Popular Post gio_kiborg Posted February 3, 2014 Popular Post Share Posted February 3, 2014 (edited) ფორუმზე ბევრ თემაშია საუბარი თუ როგორ უნდა ჩაიწეროს Windows-ის ესა თუ ის ვერსია DVD დისკსა თუ ფლეშკაზე, გამოცდილ იუზერებს თავიანთი ფავორიტი მეთოდები აქვთ, თუმცა ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლებისთვის მინდა დავწერო მაქსიმალურად მარტივი ინსტრუქცია თუ როგორ ჩავწეროთ Windows 7 (და შემდგომი) ოპერაციული სისტემების ასლები DVD დისკზე თუ ფლეშკაზე. ამისათვის გამოვიყენებთ Microsoft-ისვე პროგრამას Windows 7 USB/DVD Download tool. (W7UDDT შემოკლებით) სახელის მიუხედავად პროგრამა მუშაობს Windows 7 და ყველა შემდგომ ვერსიებთან, კერძოდ Windows 7, Windows 8, Windows 8.1(32 X86 და 64 X64 ბიტიან ვერსიებთან); ასევე სერვერულ ოპერაციულ სისტემებთან. რა დაგვჭირდება: თვითონ პროგრამა: გადმოწერა (ალტერნატიული ბმული) Windows-ის საინსტალაციო დისკის ციფრული ასლი, ე.წ "იმიჯი" *.iso ფორმატში. ახალი (ცარიელი) DVD დისკი, ან ფლეშკა მინიმუმ 4 გბ ზომის.* * WIndows 8.1 with Update 1 64 Bit არ ეტევა 4 გბ-იან ფლეშკაზე მივყვეთ დაწვრილებით, Windows 7 USB/DVD Download Tool პატარა პროგრამაა, მისი გადმოწერა და ინსტალაცია არ წარმოადგენს რაიმე სირთულეს, ამიტომ არ განვიხილავ დაწვრილებით, პროგრამა თავსებადია Windows XP-დან დაწყებული ყველა Windows-თან. Windows-ის საინსტალაციო შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩვენი ფორუმიდან: ; http://www.overclockers.ge/index.php?/topic/3667-windows-7-ultimate-with-service-pack-1-x64-x86-dvd-msdn/, მოერიდეთ არაორიგინალი ასლების გამოყენებას, მაგალითად ისეთების სადაც 32 და 64 ბიტიანი Windows-ები გაერთიანებულია ერთ დისკზე (შესაძლოა პროგრამამ ვერ აღიქვას სწორად) ცარიელი DVD დისკის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, 50 თეთრიდან იწყება მისი ფასი სხვადასხვა მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში, რაც შეეხება ფლეშკას, მისი ზომა როგორც ავღნიშნე უნდა იყოს მინიმუმ 4 გბ, ასევე Windows-ის ფლეშკაზე ჩაწერისას მასზე არსებული ყველა ფაილი წაიშლება! ამიტომ თუკი საჭირო ინფორმაცია გიწერიათ ფლეშკაზე, დროებით სადმე გადაწერეთ, ასევე რეკომენდირებულია ფლეშკის დაფორმატება Windows-ის ჩაწერამდე, თუმცა არაა აუცილებელი, ამას თვითონ W7UDDT-ც აკეთებს. მოკლედ, ჩადეთ DVD დისკამძრავში, ან შეაერთეთ USB ფლეშკა და დავიწყოთ ჩაწერა: გახსენით W7UDDT: დააჭირეთ Browse ღილაკს და მიუთითეთ ჩასაწერი ISO ფაილი და დააჭირეთ Next ღილაკს იმისდა მიხედვით დისკზე წერთ თუ ფლეშკაზე, დააჭირეთ USB Device ანდა DVD: USB Device არჩევის შემთხვევაში შემდეგ ფანჯარაში უნდა შეარჩიოთ სასურველი ფლეშკა და დააჭიროთ Begin copying (თუ მხოლოდ ერთი ფლეშკაა შეერთებული კომპზე, არჩევაც არ დაგჭირდებათ): თუკი ფლეშკაზე ფაილები წერია, გამოვა შეტყობინება, რომ ისინი უნდა წაიშალოს, დააჭირეთ Erase USB Device (ყველა ფაილი წაიშლება ფლეშკაზე) დაელოდეთ სანამ ჩაწერა დასრულდება DVD-ს შემთხვევაში კი პირდაპირ დაიწყებს დისკზე ჩაწერას სულ ესაა, მზადაა საინსტალაციო დისკი თუ ფლეშკა. ხო, თუ ვინმეს გაუჩნდება შეკითხვა პროგრამა არაა თავსებადი Windows XP ან უფო ძველ ოპერაციული სისტემების იმიჯებთან! Windows XP-ს (და შემდგომი Windows-ების) იმიჯის ფლეშკაზე ჩასაწერად გამოიყენეთ RUFUS Edited January 31, 2015 by gio_kiborg update 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 3, 2014 Share Posted February 3, 2014 ვინდოზავრის ლანიდან ინსტალაციაზე, ( რამდენიმე კომპზე ერთდრულად ) აგერ არის კარგი თემა, მაგრამ ინგლისურადაა და ვინც კარგად იცით ინგლისური გადათარგმნეთ, ან ახალი თემა გახსენით: http://www.ccboot.com/boot-windows-7.htm მადლობა წინასწარ ! პს: ნიუსჰანტერი არ ვარ მაგრამ ერთი კაი ნიუსი მგონი შევმატე აქაურობას. 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 3, 2014 Share Posted February 3, 2014 ნიუსჰანტერი არ ვარ გახდი მერე რა გიშლის ხელს? 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 3, 2014 Share Posted February 3, 2014 ვინდოზავრის ლანიდან ინსტალაციაზე, ( რამდენიმე კომპზე ერთდრულად ) აგერ არის კარგი თემა, მაგრამ ინგლისურადაა და ვინც კარგად იცით ინგლისური გადათარგმნეთ, ან ახალი თემა გახსენით: http://www.ccboot.com/boot-windows-7.htm მადლობა წინასწარ ! პს: ნიუსჰანტერი არ ვარ მაგრამ ერთი კაი ნიუსი მგონი შევმატე აქაურობას. კარგი რაღაც არის დავამატე სათარგმნელ მასალებში ეგეც ხო თუ გინდა დაწერე შენ პირიქით კარგი იქნება გახდი მერე რა გიშლის ხელს? +1 გვჭირდება ახალი ჰანთერები/ენთუზიაზმით დამუხტული იუზერები 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 3, 2014 Share Posted February 3, 2014 გახდი მერე რა გიშლის ხელს? რა მიშლის ? პს: იმდენი ინგლისური კი ვიცი, რომ აზრი კი გამოვიტანე თემა რაზეა და დაახლოებით რა როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ იმ დონეზე მაინც არ ვიცი, რომ გადავთარგმნო და გამართულ ტექნიკურ ენაზე აქ დავდო. გოგლე ტრანსლატედან ხომ არ გადავთარგმნი. ასე რომ თუ ვინმე კარგად იცის ინგლისური თარგმნოს, თუ არადა თუ მოვიცალე, მერე მოკლე, გასაგები შინაარსით გადავთარგმნი. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
datkamaqacaria Posted February 6, 2014 Share Posted February 6, 2014 ამის ჩაწერა XP_ზე მინდა და ატვირთეთ რა ეგ ფაილიც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giodagela Posted February 8, 2014 Share Posted February 8, 2014 xalxo 32 iani fleshka mak hard drivat agikvams da im programashi ar achvenebs ra vkna ? rogor chavwero fleshkaze ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 8, 2014 Share Posted February 8, 2014 xalxo 32 iani fleshka mak hard drivat agikvams da im programashi ar achvenebs ra vkna ? rogor chavwero fleshkaze ? Ultra ISO-თი სცადე აბა აირჩიე იმიჯი შემდეგ Bootable > Write disk image Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
giodagela Posted February 8, 2014 Share Posted February 8, 2014 sxva programebitac vcade da ar shvreba arc ik da ikneba dawvrilebit damiwerot cota an maswavlot rogor gadavaketo local diskidan chveulebrivze? :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 8, 2014 Share Posted February 8, 2014 sxva programebitac vcade da ar shvreba arc ik da ikneba dawvrilebit damiwerot cota an maswavlot rogor gadavaketo local diskidan chveulebrivze? :| ამ იუზერს რომ აქვს ახსნილი, ამაზე დაწვრილებით, მაგის ახსნა შეუძლებელია: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 11, 2014 Author Share Posted February 11, 2014 sxva programebitac vcade da ar shvreba arc ik da ikneba dawvrilebit damiwerot cota an maswavlot rogor gadavaketo local diskidan chveulebrivze? :| პირველ რიგში წერე ქართულად! მეც მაქვს ფლეშკა რომელსაც ჰარდ დრაივად აღიქვამს, მაგრამ ეს პროგრამა მნაინც ხედავს შენსას ვერ ხედავს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted February 11, 2014 Share Posted February 11, 2014 რამოდენიმე ვინდოუსის ერთ ფლეშკაზე ჩაწერა ხომ არ იცით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 11, 2014 Share Posted February 11, 2014 რამოდენიმე ვინდოუსის