Vako™ Posted January 16, 2011 Share Posted January 16, 2011 მას შემდეგ, რაც "მაფიას" შემქმნელებმა გააანალიზეს, რომ მათი შემოქმედება მომგებიანი, ხმაურიანი, ფენომენალური და დაუვიწყარი "შედევრი" გამოვიდა, როგორც სჩანს, მათ გეგმები შეცვალეს. ვინც პირველი "მაფია" ითამაშა, და მისი მოყვარულია და იქედან გამომდინარე ელოდა ამდენი წელი გაგრძელებას, სამწუხაროა, თუმცა ფაქტია - იმედგაცრუებული დარჩება. მაგრამ, ვისაც თვალზეც კი არ უნახავს ის, მისთვის "მაფია 2" უნდა იყოს მართლაც აღმაფრთოვანებელი. რაშია საქმე. რატომ იყო ასეთი ორიგინალი "მაფია"? როგორც ზემოთ ავღნიშნე, ის იყო ყველა კუთხით ამომწურავი. იქ თამაშის ყველა დეტალი მოთამაშეს სრულიად აკმაყოფილებდა, რათქმაუნდა თუ არ ჩავთვლით მიკროსკოპით დასანახ, და ისიც ზოგიერთისთვის, გარკვეულ მინუსს (მაგალითად, უაზროდ რთული სარბოლო მისია). შემქმნელებმა, ალბათ, იფიქრეს, რომ შეცდომა დაუშვეს ამხელა თამაშის ამომწურავი სახით გამოცემით. ამგვარად, გაგრძელება გვევლინება ისეთი არაამომწურავი, ან უფრო მართებული იქნებოდა გვეწოდა დაუსრულებელი შემოქმედების სახით, რომ ყველა, ვინც მას ასე ენთუზიაზმით ელოდა პირველის დასრულების შემდეგ, გაოცებული და თამაშისგან დადაღული რჩება. მაგრამ ყველაფერი ასე ცუდად არაა; სამწუხაროა, მაგრამ მაინც სასიხარულო; შემქმნელებმა ასეთი დაუსრულებელი პროექტი, როგორც სჩანს, რამდენიმე გარკვეული მიზეზებით წარმოგვიდგინა. დღეს უმეტესობას მოეხსენება, რომ არსებობს ე.წ. ჩამოტვირთვადი დამატება (DLC), და ეტყობა, ზუსტად ამ მეთოდით აპირებენ შემქმნელები დადაღული მოთამაშეების წახალისებას შემდგომში. თამაშის ისტორია ისე სრულდება, რომ ზოგს შეიძლება ეწყინოს, ზოგმაც კი შესაძლოა თქვას: "გაიხარეთ! მაგრები ხართ რა!", და ეს იმიტომ რომ სიუჟეტის დასასრული ამომწურავ პასუხებს არ იძლევა და აშკარად სრულდება ისე, რომ შეუძლებელია არ იფიქრო - გაგრძელება უეჭველად იქნებაო. თუმცა ასეთი გაგრძელება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იყოს DLC-ს სახით. ის უფრო მოსალოდნელია იყოს ოფიციალური გაგრძელება-დამატების სახით. ისეა თუ ასე, ისეთი წარმოდგენა გვრჩება, რომ შემქმნელებმა მოგვაწოდეს მხოლოდ ერთი დიდი მოედანი, ანუ მთავარი გმირის - ვიტო სკალეტას სამოქმედო ქალაქი - ემპაირ ბეი და მასზე რამდენიმე მოთამაშე. დამატებით მოთამაშეებსა და თამაშის სხვა შემადგენელ ელემენტებს, ეტყობა, შემოგვთავაზებენ ამ "ცივ" მოედანზე დამატების სახით (ერთი უბრალო დამატების ოფიციალური ფასია 7-15 აშშ დოლარის ფარგლებში) რატომ გამოვიდა ასე. თამაში, როგორც ავღნიშნეთ საერთო ჯამში, და მითუმეტეს "ახალი" მოთამაშისთვის - ბრწყინვალეა. მაგრამ, ჩვენ, რომლებსაც აღფრთოვანება დიდხანს გაგვყვა ორიგინალის თამაშის შემდეგ და რა მოლოდინითაც ველოდით ამ გაგრძელებას, არ გვტოვებს ისე დაკმაყოფილებულს, როგორც გვსურდა რომ ვყოფილიყავით. როდესაც თამაშობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას გგვრის ამ შესანიშნავი დიზაინის მქონე ვირტუალური, თუმცა ნიუ-ორკისა და სან-ფრანცისკოს (აშშ) მიხედვით აგებული - 1945-1950-იანი წლების ვირტუალური ქალაქი - ემპაირ ბეი. ასევე, სიამოვნებას განიჭებს იმდროინდელი კლასიკური მუსიკა და მანქანები, შენობები, ხიდები, გზატკეცილები და ა.