Jump to content

IMEI აღდგენა Captivate ზე


Recommended Posts

იმეი შეიცვალა CM10 რო დავაყენე. ვის რაში ანაღვლებდა იმეი მარა რო გავთიშავ და ჩავრთავ ტელეფონს ყოველთვის მიწერს ეს რა იმეი გაქვსო :D საიდან მოიტანეო ისაო ესაო :D

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=881162 ეს თემა გადავღეჭ შეძლების დაგვარად (მგონი არაფერი გამომრჩა)

efs ში რავი რამდენჯერ ჩავასწორე nv_data.bin მაგრამ ისევ უაზრო IMEI ს მიწერს (bak მაც არუშველა სტოკზე რო დავაბრუნე ოდინით ალბათ მშინ გავაფუჭე ვარგისი bak ბაილები )

შეხება ხოარ გქონიათ იმეი იქნება შეიძლება რო ხელითაც მივუთითოთ როგორმე? imei ფაილი რო არი efs ში ვცადე ეგ ჩავასწორე მარა არაფერს არ ცვლის

Link to comment
Share on other sites

ო, კაშმირსაც ეგ პრობლემა აწუხებს :D

არა მგონია გამოსავალი იყოს, EFS მონაცემები როგორც წესი არის ტელეფონის აპარატურული პარამეტრები და არ მოყვება ROM-ებს

ასე რომ თუ შენახული არა გაქვს კაპუტ უმეტესწილად (კაპუტ რა ჩართვისას დაგიწერს ეს რა IMEI-აო)

მაგიტომ წერია ყველგან გადაფლეშვამდე გააკეთეთ nandroid ბექაფიო, ან კიდევ efs ფოლდერი შეინახეთო

მე უკვე ყველა ფაილშემნახველ სერვერზე აქვს ატვიტრთული ჩემი ნოუტის :D

მანდ IMEI-ს გარდა არის ლურჯკბილას და wifi-ს ანტენების MAC მისამართები

მაგათი შეცვლა ადვილად შეიძლება ნოტპედითაც იხსნება ის ფაილები, მაგრამ IMEI არა....

ზატო შეგიძლია ანონიმური კარტა იყიდო და შ.ს.ს ვეღარ მოგისმენს :D

Link to comment
Share on other sites

მეხსიერების ბარათზე მქონდა ხოლმე სხვადასხვა რომის ბექაფფი ჰოდა ის ოხერიც გავტეხე. (უკანა დინამიკს ხმა ეკარგებოდა ხოლმე ჰოდა ვიღაცას ეწერა ბევრს აქვს ეგ პრობლემა კაპტებზე და დინამიკის ხრახნი (შურუპი) უნდა მოუშვაო :D ჰოდა მეც დავშალე დაშლილზე მეხსიერების ბარათი ჩავდე შევამოწმე მუსიკებზე და რო ვაწყობდი დამავიწყდა ბარათი და წელში გადავტეხე :( უკანა პანელს რო ვახურებდი.)

ეს ოხერი იმეი რაღაცამ ჰო შეცვალა ერთხელ ნეტა როგორ იცვლება :D

Link to comment
Share on other sites

მთელი დღე ვეჩალიჩე. EFS ბექაფი არ მაქვს.

ეკლერიდან დაწყებული ჯინჯერბრედამდე ყველა სტოკ რომი დავფლეშე - ხეირი 0. სტოკი რომ დავაყენე efs კი დააბრუნა, მაგრამ იმეის ისევ ძველს მაჩვენებდა (00499...), ნუ მაინც ვეჩალიჩე nv_data.bin_ს, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს მომბეზრდა, დავიღალე და დავანებე თავი.

სემესტრს რომ დავხურავ მივუბრუნდები ისევ =)

მეც 4.2.1 დაყენების შემდეგ დავინტერესდი, მანამდე არც მაწუხებდა

Link to comment
Share on other sites

და ესეთი მნიშვნელოვანი არის IMEI?

მეც 4.2.1 დაყენების შემდეგ დავინტერესდი, მანამდე არც მაწუხებდა

მაგრად მკიდია, პროსტა მაზოლივითაა თვალში ყოველ ჩართვაზე :D

Link to comment
Share on other sites

... მაგრამ იმეის ისევ ძველს მაჩვენებდა (00499...), ..

ჩემიც ეგ IMEI ა როგორც ჩანს ერთი და იგივე მიზეზის გამო შეიცვალა

Link to comment
Share on other sites

მაგას efs_ის გაფუჭება/წაშლა იწვევს.

Link to comment
Share on other sites

ჩემიც ეგ IMEI ა როგორც ჩანს ერთი და იგივე მიზეზის გამო შეიცვალა

გუშინაც ვცადე რაღაცები, მაინც არ აღმიდგინდა (

მაგრამ ერთ რამე შევამჩნიე, სტარტაპისას რომ პოპაპს აგდებს, Galaxy S Settings იკონკა ახატია, დავფრიზე ეხლა ტიტანიუმით და აღარ აგდებს :spiteful:

ნუ თავისთავად იმ ფუნქციებს ვერ გამოიყენებ, რასაც Galaxy S Settings გაძლევს - ფერების ტიუნინგი, tv-out და ა.შ.

Link to comment
Share on other sites

CWM ბექაფის დროს efs არ ბექაფდება ხო? ცალკე უნდა შეინახო ეგ efs რუთ ექსპლოვერით ან რამე ეგეთით თუ რა ხერის გამოყენება ჯობია რო არ დაკარგო ორიგინალი efs?

Link to comment
Share on other sites

როცა რამე კასტომ რომს ფლეშავ, როგორც წესი efs_ს ავტომატურად ინახავს /sdcard/backup/ ფოლდერში, ნახე იქნებ იყოს შენახული.

მე რაც ვიყიდე ეს აპარატი არეული ქონდა იმეი და არც ბექაფი მქონდა.

როგორც წესი, ოდინით სტოკ 2.3.5_ის დაფლეშვა აღადგენს ხოლმე efs_ს, მაგრამ მე არ გამიმართლა =)

თუ იმეი სწორია, ჯობია დააკოპირე efs sdcard_ზე და კომპშიც შეინახე, დამატებით თუ გინდა დროპბოქსზეც ატვირთე :D

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.