Popular Post Gamersa Ninja Posted February 23, 2013 Popular Post Share Posted February 23, 2013 Titan-ის ადგილი სერიაში სანამ დავიწყებდე მინდა იცოდეთ რომ Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე.შესავალი უკვე დიდი ხანია რაც ხმა გავარდა NVIDIA-ს ახალ ბარათზე რომელიც იქნება არამარტო უსწრაფესი მსოფლიოში არამედ საკმაოდ მიუახლოვდება მისი წინამორბედის SLI-სწარმარდობას. ასეთი სიმძლავრე ახალ GK110 ბირთვის არქიტექტურას მოყვა. შეიძლება ეს სახელი გეცნობათ რადგან რამდენიმე თვის წინ NVIDIA-მ გამოიყენა იგივე ჩიპი თავის პროფესიონალურ Tesla K20X პროდუქტში.GK110 ჩვენ 1 წლის წინ GTX680-ში უნდა გვენახა, მაგრამ NVIDIA-მ გადაწყვიტა, რომ GTX680 GK104-ში ჩაეტია. ალბათ უკვე შეამჩნიეთ თუ როგორ გაუზარდა ორ ბირთვიან HD7970-ს წარმარდობა ახალმა დრაივერებმა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა კონკურენტობა ორ გიგანტ კომპანიას შორის. ამას კი დაემატა Crysis 3-ის გამოსვლა. Crytec-მა არ დაარღვია თავისი წესი და ამ თამაშში ჩააქსოვა ჩვენთვის აქამდე უნახავი ვიზუალი, მაგრამ ეს გრაფიკული ნახტომი მოითხოვდა ძალიან მძლავრ ვიდეოკარტას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დრაივერებით 4,5 და 6 სერიის კარტებს შესამჩნევად მოემატათ წარმარდობა ამ თამაში, მაინც სჭირდებოდა ამ ახალ ძრავას GTX680-ის დონის დაფა FULL HD-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოდ. ამიტომაც მწვანეში ჩაცმულმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი რომელიც იქნებოდა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ბაზარზე. არც ისე დიდი ხანი იყო იდეის ჩასახვიდან გასული და უეცრად ბუმ, მისია შესრულებულია. მათ შექმნეს ახალი ჩიპი, 2688 Cuda ბირთვით მიამაგრეს საკაიფო დიზაინის PCB-ს და იქვე დაუმატეს 384 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 6GB მეხსიერება. სისტემური უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყეს ბიოსის და დრაივერების დახვეწა.Titan-ი შექმნილია რაზგონისთვის. მასში გახსნეს ვოლტიჯის კონტროლის შესაძლებლობა და შეუერთეს GPU Boost 2.0, ასე ვიდეოს შეუძლია დარაზგონდეს 1100-1150 Mhz-მდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ბიოს ში უნდა მიუთითო და თავისით იზამს ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში. თუ არ მოინდომებთ ამ ტექნოლოგიით სარგებლობას, მაშინ რეფერენცული სიხშირე 826 Mhz დან 876 Mhz-მდე იწევს ბუსტის დახმარებით. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ იფიქრებთ რომ ეს ბარათს დიდი ენერგომოხმარება ექნება, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვისას ის მხოლოდ 250 ვატს მოიხმარს, რაც საკმაოდ მისაღებია ასეთი მონსტრისთვის. ტექნოლოგიური მახასიათებლები მწვანე მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეძლეს და თავიანთ 28 ნანომეტრიან კეპლერ ის არქიტექტურით აგებულ ჩიპში 7.1 მილიონი ტრანსისტორის მოთავსება. GK110 ჩიპში ვიღებთ თითო SMX-ის კასეტაზე 192 Cuda პროცესორს.