შ. მაგრამ დღეს ამ გრაფიკით ვერ გააოცებ "დღევანდელ" მოთამაშეს და არც ზემოაღნიშნულია ახალი ხილი. ამიტომ უფრო მეტ ინტერესს და ეს ასეც არის - იწვევს თამაშის მთავარი კერძი - ისტორია. აი ზუსტად ამ მომენტში გრძნობ, რომ თამაში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. თამაშს სულ დასჭირდება დაახლოებით 10-12 სთ-მდე, და ისე გითრევს, რომ შემდგომი სიუჟეტური სცენის სანახავად, თამაშისგან თავს ვერ აღწევ და უწყვეტლივ თამაშობ უნდა აღინიშნოს, რომ თამაში გაკეთებულია პრიმიტიულად და არ ყოფნის ორიგინალურობა მისიების შესრულების მხრივ. აქ საუბარია როდესაც გეძლევა ესა თუ ის დავალება შესასრულებლად. მთელი თამაშის 90% ეს არის მიდი ამა და ამ ადგილზე ბარში ბოსის წარმომადგენელთან საქმის მისაღებად, წაიყვანე ჯო (ვიტოს ბავშვობის მეგობარი) გარკვეულ ადგილზე და წაიყვანე ჯო სახლში, წადი სახლში დასაძინებლად. აქედან იკარგება ის მოტივაცია რაც მოთამაშეს უნდა ჰქონდეს. ამგავარად მისიებს აკლია მრავალფეროვნება განსხვავებით ორიგინალისგან. ირონიულობას იწვევს ისიც, რომ თამაშის სამოქმედო რუქაზე აღნიშნული მარკერები სრულიად ტყუილადაა მოცემული იმ გაგებით, რომ მათი გამოყენების აუცილებლობას ვერანაირად ვერ ხედავ. თამაში საშუალო სიძნელეზე (სულ სამი მარტივი სიძნელეა და ვერცერთით ვერ გახსნი მაგალითად, როგორც ორიგინალში იყო, უფრო კიდევ რთულ რეჟიმს, რაც კიდევ ერთი მინუსია, თუმცა უმნიშვნელო) ისე დავასრულე მთლიანად, რომ არც ბენზინგასამართი სადგურებში საწვავის შევსება, არც იარაღის მაღაზიების ნახვა, არც სწრაფი კვების სასადილოებში შევლა, არც ავტომანქანის შეკეთება და გარეცხვა არ გამომიყენებია. რატომ, რატომ? იბადება კითხვები... როდესაც შემქმნელებს შეეძლოთ ამ ყოველივეს აქტიურად გამოყენების აუცილებლობა ჩაედოთ თამაშში, თუნდაც მისიების შესრულების დროს. ამგვარად, კიდევ ერთხელ - ეს ყოველივე ამშვენებს, უბრალოდ, ქალაქს და არანაირი სხვა, არსებითი ინტერესი არ გეძლევა მათი გამოყენებისა; შესაბამისად თანხის გამომუშავებისა, რომლის საშუალებებიც, ასევე მწირადაა ამხელა "იმპერიაში". დასკვნა. ეს სინანული გვიჩნდება იმიტომ, რომ ვხედავთ ამხელა თამაშს რამხელა პოტენციალი აქვს; მისი დასრულების შემდეგ ამხელა ქალაქს ისე ტოვებ, რომ მასში ქალაქის სილამაზის ნახვისა და გასეირნების სურვილის გარდა სხვა მიზეზი არ გაქვს დაბრუნდე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ასე დატოვონ შემქმნელებმა ყველაფერი და გაცილებით მალე, ვიდრე გვგონია, არ გვანახონ საინტერესო და ამ მინუსების გამომასწორებელი