Popular Post lomsa Posted February 15, 2014 Popular Post Share Posted February 15, 2014 გამარჯობა, დღეს ჩვენ შევადარებთ ორ სოკეტზე არსებულ ინტეგრირებულ ვიდეოკარტებს. ეს ორი სოკეტი იქნება FM2 ( AMD ) და LGA 1150 ( Intel ). ამ ტესტში წარმოდგენილი იქნება AMD - ს მხრიდან Radeon HD 8670D, HD 8670D, HD 8570D, HD 8570D და HD 8470D ვიდეოკარტები A10, A8 და A6 პროცესორებიდან ( Richland ) , ხოლო Intel - ის მხრიდან წარმოდგენილი იქნება HD 4600 , intel Core i5 - დან ( Haswell ) . ორმა ლიდერმა კომპანიამ წარმოადგინა ახალი თაობის პროდუქტი :AMD Richland და Intel Haswell. ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს ორივე სერია , შთაბეჭდილებები კი არ არის პოზიტიური. ჩვენ ველოდით რომ ახალი თაობის პროცესორები ყოველდღიურ აპლიკაციებს უფრო სწრაფად ამუშავებდა ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ დამუშავების სიჩქარე წინამორბედებისგან რამდენიმე პროცენტით განსხვავდება. AMD - მაც და Intel - მაც ყურადღება გაამახვილა სითბოს გაფრქვევის შემცირებაზე. მათ სურთ პროცესორი დაბალი TDP - ით (Thermal design power ან Thermal design point) ეს TDP კი ალბათ გაინტერესებთ რა არის. ეს არის პროცესორის მიერ გამოყოფილი მაქსიმალური სითბოს რაოდენობა მისი მუშაობის დროს. გაგრილების პრობლემა აქამდე არც გვქონია, მაგრამ მწარმოებლებს სულ სხვა გეგმები აქვთ. მათ სურთ X86 მიკროარქიტექტურა გამოყენებული იყოს მობილურ მოწყობილებეში. კომპაქტური სისტემები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. მათ არ ჭირდებათ დამატებითი ვიდეოკარტა და შესაძლებელია ჩავტიოთ პატარა კეისში ან თუნდაც მონიტორშიც. ასევე შეგვიძლია ფულის დაზოგვაც. თუ ჩვენ არ გვჭირდება მაღალი დონის ვიდეოკარტა, შეგვიძია ვიყიდოთ პროცესორი ინტეგრირებული ვიდეოკარტით, რომელიც მშვენივრად გაართმევს თავს თავის მოვალეობას, მთავარია ზედმეტი არ მოვთხოვოთ . AMD HD Media გვთავაზობს პოპულარული UVD3 და H264 ფორმატის დეკოდირებას , მაგრამ წარმადობა და ფუნქციალურობა დღევანდელ სტანდარტებზე დაბლაა. დიდი მინუსი არის ის რომ მას არ შეუძლია 4K რეზოლუციის დეკოდირება.Intel - ის Quick Sync ტექნოლოგია კი საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ მაღალ რეზოლუციებთან, მაგალითად როგორიცაა 4K რეზოლუცია. Intel - ის ინჟინრებმა იზრუნეს მულტიმედიური შესაძლებლობების განვითარებაზე. მათ მიერ შექმნილი ინტეგრირეფული კარტა უფრო ოპტიმიზირებულია მულტიმედიაზე , მედია ცენტრზე.Richland არქიტექტურა : Haswell არქიტექტურა : ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე.ტესტებში დამატებულია დაბალი დონის ვიდეოკარტები ( გრაფიკული ადაპტერები ) რათა შევადაროთ ინტეგრირებულს.