Jump to content

Recommended Posts

qyuhqmhh6up75q3r0wqx.jpg

მას შემდეგ, რაც "მაფიას" შემქმნელებმა გააანალიზეს, რომ მათი შემოქმედება მომგებიანი, ხმაურიანი, ფენომენალური და დაუვიწყარი "შედევრი" გამოვიდა, როგორც სჩანს, მათ გეგმები შეცვალეს. ვინც პირველი "მაფია" ითამაშა, და მისი მოყვარულია და იქედან გამომდინარე ელოდა ამდენი წელი გაგრძელებას, სამწუხაროა, თუმცა ფაქტია - იმედგაცრუებული დარჩება. მაგრამ, ვისაც თვალზეც კი არ უნახავს ის, მისთვის "მაფია 2" უნდა იყოს მართლაც აღმაფრთოვანებელი.

რაშია საქმე. რატომ იყო ასეთი ორიგინალი "მაფია"? როგორც ზემოთ ავღნიშნე, ის იყო ყველა კუთხით ამომწურავი. იქ თამაშის ყველა დეტალი მოთამაშეს სრულიად აკმაყოფილებდა, რათქმაუნდა თუ არ ჩავთვლით მიკროსკოპით დასანახ, და ისიც ზოგიერთისთვის, გარკვეულ მინუსს (მაგალითად, უაზროდ რთული სარბოლო მისია). შემქმნელებმა, ალბათ, იფიქრეს, რომ შეცდომა დაუშვეს ამხელა თამაშის ამომწურავი სახით გამოცემით. ამგვარად, გაგრძელება გვევლინება ისეთი არაამომწურავი, ან უფრო მართებული იქნებოდა გვეწოდა დაუსრულებელი შემოქმედების სახით, რომ ყველა, ვინც მას ასე ენთუზიაზმით ელოდა პირველის დასრულების შემდეგ, გაოცებული და თამაშისგან დადაღული რჩება. მაგრამ ყველაფერი ასე ცუდად არაა; სამწუხაროა, მაგრამ მაინც სასიხარულო; შემქმნელებმა ასეთი დაუსრულებელი პროექტი, როგორც სჩანს, რამდენიმე გარკვეული მიზეზებით წარმოგვიდგინა. დღეს უმეტესობას მოეხსენება, რომ არსებობს ე.წ. ჩამოტვირთვადი დამატება (DLC), და ეტყობა, ზუსტად ამ მეთოდით აპირებენ შემქმნელები დადაღული მოთამაშეების წახალისებას შემდგომში.

თამაშის ისტორია ისე სრულდება, რომ ზოგს შეიძლება ეწყინოს, ზოგმაც კი შესაძლოა თქვას: "გაიხარეთ! მაგრები ხართ რა!", და ეს იმიტომ რომ სიუჟეტის დასასრული ამომწურავ პასუხებს არ იძლევა და აშკარად სრულდება ისე, რომ შეუძლებელია არ იფიქრო - გაგრძელება უეჭველად იქნებაო. თუმცა ასეთი გაგრძელება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იყოს DLC-ს სახით. ის უფრო მოსალოდნელია იყოს ოფიციალური გაგრძელება-დამატების სახით. ისეა თუ ასე, ისეთი წარმოდგენა გვრჩება, რომ შემქმნელებმა მოგვაწოდეს მხოლოდ ერთი დიდი მოედანი, ანუ მთავარი გმირის - ვიტო სკალეტას სამოქმედო ქალაქი - ემპაირ ბეი და მასზე რამდენიმე მოთამაშე. დამატებით მოთამაშეებსა და თამაშის სხვა შემადგენელ ელემენტებს, ეტყობა, შემოგვთავაზებენ ამ "ცივ" მოედანზე დამატების სახით (ერთი უბრალო დამატების ოფიციალური ფასია 7-15 აშშ დოლარის ფარგლებში)

რატომ გამოვიდა ასე. თამაში, როგორც ავღნიშნეთ საერთო ჯამში, და მითუმეტეს "ახალი" მოთამაშისთვის - ბრწყინვალეა. მაგრამ, ჩვენ, რომლებსაც აღფრთოვანება დიდხანს გაგვყვა ორიგინალის თამაშის შემდეგ და რა მოლოდინითაც ველოდით ამ გაგრძელებას, არ გვტოვებს ისე დაკმაყოფილებულს, როგორც გვსურდა რომ ვყოფილიყავით.

