Popular Post Shopen Posted December 2, 2013 Popular Post Posted December 2, 2013 მართალია რომ Windows ოპერაციული სისტემა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ასევე არის ვერსიები რომლებიც შედარებით სუსტი ტექნიკური მონაცემების მქონდე კომპპიუტერებისთვის არის უკვე მაგრამ ასე თუ ისე ძველი პერსონალური კომპიუტერები დაჩაგრულები არიან რადგანაც უკვე აღარ აქვს მხარდაჭერა Microsoft-ს თუნდაც დრაივერების მხრივ. სანამ შევუდგებოდით თითოეულის მოკლედ განხილვას დავწეროთ რათქმაუნდა მათი დადებითი მხარეებიც, პირველ რიგში ვინდოუსთან შედარებით არის ძალიან მსუბუქი არ ტვირთავს კომპიუტერს ამასთან ერთად Linux დისტრიბუტორებს აქვთ ერთი ძალიან კარგი ფუნქცია Live CD/Live USB რაც საშუალებას იძლევა HDD-ზე ინსტალაციის გარეშე გაუშვათ ოპერაციული სისტემა(ამაზე ცალკე ვისაუბროთ კიდევ) ამისი 2 დადებითი მხარე: თუკი გაფუჭებული გაქვთ მყარი დისკი არაუშავს, თქვენ მაინც შეძლებთ გაუშვათ OS(ოპერაციული სისტემა). თუკი გაქვთ ძველი HDD გაცილებით მოსახერხებელია usb ფლეშზე ჩაწერა ის უფრო სწაფადაც იმუშავებს (თანამედროვე USB Flash driver-ებს უფრო სწრაფი წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე აქვს ) Puppy Linux Puppy Linux არის ძალიან მსუბუქი OS, usb ფლეშზე ინსტალაციისას იკავებს მხოლოდ 100Mb მთლიანი Openoffice პაკეტი კი 256Mb-ს. Puppy იტვირთება ოპერატიული მეხსიერებაში რაც განაპირობებს მის სწრაფ მუშაობას რაც დიდი პლიუსი ძველი კომპიუტერებისთვის ასევე პარალელურად შესაძლებელია ფლეშ დრაივზე ინფორმაციის შენახვაც. აქვს ძალიან მცირე სისტემური მოთხოვნილება, კერძოდ კომპიუტერს უნდა ჰქონდეს 128Mb ოპერატიული მეხსიერება(256Mb რეკომენდებული), სისტემას აქვს თავისი ინტეგრირებული ბრაუზერი Dillo ასევე იმეილ კლიენტი, მედია ფლეიერი, ტექსტური რედაქტორი და სურათის რედაქტორი. სისტემა იყენებს Openbox window manager-ს. საინტერესო ინფორმაცია ქართული ფონტის აღქმასთან და წერასთან დაკავშირებით იმისთვის რო ქართული ფონტები აღიქვას გადმოიწერეთ ფონტი და ჩააგდეთ /usr/share/fonts/default/TTF საქაღალდეში ქართულად საწერად საჭიროა შეხვიდეთ menu->Setup -> Mouse/keyboard Wizard მერე Advanced Xorg keyboard configuration და layouts და დაამატეთ georgian შემდეგ გადადით options განყოფილებაში და Group Shift/Lock behaviour ში აირჩიეთ ეს ხაზი grp:alt_shift_toggle alt+shift changes group. შეიენახათ და მიეცით იქვე apply-ს გვერდით restartx, მერე დააყენეთ ეს პატარა პროგრამა http://www.murga-lin...pic.php?t=67796 მზადაა როგორც windows-ში ისევე ამ OS-ში გადაიცვლება ენები alt+shift კომბინაციით. თუ რამე არ გამოდის დარწმუნდით რომ ორივე keyboard დამატებული გაქვთ add ღილაკზე დაჭერისას ჩანს იქ რა კლავიატურების არის დამატებული. ისე ეტყობა რომ ძველია იმიტომ რომ დროშა ძველი აქვს საქართველოსი. ხო ენების გადაცვლა უბრალოდ დროშაზე მაუსის დაკლიკებითაც შეილება. მადლობა matusalaს VectorLinux Light VectorLinux Light არის Vector Linux-ის შემცირებული ვერსია. დეველოპერები როგორც ამბობენ ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს 256Mb ოპერატიული