ამ ბირთვში სულ 15 SMX კასეტაა მოთავსებული, მაგრამ მათგან ერთერთი გათიშულია. 14 ცალი 192 Cuda ბირთვის შემცველი კასეტა საბოლოოდ გვაძლევს2688 Cuda პროცესორს.კიდევ ერთი SMX-ის აქტიური კასეტა და ჩვენ მივიღებდით 2880 Cuda პროცესორს. თუ ჩვენ Titan-სშევადარებთ GTX680-ს ტრანსისტორების მხრივ შევამჩნევთ რომ მათი რაოდენობა გაორმაგებულია. 384 ბიტი ინტერფეისის მქონე გდდრ 5 6გბ მეხსიერება გვპირდება 288GB/S გამტარობას. 6გბ მეხსიერება 2560x1600 გაფართოებაზე თამაშისასაც ზედმეტია, მეხსიერების ასეთ მაშტაბური ზრდა ალბათ იმას გვახვედრებს რომ NVIDIA 3D Vision ტექნოლოგიის სტაბილიზაციას აპირებს. Titan-ით შესაძლებელია სამი 2560x1600 გაფართოების მქონე მონიტორით 3D-ში თამაში.ამ სურათზე ნაჩვენებია GK110 არქიტექტურის აგებულება. ამ 5 კასეტიდან თითოეული მათგანი შეიცავს 3 SMX-ის კასეტას, სულ გამოდის 3*5=15 SMX-ის კასეტა. ასევე ჩანს 6 64 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი ესეც ჩვენი 384 ბიტი. Titan-ის სიხშირეებს საკმაოდ ბევრი აკლიათ 1GHz-მდე, ეს დამახასიათებელია ისეთი დიდი ჩიპისთვის როგორიც GK110-ია. თითო SMX-ის კასეტაში მოთავსებულია 16 Texture unit-ი და მთლიანობაში გვაქვს 224 Texture unit.GTX 580-ს აქვს 16 SMX x 4 Texture unit = 64GTX 680-ს გააჩნია 8 SMX x 16 Texture unit = 128GTX Titan-ს აქვს 16 SMX x 16 Texture unit = 224GPU Boost 2.0NVIDIA-მ წარმოგვიდგინა GPU Boost-ის ახალი ვერსია.სანამ ახალზე გადავალ ჯერ მოკლედ გეტყვით ამ პროგრამისს დანიშნულებას. როგორც ვიცით ზოგ თამაშს სულაც არ ჭირდება ძლიერი ვიდეოდაფა და ბარათიც უშედეგოდ იყენებს მის მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამით დენს წვავს და ხურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწვანეებმა წარმოგვიდგინეს პროგრამა რომელიც პირველად 6 სერიაში გამოჩნდა და მისი დანიშნულება იყო საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მოემატებინა სიხშირეები რაც FPS-ის ზრდას იწვევდა.ზრდა მიახლოებით 3-6 კადრ წამებში მერყეობდა. განახლებული ვერსია ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს ამ ზრდას ანუ ჩვეულებრივ კარტის საშუალო ტემპერატურა 80 ცელსიუსია, თამაშისას ეს ახალი ტექნოლოგია იქამდე უმატებს ვოლტიჯს და სიხშირეებს სანამ დაფა ამ 80 გრადუსს არ მიაღწევს. შესაძლებელია საშუალო ტემპერატურა აწიოთ 90+ ცელსიუსამდე, ესგააჩენს ცოტა მეტ პოტენციალს რაზგონისთვის. Titan-ის გამოსვლის კვირაში პროგრამები: EVGA PRECISION და MSI AFTERBURNER შემოგვთავაზებენ, განახლებას რომლითაც შესაძლებელი გახდება მთლიანად გააკონტროლოთ ამ დაფის რაზგონი. ვოლტიჯის გახსნამ გამოიწვია ტემპერატურის საკმაო მატება. სტოკზე დაფა იმუშავებს 1.162 mV ძაბვაზე. ძაბვის მატება უკვე შესაძლებელი გახდება NVIDIA-ს კონტროლის პანელიდან, მაგრამ EULA შეეცდება აგიხსნას რომ ვოლტის მატების თანდაყოლილი მოვლენაა ბარათის სიცოცხლიანობის შემცირება. მაგალითად თუ თქვენ ბარათის ძაბვას 1.162 დან 1.250-მდე აწევთ მაშინ მისი