Jump to content

Recommended Posts

შემოგთავაზებთ პრემიუმ კლასის HIFI ყურსასმენების მცირედ რევიუს.

 

 

საკუთარი მოხმარებისთვის ვეძებდი ყურსასმენს 150 ევრომდე ფასში.ამ ზონაში კი შესაძლებელია მხოლოდ პრემიუმ კლასის ყიდვა. რეფერენს კლასი და ჰაი ენდი ძალიან ძვირია, ამიტომ დავკმაყოფილდი მოკვდავებისთვის გათვლილი ტექნიკით :P. მცირედი კონტრასტისთვის რევიუში ჩავრთე საუკეთესო და იაფი ბასჰედი სონის XB-500.

 

 

ტესტი ჩავატარე კრეატივის საუნდ ბლასტერ Z მოდელზე

სატესტო მუსიკა: ზეპელინი, ფარფლი , ფლოიდი , ნირვანა --- მაილს დევისი---ჯერუ(იშვიათი რეპერია ვინც დრამს ხმარობს და არა ლუპებს)

 

 

 

 

 

ტესტში მოხვედრილი მოდელები:

 

 

1. SONY XB-500

 

გახლავთ დაბალომიანი დახურული ყურსასმენი.გამოირჩევა ძალიან ძლიერი ბასით,საუკეთესო კომფორტით.გახლავთ ფასის გათვალისწინებით უკონკურენტო ყურსასმენი ამ ზონაში.მსგავსი ბასი მე არცერთ სხვა ყურსასმენზე არ მომისმენია.

პირდაპირი გაგებით რომ ვთქვათ,ყურსასმენი თავზე ხტუნაობს. თუმცა ეს ბასი უფრო კარგია ელექტრო მუსიკის და ზოგადად სინთეტიკური ბასის გამოცემისთვის. როკის მოსასმენად არცთუ იდეალური ყურსასმენია XB-500

 

92b71deb9717.jpg

 

დადებითი მხარეები:

 

კომფორტი

ფასი 60 დოლარი

ბასი როგორც დაბალ ასევე მაღალ ზონაში

 

 

უარყოფითი მხარეები:

 

შუა ზონაში აკუსტიკური მუსიკის მოსმენა ნამდვილად არაა იდეალური ვარიანტი.გარჩევადობა საშუალო დონისაც ვერაა

ინსტრუმეტების დაყოფა არ ხდება ისეთ დონეზე როგორც საჭიროა

 

მაღალ ზონაში ძალიან დიდია "ცშ" ეფექტი.სონის აშკარად უყვარს დაგუდული ბაგაბუგა ხმა

 

 

 

დასკვნა:

 

ზოგადად მართლა ძალიან კარგი ყურსასმენია.სონის XB სერიაში საუკეთესო ყურსასმენია ბასის/შუა/მაღალი ზონის ბალანსით.ყველას ვურჩევ ვისაც სინთეტიკური მუსიკა მოსწონს.ვინც როკს ან ჯაზს უსმენს იმათაც შეუძლიათ იყიდონ ეს ყურსასმენი და ისიამოვნონ.უბრალოდ მართლა კარგ ყურსასმენში მოსმენა სულ სხვა სიამოვნებაა

 

 

 

Audio Technica ATH-M50

 

 

ამ ყურსასმენზე ალბათ ყველაზე მეტი რევიუებია დაწერილი.მე ვერ ვნახე ადამიანი/იუზერი ვერსად ვინც მეტყოდა რომ ეს ყურსასმენი ცუდია ან რომ არ უნდა ვიყიდო. სამწუხაროდ აუდიო ტექნიკას ნაქებმა მოდელმა ვერ გამაოცა.

მე ვერ დავინახე ის მიზეზი თუ რატომ უნდა გადავიხადო 60 ევროდან კიდე 100 ზემოთ სონის XB 500 თან შედარებით.

გახლავთ დახურული ტიპის სტუდიო მონიტორი.