მეხსიერების მქონე კომპიუტერზეც, ამასთან ერთად შესაძლებელია ინსტალაცია Barebone ფუნქციის რაც გვაძლევს გრაფიკულ ვებ ბრაუზერს(კარგად მუშაობს Pentium III-ზე მაგალითად 128Mb ოპერატიული მეხსიერების მქონე PC-ზე). VectorLinux Light ოპტიმიზირებულია USB დრაივიდან ჩატვირთვისთვის და ეშვება RAM მეხსიერებაზე როგორც Puppy Linux. თუკი თქვენ გადაწყვეტ მის მყარდ დისკზე ინსტალაციას ესეც არ არის პრობლემა მას მოჰყვება ყველა საჭირო პროგრამა - ვებ ბრაუზერი,იმეილ კლიენტი, ჩათის პროგრამა,ტესქტური და გრაფიკული რედაქტორი. თუკი თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება VLL-სა და PL(puppy linux)-ს შორის აჯობებს მიეხროთ puppy-ს რადგანაც უფრო მარტივად იწერება ფლეშ დრაივზე და ეშვება სხვა მხრივ არჩევანი თქვენზეა. Lubuntu Lubuntu გახლავთ ubuntu-ს მოდიფიცირებული ვერსია რომელიც დაფუძნებულია იმავე პროგრამულ აღჭურვილობაზე რაზეც ubuntu არის უბრალოდ სტოკ ვერსიასთან შედარებით უფრო მსუბუქი და სწრაფია(აქვს LXDE გრაფიკული მაგიდა 'desktop' unity-ს ნაცვლად). პროგრამებს რაც შეეხება ის პროგრამები ყენდება რაც სტანდარტულზე(უბუნტუზე). ეს დისტიბუცია შედარებით უფრო "მძიმეა" ვიდრე puppy მაგრამ მას მოჰყვება ქრომიუმის ძრავზე დაფუძნებული სრული ვებ ბრაუზერი google chrome რაც ერთ-ერთი მაგალითია თუ რატო მოითხოვს შედარეიბთ მეტ ოპერატიულ მეხსიერებას, ყოველდღიური მუშაობისთვის რეკომენდებულია 512Mb RAM. Lubuntu იდეალურია უბუნტუს მომხმარებლებისათვის რომლებსაც დაუძველდათ კომპიუტერები და ხელს არ უწყობს ახალი უბუნტუს ვერსიები. Shopen, OverClockers.GE 15 Quote
სოსო Posted December 2, 2013 Posted December 2, 2013 აი ეს უკვე ძალიან კარგი თემაა გამაქვს პორტალზე 1 Quote
giokis1 Posted December 2, 2013 Posted December 2, 2013 საღოლ მაგარი თემაა ეჰ როგორ მინდა ლინუქსის დაყენება მარა ვერ ვიგებ ც დისკი რომელია და დ რო დავაფომარტო Quote
kakha77777 Posted December 2, 2013 Posted December 2, 2013 კაი რამეა, ერთი ეგაა, რომ როგორც ვინდოუსზე, ისე მიჩვეული არ ვარ და ბევრი რამ არ ვიცი ლინუქსზე. 1 Quote
Albert Einstein Posted December 3, 2013 Posted December 3, 2013 მადლობა ავტორს სასარგებლო თემისთვის Quote
მათე Posted December 3, 2013 Posted December 3, 2013 ეხლა პაპი ლინუქსიდან ვწერ და არ კითხულობს ქართულს და არც წერს და როგორ გავაკეთო? ეს ნაწერი გუგლიდან დავწერე ქართულად ვერც ვხედავდი ისე მოკლედ გავაკეთე რომ წაიკითხოს ქართული ფონტი. ვისაც გჭირდებათ გადაწერეთ უბრალოდ ფონტები და ჩააგდეთ ამ პაპკაში /usr/share/fonts/default/TTF ეხლა უნდა დავამატო რომ დაწეროს თორე ამას გუგლში ვწერ და აქ ვაკოპირებ ხოლე ქართულად საწერად საჭიროა შეხვიდეთ menu->Setup -> Mouse/keyboard Wizard მერე Advanced Xorg keyboard configuration და layouts და დაამატეთ georgian შემდეგ გადადით options განყოფილებაში და Group Shift/Lock behaviour ში აირჩიეთ ეს ხაზი grp:alt_shift_toggle alt+shift changes group. შეიენახათ და მიეცით იქვე apply-ს გვერდით restartx, მერე დააყენეთ ეს პატარა პროგრამა http://www.murga-linux.com/puppy/viewtopic.php?t=67796 და ვსო მხზადაა