სიცოცხლიანობა განახევრდება, ანუ 5 წლის მაგივრად იცხოვრებს 2-3 წელი. კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ ძაბვის მატება არ იმოქმედებს თქვენ გარანტიაზე, მაგრამ გარანტია 2 წელი თუ გაქვთ და 3 წელში მოგიკვდებათ ძაბვის მატების გამო ეს უკვე თქვენი პრობლემა იქნება. შესაძლებელია რამდენიმე პარტნიორმა არ გახსნას ვოლტი, მაგრამ კომპანიების უმეტესობას ექნება გახსნილი და მაქსიმუმ 1.20 mV-მდე გახდება შესაძლებელი გაზრდა.დიზაინი და გაგრილება ამდენი წლის განმავლობაში პირველად NVIDIA-მ ცოტათი მაინც შეცვალა თავისი ბარათის დიზაინი. მათ გადაწყვიტეს GTX690-ის სტილი გაეგრძელებინათ. სხვა რეფერენცებთან შედარებით ქულერი უფრო მძლავრი და ჩუმი გამოვიდა. სიგრძეში 10.5 ინჩი ანუ 27 სანტიმეტრი გამოვიდა, GTX680-თან შედარებით 0.5 ინჩით მეტია. რადიატორის ზევით მოთავსებულია გამჭვირვალე სტეკლო, ასე რომ შესაძლებელია ალუმინის ხროვაში ჩახედვა. გაგრილება აწყობილია ისე, რომ ბირთვი იღებს მაქსიმალურ სიგრილეს მინიმალურ ხმაურზე დაყრდნობით. პორტებში შედის: 2x Dual-link DVI, Full size HDMI და Full size Display პორტები.რატომღაც ზოგს გონია რომ Dual-link DVI პორტს შეუძლია 2 მონიტორის ჩვენება, მაგრამ რეალურად მასი შესაძლებლობაა 1920x1200 რეზოლუციაზე და ზევით ან 120Hz ჰერციან მონიროზე ჩვენება. დაფის ღირებულება GTX690-ის ფასს გაუტოლდება და 999 დოლარი იქნება. ასეთი ფასი NVIDIA-ს 8 სერიის მერე არ მოუთხოვია ერთ ბირთვიან ვიდეოზე, მაგრამ თუ მისი სიმძლავრე GTX690-ს გაუტოლდება მაშინ, ყოველთვის ჯობია ერთი მონსტრი, 2 ნორმალურს. გაგრილების მოწესრიგებაზე ბევრი იმუშვეს მწვანე ინჟინრებმა. რადიატორი შეიცავს კარგად დამუშავებული ალუმინის თხელ ფირფიტებს, ინიექცია კი დამზადებულია დამდნარი მაგნიუმისგან. ასეთი მასალების შერჩევა ახდენს ხმის იზოლირებას და მატებს დამატებით სიგრილეს. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს.(50 ვატით ნაკლებია GTX690-ის ენერგომოხმარებაზე) როგორ ხდება ამ ენერგიის მიწოდება? ალბათ ეს კითხვა ბევრ ახალბედს უჩნდება. მოკლედ გეტყვით, კონექტორის თითო პინიდან ხდება 12.5 ვატის მიწოდება. ამ ბარათს კი გააჩნია 8 და 6 პინიანი კონექტორები, რაც სულ 14 პინს გვაძლევს. 14*12.5=175W. ესეიგი კონექტორებისგან მას მისდის მხოლოდ 175 ვატი. დანარჩენი 75 ვატი კი PCI სლოტიდან მიეწოდება დაფას. ამიტომაცაა, რომ სუსტ კარტებს სულაც არ სჭირდებათ დამატებითი კონექტორები. ეს ჩვენი გმირის უკანა პანელია, აქ ჩანს 2 SLI-ს კონექტორი რას ნიშნავს Quad-SLI-ს მხარდაჭერას.Quad-SLI არ არის რეკომენდებული, რადგან დრაივერებთან დაკავშირებით აქვს ხშირად პრობლემა და ტემპერატურაც კოლოსალურად მატულობს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ბენჩებში მაინც გვაწვდის საკმაო მატებას. საუკეთესო ვარიანტია 2 გზის SLI-ს დაყენება. დაახლოვებისას ჩანს ოპერატიული რომელიც დამზადებულია კომპანია Samsung-ის მიერ, ეს არის GDDR5 მეხსიერება. 6GB-ს მისაღწევად გამოყენებულია ასეთი 24 ცალი ოპერატიული.