 

f6987f681e32.jpg

 

დადებითი მხარეები:

 

 

დიზაინი

ძალიან მოქნილი და მოძრავი ყურსადები.განსაკუთრებით გამოსადეგია დიჯეისთვის

კარგი ბასი თუმცა 1 კლასით დაბლა დგას ვიდრე სონი XB 500

სონი XB 500ზე უკეთესი შUა და მაღალი ზონა. თუმცა 2 კლასით დაბლა დგას ვიდრე ბაიერდინამიკის მოდელი

 

 

უარყოფითი მხარეები:

 

ფასი 150 დოლარი

შუა და მაღალი ზონა ვერაა იმ დონის რომ ეს ფასი ედოს ამ ყურსასმენს

რეალურად სტუდიო მონიტორი კი არა ბასჰედი უფროა

 

 

 

 

BOSE AE2

 

 

 

ამ ყურასმენმა ნამდვილად გამაოცა.

დახურული ტიპის მსუბუქი პორტატული ყურსასმენი გახლავთ.

არ აქვს პრეტენზია არც სტუიურ კლასზე არც მონიტორობაზე

თუმცა ფასში იგივე სიმაღლე უკავია. 130 დოლარად იყიდება ეს ყურსასმენი

 

7cfc26597ac2.jpg

 

დადებითი მხარეები:

 

 

 

სუფთა ხმა შუა და მაღალ ზონაში. სუფთას რომ ვამბობ აქ ვგულისხმობ მართლა ძალიან ძალიან კარგ და სუფთა ხმას

მკვეთრი და კარგი ბასი. თუმცა ასე 100 ჰერციდან აქვს ბასი. მწარმოებელმა ალბათ აირიდა თავიდან პრობლემები და უბრალოდ ფილტრავენ დაბალი დიაპაზონის ბასს. ასე უფრო ადვილია ყურსასმენის გაკეთება რომელიც ასეთ ხმას იძლევა

 

კომფორტულობა. ძალიან პორტატული და მოხერხებული ყურსასმენია.ნამდვილად დამენანა უკან დაბრუნება.

 

შუა და მაღალ ზონაში 2 თავით მაღლა დავაყენებდი ვიდრე სონი XB 500 და 1 თავით მაღლა ვიდრე აუდიო ტექნიკა მ50ს. თითქმის იგივე სისუფთავე აქვს რაც ბაიერდინამიკს,მაგრამ მაინც აკლია ის გარჩევადობა და დეტალები

 

კაბელი ძვრება და გამოცვლა შესაძლებელია გაფუჭების შემთხვევაში

 

უარყოფითი მხარეები:

 

 

ფასი 130 დოლარი

დაბალი ბასი საერთოდ არ აქვს

სილამაზის მიუხედავად საკმაოდ სუსტი ჩანს და არ მგონია ბევრს გაუძლოს

 

 

 

 

Beyerdynamic DT 990 Pro 250 Ohm

 

 

ამ ყურსასმენმა ნამდვილად ახალ და უცნობ სამყაროში გამისროლა. ჯერ არ მომისმენია ამდენი დეტალი და სივრცე ყურსასმენიდან.მწარმოებელი ამბობს რომ ეს ღია ტიპის სტუდიო მონიტორი იყენებს 80% ით უფრო მსუბუქ დიაფრაგმას და მაგნიტს რაც 4 ჯერ ამცირებს ვიბრაციებს და უახლოვდება ელექტროსტატიკური ყურსასმენის ჟღერადობას. პირველი წუთები იმდენად უცნაური იყო ჩემთვის ,რომ ვერ ვიგებდი რატო ჟღერდა ყურსასმენი ასე.

2 დღის შემდეგ უკვე თავიდან ვერ ვიხსნიდი. როკის,ჯაზის და ზოგადად პოლიინსტრუმენტალური მუსიკის მოსმენა სუფთა ორგაზმია ამ ყურსასმენში.

 

ეს ყურსასმენი გამოდის 1985 წლიდან და ამ 28 წელში არაფერი არ შეცვლილა.

ყურის მისადებები იცვლება და შესაძლებელია ტყავის დაყენება.

