Shopen Posted January 27, 2014 Share Posted January 27, 2014 შესავალი: იმ დროს როდესაც GTX 780 ხელმისაწვდომი იყო 650 ამერიკულ მარადმწავენ მაშინ რამდენიმე GTX 760 გამოიყურებოდა შესანიშნავ ვარიანტან თქვენი სისტემისთვის მაგრამ ახლა როდესაც GTX 780-ის ფასი $500-მდე გაიაფდა მაშინ აქვს კი აზრი სამი GK104-ის SLI-ს გაკეთება თუ აჯობებს ორი GK110?ავტორის შესავალიარ მჩვევია ხოლმე მიმოხილვების წერა(და არც თუ ისე კარგად გამომდის) მაგრამ ბოლო პერიოდია ლურჯი მონადირეები პასიურობენ, ფორუმსაც აკლდება ნიუსები, იმედია ცოტათი განსხვავებული მიმოხილვა კარგი გამოვა. სკალირება SLI-ში | ორი Geforce GTX 780 და სამი GTX 760 შესაძლებელია ერთდროულად დავზოგოთ თანხაც და მივიღოთ გაცილებით დიდი წარმადობა? ცოტა ხნის წინ შეგვეძლო გვეყიდა სამი GTX 760 ვიდეო ბარათი ორ GTX 780-ზე იაფად რისი გაკეთებაც ადრე ღირდა ასევე თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ Nvidia-ს დაფიქსული აქვს უკვე თამაშებში ლაგი SLI რეჟიმში კარდის რეგულაციის ტექნოლოგისი წყალობით. რამდენიმე თამაშში AMD-ს კონკრეტულ რეზოლუციებზე ჯერ კიდევ არ ჰქოდნა რეალიზებული კადრის რეგულაცია დრაივერებში მაგრამ რამდენიმე თვის წინ(2013 წლის მე-4 კვარტალში) AMD-მ ახალი სერიის ვიდეო ბარათებით შეცვალა საქმე ვიდეო ბარათების ბაზარზე. Radeon 290X/290-ის დაბალმა ფასმა Nvidia-ს აიძულა მასაც დაეწია ფასები თავის ვიდეო ბარათებზეც და ასეც მოიქცა GTX 780 გაიაფდა $150-ით, ასევე დაეცა ფასები GTX 770-ზეც, გამოვიდა 780Ti-ც მაგრამ სამწუხაროდ ფასების კლება არ შეეხო GTX760 4Gb-ვერსიებს ის ისევ $300 ღირს. გავეცნოთ მე-7 სერიის სამი წარმომადგენლის ტექნიკურ მონაცემებს Nvidia GeForce GTX 780 2304 - შეიდერული ბირთვი; 192 - ტექსტურიზაციის ბლოკი; GPU(Boost) სიხშირე - 863 (900); 348-ბიტიანი ინტერფეისი; 3Gb GDDR5 მეხსიერება; 28ნმ პროცესორი; ფასი - $500 Nvidia GeForce GTX 760 1152 - შეიდერული ბირთვი; 96 - ტექსტურიზაციის ბლოკი; GPU(Boost) სიხშირე - 980 (1033); 256 - ბიტიანი ინტერფეისი; 4Gb GDDR5 მეხსიერება; 28ნმ პროცესორი; ფასი - $200; თუკი დღესდღეობით არსებულ GTX 780Ti-ის ესელაის შევადარებთ ოთხ GTX 760-ს როგორც წესი 760-ებს ექნებათ ცუდი სკალირება, შედმეგი ტესტები არ არის უშეცდომო(მაგრამ არა მცდარი!). სატესტო სტენდი და ბენჩმარკები სატესტო სისტემა CPU - Intel Core i7-4770K: 3,50GHz, 1150 socket, 4,5GHz-მდე ოვერქლოქი;Motherboard - ASRock Z87 Extreme9/AC, BIOS 1.80, PEX 8747 48-Lane PCIe 3.0 Switch;CPU Cooler - Thermalright MUX-120 с термопастой Zalman ZM-STG1;GPU GTX 780 - Nvidia GeForce GTX 780: 863-902 МГц GPU, 3 Гбайт GDDR5-6008;GPU GTX 760 - EVGA 04G-P4-2766-KR: 980-1033 MHz GPU, 4 GB GDDR5-6008;SSD - Samsung 840 Series MZ-7PD256 256Gb;Sound - integrate HD Audio;Network - Gigabit Networking; სისტემური კონფიგურაცია OS - Microsoft Windows 8 Professional RTM x64;GPU driver - Nvidia GeForce 331.58 WHQL;Chipset driver - Intel INF 9.4.0.1017; ტესტების შედეგები 3DMark Proffesional Far Cry 3 Battlefield 3 ალბათ ბევრი უკვე გადადით BF4-ზე მაგრამ ტესტების სიმრავლის გამო მაინც BF3-ში იქნა გატარებული სადაც ვხედავთ რომ ორმა GTX 760-მა გაასწრო ერთ GTX 780-ს, ასევე ხედავთ რომ ერთი 760-იც კი საკმარისია. უფრო დაწვრილებით ნახეთ გრაფიკული სურათი კადრების და დინამიკის, ტესტები აჩვენებს რომ GTX 760-ის პერფორმანსი მართლაც საკმარისია მაღალ სეთინგებზე სათამაშოთ 5760x1080 გაფართოებაზე. Geforce GTX 780 ცოტათი უფრო კარგად არის მაგრამ ტესტის მომენტებში SLI კონფიგურაციაში აქვს ლაგები/ჩავარდნები. სამმა 760-მა მშვენიერი შედეგი გვაჩვენა Ultra ხარისხზე ტესტებში არც თუ ისე ხშირად იყო ასევე მომენტები როდესაც წარმადობა ეცემოდა და ერთი GTX 760 მშვენიერ სისწაფეს აჩვენებს. ტესტებში კადრის სიხშირე 20 fps-ზე მეტი იყო. Geforce GTX 780 უფრო სწრაფი აღმოჩნდა ბუნებრივია სწორედ ამიტომაც ის სურათზე უფრო "გლუვად" არის SLI კონფიგურაციის გარდა. დისპლეის Surround რეჟიმში ყველაზე კარგად ორი 780 იყო, fps დაახლოებით 60. Metro: Last Light, საშუალო პარამეტრები,დეტალიზაცია Geforce GTX780 განაგრძობს ლიდერობას ეხლა უკვე Metro: Last Light-ში საშუალო სეთინგებზე. SLI-ის სკალირება ამ შემთხვევაში შედარებით უფრო სუსტი აღმოჩნდა როგორც 760-ში ასევე 780-შიც. ერთმა 760-მა შესანიშნავად გაართვა თავი 5760x1080 გაფართოებაზე, რამდენჯერმე ჩამოვიდა 30-მდე FPS. დამატებითი კარტამ ცოტათი გააუმჯობესა შედეგი საშუალო გრაფიკაზე მაგრამ რამდენჯერმე ჩამოვიდა 20fps-მდე. ერთი 780 საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა მაგრამ Surround რეჟიმში 5760x1080 გაფართოებაზე არ ეყო კარგი შედეგისთვის. ორმა GTX 780-მა აჩვენა უფრო დაბალი მინიმალური მნიშნველობა, ასევე გაიზარდა საშუალო სიხშირე. Metro: Last Light, მაღალი დეტალიზაცია საშუალო დეტალიზაციებზე სკალირება მცირე იყო, მაღალ დეტალიზაციებზე კი ორი Geforce GTX 780 ლიდერობს, 3 way SLI GTX 760-მა კი ნაკლებად იმოქმედა შედეგებზე. სამწუხაროდ ორმა 760-მაც კი 5760x1080 გაფართოებაზე ვერ აჩვენა კარგი პერფორმანსი მაღალ დეტალიზაციებზე, საშუალო კადრი/წამში 20 იყო. Geforce GTX 780-მაც ვერ შეძლო ამ პარამეტრებზე 20 FPS-ზე მაღალი შედეგის ჩვენება, თუკი თქვენ გინდათ ითამაშოთ მაქსიმალური დეტალიზაციებით Metro: Last Light surround რეჟიმში სჯობს რეზოლუციად აირჩიოთ 4800x900 პიქსელი, ასევე შესაძლებელია SSAA-ს დაკლება რომ თამაში გახდეს უფრო კომფორტული. Tomb Raider და F1 2012 Tomb Raider როგორც იცით გამოირჩევა თავისი სასიამოვნო გრაფიკით, მაგრამ ადეკვატური გრაფიკული პარამეტრებით თამაში მაინც ძნელია უმრავლესი თანამედროვე ბარათებით, ერთმა 760-მაც 5760x1080 გაფართოებაზე საშუალო კადრი/წამში აჩვენა 