Jump to content

ვერ ვბუთავ


Recommended Posts

გამრჯობა
2 კვირის წინ დაახლოებით დავაყენე ვინდოუს 8.1. ახლა მინდა პარარელურად დავაყენო უბუნტუც. ყველაფერი მზად მაქვს, ფლეშკაზე ჩაწერილი bootable იმიჯი და 15GB ზომის პართიშენი. პრობლემა იმაშია რო ვეღარ ვბუთავ. ლენოვო მაქვს, აქამდე F2 ით შედიოდა ხოლმე ბიოსში და F12 ით იბუთებოდა მარა ახლა აღარ შვება, როგორც არ უნდა ვაჭირო ჩართვისას პირდაპირ ირთვება კომპიუტერი. ხო არ იცით რა მოვუხერხო?

Link to comment
Share on other sites

გამორთე ნოუთბუკი  და ჩასართავი ღილაკის გვერდით თუ არის პატარა ღილაკი იმით ჩართე და მენიუს შემოგთავაზებს სადაც არის ბუთიც და ბიოსში შესასვლელი

Link to comment
Share on other sites

spax

 

ასეთი რამე სცადე/ სანამ ჩართვის კნოპკას დააწვები F2 ს გეჭიროს უკვე და მერე დააწექი ჩართვის კნოპკას ისე რომ F2 ს ხელი არ აუშვა.

 

თუ ასე არ ქნა არაფერი იგივენაირად სცადე ოღონდ F2 ის მაგივრად Esc ით

Link to comment
Share on other sites

დაწერე აბა ზუსტად რომელი ლენოვოს ლეპტოპია

Link to comment
Share on other sites

zaqrinio, Esc რომ გიჭირავს მაინც არ შედის ბიოსში? 

Link to comment
Share on other sites

ჩართვის გვერდზე მარჯვნივ რო პატარა კნოპკა აქვს მაგით სცადე ?

 

ვაფშე რა კნოპკაა ეგ. F12 და თუ სცადე F2 ის გარდა სხვები არ გიცდია ?

Link to comment
Share on other sites

Esc ღილაკით სცადე?
რამე fast boot-ის სიტუაცია ხომ არაა ჩართული?!

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ჩართვისას კლავიშით მაინც ვერ დავბუთე, მაგრამ change PC setting -დან recovery mode -დან გადავარესტარდე და ისე მივუთითე USB, მოკლედ დავაყენე უბუნტუ. რადგანაც ეს ჩემი პირველი შეხებაა ამ სისტემასთან რამდენიმე კითხვა მაქვს, უფრო სწორად პრობლემა. გამოყენებული მაქვს 13.10 ვერსია

1. ინსტალაციის დასრუების შემდეგ დამიწერა რო გრაფიკული დრაივერი არ არის დაინსტალირებული და შენთვითონ უნდა დააინსტალიროო. (შეიძლება ცოტა სხვანაირად ეწერა, ზუსტად არ მახსოვს)
2. მაუსის კურსორი ციმციმებს მოძაობისას, ან როცა ტექსტს ვწერ მაშინ.

3. რაღაც ცოტა ხურდება ზომაზე მეტად ლეპტოპი, ცხელ ჰაერს უბერავს და ვენტილატორიც უფრო მაგრად ბრუნავს, ვიდრე სხვა დროს.

4. task manager -ის შესატყვისი რამე აქ  სად ვნახო, ანუ მინდა გავიგო რა რესურსებს მოიხმარს ლეპტოპი. CPU, RAM და ასე შემდეგ

5. დაინსტალირებული პროგრამები სად ვნახო? გუგლი ქრომი დავაინსტალირე, არც დესკტოპზე გამოუტანია და არც გვერდით პანელზე.

6. დავაინსტალირე http://askubuntu.com/questions/119786/how-do-i-install-ubuntu-on-a-new-partition ამის მიხედვით, swap -ის ზომად ავირჩიე 3GB,. (სულ 4GB იანი Ram მაქვს). სწორად მაქვს გაკეთებული? თუ რამე სხვანაირად უნდა მექნა?

7. რაღაც ცოტათი ჭედავს თითქოს, რამე პროგრამის გაშვებას დიდი ხანი უნდება (5-10 წამი). ფანჯრის ჩაკეცვა-გახსნის ანიმაციაც გლუვი არაა.

Link to comment
Share on other sites

....

 

კურსორის ციმციმის პრობლემა მოვაგვარე unknown display გავთიშე system setting -დან. 

 

დანარჩენი კიდევ მაინტერესებს. 

P.S. როგორც აქ პოსტებში ვნახე ყველა აქებს უბუნტუს იმ მხრივ რო სწრაფია, მაგრამ ჩემთან არაა ეგრე. როგორც ზემოთ დავწერე არ ხსნის მალე პროგრამას ან სხვა ნებისმიერ რამეს. თითქოს რაღაც აკლია რა ისე არ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს. 

Link to comment
Share on other sites

თუკი Linux დააყენე უკვე და მასზე გაქვს პრობლემები, შესაბამის განყოფილებაში გახსენი თემა, აქ Windows-ის განყოფილებაა

 

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.