სატესტო სისტემა : პროცესორები AMD A10-6800K (Richland, 4 cores, 4.1-4.4 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8670D); AMD A8-6600K (Richland, 4 cores, 3.9-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 8570D); AMD A6-6400K (Richland, 2 cores, 3.9-4.1 GHz, 1 MB L2, Radeon HD 8470D); AMD A10-5800K (Trinity, 4 cores, 3.8-4.2 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7660D); AMD A8-5600K (Trinity, 4 cores, 3.6-3.9 GHz, 4 MB L2, Radeon HD 7560D); AMD A6-5400K (Trinity, 2 cores, 3.6-3.8 GHz, 1 MB L2, Radeon HD 7540D); Intel Core i5-4430 (Haswell, 4 cores, 3.0-3.2 GHz, 6 MB L3, HD Graphics 4600); Intel Core i3-3240 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.4 GHz, 3 MB L3, HD Graphics 2500); Intel Core i3-3225 (Ivy Bridge, 2 cores + HT, 3.3 GHz, 3 MB L3, HD Graphics 4000). პროცესორის გაგრილება NZXT Havik 140. დედაპლატები ASUS Crosshair V Formula (Socket AM3+, AMD 990FX + SB950); ASUS F2A85-V Pro (Socket FM2, AMD A85); ASUS P8Z77-V LX (LGA1155, Intel Z77 Express); Gigabyte Z87X-UD3H (LGA 1150, Intel Z87 Express). ვიდეო კარტები : Gigabyte GeForce GT 640 (GV-N640D3-2GI, 2 GB/128-bit DDR3, 900/1800 MHz); Sapphire Radeon HD 7750 (11202-13, 2 GB/128-bit DDR3, 800/1600 MHz). ოპერატიული მეხსიერება 2 x 8 GB DDR3 SDRAM (G.Skill [TridentX] F3-2133C9D-16GTX). SSD : Crucial m4 256 GB კვების ბლოკი : Corsair AX760i (80 Plus Platinum, 760 W). ოპ. სისტემა Windows 8 Enterprise x64 დრაივერები : AMD Catalyst 13.6 Beta Driver; AMD Chipset Driver 13.4; Intel Chipset Driver 9.4.0.1017; Intel HD Graphics Driver 15.31.3.64.3165; Intel Management Engine Driver 9.5.0.1345; Intel Rapid Storage Technology 12.5.0.1066; NVIDIA GeForce 320.49 Driver. ახლა ტესტებს გადავავლოთ თვალი 3D წარმადობა : AMD Dual Graphics Performance ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ინტეგრირებულ ვიდეოკარტას + დისკრეტული ვიდეოკარტა. ( დისკრეტული ვიდეოკარტის ფასი სადღაც 70$ არის ) ამის ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ DirectX 10 და DirectX 11 თამაშის ძრავებძე! შედეგი ძალიან კარგია, FPS მატება თითქმის 40-50% - ს უტოლდება. ახლა კი გადავიდეთ მულტიმედიის ტესტებზე. ამ ტესტში ნაჩვენებია პროცესორის დატვირთვა 4K - სთან მუშაბის დროს. ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ( ნაკლები უკეთესია ) ენერგომოხმარება : უსაქმურ მდგომარეობაში ( ნაკლები უკეთესია ) 100% დატვირთვისას ( ნაკლები უკეთესია ) ტესტები ნახეთ, ახლა უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელს იყიდით. Intel - მა კარგი შედეგები აჩვენა მულტიმედიის ტესტებში, AMD - მ კი 3D Performance - ში . ფასის მხრივ AMD უფრო იაფია ვიდრე Intel . © lomsa - ლევან ლომსაძე 14 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 საღოლ, კარგი ნამუშევარია თიმცა რაც უფრო ბევრ ტესტიროვკებს ვათვალიერებ ხოლმე საიტხე მით უფრო ვრწმუნდები რომ არ უნდა მიაქციო მაგათ ყურადღება. HD 4000-თან და GT 630-თან მაქვს შეხება GT 640 ძმაკაცს ქონდა და დამიჯერე ზოგ ტესტებში მაგალითად CRYSIS 3-ში 1920x1080-ზე LQ-ში 20 FPS რომ უწერია მასე ნაღდად არ იყო. ხვალე ვაპირებ HD 4000-ს ტესტიროვკა გავაკეთო ჩემთან და შევადაროთ მერე შედეგები ყველა იგრას გავატარებ 1920x1080 LQ, MQ და HQ-ში და ვნახავ რას იზამს. ზოგ იგრას ბენჩი არ აქვს ამიტომ ხელით გავტესტავ და fraps-ს LOG-ებში ვნახავ FPS-ს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 მადლობა ლომსიკ რომ არ დაიზარე რაც შეეხება თემას , რა თქმა უნდა კარგი ინტეგირებული გამოუვიდა AMD ს , ალბათ Mantle ც იმუშავებს მომავალში მაგაზე პ.