როდესაც თამაშობ, ყველაზე დიდ სიამოვნებას გგვრის ამ შესანიშნავი დიზაინის მქონე ვირტუალური, თუმცა ნიუ-ორკისა და სან-ფრანცისკოს (აშშ) მიხედვით აგებული - 1945-1950-იანი წლების ვირტუალური ქალაქი - ემპაირ ბეი. ასევე, სიამოვნებას განიჭებს იმდროინდელი კლასიკური მუსიკა და მანქანები, შენობები, ხიდები, გზატკეცილები და ა.შ. მაგრამ დღეს ამ გრაფიკით ვერ გააოცებ "დღევანდელ" მოთამაშეს და არც ზემოაღნიშნულია ახალი ხილი. ამიტომ უფრო მეტ ინტერესს და ეს ასეც არის - იწვევს თამაშის მთავარი კერძი - ისტორია. აი ზუსტად ამ მომენტში გრძნობ, რომ თამაში ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. თამაშს სულ დასჭირდება დაახლოებით 10-12 სთ-მდე, და ისე გითრევს, რომ შემდგომი სიუჟეტური სცენის სანახავად, თამაშისგან თავს ვერ აღწევ და უწყვეტლივ თამაშობ

უნდა აღინიშნოს, რომ თამაში გაკეთებულია პრიმიტიულად და არ ყოფნის ორიგინალურობა მისიების შესრულების მხრივ. აქ საუბარია როდესაც გეძლევა ესა თუ ის დავალება შესასრულებლად. მთელი თამაშის 90% ეს არის მიდი ამა და ამ ადგილზე ბარში ბოსის წარმომადგენელთან საქმის მისაღებად, წაიყვანე ჯო (ვიტოს ბავშვობის მეგობარი) გარკვეულ ადგილზე და წაიყვანე ჯო სახლში, წადი სახლში დასაძინებლად. აქედან იკარგება ის მოტივაცია რაც მოთამაშეს უნდა ჰქონდეს. ამგავარად მისიებს აკლია მრავალფეროვნება განსხვავებით ორიგინალისგან.

ირონიულობას იწვევს ისიც, რომ თამაშის სამოქმედო რუქაზე აღნიშნული მარკერები სრულიად ტყუილადაა მოცემული იმ გაგებით, რომ მათი გამოყენების აუცილებლობას ვერანაირად ვერ ხედავ. თამაში საშუალო სიძნელეზე (სულ სამი მარტივი სიძნელეა და ვერცერთით ვერ გახსნი მაგალითად, როგორც ორიგინალში იყო, უფრო კიდევ რთულ რეჟიმს, რაც კიდევ ერთი მინუსია, თუმცა უმნიშვნელო) ისე დავასრულე მთლიანად, რომ არც ბენზინგასამართი სადგურებში საწვავის შევსება, არც იარაღის მაღაზიების ნახვა, არც სწრაფი კვების სასადილოებში შევლა, არც ავტომანქანის შეკეთება და გარეცხვა არ გამომიყენებია. რატომ, რატომ? იბადება კითხვები... როდესაც შემქმნელებს შეეძლოთ ამ ყოველივეს აქტიურად გამოყენების აუცილებლობა ჩაედოთ თამაშში, თუნდაც მისიების შესრულების დროს. ამგვარად, კიდევ ერთხელ - ეს ყოველივე ამშვენებს, უბრალოდ, ქალაქს და არანაირი სხვა, არსებითი ინტერესი არ გეძლევა მათი გამოყენებისა; შესაბამისად თანხის გამომუშავებისა, რომლის საშუალებებიც, ასევე მწირადაა ამხელა "იმპერიაში".

დასკვნა. ეს სინანული გვიჩნდება იმიტომ, რომ ვხედავთ ამხელა თამაშს რამხელა პოტენციალი აქვს; მისი დასრულების შემდეგ ამხელა ქალაქს ისე ტოვებ, რომ მასში ქალაქის სილამაზის ნახვისა და გასეირნების სურვილის გარდა სხვა მიზეზი არ გაქვს დაბრუნდე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ასე დატოვონ შემქმნელებმა ყველაფერი და გაცილებით მალე, ვიდრე გვგონია, არ გვანახონ საინტერესო და ამ მინუსების გამომასწორებელი გაგრძელება. ამ ყოველივეზე ფიქრს უკვე შუა მისიებიდან იწყებ. თუმცა მასზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, თამაშისგან მართლაც საკმარის სიამოვნებას ვღებულობთ. მით უმეტეს, რომ თვალები მთელი თამაშის მანძილზე არ წყდება მასში არსებულ სილამაზეს არაერთი კუთხით და პერსონაჟთა მოქმედებების საინტერესო განვითარებას. ამგვარად სიუჟეტი საერთო ჯამში გამოვიდა კარგი და განსხვავებული, თუმცა ძალიან მარტივი და მოკლე, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო თამაშში, რომელსაც 7 წელია აკეთებდნენ.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

უბანძესი საბოლოო მესამედი ნაგლეჯი მთელი იმ 7 წლის ნაშრომისა მე ამათ კაპიტალისტ დედებს ჩავეხუტე

პ.ს არადა შედევრი გამოდიოდა

Link to comment
Share on other sites

არადა შედევრი გამოდიოდა

და არ გამოვიდა?

