას, (მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა და WiFi დაკავშირებულია თუ არა) დროდადრო გამოაქვს ე.წ Toast შეტყობინება (პატარა პოპ-აფი ეკრანის ქვედა კიდესთან) no apn specified on device ამის გასასწორებლად, საჭიროა შეხვიდეთ დევაისის Setting-ებში, Wireless and Networks განყოფილების, More... პუნქტში, შემდეგ Mobile Networks და Access Point Names-ში აქ დააჭირეთ მენიუს ღილაკს (ან სამ ვერტიკალურად განლაგებულ წერტილს) და Reset To default-ს ეს წაშლის APN-ის ყველა ჩანაწერს! ასე რომ ამოიწერეთ ან დაასკრინშოტეთ ჯერ რომ მერე ხელით შეიყვანოთ, ან კიდევ უბრალოდ ოპერატორს გამოაგზავნიეთ (თუმცა ოპერატორი არ აგზავნის Custom ROM-ებზე) 3. არ მუშაობს Google Now არ ვიცი ეს ჩემი ტელეფონის ბრალია თუ ზოგადად ასეა, მაგრამ იგივე ROM-ზე მშვენივრად მუშაობდა, ახლა გაითიშა, წერს, რომ მის სამუშაოდ საჭიროა Location Reporting-ის ჩართვა, რომელიც სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ ) არაა მხარდაჭერილი საქართველოში, (Google-ს რასიზმის კიდვ ერთი მაგალითი, რატომ მომწონს ეს სისტემა ასე ვეღარ გამიგია) ამიტომ დავემშვიდობე Google Now-საც, ჯერ–ჯერობით ეს პრობლემა არ გადამიჭრია თემის გაოფება დაისჯება ვორნით აღწერეთ თქვენთვის ცნობილი ზოგადი ხასიათის პრობლემა და მისი გადაჭრის გზა და ჩავამატებ პოსტის ლინკს მოკლე სათაურით ამ პოსტში 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
RaZma Posted June 4, 2014 Share Posted June 4, 2014 მგონი კარგი თემაა და თან ნელ-ნელა წამოვა კითცვებიც. მე ახალი გადასული ვარ 4.4.2 ზე და ვნახოთ რამეს თუ აღმოვაჩენ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted June 5, 2014 Share Posted June 5, 2014 Market Unlocker ჩემთან Location Reporting-საც და Google Now-საც ააქტიურებს. ვიცი რომ ზოგადად Market Unlocker-ები აღარ მუშაობს მაგრამ ჩემს Account-ზე დღემდე მოქმედებს (რატო მაინც ვერ გავარკვიე :-D) ისე Account-ის მონაცემებში ქვეყნის შეცვლა თუ გიცდიათ და შეცვლის შემდეგ 1-2 ფასიანი პროგრამის ყიდვა? ისე მე უფრო იმას ვაბრალებ რომ ორი Sprint-ის ქსელის სმარტფონში მქონდა გამოყენებული ჩემი Account და იქ ყოველგვარი აპლიკაციის გარეშე ხსნიდა ყველა სერვისს და ალბათ ყველგან დამიტოვა მერე. P.S. http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2146216 თუ გავაოფე ბოდიში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted June 12, 2014 Author Share Posted June 12, 2014 მოკლედ No APN Specified on the device-მ შემჭამა რა და აღმოჩნდა, MMS-ზე ჩამირთავს Auto retrieve და MMS-ის APN არ მეყენა (რადგან ავტომატური სეთინგები არ მოდის არაოფიციალურ ROM-ზე) გავუთიშე და აღარ აქვს პრობლემა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex94 Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 სმსებს ვერ ვაგზავნი და იქნებ შძლოთ ვინმემ დახმარება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 სმსებს ვერ ვაგზავნი და იქნებ შძლოთ ვინმემ დახმარება დაკონკრეტდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 მეც კიტკეტი მაქვს Nexus 4-ზე მაგრამ ზემოთხსენებული არცერთი პრობლემა არ აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex94 Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 დაკონკრეტდი ესემს საერთოდ ვერ ვაგზავნი ეგრევე ერორს მიგდებს არ იგზავნება აქეთ მომდის. აც * მუსაობს ანუ * დაწყებულ არცერტ ოპერაციას არ აკეტებს მაგალთად ბალანსის შემოწმება *102# Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 ესემს საერთოდ ვერ ვაგზავნი ეგრევე ერორს მიგდებს არ იგზავნება აქეთ მომდის. აც * მუსაობს ანუ * დაწყებულ არცერტ ოპერაციას არ აკეტებს მაგალთად ბალანსის შემოწმება *102#რა წერია ერორზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex94 Posted August 25, 2014 Share Posted August 25, 2014 არაფერი მესიჯი ამ დორისთვის არ იგზავნებაო. გავასწორე უკვე რომის ბრალი იყო )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
XperiaZR Posted September 13, 2014 Share Posted September 13, 2014 გამარჯობათ, ალტაში ვიყიდე Xperia ZR (C5503) ჰქონდა ანდროიდ 4.2 ვერსია, მალევე განახლდა 4.3, ყველაფერი კარგად მუშაობდა, მერე გამოვიდა 4.4.2 ვერსია ანუ "კიტკეტი" აი მაშინ დაიწყო ჩემი ტელეფონის პრობლემები... არ მუშაობს wi-fi... მერე ვკითხულობდი ფორუმებზე რომ როცა გამოვა 4.4.4 ეს პრობლემა გამოსწორდებაო, რამოდენიმე დღის წინ განვანახლე 4.4.4 ვერსიაზე, 1 დღე იმუშავა wi-fi და ისევ იგივე დაემართა, გთხოვთ თუ ვინმემ იცით რამე ამ პრობლემას როგორ ვუშველოთ დამეხმარეთ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted September 13, 2014 Share Posted September 13, 2014 გამარჯობათ, ალტაში ვიყიდე Xperia ZR (C5503) ჰქონდა ანდროიდ 4.2 ვერსია, მალევე განახლდა 4.3, ყველაფერი კარგად მუშაობდა, მერე გამოვიდა 4.4.2 ვერსია ანუ "კიტკეტი" აი მაშინ დაიწყო ჩემი ტელეფონის პრობლემები... არ მუშაობს wi-fi... მერე ვკითხულობდი ფორუმებზე რომ როცა გამოვა 4.4.4 ეს პრობლემა გამოსწორდებაო, რამოდენიმე დღის წინ განვანახლე 4.4.4 ვერსიაზე, 1 დღე იმუშავა wi-fi და ისევ იგივე დაემართა, გთხოვთ თუ ვინმემ იცით რამე ამ პრობლემას როგორ ვუშველოთ დამეხმარეთ... Factory Reset სცადე? ბიძაშვილის Xperia M-ს ჰქონდა მსგავსი პრობლემა როცა 4.3 ვერსიაზე განაახლა Wi-Fi არ მუშაობდა გამართულად და Factory Reset-მა გამოასწორა დღემდე უპრობლემოდ მუშაობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KaLa Posted September 18, 2014 Share Posted September 18, 2014 nexus 5-ზე რატომ არ არის recent app-ების ერთი დაჭერით გასუფთავება და თუ შესაძლებელია ამ პრობლემის გამოსწორება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Blaster Posted September 18, 2014 Share Posted September 18, 2014 nexus 5-ზე რატომ არ არის recent app-ების ერთი დაჭერით გასუფთავება და თუ შესაძლებელია ამ პრობლემის გამოსწორება? ეგ პრობლემა არაა Stock ანდროიდს არ აქვს ეგ ფუნქცია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
KaLa Posted September 19, 2014 Share Posted September 19, 2014 ეგ პრობლემა არაა Stock ანდროიდს არ აქვს ეგ ფუნქცია ეჰ, რავიცი, ჩემთვის ცოტათი პრობლემას წარმოადგენს და მაგრად ტეხავს უმაგისობა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted February 10, 2015 Share Posted February 10, 2015 გამარჯობათ.აქვე ვიკითხავ.საუბრის დროს თვითონ არესტარტებს ტელეფონი და გაქვთ რაიმე ინფორმაცია ეს ამ ვერსიის ბრალია თუ არა?4.4 კიტკეტი აყენია.ასუს ზენფოუნ 5 მაქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted February 17, 2015 Share Posted February 17, 2015 არავის გაქვთ მსგავსი პრობლემა?ან ვინმე ვერ დამეხმარებით?სავარაუდო მიზეზები მაინტერესებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.