Popular Post მიშა Posted November 2, 2010 Popular Post Share Posted November 2, 2010 გამარჯობათ ზარმაცქლოქერებო... დღეს შემოგთავაზებთ სტატიას სითბურ მილაკზე. ადრე, როდესაც ძალიან ლამერი ვიყავი, მეგონა, რომ ეს მილაკი კიარა, ღერო იყო. ანუ შიგნით ღრუ არ ჰქონდა. თუმცა შემდეგ გავიგე, რომ ეს არის მილაკი, შიგნით რაღაც ჰიპოთეტიური სითხით, რომელიც კარგი თბოგამტარია. ცოტა ხნის წინ ჩვენმა ნეირონმა მკითხა რა ასხია მაგ მილაკშიო და მეც ვიკიპედიის ლინკებთან ერთად გადავწყვიტე ჩავღრმავებოდი სითბურ მილაკს და გამერკვია რა არის, როგორ მუშაობს და რა ასხია შიგნით. ------------------------------------------------------------------------------------ როგორც გაირკვა, სითბური მილაკი არის სპილენძის ან ალუმინის მილაკი, რომელშიც ასხია გამაგრილებელი სითხე (წყალი, ეთანოლი, აცეტონი ან ვერცხლისწყალი) და ჰერმეტულადაა დარჩილული. ამასთან, სითხე მილაკს ბოლომდე არ ავსებს და მის დანარჩენ ნაწილში ვაკუუმია. როდესაც მილის ერთი ბოლო ხურდება, მასში მყოფი სითხე ორთქლდება და მიემართება მილის ცივი ბოლოსკენ. ვაკუუმი აჩქარებს ორთქლის ნაწილაკების გადაადგილებას. ორთქლი გადასცემს თავის სიმხურვალეს რადიატორს (რომელიც წესით და რიგით მილაკზე უნდა იყოს დამაგრებული), კონდენსირდება და ისევ სითხედ ქცეული მიემართება მილაკის ცხელი ბოლოსკენ. სქემატურად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მილაკი იყოს მაინცდამაინც ცილინდრული ფორმის. არსებობს ბრტყელი მილაკებიც. ერთ-ერთი ასეთი მილაკის სქემატურ ჭრილს სურათზე ხედავთ: ტექნოლოგია და მოქმედების პრინციპი იგივეა. საკმაოდ მარტივია ყველაფერი. დასასრულს მხოლოდ იმას დავძენ, რომ სითხეები შეირჩევა სითბური მილაკის მუშა ტემპერატურების შესაბამისად. გმადლობთ ყურადღებისთვის. 22 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
terrax Posted June 9, 2012 Share Posted June 9, 2012 :babu: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted June 9, 2012 Share Posted June 9, 2012 ?? rao`? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted June 9, 2012 Share Posted June 9, 2012 და ბრტყელ მილაკებს სად აყენებენ? არსად მინახავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted June 9, 2012 Share Posted June 9, 2012 ვაა, რამე თუ ესხა შიგნით არ ვიცოდი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
esi Posted June 10, 2012 Share Posted June 10, 2012 მადლობა კარგი ინფო იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted June 10, 2012 Author Share Posted June 10, 2012 და ბრტყელ მილაკებს სად აყენებენ? არსად მინახავს ზოგიერთ ქულერს აქვს პროცესორთან შეხების წერტილზე დაბრტყელებული მილაკი, რომ მეტი შეხების ფართობი ჰქონდეს. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gio_megrela Posted June 10, 2012 Share Posted June 10, 2012 :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted June 13, 2012 Share Posted June 13, 2012 ბრტყელ მილაკებთან დაკავშირებით ამ სურათებს წავაწყდი და იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted June 13, 2012 Share Posted June 13, 2012 + მილაკებიც განსხვავდება შიდა შენებით იმისათვის რომ შიდა ფართი გაიზარდოს მილაკის სითბო/სიცივის უკეთ გამოსაყოფად,იყენებენ 2 გვარ მეთოდს: ბრტყელ მილაკებში უმეტესად სპილენძის ფილტრისმაგვარი თბოგადამცემია,გუბკა ხომ იცით,აი მასეთითაა ამოფენილი კედელი,ოღონდ სპილენძისგან,სისქე 1მმ-მდეა. მეორენაირია: სითბოს გადაცემა უშუალოდ მილაკების კედლიდან გამოწეული ფირების საშვალებით ხდება.რომ მოვიცლი,სურათბს გადავუღბ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
geomaster1 Posted July 11, 2012 Share Posted July 11, 2012 ვინმემ თუ იცით ეს რაღაც სპილენძისმაგვარი ტრუპკები, სითბური მილაკებია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted July 11, 2012 Share Posted July 11, 2012 ვინმემ თუ იცით ეს რაღაც სპილენძისმაგვარი ტრუპკები, სითბური მილაკებია? კი სითბური მილაკებია და საკმაოდ მძლავრი გაგრილების სისტემაცაა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
shuma89 Posted July 26, 2012 Share Posted July 26, 2012 ალბათ ამ თემასთან ახლოსაა ჩემი კითხვა. ასუსის საილენთ ნაით მაქვს პროცესორზე რაც ეხება ესეთ ვიდზეა დაახლოებით აშკარაა რო საშნელებაა, მინდა გავაპრიალო იდეალური თბოგამტარობისთვის, ამიტომ მაინტერესებს რჩევა, რით გავაკეთო ეს ყველაფერი, უბრალოდ შკურკა რო ავიღო გავანადგურებ ვიცი, ვისაც გაუკეთებია იმისგან მაინტერესებს, რა ჯანდაბით გავაპრიალო :@ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted July 27, 2012 Author Share Posted July 27, 2012 ალბათ ამ თემასთან ახლოსაა ჩემი კითხვა. ასუსის საილენთ ნაით მაქვს პროცესორზე რაც ეხება ესეთ ვიდზეა დაახლოებით აშკარაა რო საშნელებაა, მინდა გავაპრიალო იდეალური თბოგამტარობისთვის, ამიტომ მაინტერესებს რჩევა, რით გავაკეთო ეს ყველაფერი, უბრალოდ შკურკა რო ავიღო გავანადგურებ ვიცი, ვისაც გაუკეთებია იმისგან მაინტერესებს, რა ჯანდაბით გავაპრიალო :@ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
mishka3339 Posted August 15, 2012 Share Posted August 15, 2012 მილაკში თუ სითხე იყო არ ვიციოდი, გაიხარე ავტორ საინტერესო თემისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted November 12, 2013 Share Posted November 12, 2013 აუ და რამაინტერესებს მაგ სითხის აორთქლების შანსი არსებობს ან გამოლევისს ???? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted November 12, 2013 Share Posted November 12, 2013 აუ და რამაინტერესებს მაგ სითხის აორთქლების შანსი არსებობს ან გამოლევისს ???? აორთქლდება თუ აპარებს ან თუ გატეხე, ისე კაი ხანს გემსახურება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted February 22, 2014 Share Posted February 22, 2014 ჩემი მაზერის ჩიპსეტის ქულერს რომ აქვს, ესეც ასეთი სითხიანი მილაკია ? https://www.asus.com/Motherboards/P5Q3/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
alex007 Posted March 2, 2014 Share Posted March 2, 2014 აი ჩემ მაზერსაც ეგეთიუ სითბური მილაკი აქვსს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.