ჩემი აზრით მაგარი გამოუვიდათ, რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით..

Link to comment
Share on other sites

და არ გამოვიდა?

ჩემი აზრით მაგარი გამოუვიდათ, რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით..

შენ როგორც ჩანს არ იცი რეები ამოჭრეს....

Link to comment
Share on other sites

არა არაფერი გამიგია მაგაზე

Link to comment
Share on other sites

არა არაფერი გამიგია მაგაზე

http://mafia2removedfeatures.wikia.com/wiki/Real_Mafia_2_Wiki

აგერ ნახე

Link to comment
Share on other sites

უბანძესი

ვერ დაგეთანხმები

Link to comment
Share on other sites

საშვალოზე ცოტა უკეთესი დონის თამაშია, ეგეც გრაფიკის ხარჯზე თორე გრაფიკაც რომ საშვალო დონის ქონოდა 65%-ზე მეტს არ იმსახურებდა ეს იგრა ჩემი აზრით

Link to comment
Share on other sites

მარტო გრაფიკა რატო ფიზიკაც კარგი ჰქონდა, ცალკე ფიზიკას არ ვგულისხმობ თვითონ თამაშის დვიჟოკი, მაგრა რეალურად იყო გაკეთებული...

Link to comment
Share on other sites

ფიზიკა მერე გრაფიკის კომპონენტია ფაქტიურათ, მითუმეტეს მაგ თამაშს ფიზიკა GPU-ზე აქვს ნვიდიას კარტებზე, ვიზუალურ ეფექტებს მიეკუთვნება ფიზიკა ამიტომ გრაფიკაა ფაქტიურათ

Link to comment
Share on other sites

http://mafia2removedfeatures.wikia.com/wiki/Real_Mafia_2_Wiki

აგერ ნახე

აგერ ნახეთ ხალხო რა უქნეს ამ თამაშს და არ იყტვით რო მაგარია

50ზე მეტი რამე ამოჭრეს:

ერთი რაცაა იმაზე 2 იმდენი მისიები, 4 კანცოვკა , რეპუტაციის სისტემა, ჯერ მარტო სიცილიაში დედაუტირე კაი 20 მისია იყო სადღაც,

მერე ლოკაციები ამოჭრეს იმის დედაც ჯეკ......

200 საუნდტრეკიდან 120 დარჩა მარტო , თამაშში იყო თავიდან 70 მანქანა, ეხლა რამდენია???????? 40მდე ძლივს ადის

მოკლედ გული მიკვდება ამ თემაზე მაგრად :s

მეტირება :cry: :cry: :cry:

Link to comment
Share on other sites

უბანძესი საბოლოო მესამედი ნაგლეჯი მთელი იმ 7 წლის ნაშრომისა მე ამათ კაპიტალისტ დედებს ჩავეხუტე

პ.ს არადა შედევრი გამოდიოდა

ვარდისფერი სათვალით სიტუაციის შეხედვა.

მთავარი ის კიარაა რა გამოდიოდა, მთავარი ისაა, რა გამოვიდა. მასე Half-Life 2 იყო იმაზე ორჯერ გრძელი, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ ხოშიანი თამაში იყო. უბრალოდ მაფიის დეველოპერები წარსულში ჩარჩნენ, თორემ არსებობს ერთი რაღაც, რასაც ბლურეი დისკი ქვია და რაზეც ნებისმიერი კონსოლის თამაში ჩაეტევა.

ახლა არ დაიწყოთ Xbox-ს არ აქვს ბლურეიო, სონიზე შეეძლოთ გამოეშვათ :)

Link to comment
Share on other sites

ვარდისფერი სათვალით სიტუაციის შეხედვა.

მთავარი ის კიარაა რა გამოდიოდა, მთავარი ისაა, რა გამოვიდა. მასე Half-Life 2 იყო იმაზე ორჯერ გრძელი, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ ხოშიანი თამაში იყო. უბრალოდ მაფიის დეველოპერები წარსულში ჩარჩნენ, თორემ არსებობს ერთი რაღაც, რასაც ბლურეი დისკი ქვია და რაზეც ნებისმიერი კონსოლის თამაში ჩაეტევა.