გაგრილება ახალი ქულერის წარმატების ერთერთი მიზეზი პლატის გაგრილების ახალი ტექნოლოგიაა. ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც Vapor Chamber. ის დამზადებულია სპილენძისგან და პირდაპირ ეხება ბირვთს, შეხებისას ის "ისრუტავს" მის სიმხურვალეს.Vapor Chamber-ის დახმარებით GK110 რჩება გრილ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს რაზგონის პოტენციალს. Vapor Chamber-ს აგრილებს ალუმინისგან დამზადებული რადიატორი რომელსაც ხვდება ქულერისგან გაშვებული ჰაერის ნაკადი. Titan-ს ასევე აქვს ალუმინის baseplate რაც უზრუნველყოფს PCB-ს და დაფის კონპონენტების სიგრილეს. 6 ფაზიანი კვების სისტემა გათვლილია ბირთვისთვის. ამისგარდა მას კიდევ აქვს 2 ფაზა რომლებიც მიაწოდებენ ენერგიას GDDR5-ის ჩიპებს. ასევე ბარათს გააჩნია LED ნათურები რომლებიც ინთება სისტემის ჩართვისას.ახალი რეკორდიTitan-ის დახმარებით დაიდო ახალი რეკორდი Vantage-ში, 69K.ტესტები და ბენჩმარკებისატესტო სისტემა Intel Core i7-3770К 4700MSI Z77A-GD654x4GB Corsair DDR3 1600 Enermax REVOMAX 1250Wტემპერატურებიდაუტვირთავზედატვირთულზე ტესტები მაქვს რამდენიმე საიტიდან აღებული მაგრამ ყველა ტესტში დრაივერი ბოლო ხოლო სისტემა შესაბამისი იყო.Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker Far Cry 3 Very High-quality DX11 mode 2x MSAA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX11:Medal OF Honor Warfighter4xMSAADX11 enabledultra modeDX10: 3DMark VantageFutureMark 3DMark (2013 edition)3DMark11 DX11: Metro 2033 - The Last RefugeDX11 enabled4xMSAAMaxed outDX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) Max Payne 3Hitman absolutionშეჯამებაNVIDIA-ს მართლა რაღაც მონსტრი გამოუვიდა,მისი შედეგები გასაოცარია, ასეთი უეცარი მატება სიმძლავრეში ძალიან იშვიათია. მაგრამ GTX690-ს მაინც ვერ ჯობნის და საშუალოდ 15 კადრი წამით რჩება უკან. შეიძლება ახალი დრაივერებით და რაზგონით ეს სხვაობა შემცირდეს, მაგრამ GTX690-ის დონემდე მაინც ვერ მივა. ამისდა მიუხედავად თუ სხვაობას 5 კადრ წამამდე ჩამოიყვანენ მაშინ სჯობს Titan-ის აღება. აღსანიშნავია, რომ Titan-მა რამდენიმე ტესტში GTX690-ს აჯობა.უხეშად რომ ვთქვათ GTX690 Titan-ზე 30 პროცენტით უფრო სწრაფია.GTX680-თან შედარებით წარმარდობა მიახლოებით 30%-ითაა გაზრდილი 2560x1600 რეზოლუციაზე და საშუალოდ 23%-ითაა გაზრდილი ყველა რეზოლუციაზე. ეს იქნებოდა იდეალური ბარათი მისი ფასი 700$ რომ ყოფილიყო. Techpowerup ამ დაფას 9.0 ქულას უწერს ამ დაფის + ები და - ები 1) დაბალი ენერგომოხმარება2)ჩუმია თამაშისას 3)დიდი რაზგონის პოტენციალი 4)მისი არსებობა არ იგრძნობა დაუტვირთაობისას.( ხმაურის მხრივ ) 5)Boost 2.0 და მისი ახალი შესაძლებლობები 6) 6GB მეხსიერება 7)შესაძლებელია ვოლტიჯის კონტროლი 8)აქვს Cuda და PhysX 9) 4 პორტი. 10) ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინი აქვს. 1)ძალიან ძვირია. 2)არ აქვს Backplate 3)ვოლტიჯი არის ძალიან დაბალ დონეზე გახსნილი 4)მხოლოდ 6%-ითაა შესაძლებელი Power limit-ის გაზრდა 5)Boost 2.0 ართულებს რაზგონს. 