Jump to content

Android 4.4 KitKat-ის პრობლემები და მათი გადაწყვეტა


gio_kiborg

Recommended Posts

ამ თემაში დავწერ Android-ის 4.4 ვერსიის (კოდური სახელით Kitkat) გავრცელებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტას.

თუკი თქვენც გაქვთ ინფორმაცია, დაწერეთ და ჩავამატებ

პრობლემა უნდა იყოს მაშტაბური ხასიათის და არა ერთ კონკრეტულ მოდელზე ან ROM-ზე

 

პრობლემა 1: წარწერა Dialer-ში

შევამჩნიე 2 დღის წინ პირველად, უცხო ნომრები თუ რეკავენ (ნომრები, რომლებიც არ გყავს კონტაქტებში) ნომრის ნაცვლად ეწერება (დეტალებში კი შეიძლება რა ნომერია მერე ნახვა)

We currently accept only US numbers

54ddf64eca74.png

 

როგორც აღმოჩნდა, ეს გუგლის და ამერიკული კარიერების ახალი სერვისია, რომლებიც თუკი ნომერი არ გყავთ კონტაქტებში, თავიანთ ბაზაში ეძებს და გიწერთ სახელს (ან ორგანიზაციას) ვისაც ეკუთვნის ეს ნომერი,

ეს სიახლე ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ში მუშაობს (რამდენად მისაღებია იმისთვის ვინც რეკავს რა გითხრათ, მაგრამ ვისაც ურეკავენ, იმისთვის კარგია :D) და რატომღაც კიდევ ბევრგან გააქტიურდა განსაკუთრებით CM/PA და სხვა Custom ROM-ებში და ალბატ Nexus-ებშიც (ბევრ სხვადასხვა მოდელის ტელეფონებში)

 

გასათიშად, უდა შეხვიდეთ Dialer-ის სეთინგებში (დააჭირეთ ტელეფონის ყურმილს, მერე მენიუს ღილაკს, ან წერტილებს ფანჯრის კიდეში და მერე Settings) და გათიშეთ Phone number lookup-ის სამივე ოპცია:

 

20bb34184de6.png

 

შესაძლოა იმ წუთში არ გაითიშოს, აცადეთ ცოტა ხანი, დაარესტარტეთ

 

სამომავლოდ ალბათ Lookup პროვაიდერები დაემატება და შეიძლება ჩვენთანაც იმუშაოს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემი კარიერი ჩემგან დაუკითხავად გადასცემს ჩემს სახელს ვისაც ვურეკავ სულაც არ მხიბლავს, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ანონიმური ზარების მოყვარული

 

კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ Google რაღაც რარაც სერვისებს ააქტიურებს ჩვენს მობილურებსი ჩვენგანვე დაუკითხავად  :fuk:

 

პრობლემა 2: APN-ის შესახებ toast შეტყობინება

ესეც ორი დღის წინ შევამჩნიე, მობილური ინტერნეტის ჩართვისას, (მიუხედავად იმისა მუშაობს თუ არა და WiFi დაკავშირებულია თუ არა) დროდადრო გამოაქვს ე.წ Toast შეტყობინება (პატარა პოპ-აფი ეკრანის ქვედა კიდესთან)

no apn specified on device

0dd9fa522486.png

 

ამის გასასწორებლად, საჭიროა შეხვიდეთ დევაისის Setting-ებში, Wireless and Networks განყოფილების, More... პუნქტში, შემდეგ Mobile Networks და Access Point Names-ში

აქ დააჭირეთ მენიუს ღილაკს (ან სამ ვერტიკალურად განლაგებულ წერტილს) და Reset To default-ს

f3a9cb55a4a5.png

 

ეს წაშლის APN-ის ყველა ჩანაწერს! ასე რომ ამოიწერეთ ან დაასკრინშოტეთ ჯერ რომ მერე ხელით შეიყვანოთ, ან კიდევ უბრალოდ ოპერატორს გამოაგზავნიეთ (თუმცა ოპერატორი არ აგზავნის Custom ROM-ებზე)

 

 

3. არ მუშაობს Google Now

არ ვიცი ეს ჩემი ტელეფონის ბრალია თუ ზოგადად ასეა, მაგრამ იგივე ROM-ზე მშვენივრად მუშაობდა, ახლა გაითიშა, წერს, რომ მის სამუშაოდ საჭიროა Location Reporting-ის ჩართვა, რომელიც სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ :D ) არაა მხარდაჭერილი საქართველოში, (Google-ს რასიზმის კიდვ ერთი მაგალითი, რატომ მომწონს ეს სისტემა ასე ვეღარ გამიგია) ამიტომ დავემშვიდობე Google Now-საც, ჯერ–ჯერობით ეს პრობლემა არ გადამიჭრია

 

თემის გაოფება დაისჯება ვორნით

 

აღწერეთ თქვენთვის ცნობილი ზოგადი ხასიათის პრობლემა და მისი გადაჭრის გზა და ჩავამატებ პოსტის ლინკს მოკლე სათაურით ამ პოსტში

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მგონი კარგი თემაა და თან ნელ-ნელა წამოვა კითცვებიც. მე ახალი გადასული ვარ 4.4.2 ზე და ვნახოთ რამეს თუ აღმოვაჩენ... 

Link to comment
Share on other sites

Market Unlocker ჩემთან Location Reporting-საც და Google Now-საც ააქტიურებს.

