NEIRON Posted January 18, 2013 Posted January 18, 2013 გაგიმარჯოთ! თემა იხსნება აქ, რადგან ეხება ხელოვნებას. მაშ ასე ფორუმელებო, ბევრი თქვენგანი ამზადებს ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს, ზოგი ლამაზად ხატავს, ზოგი ლამაზ შინაარსობრივ ფოტოს იღებს,ზოგი ჯახირობს რაცხას რკინაზე და ზოგსაც მოსწონს მათი დათვალიერება. თემა ჯერ-ჯერობით არის პრეტესტი და ემსახურება ჰენდმეიტორთა და არამარტო მათ შეკრებას მათი ნამუშევრებითურთ მე მაქვს წინადადება , რომ ერთ მისაღებ ადგილას, არა სადმე გადაკარგულში, შევიკრიბოთ ნახელავებითურთ, საკმაოდ კარგი იქნება. ჩემთვის და ალბათ თვენთვისაც მისაღებია ერთურთის ნამუშევრების ცოცხლად ნახვა და რაღაც ახლის შეძენა ამ ნამუშევრებით. ძალიან საინტერესოა ფოტოგრაფის თუ ხელნაკეთ ნივთში ჩადებული შინაარსის და ხასიათის ისტორიის მოსმენა თავად შემქმნელისგან. რაზეა დამოკიდებული თემის არსის ხორცშესხმა: თვენს აქტივობაზე იქ ნამუშევრებით და არა მარტო აქ ფორუმზე, ორგანიზაციული საკითხის მოგვარებაზე შევეcდები მაქსიმალურად გავიგო რა და როგორ-მას შემდეგ, რაც თემა შეიძენს არსს), შედარებით თბილ მეტეოროლოგიურ პირობებზე... რაც მთავარია: პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პროექტი თუ მოგვარდა, მინიმუმ 1-2 თვის მერე განხორციელდება, მინიმუმ. მიიღება ნებიმიერი ნამუშევრის მქონე პიროვნება, ჩვენ შევიკრიბებით იმისთვის რომ შევიძინოთ მეტი, იმისთვის რომ წახალისდეს ხელნაკეთობის სფერო ყველაფერს გადავანაწილებთ თქვენს სასარგებლოდ , რათა მოხდეს ნამუშევრების დასრულება/თავმოყრა/იდეების სრულყოფა. მაშ ასე, გისმენთ :) 6
xosito Posted January 18, 2013 Posted January 18, 2013 სულით გულით თქვენთან ვარ, იმედია ნამუშევრითაც ვიქნები, ძალიან კარგი წამოწყებაა
NEIRON Posted January 18, 2013 Author Posted January 18, 2013 სულით გულით თქვენთან ვარ, იმედია ნამუშევრითაც ვიქნები, ძალიან კარგი წამოწყებაა გაიხარე გურამ! იმედია შემოგვემატებიან კიდევ ფორუმელები
მიშა Posted January 19, 2013 Posted January 19, 2013 სამი-ოთხი კაცი თუ იქნება აქ მასეთი და მაგათ ყველას პრიზები ეკუთვნის.
NEIRON Posted January 19, 2013 Author Posted January 19, 2013 სამწუხაროდ, მეგონა ცოტა მეტი აქტივობა იქნებოდა, თუმცა, იყოს თემა, ჯერ ყველაფერი წინაა.
anzori88 Posted January 19, 2013 Posted January 19, 2013 :D გაღვიძება აცადე ხალხს, შაბათია მაინც და ალბათ შემოვლენ და დადებენ. მე არაფრის ნიჭი არ გამომყვა, ასე რომ ვერც ვერაფერს ვაკეთებ ადრე გავაკეთე ჩემი კეისის მოდი ჩემი ხელით და კარგი გამოვიდა, მაგრამ გავყიდე ))
IppO Posted January 19, 2013 Posted January 19, 2013 შევიკრიბოთ თქვენს გვერდით ვიქნებოდი რომ არა ეს... ჩემდა სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდება... თუ ონლაინ შეიძლება რამის გაკეთება და თქვენს გვერდით მიგულეთ...
NEIRON Posted January 19, 2013 Author Posted January 19, 2013 თქვენს გვერდით ვიქნებოდი რომ არა ეს... ჩემდა სამწუხაროდ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდება... თუ ონლაინ შეიძლება რამის გაკეთება და თქვენს გვერდით მიგულეთ... ძალიან კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავი, თუმა ჯერ ყველაფერი წინაა და რა იცი რა და როგორ იქნება.
NEIRON Posted January 22, 2013 Author Posted January 22, 2013 მადლობა თანადგომისთვის! აბა გამოვცოცხლდეთ და აზრი დავაფიქსიროთ
Recommended Posts