22,9 ხოლო მინიმალური 19,4FPS. ასევე აღსანიშნავია რომ მაქსმიმალურ სეთინგებზე სამი 760-ის საშუალო კადრი/წამში გახლდათ 60,9 ხოლო მინიმალური 13 FPS. ფაქტიურად ყველა კონფიგურაცია გარდა ერთი 760-სა იძლევა საშუალებას გქონდეთ 5760x1080 გაფართოებაზე 32-დან 36 FPS-მდე.F1 2012 ჩამოთვლილი Geforce ვიდეო ბარათებიდან ყველა კარტას ჰქონდა მინიმუმ 60FPS F1 2012-ში, მაგრამ საბოლოოდ ამაში გაიმარჯვა ერთმა Geforce GTX 780-მა, საშუალო fps გახლდათ 108 ხოლო მინიმალური 89 FPS. იდეალურია Surround რეჟიმისთვის! ენერგომოთხოვნილება და ეფექტიურობა სამწუხაროდ პერფორმანსი ისე არ იზრდება როგორც ენერგომოთხოვნილება. Gefroce GTX 780 24% უფრო ეფექტურია ვიდრე GTX 760, ასევეა ორი 780 უფრო ეფექტურია ვიდრე სამი 760. შესაძლოა სამმა GTX 760-მა აჯობოს ორ GTX 780-ს? ამ ტესტირებით გაირკვა რომ ორმა Geforce GTX 760-მა მთლიანობაში აჯობა ერთ 780-ს, ორმა 780-მა კი გაუსწორ სამ 760-ს. საბოლოოდ კი გაირკვა რომ საუკეთესო კონფიგურაცია ამათ შორის არის GTX 780-ის SLI. მაგრამ ფასი როგორ არის? ცოტა ხნის წინ შემოთავაზებული ახალი ფასების წყალობით ერთი Geforce GTX 780 აღმოჩნდა უფრო მომგებიანი გადაწყვეტილება ვიდრე ორი GTX 760. ალბათ GTX 760-ის ასეთმა შეფასებამ(მომგებიანობასთან დაკავშირებით) განაპირობა მაინც მისი მხარდაჭერისთვის არის საჭირო სრულფასოვანი პლატფორმა, ანუ 760 იმ შემთხვევაში არის კარგი თუ დანარჩენი კონპონენტები იქნება უფრო დაბაფასიანი რომ ფასი/პერფორმანსით GTX 780-ს გაუსწროს. იმედია ეს რევიუ დაგეხმარებათ რაიმეში რომ უფრო კარგი არჩევანი გააკეთოთ, ალბათ ბევრს ეგონა რომ სამი 760 აჯობებდა სიჩქარით ყველა დანარჩენს მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუკი თქვენ გეგმავთ Nvidia-ს ვიდეო ბარათში გადაიხადოთ $500-$600 მაშინ კარგი არჩევანია Geforce GTX 780, დაივიწყეთ SLI სანამ ფასები კიდევ უფრო არ გაიაფდება. სულ ეს არის გმადლობთ ყურადღებისთვის, მიმოხილვაზე ტვინი დაასხა ჯერ tomshardware-მ შემდეგ კი მე ანუ aka Shopen გადმოთარგმნაში. 8 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 27, 2014 Share Posted January 27, 2014 სურათები გადმოწერე ხოლმე და აქ ატვირთე picz.ge და მერე დაყარე თორე ასე არ ჩანს ხოლმე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 27, 2014 Author Share Posted January 27, 2014 სურათები გადმოწერე ხოლმე და აქ ატვირთე picz.ge და მერე დაყარე თორე ასე არ ჩანს ხოლმე. ესენი არ ჩანს? ატვირთვას დიდი დრო უნდა ჩემთან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 27, 2014 Share Posted January 27, 2014 ესენი არ ჩანს? ატვირთვას დიდი დრო უნდა ჩემთან არცერთი არ ჩანს tom's hardware guide აწერია და ჩაქუჩი ახატია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 27, 2014 Author Share Posted January 27, 2014 არცერთი არ ჩანს tom's hardware guide აწერია