ვიცი რომ ზოგადად Market Unlocker-ები აღარ მუშაობს მაგრამ ჩემს Account-ზე დღემდე მოქმედებს (რატო მაინც ვერ გავარკვიე :-D)

ისე Account-ის მონაცემებში ქვეყნის შეცვლა თუ გიცდიათ და შეცვლის შემდეგ 1-2 ფასიანი პროგრამის ყიდვა? ისე მე უფრო იმას ვაბრალებ რომ ორი Sprint-ის ქსელის სმარტფონში მქონდა გამოყენებული ჩემი Account და იქ ყოველგვარი აპლიკაციის გარეშე ხსნიდა ყველა სერვისს და ალბათ ყველგან დამიტოვა მერე.

 

P.S. http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=2146216

 

თუ გავაოფე ბოდიში :D

Link to comment
Share on other sites

მოკლედ No APN Specified on the device-მ შემჭამა რა

და აღმოჩნდა, MMS-ზე ჩამირთავს Auto retrieve და MMS-ის APN არ მეყენა (რადგან ავტომატური სეთინგები არ მოდის არაოფიციალურ ROM-ზე)

გავუთიშე და აღარ აქვს პრობლემა

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

მეც კიტკეტი მაქვს Nexus 4-ზე მაგრამ ზემოთხსენებული არცერთი პრობლემა არ აქვს

Link to comment
Share on other sites

დაკონკრეტდი

ესემს საერთოდ ვერ ვაგზავნი ეგრევე ერორს მიგდებს არ იგზავნება აქეთ მომდის. აც * მუსაობს ანუ * დაწყებულ არცერტ ოპერაციას არ აკეტებს მაგალთად ბალანსის შემოწმება *102# 

Link to comment
Share on other sites

ესემს საერთოდ ვერ ვაგზავნი ეგრევე ერორს მიგდებს არ იგზავნება აქეთ მომდის. აც * მუსაობს ანუ * დაწყებულ არცერტ ოპერაციას არ აკეტებს მაგალთად ბალანსის შემოწმება *102#

რა წერია ერორზე
Link to comment
Share on other sites

არაფერი მესიჯი ამ დორისთვის არ იგზავნებაო. გავასწორე უკვე რომის ბრალი იყო :))) 

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

გამარჯობათ, ალტაში ვიყიდე Xperia ZR (C5503) ჰქონდა ანდროიდ 4.2 ვერსია, მალევე განახლდა 4.3, ყველაფერი კარგად მუშაობდა, მერე გამოვიდა 4.4.2 ვერსია ანუ "კიტკეტი" აი მაშინ დაიწყო ჩემი ტელეფონის პრობლემები... არ მუშაობს wi-fi... მერე ვკითხულობდი ფორუმებზე რომ როცა გამოვა 4.4.4 ეს პრობლემა გამოსწორდებაო, რამოდენიმე დღის წინ განვანახლე 4.4.4 ვერსიაზე, 1 დღე იმუშავა wi-fi და ისევ იგივე დაემართა, გთხოვთ თუ ვინმემ იცით რამე ამ პრობლემას როგორ ვუშველოთ დამეხმარეთ...

Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ, ალტაში ვიყიდე Xperia ZR (C5503) ჰქონდა ანდროიდ 4.2 ვერსია, მალევე განახლდა 4.3, ყველაფერი კარგად მუშაობდა, მერე გამოვიდა 4.4.2 ვერსია ანუ "კიტკეტი" აი მაშინ დაიწყო ჩემი ტელეფონის პრობლემები... არ მუშაობს wi-fi... მერე ვკითხულობდი ფორუმებზე რომ როცა გამოვა 4.4.4 ეს პრობლემა გამოსწორდებაო, რამოდენიმე დღის წინ განვანახლე 4.4.4 ვერსიაზე, 1 დღე იმუშავა wi-fi და ისევ იგივე დაემართა, გთხოვთ თუ ვინმემ იცით რამე ამ პრობლემას როგორ ვუშველოთ დამეხმარეთ...

Factory Reset სცადე?

ბიძაშვილის Xperia M-ს ჰქონდა მსგავსი პრობლემა როცა 4.3 ვერსიაზე განაახლა Wi-Fi არ მუშაობდა გამართულად და Factory Reset-მა გამოასწორა დღემდე უპრობლემოდ მუშაობს

Link to comment
Share on other sites

nexus 5-ზე რატომ არ არის recent app-ების ერთი დაჭერით გასუფთავება და თუ შესაძლებელია ამ პრობლემის გამოსწორება?

Link to comment
Share on other sites

nexus 5-ზე რატომ არ არის recent app-ების ერთი დაჭერით გასუფთავება და თუ შესაძლებელია ამ პრობლემის გამოსწორება?

ეგ პრობლემა არაა Stock ანდროიდს არ აქვს ეგ ფუნქცია

Link to comment
Share on other sites

ეგ პრობლემა არაა Stock ანდროიდს არ აქვს ეგ ფუნქცი

ეჰ, რავიცი, ჩემთვის ცოტათი პრობლემას წარმოადგენს და მაგრად ტეხავს უმაგისობა.

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

გამარჯობათ.აქვე ვიკითხავ.საუბრის დროს თვითონ არესტარტებს ტელეფონი და გაქვთ რაიმე ინფორმაცია ეს ამ ვერსიის ბრალია თუ არა?4.4 კიტკეტი აყენია.ასუს ზენფოუნ 5 მაქვს.

Link to comment
Share on other sites

არავის გაქვთ მსგავსი პრობლემა?ან ვინმე ვერ დამეხმარებით?სავარაუდო მიზეზები მაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.