გაგრძელება. ამ ყოველივეზე ფიქრს უკვე შუა მისიებიდან იწყებ. თუმცა მასზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, თამაშისგან მართლაც საკმარის სიამოვნებას ვღებულობთ. მით უმეტეს, რომ თვალები მთელი თამაშის მანძილზე არ წყდება მასში არსებულ სილამაზეს არაერთი კუთხით და პერსონაჟთა მოქმედებების საინტერესო განვითარებას. ამგვარად სიუჟეტი საერთო ჯამში გამოვიდა კარგი და განსხვავებული, თუმცა ძალიან მარტივი და მოკლე, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო თამაშში, რომელსაც 7 წელია აკეთებდნენ. 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 უბანძესი საბოლოო მესამედი ნაგლეჯი მთელი იმ 7 წლის ნაშრომისა მე ამათ კაპიტალისტ დედებს ჩავეხუტე პ.ს არადა შედევრი გამოდიოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted January 17, 2011 Author Share Posted January 17, 2011 არადა შედევრი გამოდიოდა და არ გამოვიდა? ჩემი აზრით მაგარი გამოუვიდათ, რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით.. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 და არ გამოვიდა? ჩემი აზრით მაგარი გამოუვიდათ, რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით.. შენ როგორც ჩანს არ იცი რეები ამოჭრეს.... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted January 17, 2011 Author Share Posted January 17, 2011 არა არაფერი გამიგია მაგაზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 არა არაფერი გამიგია მაგაზე http://mafia2removedfeatures.wikia.com/wiki/Real_Mafia_2_Wiki აგერ ნახე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 უბანძესი ვერ დაგეთანხმები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 საშვალოზე ცოტა უკეთესი დონის თამაშია, ეგეც გრაფიკის ხარჯზე თორე გრაფიკაც რომ საშვალო დონის ქონოდა 65%-ზე მეტს არ იმსახურებდა ეს იგრა ჩემი აზრით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 მარტო გრაფიკა რატო ფიზიკაც კარგი ჰქონდა, ცალკე ფიზიკას არ ვგულისხმობ თვითონ თამაშის დვიჟოკი, მაგრა რეალურად იყო გაკეთებული... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 17, 2011 Share Posted January 17, 2011 ფიზიკა მერე გრაფიკის კომპონენტია ფაქტიურათ, მითუმეტეს მაგ თამაშს ფიზიკა GPU-ზე აქვს ნვიდიას კარტებზე, ვიზუალურ ეფექტებს მიეკუთვნება ფიზიკა ამიტომ გრაფიკაა ფაქტიურათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted January 18, 2011 Share Posted January 18, 2011 http://mafia2removedfeatures.wikia.com/wiki/Real_Mafia_2_Wiki აგერ ნახე აგერ ნახეთ ხალხო რა უქნეს ამ თამაშს და არ იყტვით რო მაგარია 50ზე მეტი რამე ამოჭრეს: ერთი რაცაა იმაზე 2 იმდენი მისიები, 4 კანცოვკა , რეპუტაციის სისტემა, ჯერ მარტო სიცილიაში დედაუტირე კაი 20 მისია იყო სადღაც, მერე ლოკაციები ამოჭრეს იმის დედაც ჯეკ...... 200 საუნდტრეკიდან 120 დარჩა მარტო , თამაშში იყო თავიდან 70 მანქანა, ეხლა რამდენია???????? 