Ako*G Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 კომპანია AeroCool-მა დაანანონსა ახალი Mid-Tower კეისი Vs-4, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. კორპუსი დამზადებულია 0,5 მმ სისქის SGCC ფოლადისაგან და როგორც გარედან, ისე შიგნიდან, გაფორმებულია შავ ფერში. AeroCool Vs-4 აქვს ოთხი 5,25 დიუმიანი და ხუთი 3.5 დიუმიანი სლოტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დასჭირდება ბევრი მყარი დისკი კეისში, დეველოპერებმა მათი საუკეთესო განლაგებისათვის და შნურების უკეთესი ორგანიზებისათვის გაითვალისწინეს დამატებითი „კალათის“ დამონტაჟების შესაძლებლობა. AeroCool Vs-4 -ზე შესაძლებელია ოთხი ფანის დაყენება და ოთხივე მათგანი 120 მმ-იანია. ორი ფანის დამონტაჟება შეიძლება გვერდზე (ოპციური), ერთის - წინა მხრიდან(ოპციური) და ერთიც უკანა მხარეს(კომპლექტში). მწარმოებლის თქმით, კარგ გაგრილებას ასევე ხელს შეუწყობს კვების ბლოკი, რომელიც კეისის ძირზე ყენდება. კეისში შეიძლება ჩავდგათ 290 მმ სიგრძის ვიდეო-კარტა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვხსნით ზემოთ ნახსენებ, მყარი დისკებისათვის გათვალისწინებულ დამატებით „კალათას“, მაშინ შესაძლებელი გახდება 430 მმ-იანი ვიდეო-კარტის ჩადგმა. უკანა პანელზე გათვალისწინებულია წყლის გაგრილების გამოსასვლელები. კეისის წინა პანელზე გამოტანილია ორი USB 2.0 პორტი და ორი 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონისა და ყურსასმენებისათვის. AeroCool Vs-4 გაყიდვაში მალე ჩაეშვება და მისი საორიენტაციო ფასი 57 დოლარი იქნება. 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 თავიდან კი ვიფიქრე რას გავს, რა არის ეს-მეთქი, მაგრამ 57 დოლარად მშვენიერი შენაძენია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 ახალი ჰანტერი გაიჩითა? გავიტანე სიახლე გარეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 მადლობა ინფოსთვის,ფასი მართლაც კარგია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
B_a_C_h_1993 Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 ამას არ გირჩევნია დაამატო კიდევ მაგდენი და NZXT_ის Phanton_ი ითრიო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 დაამატო კიდევ მაგდენი მე მაგალითად 120$-ს კეისში არ მივცემ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
B_a_C_h_1993 Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 რატო არ მისცემ??? თუ გაქვს ფული და აწყობ ისეთ კომპს რო იცი რო ყველა ვარიანტში ერთი სამი წელი არაფრის გამოცვლა და განახლება არ დაგჭირდება რატო არ უნდა მისცე??? მე თუ ავაწყობ ან მაგას ან http://www.compusa.com/applications/searchtools/item-details.asp?EdpNo=6610150&csid=_25 <<<ამას ავიღებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 რატო არ მისცემ??? თუ გაქვს ფული და აწყობ ისეთ კომპს რო იცი რო ყველა ვარიანტში ერთი სამი წელი არაფრის გამოცვლა და განახლება არ დაგჭირდება რატო არ უნდა მისცე??? მე თუ ავაწყობ ან მაგას ან http://www.compusa.com/applications/searchtools/item-details.asp?EdpNo=6610150&csid=_25 <<<ამას ავიღებ "თუ ფული მაქვს და ისეთ კომპს აწყობ" პრინციპით რომ იხელმძღვანელოს ყველამ, მაშინ ყველაზე იაფი კეისი მინიმუმ 200$ ეღირება. ყველა ვერ გადაიხდის 100$-ს კეისში, მე პირადად კი არ გადავიხდი. ჰოდა მშვენიერი რამეა, მშვენიერ ფასად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted January 9, 2011 Share Posted January 9, 2011 საკაიფოა მეორე კომპისთვის ნაწილები ნელ0ნელა უნდა ვიყიდო და ალბათ ამ კეისს შევარჩევ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
chinchara Posted January 10, 2011 Share Posted January 10, 2011 ზევიდანაც რომ შეიძლებოდეს ფანის დაყენება ბევრად უკეთესი იქნებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.