X-treme user Posted September 29, 2011 Share Posted September 29, 2011 კომპანია AMD აპირებს Bulldozer-ზე FX-8170, FX-6120 და ასევე ჰიბრიდული А8-3870K და А6-3670K პროცესორების გამოშვებასაც. პირველ მათგანი იქნება FX-8150-ზე უფრო მაღალი წარმადობის მქონე მოდელი. ის მიიღებს რვა გამომთვლელ ბირთვს და II და III დონის კეშ-მეხსიერებას, თითოეულზე 8 მბ ოდენობით. მისი ტაქტური სიხშირე, აღნიშნულ CPU-სთან შედარებით, 200 მჰზ-ით მეტია - 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). FX-6120-ის შესახებ ინფორმაცია ბევრი არ არის: მხოლოდ იმას იტყობინებიან, რომ მის შემადგენლობაში შევა 6 ბირთვი, II დონის 6 მბ და III-ის 8 მბ კეშ-მეხსიერება. ზუსტად მსგავსი მონაცემები გააჩნია 12 ოქტომბერს გამომსვლელ FX-6100-საც, ასე, რომ ამ მხრივ, ის (FX-6120) არანაირ სიახლეს არ შემოიტანს. ხოლო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, როგორც FX-8170-ის შემთხვევაში, FX-6120-ის სიხშირეც 200 მჰზ-ით მაღალი იქნება, ანუ 3,5 გჰზ სტანდარტულ და 4,1 გჰზ ტურბო-რეჟიმის დროს. AMD FX პროცესორების ოფიციალური დებიუტი უნდა შედგეს 12 ოქტომბერს, ხოლო ახალი FX-8170 და FX-6120 გამოჩნდებიან მომდევნო წლის პირველ კვარტალში. რაც შეეხება APU А8-3870K და А6-3670K-ს, მათი პრემიერა შედარებით უფრო ადრე, ამ წლის IV კვარტალშია დაგეგმილი (საორიენტაციოდ, ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის დასაწყისში). ორივე მოდელის მამრავლი გახსნილი იქნება, რაც გაზრდის მათ ღირებულებას ენთუზიასტებსა და აჩქარების მოყვარულთა შორის. მათგან უფროსის ტაქტური სიხშირე გაუტოლდება 3 გჰზ-ს და მის კომპლექტაციაში შევა GPU Radeon HD 6550D, ხოლო უმცროსის ეს მაჩვენებელი 300 მჰზ-ით ნაკლები იქნება, ხოლო ინტეგრირებული გრაფიკული ბარათის როლში წარმოგვიდგება Radeon HD 6530D. ორივე APU-ს TDP 100 ვ-ია. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted September 29, 2011 Share Posted September 29, 2011 ააა რაც ლიანოებს ჰქონდათ ამ "K" პროცესორებსაც იგივე ექნებათ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 29, 2011 Author Share Posted September 29, 2011 3,8 გჰზ-იდან (ნომინალური) 4,4 გჰზ-მდე (მაქსიმალური). სიხშირეები ძალიან გიჟია მაგრა მაინტერესებს რეალურად რა წარმადობა ექნება პლუს ესენი ჰაერზე 5გჰზ დადებენ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 ეჰ ფიქრობთ ხო უკვე რატო გადავყარეთ ამხელა ფულიო ხო? :D :sarcastic_hanend: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-990FXA-UD3-990FX-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055QYKQO/ref=de_a_smtd ამ მაზერზე რა აზრის ხართ? SLI X16-ში იმუშავებს თუ X8-ში? http://www.amazon.com/GIGABYTE-GA-970A-UD3-AM3-SATA-Motherboard/dp/tech-data/B0055Q88EO/ref=de_a_smtd ამაზე? სერიოზულად დავიწყე ფიქრი ბულდოზერზე :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Geosa25 Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 2 x PCI Express x16 slot running at x16 დაფიქრდი აბა? იმუშავებს მგონი. 3 წლის წინანდელი მაზერი მაქვს P5E3 Pრო და ამაზე მუშაობს 2 ივე სლოტი X16 ში... ახალზე თუ არ იმუშავა და ამ ფირმების ჯმოტი ტუუუ მე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 30, 2011 Author Share Posted September 30, 2011 http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3894#ov Multi-display support with 2 way SLI™ and 2 way CrossFireX Flexible graphics capabilities - Up to 2 VGA cards are supported for either 2 way CrossFireX™ or 2 way SLI™ action (running at two x16 bandwidth), Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პირატა Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 სოსო ბატონო, სარაზგონოდ როგორი იქნება ხომ ვერ მეტყვით? და SATA 6 -ს HDD ბევრად უფრო სწრაფია? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted September 30, 2011 Author Share Posted September 30, 2011 სარაზგონოდ მშვენიერი იქნება და სატა 600 ვაბშე არაფერს იძლევა HDD-ზე სატა 300 აქვს 300მბიტი წამში გამტარობა ხოლო სატა 600 - 600 მბიტი ძალიან აკრგი HDD გამტარობა კიდე 120 მბიტს არ სცდება ! ასე რომ გინდა 300 ქონია და გინდა 1000 სატა 600 კარგია SSD-სთვის ისიც იმ შემთხვევაში თუ გამტარობა 300-ზე მეტი აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 წესით კარგი უნდა იყოს,ყოველშემთხვევაში 1155 სოკეტის კონკურენიცა გაუწიოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