40მდე ძლივს ადის მოკლედ გული მიკვდება ამ თემაზე მაგრად :s მეტირება :cry: :cry: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted January 18, 2011 Share Posted January 18, 2011 უბანძესი საბოლოო მესამედი ნაგლეჯი მთელი იმ 7 წლის ნაშრომისა მე ამათ კაპიტალისტ დედებს ჩავეხუტე პ.ს არადა შედევრი გამოდიოდა ვარდისფერი სათვალით სიტუაციის შეხედვა. მთავარი ის კიარაა რა გამოდიოდა, მთავარი ისაა, რა გამოვიდა. მასე Half-Life 2 იყო იმაზე ორჯერ გრძელი, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ ხოშიანი თამაში იყო. უბრალოდ მაფიის დეველოპერები წარსულში ჩარჩნენ, თორემ არსებობს ერთი რაღაც, რასაც ბლურეი დისკი ქვია და რაზეც ნებისმიერი კონსოლის თამაში ჩაეტევა. ახლა არ დაიწყოთ Xbox-ს არ აქვს ბლურეიო, სონიზე შეეძლოთ გამოეშვათ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted January 18, 2011 Share Posted January 18, 2011 ვარდისფერი სათვალით სიტუაციის შეხედვა. მთავარი ის კიარაა რა გამოდიოდა, მთავარი ისაა, რა გამოვიდა. მასე Half-Life 2 იყო იმაზე ორჯერ გრძელი, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ ხოშიანი თამაში იყო. უბრალოდ მაფიის დეველოპერები წარსულში ჩარჩნენ, თორემ არსებობს ერთი რაღაც, რასაც ბლურეი დისკი ქვია და რაზეც ნებისმიერი კონსოლის თამაში ჩაეტევა. ახლა არ დაიწყოთ Xbox-ს არ აქვს ბლურეიო, სონიზე შეეძლოთ გამოეშვათ აიღე GTA 4, რა რამე ვერ დაეტია ყუთზე? ყველაფერიც დაეტია აქ დატევაზე კი არ იყო, არამედ მეტი ფული ვიშოვოთ და ამოჭრილი კონტენტი DLC-ად გავყიდოთ მარა სად წავიდა დანარჩენი კონტენტი ვერ ვხვდები, რაღაც ნაწილი Joe-ში გაუშვეს, მარა დანარჩენი სადაა XZ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 18, 2011 Share Posted January 18, 2011 ვერ ასწრებდენ ოპტიმიზაციას და მაგიტომ ამოჭრეს ალბათ შეიძლება რაღაცა ტეხნიკური წუნიც იყო, ყველაფერი დროის ფულის და ტეხნიკური შესაძლებლობების ამბავია, ვერ გაქაჩეს ეტყობა და გამოუშვეს ისეთ ვიდში რის გამოშვებასაც ასწრებდენ მისაღებ ფორმაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted January 18, 2011 Share Posted January 18, 2011 და რა უნდა ყოფილიყო ისე როგორ უნდა დაეტვირთა სისტემა რო ვეღარ გაშვებულიყო ეგენი... ეხლა რაცაა ჩემ სისტემაზე ფიზიკიანად უპრობლემოდ გაეშვა 30 40FPS და რა უნდა ექნა მაგ დამატებებს ისეთი :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted January 19, 2011 Share Posted January 19, 2011 მაგარი პრიმიტიული თამაშია.