ერთ ფლეშკაზე ჩაწერა ხომ არ იცით? ეგ რამდენი არ ვცადე და ვერცერთი პროგრამით ვერ ვქენი. თუ ვინმემ გააკეთა და როგორ გააკეთა დაწერს, მადლობა წინასწარ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted February 12, 2014 Share Posted February 12, 2014 1 თვის წინ მანახეს 16იანი ფლეშკა რომელზეც xp, 7,8 იყო ჩაწერილი შემპირდა პროგრამას მაგრამ ვეღარ ვნახე , საშინელი სახელი ქონდა და არც ახსოვდა , Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 12, 2014 Share Posted February 12, 2014 1 თვის წინ მანახეს 16იანი ფლეშკა რომელზეც xp, 7,8 იყო ჩაწერილი შემპირდა პროგრამას მაგრამ ვეღარ ვნახე , საშინელი სახელი ქონდა და არც ახსოვდა , არ ახსოვდა თუ ვერ ახსოვდა ? მასეთი პროგრამა ვნახო და სახელი არ დამამახსოვრდეს ?! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
agapo Posted February 13, 2014 Share Posted February 13, 2014 არის საშინელი პროგრამები საშინელი სახელებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted February 13, 2014 Author Share Posted February 13, 2014 ეს გაქვთ ნაცადე? http://www.intowindows.com/how-to-create-multiboot-usb-flash-drive-windows-7-and-xp/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 13, 2014 Share Posted February 13, 2014 ბევრი სოფტია multi bootable-ს გასაკეთებლად თუ გინდათ დასერჩეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
qishooo Posted May 4, 2014 Share Posted May 4, 2014 დავფიქსირდები მე ულტრაისოთი ვწერ ,მაგრამ ამითაც ვცდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Anfield13 Posted January 28, 2015 Share Posted January 28, 2015 64ნი 4გბ-ზე არ ეტევა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Chenges Posted January 29, 2015 Share Posted January 29, 2015 64ნი 4გბ-ზე არ ეტევა სხვა ვინდოუს ნახო ჯობია, ეგ გატენილი იქნება უაზრო პროგრამით თორემ ცარიელი 3გბ ც არაა თუ არ ვცდები ––– 2 windows როგორ ჩავწერო 1 ფლეშკაზე იქნება ამის ახსნაც დადოთ მაგრალითად 7 და 8 ან თუნდაც 7 64 იანი და 86 იანი ერთ ფლეშკაზე რომ იყოს და არა ორზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jakuta4ever Posted January 29, 2015 Share Posted January 29, 2015 რამოდენიმე ვინდოუსის ერთ ფლეშკაზე ჩაწერა ხომ არ იცით? sardu-თი სცადე თუ არ ვცები 8.1-ს მხარდაჭერაც აქვს და სხვა რაგაცებსი დაყენებასაც შეძლებ xalxo 32 iani fleshka mak hard drivat agikvams da im programashi ar achvenebs ra vkna ? rogor chavwero fleshkaze ? rufus სცადე ძაან მარტივია თან uefi modeშიც შეგიძლია რომ გააკეთო bootable usb Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_kiborg Posted January 31, 2015 Author Share Posted January 31, 2015 64ნი 4გბ-ზე არ ეტევა ხო, Windows 8.1 With Update 1 64 bit -ის იმიჯი 4გბ-ზე მეტია, შესაბამისად მეტი ფლეშკაცაა საჭირო ეს თემა რომ დავწერე, მაშინ არ იყო გამოსული და Windows 8.1 64 Bit ეტეოდა 4გბ-იანზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zakara90 Posted May 18, 2015 Share Posted May 18, 2015 xalxo 32 iani fleshka mak hard drivat agikvams da im programashi ar achvenebs ra vkna ? rogor chavwero fleshkaze ? ფლეშკა FAT32 ზე იქნება და NTFS ზე დააფორმატე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted August 22, 2015 Share Posted August 22, 2015 ბევრი სოფტია multi bootable-ს გასაკეთებლად თუ გინდათ დასერჩეთეგ მეც ვიცი, რეალურად მაგრამ მუშა რომელია ეგ თუ იცი ? ისე მულტიბუთ CD / DVD თუ არის შესაძლებელი ნეტა რაიმე პროგრამით ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.