როგორც windows-ში ისევე ამ OS-ში გადაიცვლება ენები alt+shift კომბინაციით. თუ რამე არ გამოდის დარწმუნდით რომ ორივე keyboard დამატებული გაქვთ add ღილაკზე დაჭერისას ჩანს იქ რა კლავიატურების არის დამატებული. ისე ეტყობა რომ ძველია იმიტომ რომ დროშა ძველი აქვს საქართველოსი. ხო ენების გადაცვლა უბრალოდ დროშაზე მაუსის დაკლიკებითაც შეილება. მინდა აღვნიშნ რომ ძალიან სწრაფი სისტემაა და ექსელის და ვორდიც აქვს. შიგნიდან სულ არ იგრძნობა რომ ასეთი პატარა მოცულობისაა იმდენი შესაძლებლობები აქვს. მოკლედ ფლეშზე მაქ და სამსახურში ამას ვრთავ სულ. მაგარია ძალიან. 2 Quote
Shopen Posted December 6, 2013 Author Posted December 6, 2013 ეხლა პაპი ლინუქსიდან ვწერ და არ კითხულობს ქართულს და არც წერს და როგორ გავაკეთო? ეს ნაწერი გუგლიდან დავწერე ქართულად ვერც ვხედავდი ისე მოკლედ გავაკეთე რომ წაიკითხოს ქართული ფონტი. ვისაც გჭირდებათ გადაწერეთ უბრალოდ ფონტები და ჩააგდეთ ამ პაპკაში /usr/share/fonts/default/TTF ეხლა უნდა დავამატო რომ დაწეროს თორე ამას გუგლში ვწერ და აქ ვაკოპირებ ხოლე ტაკ ეგეც გავაკეთე და ეხლა ქართულადაც წერს. ფლეშიც დავაყენე და ვსო ჩვეულებრივად ვხმარობ. მინდა აღვნიშნ რომ ძალიან სწრაფი სისტემაა და ექსელის და ვორდიც აქვს. შიგნიდან სულ არ იგრძნობა რომ ასეთი პატარა მოცულობისაა იმდენი შესაძლებლობები აქვს. მოკლედ ფლეშზე მაქ და სამსახურში ამას ვრთავ სულ. მაგარია ძალიან. ჩაამატე შენ პოსტში ქართულად წერაზეც და ჩავასწორებ პირველ პოსტში Quote
kashmir Posted December 6, 2013 Posted December 6, 2013 DSL_მა რა დააშავა? პაპის კაი ხანია ვიყენებ, ეხლაც მიგდია ფლეშკაზე )) საკუთარი ბილდის გაკეთებაც შეიძლება ფონტებით, პროგრამებით და ა.შ. Quote
მათე Posted December 6, 2013 Posted December 6, 2013 ჩაამატე შენ პოსტში ქართულად წერაზეც და ჩავასწორებ პირველ პოსტში ჩავამატე და მიდი პირველ პოსტში დადე. 1 Quote
Shopen Posted December 6, 2013 Author Posted December 6, 2013 DSL_მა რა დააშავა? პაპის კაი ხანია ვიყენებ, ეხლაც მიგდია ფლეშკაზე )) საკუთარი ბილდის გაკეთებაც შეიძლება ფონტებით, პროგრამებით და ა.შ. ჩავამატებ მაგასაც მოგვიანებით : )) ჩავამატე და მიდი პირველ პოსტში დადე. ჩავამატე Quote
kukura Posted February 24, 2014 Posted February 24, 2014 ოპერატიულზე იწერებაა თუ ფლეშკაზე ან ლაივ სიდი სულ უნდა იდოს კომპში? Quote
Shopen Posted February 24, 2014 Author Posted February 24, 2014 ოპერატიულზე იწერებაა თუ ფლეშკაზე ან ლაივ სიდი სულ უნდა იდოს კომპში? არა ჩაწერ თუ გინდა HDD-ზეც Quote
Beka_Tchighladze Posted February 28, 2014 Posted February 28, 2014 ჩემი ძველი ნეთბუქია უსუსტესი თან კიდე 2გბ აქ ჰდდ და რა დავაყენო რომელი ლინუქსი ან უბუნტუ დავაყენო მიტხარიტ Quote
Shopen Posted February 28, 2014 Author Posted February 28, 2014 ჩემი ძველი ნეთბუქია უსუსტესი თან კიდე 2გბ აქ ჰდდ და რა დავაყენო რომელი ლინუქსი ან უბუნტუ დავაყენო მიტხარიტ რაც მიწერია აქედან რომელიმე Quote
Shopen Posted February 28, 2014 Author Posted February 28, 2014 აუუუუუუ თემა გავხსენი დავხურე ის მე-3 ვარიანტი სცადე წესით კარგად უნდა იმუშავოს თუ არა მაშნ პირველი ან მეორე Quote
