Jump to content

Foxconn Quantum Force P67


Recommended Posts

Foxconn-ი მზადაა გამოუშვას თავისი პირველი დედაპლატა 'high-end' სოკეტ LGA1155-ზე, რომელიც ბაზირებული იქნება Intel P67 Express ჩიპსეტზე და ექნება'Sandy Bridge' პროცესორების მხარდაჭერა. Quantum Force P67 აღჭურვილია უახლესი კომპონენტებით, როგორიცაა ციფრული PWM, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია CPU-ვოლტაჟის ზუსტი მართვა, ასევე მულტი-ფაზიანი VRM - DDR3 მეხსიერების ოთხი სლოტისათვის და დაკავშირების მდიდარი ოპციებით.

dd7d688088d6.jpg

აღნიშნული სოკეტი იკვებება 14-ფაზიანი digital PWM წრედით, რომელიც იყენებს CPL-ის დამზადებულ ერთფაზიან PWM ინდუქტორებს, ხოლო მეხსიერებას კი ესაჭიროება 2-phase VRM. გაფართოვების სლოტები წარმოდგენილია ორი PCI-Express 2.0 x16-ით, სამი PCI-E x1-ითა და ერთი PCI-ით. რასაკვირველია არის ATI CrossFireX-ისა და NVIDIA SLI-ის მხარდაჭერაც. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია შემდეგი სახის კონექტორები: ორი ცალი შიდა SATA 6 გბ/წმ და ოთხი SATA 3 გბ/წმ, ორი eSATA 3 გბ/წმ და ერთი ATA - 2 IDE მოწყობილობის ჩართვის შესაძლებლობით.

გადავინაცვლოთ გარე დაკავშირების საშუალებებზეც. მასში შესულია 8+2 არხიანი HD აუდიო - ოპტიკური და კოაქსიალური SPDIF კონექტორებით, ორი USB 3.0 პორტი, მთელი რიგი USB 2.0 გასასვლელები, FireWire და ორი gigabit Ethernet-ი.

b8b1b62b9c31.jpg

8f0981d6b19b.jpg

Quantum Force P67-ში თავმოყრილია მრავალი თავისებურებებიც, რომლებიც ოვერქლოქერებს უდავოდ დააინტერესებს. ესენია: დიაგნოსტიკური LED დისპლეი, უკანა პანელის CMOS reset ღილაკი, BIOS-ი - განსხვავებულ EEPROM ჩიპებში და მაღალი სიზუსტის მქონე ვოლტაჟ-კონტროლი - Volterra PWM IC-ის მეშვეობით.

Quantum Force P67 შესაძლოა მოხვდეს იმ პირველი დედაპლატების ნაკადში, რომლებიც გამოშვებულ იქნებიან Intel LGA1155 სოკეტის პროცესორებთან ერთად - 2011 წლის დასაწყისში.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

უკვე რამდენი 1155 დედაპლატის რევიუებია და ფასები არც ერთის არ ვიცით , არ უნდათ ალბათ წინასწარ რომ შეგვაშინონ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.