ს 640 ნახეე მაგრამ მეც არამგონია მაგდენი შეეძლოს , GTX 650 ს არ აქვს ზოგ თამაშში მაგ გრაფიკაზე მაგდენი FPS და Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted February 16, 2014 Author Share Posted February 16, 2014 ავპინოთ ეს თემა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 ლომსა იზ ფაქინგ ბექ ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted February 16, 2014 Author Share Posted February 16, 2014 ლომსა იზ ფაქინგ ბექ ? რავი მომინდა წერა და დავწერე გუშინ ღამის 3 საათზე :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 საღოლ, კარგი ნამუშევარია თიმცა რაც უფრო ბევრ ტესტიროვკებს ვათვალიერებ ხოლმე საიტხე მით უფრო ვრწმუნდები რომ არ უნდა მიაქციო მაგათ ყურადღება. HD 4000-თან და GT 630-თან მაქვს შეხება GT 640 ძმაკაცს ქონდა და დამიჯერე ზოგ ტესტებში მაგალითად CRYSIS 3-ში 1920x1080-ზე LQ-ში 20 FPS რომ უწერია მასე ნაღდად არ იყო. ხვალე ვაპირებ HD 4000-ს ტესტიროვკა გავაკეთო ჩემთან და შევადაროთ მერე შედეგები ყველა იგრას გავატარებ 1920x1080 LQ, MQ და HQ-ში და ვნახავ რას იზამს. ზოგ იგრას ბენჩი არ აქვს ამიტომ ხელით გავტესტავ და fraps-ს LOG-ებში ვნახავ FPS-ს. 20 ფპს -ზე ნაკლები იყო თუ მეტი რეალურად ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 20 ფპს -ზე ნაკლები იყო თუ მეტი რეალურად ? მეტი იყო კაცო რაის 20 თავისუფლად ითამაშებდი ოღონდ LQ-ში ისიც ხო იგულისხმება რომ AA გათიშული უნდა იყოს. ეხლა ვაკეთებ რამდენიმე იგრაში HD 4000-ს ტესტიროვკას და დავდებ მერე შედეგებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 pinned Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 16, 2014 Share Posted February 16, 2014 არამგონია ზუსტი იყოს ეს ტესტები რა 640 hd7750-ს ჯობნის pfffffff gtx650დონეა 7750 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted February 18, 2014 Author Share Posted February 18, 2014 არამგონია ზუსტი იყოს ეს ტესტები რა 640 hd7750-ს ჯობნის pfffffff gtx650დონეა 7750 მე კიდე ზუსტი მგონია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 18, 2014 Share Posted February 18, 2014 მე კიდე ზუსტი მგონია Araa egre arc guru3d a zusti mokled shen tu ar gatestav yvela ityueba Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 19, 2014 Share Posted February 19, 2014 ხო ზოგჯერ რაც ტესტებშია ხოლმე ვიდე ბარათები რელობაში იმაზე უკეთ მუშაობს და არ ქმნის დისკომფორტს ან პირიქით არის ხოლმე იშვიათად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Grichika Posted July 7, 2014 Share Posted July 7, 2014 მაგარია: მერე წავიკითხავ იქნებ რამე გავიგო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.