Beka_Tchighladze Posted February 28, 2014 Posted February 28, 2014 ის pappy გადმოვწერე ვირტუალურ მანქანაში გავუშვი დასატესტად და არ მუშაობს მერე ჩვეულებრივად მინდოდა გამეშვა და არაფერს არ შვრება ვაფშე შიგნი საინსტალაციო ფაილი ვაფშე არ აქ მარტო რაღაც ფაილებია Quote
Shopen Posted February 28, 2014 Author Posted February 28, 2014 ის pappy გადმოვწერე ვირტუალურ მანქანაში გავუშვი დასატესტად და არ მუშაობს მერე ჩვეულებრივად მინდოდა გამეშვა და არაფერს არ შვრება ვაფშე შიგნი საინსტალაციო ფაილი ვაფშე არ აქ მარტო რაღაც ფაილებია http://puppylinux.org/main/How%20NOT%20to%20install%20Puppy.htm Quote
Beka_Tchighladze Posted February 28, 2014 Posted February 28, 2014 აააააა წაიღო ვსო მადლობა გაიხარე ფლეშაზე მინდა ჩავწერო და რით ჩავწერო დისკი არ უერთდება კომპიუტერს და რით ჩავწერო??? წინდოუსზე win7 usb/dvd ს ვხმარობ და ეს რით ჩავწერო Quote
Shopen Posted February 28, 2014 Author Posted February 28, 2014 აააააა წაიღო ვსო მადლობა გაიხარე ფლეშაზე მინდა ჩავწერო და რით ჩავწერო დისკი არ უერთდება კომპიუტერს და რით ჩავწერო??? წინდოუსზე win7 usb/dvd ს ვხმარობ და ეს რით ჩავწერო ultra iso-თი ჩაწერე მარტივია (როგორც სხვა იმიჯებს წერ ვინდოუსის ისე) photo hosting Quote
shavlego Posted March 8, 2014 Posted March 8, 2014 ყოჩაღ გიო კარგი თემაა, მე დამჭირდა ახლა, ვინტი აქვს გაფუჭებული ნოუთს და მოვსინჯავ რამდენიმეს.. რაც შეეხება უსბ ფლეშზე ჩაწერას_მოვსინჯე ულტრა ისოთი და სრულყოფილად არ წერს რაღაცას აკლებს, იბუთება მაგრამ მერე არ ეშვება სისტემა.. შემდეგ ლუბუნტუს ინსტრუქციაში ვნახე ამ პროგრამით ჩაწერეთო ფლეშზე http://unetbootin.sourceforge.net/ ვნახე ახლა და ზემოთჩამოთვლილი სისტემების გარდა ბევრი სხვა ლაივ სიდების გადმოწერაც შეიძლება ამ პროგრამიდან და თან ჩაწერა, თუ ჩაამატებ პირველ პოსტში კარგი იქნება მგონი Quote
Shopen Posted March 8, 2014 Author Posted March 8, 2014 ყოჩაღ გიო კარგი თემაა, მე დამჭირდა ახლა, ვინტი აქვს გაფუჭებული ნოუთს და მოვსინჯავ რამდენიმეს.. რაც შეეხება უსბ ფლეშზე ჩაწერას_მოვსინჯე ულტრა ისოთი და სრულყოფილად არ წერს რაღაცას აკლებს, იბუთება მაგრამ მერე არ ეშვება სისტემა.. შემდეგ ლუბუნტუს ინსტრუქციაში ვნახე ამ პროგრამით ჩაწერეთო ფლეშზე http://unetbootin.sourceforge.net/ ვნახე ახლა და ზემოთჩამოთვლილი სისტემების გარდა ბევრი სხვა ლაივ სიდების გადმოწერაც შეიძლება ამ პროგრამიდან და თან ჩაწერა, თუ ჩაამატებ პირველ პოსტში კარგი იქნება მგონი მადლობა)) თავისით იწერს ინტერნეტიდან და ამზადებს შედმეგ bootable ფლეშკას? კარგი რაღაც ყოფილა ან აქ ჩავამატე ან ახალ თემას გავხსნი მაგასთან დაკავშირებით Quote
shavlego Posted March 8, 2014 Posted March 8, 2014 მადლობა)) თავისით იწერს ინტერნეტიდან და ამზადებს შედმეგ bootable ფლეშკას? კარგი რაღაც ყოფილა ან აქ ჩავამატე ან ახალ თემას გავხსნი მაგასთან დაკავშირებით კი ეგრეა, არამარტო os ანტივირუსების ლაივ სიდებსაც, ასევე უკვე გადმოწერილი იმიჯების ჩაწერაც აქვს თავისთავად 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.