im pac Posted September 30, 2011 Share Posted September 30, 2011 აუ მინდა რა , 3 - 4 თვეში ვიყიდი თუ გაამართლა მოლოდინი თან იქამდე ფასიც დაბალანსდება და შეილება უკეთესი ვერსიებიც წამოაწიონ. Love AMD :wub: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 1, 2011 Share Posted October 1, 2011 Biostar launches the TA990FXE motherboard http://guru3d.com/news/biostar-launches-the-ta990fxe-motherboard/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 3, 2011 Author Share Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 უკვე შემდეგ თაობაზეა საუბარი. barcelona-ს სუნი მცემს. ჩემი ? ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? :bliss: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 კი ვიტყოდი ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი მეთქი მაგრამ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ადრეა მაგაზე საუბარი იმედია ვცდები, მაგრამ სიმპტომები უკვე ბლომად არის. ჩემი ? nope L) ეგ არქიტექტურას ერქმევა >? როდის გამოვა ? უკვე გამოსულია. დააგვიანა გამოსხვლა, წარმოებაზე პრობლემები იყო, წარამდობა დაბალი ქონდა მოსალოდნელთან შედარებით და საკმაოდ ცუდი bug-ი ქონდა რომლის გამოსწორებასაც კიდევ ზემოდან შეეწირა წარმადობა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა :dabolili: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა ჰეჰე თუ შევძელი აუცილებლად გადავალ barca-ზე უკვე მოფერებით ვეძახი ნუ გააჩნია როგორი იქნება მარტო სახელის გამო არ ვიყიდი მარა მაზერის გამოცვლა არ მინდა :@ ისე გამოუშვან ისეთი რომ სულ 1 სოკეტი იყოს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 იმედია გაასწორებენ მაგის ბაგს და გაამართლებს როგორც სხვა რამეში ამართლებს ეგ სახელი საღოლ AMD რა კარგი სახელი დაურქმევია მაგაზე მე დავწერ რევიუს, რომ გამოვა barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 3, 2011 Share Posted October 3, 2011 barcelona უკვე წარსულია და კი bug-ები გაასწორეს. რა ცუდია AMD ში რომ არ ვერკვევი :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted October 4, 2011 Share Posted October 4, 2011 ინფორმაციულ წყარო - Micro Center-ს, ინტერნეტ-მაღაზიის ბმულთან ერთად მოჰყავს ცნობები, რომ AMD Bulldozer პროცესორების გამოსვლა უკვე მომდევნო კვირას შედგება, ზუსტად კი - 12 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტების ანონსი არაერთხელ იქნა გადატანილი, ადრე ამ თარიღს ასახელებდა თურქული საიტი - DonanimHaber-იც, რაც ამ ინფორმაციას უფრო დამაჯერებელს ხდის. ისვე აღნიშნავს, რომ ახალი არქიტექტურის მქონე ფლაგმანი გახდება FX-8150, ნომინალურ 3,6 და Turbo რეჟიმზე - 4,2 გჰზ სიხშირით. სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო წლის პირველ კვარტალში, ლიდერობა უკვე სხვა მოდელს, FX-8170-ს ერგოს. Nordic Hardware, IXBT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 4, 2011 Share Posted October 4, 2011 AMD Bulldozer FX-Series Launch Date Confirmed http://guru3d.com/news/amd-bulldozer-fxseries-launch-date-confirmed/ 12 ოქტომბერს უნდა გამოვიდნენ წესით მართლა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted October 4, 2011 Share Posted October 4, 2011 ვა ძალიან კარგია როგორც იქნა რა ისა და დღეს რა რიცხვიაა? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted October 4, 2011 Share Posted October 4, 2011 დიდი მოთმინებით ველოდები,ჩემთვის მთავარია ნორმ რაზგონდებოდეს და თამაშებში იყოს კარგი და ბულდოზერი მგონი მართლა კარგი გამოსავალია თან კარგად რაზგონდება :spiteful: 8.429გჰზ-ო! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ailamo Posted October 5, 2011 Share Posted October 5, 2011 reviewer-ების გარკვეულმა ნაწილმა უკვე მიიღო ჩიპები, ეს იმას ნიშანვს რომ 7-10 დღის განმავლობაში გამოვა, ამჯერად აღარ გადაიდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.