Jump to content

Google-ში ძებნის გამარტივება


Recommended Posts

არსებობს Google ბიძიას თუ მამიდას გამოყენების რამდენიმე საინტერესო ვარიანტი ძებნის გასამარტივებლად და სასურველი რამის სწრაფად საპოვნელად :)

 

1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა

ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა.

მაგალითად:

„მე გწერთ“

2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული.

დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება.

მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე“

3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა.

უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |.

მაგალითი:

ანანასი | მწყერი | შამპანური

4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა, რომელიმე წინადადებაში

გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ ამპერსანდი“ - &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხვდება.

მაგალითი:

ილიას ძეგლი & აკაკის

5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს.

სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა.

მაგალითად:

ალი და ნინო + ბულვარი

6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან

სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ

მაგალითი:

მუმი ტროლი მულტფილმი -როკი - ლაგუტენკო

7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე

ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი.

მაგალითი:

საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge

8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები

გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc.

მაგალითად: განცხადება mime: pdf 

9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე

ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს. 

მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru 

 

წყარო: http://geonews.ge/index.html

 

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

კაი ინფოა  :thumbsup:  დიდად არ გამომიყენებია ისედაც ვაგნებ როგორც წესი ხოლმე (ბრჭყალებს და საიტის დასახელებას კი ვიყენებ ისე) :D

Link to comment
Share on other sites

მე დავხურე უფრო სწორად დავმალე 1-2 დაკოპირებული თემა მიუხედავად იმისა რომ წყარო იყო მითითებული

ისევ ჯინეტ სივრციდან რაიმეს დაკოპირება არც ისე კარგია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.