22 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zorzo Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 მხეცია. მეტი რა უნდა თქვა ამაზეე.. მინიმუმ 1500 ლარი ეღირება ალბათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 მხეცია. მეტი რა უნდა თქვა ამაზეე.. მინიმუმ 1500 ლარი ეღირება ალბათ 1650 ლარი~999 $ ღირს nvidia-ს რო კითხო :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 პირველ რიგში მადლობა რომ არ დაიზარე და დაწერე რაც შეეხება ვიდეო ბარათს ... ძალიან მაგარი პროდუქტია , თუმცა ამის გამოშვება ჩემი აზრით მიანიშნებს იმაზე ,რომ მე-7 სერია ცოტას დააგვიანებს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 გეთანხმები ლევან, სავარაუდოდ ეგ იყო ჩაფიქრებული პლიუს ერთი ბირთვიანებში პირველი კარტა ახლა ენვიდიას აქვს. დიდი მადლობა მიმოხილვისთვის, ძალიან მაგარია :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გუგაეონ Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 მალადეც კარგი ნამუშევარია მომეწონა :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 პირველ რიგში მადლობა რომ არ დაიზარე და დაწერე რაც შეეხება ვიდეო ბარათს ... ძალიან მაგარი პროდუქტია , თუმცა ამის გამოშვება ჩემი აზრით მიანიშნებს იმაზე ,რომ მე-7 სერია ცოტას დააგვიანებს Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted February 23, 2013 Share Posted February 23, 2013 მადლობა სტატიის ავტორს რომ არ დაიზარა და ასეთი კარგი ინფო მოგვაწოდა ამ მონსტრის შესახებ. ყველაფერი კარგი აქვს ფასის გარდა, მაგის გამოსწორებაზეც იჩალიჩონ რა იქნება პ.ს. ჰო მართლა დასაწყისში crytec წერია crytek-ის ნაცვლად მაგრამ ეგ არაფერი. +1 ჩემგან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 1000$ მაინც ძვირია ამისთვის მითუმეტეს Ares II ხევს ამას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 დიზაინით რას გავს არ არის :vis: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ყოჩაღ ავტორ ბევრი გიშრომია! მოკლედ გამოუშვეს 685 და დაარქვეს ტიტანი, მაგრამ 690 იხევს... დაველოდოთ მე-7 სერიებს რა იქნება საინტერესოა... ანდაც ატი რას ქმნის საერთოდ, ამათმა ტიტანი შექმნეს და იმათმა მეტალი შექმნან :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ულტრა რომ ჯდებოდა ადრე GTX8800 თბილისში დაახლოებით იგივე ფასი ეღირება ეს კარტაც თუ შემოიტანა რომელიმე მაღაზიამ გაყიდვაში, ანუ 1500 ლარამდე და ეგ მინიმუმ, ალტაში მეტიც, ალბათ 1800-მდეც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SileNt. Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ისე მაინტერესებს 9 სერიის მერე რა სახელები ექნება კარტებს ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშო Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ისე მაინტერესებს 9 სერიის მერე რა სახელები ექნება კარტებს ? მერე ათეულებზე გადავლენ ალბათ. მაგალითად გამოუშვებენ GTX 19-ს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ყოჩაღ ავტორ ბევრი გიშრომია! მოკლედ გამოუშვეს 685 და დაარქვეს ტიტანი, მაგრამ 690 იხევს... დაველოდოთ მე-7 სერიებს რა იქნება საინტერესოა... ანდაც ატი რას ქმნის საერთოდ, ამათმა ტიტანი შექმნეს და იმათმა მეტალი შექმნან არეს 2 7970გჰზ ედიშენზეა სპ. ავტორს კარგი მიმოხილვაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ადრე კი ღირდა ეს ფასი 8800 ულტრა მართლა ( 8800GTXში მივეცი 1200 ლარი ), მაგრამ არაფრის ტრაკი არ ქონდა მაინც, ამას კიდე ტრაკიც აქვს და ყვერებიც. მაგრამ მაინც ძალაინ ძვირია, ერთეულები თუ იყიდიან სახელის გამო ისიც თორე ამ ფასათ უკეთეს წარმადობას მიიღებ. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ყოჩაღ ავტორს, მართლაც მაგარი მიმოხილვაა, და დღეს-დღეობით ერთ-ერთი საუკეთესო 1 ბირტვიანი ვიდეო კარტააა, უბრალოდ მისი ფასი მაქსიმუმ 600$ უნდა იყოს, მეტი მართლა არ ღირს ეს კარტა, მითუმეტეს 690-ის ფასი ადევს და 690-ი ამას ჯობს, ამიტომ 200-300$-ით იაფი მაინც უნდა ღირდეს... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 600$ ნუ მოინდგომე ეხლა შენც. ამის ფასი რო იყოს 700$ გადასარევია. მაგრამ მე გკ114 ს ველოდები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 600$ ნუ მოინდგომე ეხლა შენც. ამის ფასი რო იყოს 700$ გადასარევია. მაგრამ მე გკ114 ს ველოდები არაფერიც რაც არ უნდა იყოს მაინც 1 ბირთვიანი ბარათია ხო არ გავიწყდება, ამიტომ 600$-ი კარგი ფასი იქნებოდა ამ ბარათისთვის... ამიტომ 690-ი და ეს ერტი ფასი არ უნდა ღირდეს, არავითარ შემტხვევაში, მითუმეტეს საკმაოდ ჯობს 690-ი ამ კარტას... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nika_2 Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 ჩემი აზრით 600$ იაფი იქნებოდა ამ კარტისთვის იმიტო რო 680 ადის თითქმის მაქამდე და როგორც შანც ერთი ტიტანი ჯობია 680-ს. 700 დოლარი კაი ფასი იქნებოდა, 650-700 ამას 4-way SLI -ის პადძერჟკა არ აქ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted February 24, 2013 Share Posted February 24, 2013 კი, აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted February 26, 2013 Share Posted February 26, 2013 online ში საერთოდ მოკვდება ბოლო სეთინგებით ვიდეო ბარათი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
FROST Posted February 26, 2013 Share Posted February 26, 2013 http://www.hwbot.org...tan_35210_marks http://www.hwbot.org...70_34945_marks/ 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OKELA Posted March 10, 2013 Share Posted March 10, 2013 მაგარია ძაან, მაგრამ მართლა უაზრო ფასი აქვს, ვისაც კარგი კვება აქვს 690-ს ამჯობინებს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 14, 2013 Share Posted March 14, 2013 Inno3D GeForce GTX Titan iChill Black Series http://www.guru3d.com/news_story/inno3d_geforce_gtx_titan_ichill_black_series.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.