და ჩაქუჩი ახატია. ვა ეგ ცუდია არადა chrome-თი ჩვეულებრივად აჩვენებს next-ით ვცადე და არა ხვალ ავტვირთავ ამათ დღეს მაინც ვერ მოვასწრებ ჩემი ინეტით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Beka_Tchighladze Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 არც Chrome თი არ ჩანს ჩემთან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted January 28, 2014 Author Share Posted January 28, 2014 განახლდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 აჩვენებს ჩვეულებრივად რავი:დ საღოლ სლაი უკვე კარგად დაუმუღამებია ნვიდიას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 თამაშზეა დამოკიდებული რა 3 way SLI ზოგან ნაგავია და ზოგან ლამის 3X მატება მოაქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 საღოლ კაი ნამუშევარიააა.. თუ გადავწყვეტ კარტის ყიდვას 780–ს ვიყიდი რაც მგონი არასდროს მოხდებაა :D :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 აი ყოჩაღ, კაი იყო. პს: მეც სამწუხაროდ არამგონია 780 ვიყიდო ოდესმე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 აი ყოჩაღ, კაი იყო. პს: მეც სამწუხაროდ არამგონია 780 ვიყიდო ოდესმე. :D ამ ჩვენი ბებერი ლომებითაც ებითაც მშვენივრად ვართ ხოოო :D :D ჰა გაწიე გამოწიე 66ო ტი დავითრიოთ :D მითუმეტეს ჩვენ ბებერ 775 ებზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 :D ამ ჩვენი ბებერი ლომებითაც ებითაც მშვენივრად ვართ ხოოო :D :D ჰა გაწიე გამოწიე 66ო ტი დავითრიოთ :D მითუმეტეს ჩვენ ბებერ 775 ებზე მართალია ორივე ბებრი ლომია, მაგრამ ჩემი უფრო ბებერია. შენ 450 -ზე DX 11 -ით მაინც ითამაშებ. ისე 775 სოკეტზე, თუ ჩააყენებ 4 ბირთვიან Q9650 და 660 -ს ან თუნდაც 760 -ს შვენიერი იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted January 28, 2014 Share Posted January 28, 2014 ხო შენი უფრო ბებერია ხო მაგრამ მაინც მოძველდა უკვე ორივე :D ხო ისე დხ11 კაი პლიუსია და მაგ ქ9650–ის ფასად მგონი ეხლა უკვე ი5ს იყიდი :D და რამაინტერესებს შენი მაზერი ჯობია თუი ჩემი??? მგონი შნი ჯობია ცოტათი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted January 29, 2014 Share Posted January 29, 2014 ნუ დღევანდელი სლაის სკალირების დონე ბევრად მაღალია გასული წლებისაზე , მაგრამ მაინც არაა მართებული 3 ცალი ვიდეო ბარათი და მოუხერხბელიცაა საკმაოდ ზოგ შემთხვევაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 29, 2014 Share Posted January 29, 2014 ისე 775 სოკეტზე, თუ ჩააყენებ 4 ბირთვიან Q9650 და 660 -ს ან თუნდაც 760 -ს შვენიერი იქნება. დაალიმიტებს განსაკუთრებით 760-ს. 775-ზე 560 ti-ს ზემოთ კარტა არ უნდა ჩადგა კაცმა არ ღირს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted January 29, 2014 Share Posted January 29, 2014 This Is SLI Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.