მუღამი ვერ დავუჭირე რო მეთამშა :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 19, 2011 Share Posted January 19, 2011 რა და როგორ უნდა გამოეშვათ და რა ვიდში არ ვიცი ნამდილათ, მაგრამ ფაქტია რაც გამოუშვეს ის მართლა ნიტო დონისაა მთლიან ჯამში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GT-R Posted January 20, 2011 Share Posted January 20, 2011 ვეთანხმები სეივს ... შლაკი გამოუვიდათ ... ყველანაირად კი დავხურე მაგრამ როგორ - ზაფხულში , რომ არ გამოსულიყო საერთოდ არც გავეკარებოდი ... თან ოუფენ ვორლდის შესაძლებლობები აქვს 100%-იდნან 0.00000000000000000000000001 ... შესაბამისად - "ნიკაკოი ეტო ნახუი ნი ოფენვორლდ" © ჩვეულებრივი ტუპოი შუთერი გამოუვიდათ პ.ს. პირველი ნაწილიც არასოდეს მევასებოდა , უბრალოდ ამდენი "ვაუ"-ს მერე (გეიმფლეი ვიდეოები , ტრეილერები და ბლაბლაბლა) ეგეთ ღლეობას ნაღდად არ ველოდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SainT Posted January 21, 2011 Share Posted January 21, 2011 პირველი ნაწილი შედევრი იყო. ესეც არ იყო ცუდი მაგრამ ბევრი რამ აკლდა. ჯერ ამდენი ხანი გვალოდინეს და 6 საათში იხურება თამაში. მერე open world მართლა არ იყო. მაღაზიებიც იდიოტიზმი. ყველგან ერთი და იგივე იყიდებოდა საჭმლის/ტანსაცმლის/და იარაღის. მაგრა ჩაა*ვეს. ასევე მანქანებიც ძალიან ცოტა იყო და რუკაც. მოკლედ რა იმედია გაითვალისწინებენ და როცა 4-5-6-7 წელში გამოვა მაფია 3 თუ გამოვა ვაბშე ეგ ახვრები გაითვალისწინებენ რომ არ დაყონ თამაში ფულის გაკეთების გამო თორემ ადონი საზიზღობაა ყველა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 22, 2011 Share Posted January 22, 2011 რატომღაც მგონია რომ რაც ადონებში ჩადეს ეგენი არ ამოუღიათ თამაშის შექმნის დროს და უბრალოთ მერე დაამატეს პახოდუ თამაშის გამოშვების შემდეგ, ასე რომ მაგი ატკავორკა ამ შემთხვევაში არ ჭრის, ან ეგენი რომ მანამდე დაემატებინარ რას შეცლიდა რომ დიდათ, ჩემი აზრით არაფერ გავლენას არ ახდენს ფაქტიურათ თამაშზე ეგ ადონები იმიტომ რომ ყველა იდიოტობები იყო ფაქტიურათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
peppersa Posted May 12, 2011 Share Posted May 12, 2011 კრეკი გაქვთ ვინმეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted May 12, 2011 Author Share Posted May 12, 2011 (edited) რეები დაგიწერიათ რა საშუალოზე ოდნავ მეტი ?? გემოვნების ამბავია თორე მაგას ნაღდად არ იტყოდით. Edited May 12, 2011 by Vako™ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kane19906 Posted June 10, 2011 Share Posted June 10, 2011 მე 9/10 დავუწერ მაინც მაგარი გამოუვიდათ :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 +1, პირველის მუშა ლინკი დადეთ რა, მაგრად მინდა ვერსად ვიშოვე მუშა. ფარშივკა რამდენიც გინდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Andgula Posted June 14, 2011 Share Posted June 14, 2011 +1, პირველის მუშა ლინკი დადეთ რა, მაგრად მინდა ვერსად ვიშოვე მუშა. ფარშივკა რამდენიც გინდა. http://www.avoe.ge/games/one.php?mid=87 მუშაა 100% მეც ეს მქონდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.