 

5d99f448b6ad.jpg

 

დადებითი მხარეები:

 

საუკეთესო დეტალიზაცია რაც ოდესმე მომისმენია

 

ძალიან ძალიან კარგი დაბალი და მაღალი დიაპაზონის ბასი. ეს ბასი არ გავს სონის ბასს. სულ სხვა ბასია.ძნელია ამის ახსნა.ბაიერის ბასი ისე არ ურტყამს როგორც სონიში.თუმცა ისე ურტყამს ზუსტად როგორც დრამი უნდა ურტყამდეს რეალობაში. არც მეტი და არც ნაკლები.

 

სივრცული ჟღერადობა. ღია ტიპის ყურსასმენია და გასაკვირი არაა ,რომ სივრცულ ხმას გადასარევად გამოსცემს

 

ყურსადები ისეთი მოსახერხებელია და ისეთი კარგი,რომ ყურიდან მოხსნა არ მოგინდებათ.აქამდე მეგონა რომ Xბ 500ზე კომფორტული არაფერი იარსებებდა. 

 

რეალობაში ყურსასმენი გამოიყურება ბევრად უკეთესად ვიდრე სურათებზე.

 

ინსტრუმენტების გარჩევადობა ისეთ დონეზეა ,რომ ყველა ფაილის ხელახლა ჩამოწერას მანდომებს მაქსიმალურ ხარისხში

 

 

ფასი 160 ევრო. დიახ ეს დადებითი მხარეა. ამ კლასის ჟღერადობა ამ ფასად ნამდვილად სამართლიანი ფასია

 

 

უარყოფითი მხარეები:

 

 

კაბელი არ იცვლება და წლების მერე თუ გაფუჭდა საცოდაობა იქნება ასეთი ყურსასმენის გადაგდება. ამ კლასის ყურსასმენისთვის ჯობდა შტეკერი დაეყენებინათ

 

მაღალი ომი. ამის გამო პორტატულ პლეერში და სტანდარტულ საუნდკარტაზე ვერ გამოიყენებთ. კი იმუშავებს მაგრამ ძალიან დაბალი ხმა ექნება. ჩემ საუნდ კარტას კარგი გამაძლიერებელი აქვს 600 ომამდე მაგრამ მაინც ~50% ზე ქოქავს ამ ყურსასმენს. იდეაში ეს პლუსი უფროა ვიდრე მინუსი მაგრამ მაინც აქ ვწერ ,იმიტომ რომ ბევრმა არც იცის რეალურად რა არის იმპედანსი

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

M50 ცოტა განსხვავებული შთაბეჭდილება დამრჩა მაინც. ჩემთან უფრო თანაბარი ტონალობა ქონდა, საშუალო/მაღლებშიც გამჭირვალე იყო, დეტალური. ბასჰედს ვერ მივაწერ ნამდვილად.
სავარაუდოდ საუნდ კარტის მიზეზი უნდა იყოს.

Link to comment
Share on other sites

რა უნდა იყოს საუნდკარტის მიზეზი 

არ მგონია

სადაც დტ 990 პრო დაქოქა ისე რომ სიამოვნება მივიღე მანდ M50 უნდა გაფრენილიყო

 

 

 

ზოგადად ასეთი ტესტი ზედმეტად სუბიექტურია და ზოგადად არაფერს ამბობს

ეს ყველაფერი მე აღვიქვი ასე ტორე სხვას შეიძლება 990 სულ არ მოეწონოს



მე ვერ წარმომიდგენია რომ მე მაქ საუკეთესო ყური დამ მტელი მსოფლიო სულელები არიან

სავარაუდოდ უბრალოდ ჩემი ყურისთვის ვერ გამოდგა თორე ამდენი ხალხი არ შეაქებდა ხო...

Link to comment
Share on other sites

quote name="westsider" post="595287"]
რა უნდა იყოს საუნდკარტის მიზეზი არ მგონია სადაც დტ 990 პრო დაქოქა ისე რომ სიამოვნება მივიღე მანდ M50 უნდა გაფრენილიყო

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.