ახლა არ დაიწყოთ Xbox-ს არ აქვს ბლურეიო, სონიზე შეეძლოთ გამოეშვათ :)

აიღე GTA 4, რა რამე ვერ დაეტია ყუთზე? ყველაფერიც დაეტია

აქ დატევაზე კი არ იყო, არამედ მეტი ფული ვიშოვოთ და ამოჭრილი კონტენტი DLC-ად გავყიდოთ

მარა სად წავიდა დანარჩენი კონტენტი ვერ ვხვდები, რაღაც ნაწილი Joe-ში გაუშვეს, მარა დანარჩენი სადაა XZ

Link to comment
Share on other sites

ვერ ასწრებდენ ოპტიმიზაციას და მაგიტომ ამოჭრეს ალბათ შეიძლება რაღაცა ტეხნიკური წუნიც იყო, ყველაფერი დროის ფულის და ტეხნიკური შესაძლებლობების ამბავია, ვერ გაქაჩეს ეტყობა და გამოუშვეს ისეთ ვიდში რის გამოშვებასაც ასწრებდენ მისაღებ ფორმაში

Link to comment
Share on other sites

და რა უნდა ყოფილიყო ისე როგორ უნდა დაეტვირთა სისტემა რო ვეღარ გაშვებულიყო ეგენი... ეხლა რაცაა ჩემ სისტემაზე ფიზიკიანად უპრობლემოდ გაეშვა 30 40FPS და რა უნდა ექნა მაგ დამატებებს ისეთი :|

Link to comment
Share on other sites

რა და როგორ უნდა გამოეშვათ და რა ვიდში არ ვიცი ნამდილათ, მაგრამ ფაქტია რაც გამოუშვეს ის მართლა ნიტო დონისაა მთლიან ჯამში

Link to comment
Share on other sites

ვეთანხმები სეივს ... შლაკი გამოუვიდათ ... ყველანაირად

კი დავხურე მაგრამ როგორ - ზაფხულში , რომ არ გამოსულიყო საერთოდ არც გავეკარებოდი ...

თან ოუფენ ვორლდის შესაძლებლობები აქვს 100%-იდნან 0.00000000000000000000000001 ... შესაბამისად - "ნიკაკოი ეტო ნახუი ნი ოფენვორლდ" © ჩვეულებრივი ტუპოი შუთერი გამოუვიდათ

პ.ს. პირველი ნაწილიც არასოდეს მევასებოდა , უბრალოდ ამდენი "ვაუ"-ს მერე (გეიმფლეი ვიდეოები , ტრეილერები და ბლაბლაბლა) ეგეთ ღლეობას ნაღდად არ ველოდი

Link to comment
Share on other sites

პირველი ნაწილი შედევრი იყო. ესეც არ იყო ცუდი მაგრამ ბევრი რამ აკლდა. ჯერ ამდენი ხანი გვალოდინეს და 6 საათში იხურება თამაში. მერე open world მართლა არ იყო. მაღაზიებიც იდიოტიზმი. ყველგან ერთი და იგივე იყიდებოდა საჭმლის/ტანსაცმლის/და იარაღის. მაგრა ჩაა*ვეს. ასევე მანქანებიც ძალიან ცოტა იყო და რუკაც. მოკლედ რა იმედია გაითვალისწინებენ და როცა 4-5-6-7 წელში გამოვა მაფია 3 თუ გამოვა ვაბშე ეგ ახვრები გაითვალისწინებენ რომ არ დაყონ თამაში ფულის გაკეთების გამო თორემ ადონი საზიზღობაა ყველა

Link to comment
Share on other sites

რატომღაც მგონია რომ რაც ადონებში ჩადეს ეგენი არ ამოუღიათ თამაშის შექმნის დროს და უბრალოთ მერე დაამატეს პახოდუ თამაშის გამოშვების შემდეგ, ასე რომ მაგი ატკავორკა ამ შემთხვევაში არ ჭრის, ან ეგენი რომ მანამდე დაემატებინარ რას შეცლიდა რომ დიდათ, ჩემი აზრით არაფერ გავლენას არ ახდენს ფაქტიურათ თამაშზე ეგ ადონები იმიტომ რომ ყველა იდიოტობები იყო ფაქტიურათ

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

კრეკი გაქვთ ვინმეს?

Link to comment
Share on other sites

რეები დაგიწერიათ რა საშუალოზე ოდნავ მეტი ??

გემოვნების ამბავია თორე მაგას ნაღდად არ იტყოდით.

Edited by Vako™
Link to comment
Share on other sites

  • 5 weeks later...

მე 9/10 დავუწერ მაინც მაგარი გამოუვიდათ :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

+1,

პირველის მუშა ლინკი დადეთ რა,

მაგრად მინდა

ვერსად ვიშოვე მუშა.

ფარშივკა რამდენიც გინდა.

Link to comment
Share on other sites

+1,

პირველის მუშა ლინკი დადეთ რა,

მაგრად მინდა

ვერსად ვიშოვე მუშა.

ფარშივკა რამდენიც გინდა.

http://www.avoe.ge/games/one.php?mid=87 მუშაა 100% მეც ეს მქონდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.