Jump to content

Recommended Posts

ui9ft.jpg

კომპანია AeroCool-მა დაანანონსა ახალი Mid-Tower კეისი Vs-4, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და გეიმინგ სისტემებზეა გათვლილი. კორპუსი დამზადებულია 0,5 მმ სისქის SGCC ფოლადისაგან და როგორც გარედან, ისე შიგნიდან, გაფორმებულია შავ ფერში.

hkcfb.jpg

AeroCool Vs-4 აქვს ოთხი 5,25 დიუმიანი და ხუთი 3.5 დიუმიანი სლოტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დასჭირდება ბევრი მყარი დისკი კეისში, დეველოპერებმა მათი საუკეთესო განლაგებისათვის და შნურების უკეთესი ორგანიზებისათვის გაითვალისწინეს დამატებითი „კალათის“ დამონტაჟების შესაძლებლობა.

o3rqx.jpg

AeroCool Vs-4 -ზე შესაძლებელია ოთხი ფანის დაყენება და ოთხივე მათგანი 120 მმ-იანია.

ორი ფანის დამონტაჟება შეიძლება გვერდზე (ოპციური), ერთის - წინა მხრიდან(ოპციური) და ერთიც უკანა მხარეს(კომპლექტში).

მწარმოებლის თქმით, კარგ გაგრილებას ასევე ხელს შეუწყობს კვების ბლოკი, რომელიც კეისის ძირზე ყენდება. კეისში შეიძლება ჩავდგათ 290 მმ სიგრძის ვიდეო-კარტა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვხსნით ზემოთ ნახსენებ, მყარი დისკებისათვის გათვალისწინებულ დამატებით „კალათას“, მაშინ შესაძლებელი გახდება 430 მმ-იანი ვიდეო-კარტის ჩადგმა. უკანა პანელზე გათვალისწინებულია წყლის გაგრილების გამოსასვლელები.

კეისის წინა პანელზე გამოტანილია ორი USB 2.0 პორტი და ორი 3,5 მმ-იანი პორტი მიკროფონისა და ყურსასმენებისათვის.

AeroCool Vs-4 გაყიდვაში მალე ჩაეშვება და მისი საორიენტაციო ფასი 57 დოლარი იქნება.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

რატო არ მისცემ??? თუ გაქვს ფული და აწყობ ისეთ კომპს რო იცი რო ყველა ვარიანტში ერთი სამი წელი არაფრის გამოცვლა და განახლება არ დაგჭირდება რატო არ უნდა მისცე??? მე თუ ავაწყობ ან მაგას ან http://www.compusa.com/applications/searchtools/item-details.asp?EdpNo=6610150&csid=_25 <<<ამას ავიღებ

Link to comment
Share on other sites

რატო არ მისცემ??? თუ გაქვს ფული და აწყობ ისეთ კომპს რო იცი რო ყველა ვარიანტში ერთი სამი წელი არაფრის გამოცვლა და განახლება არ დაგჭირდება რატო არ უნდა მისცე??? მე თუ ავაწყობ ან მაგას ან http://www.compusa.com/applications/searchtools/item-details.asp?EdpNo=6610150&csid=_25 <<<ამას ავიღებ

"თუ ფული მაქვს და ისეთ კომპს აწყობ" პრინციპით რომ იხელმძღვანელოს ყველამ, მაშინ ყველაზე იაფი კეისი მინიმუმ 200$ ეღირება. ყველა ვერ გადაიხდის 100$-ს კეისში, მე პირადად კი არ გადავიხდი. ჰოდა მშვენიერი რამეა, მშვენიერ ფასად.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

საკაიფოა:) მეორე კომპისთვის ნაწილები ნელ0ნელა უნდა ვიყიდო და ალბათ ამ კეისს შევარჩევ :)

Link to comment
Share on other sites

ზევიდანაც რომ შეიძლებოდეს ფანის დაყენება ბევრად უკეთესი იქნებოდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.