სოსო Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 როგორც დაგეგმილი იყო, კომპანია AMD-მ გაყიდვაში გამოუშვა ჰიბრიდული პროცესორები FirePro A320 და FirePro A300, რომელთა მონაცემები ემთხვევა დესკტოპ სეგმენტის APU A-Series/Trinity სერიის პროცესორების A10-5800K და A8-5700 მონაცემებს. ახალი პროდუქტი უკვე იყიდება იაპონიაში კომპლექტში რეფფერენსულ დედა დაფებთან ერთად FM2 სოკეტზე. დედა დაფების დიზაინი FirePro A320 და A300-სთვის იდენტურია, ხოლო კომპლექტების ფასები 878$ და 818$-ია შესაბამისად. APU FirePro სისტემებისთვის დედა დაფების წარმოება AMD-ს ძველ პარტნიორს PC Partner დაევალა, რომელიც ცნობილია როგორც მიმწოდებელი Sapphire და Zotac ბრენდებისათვის. ეტალონური დედა დაფა აღჭურვილია 8 ფაზიანი კვების სისტემით FM2 სოკეტისთვის, DDR3-1866 ოპერატიულის ოთხი სლოტით (64GB მეხსიერების მხარდაჭერით), თითო PCI Express 2.0 x16, PCI-E 2.0 x4, PCI-E 2.0 x1 და PCI სლოტებით. შემნახველი მოწყობილობებისათვის გამოყოფილია 8 SATA 600 სლოტი. უკანა პანელზე არის USB 3.0 2 პორტი, თითო DVI, DisplayPort და D-Sub პორტები. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება APU FirePro პროექტი ამას დრო გვაჩვენებს. 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 რამხელა ფასი ადევს 878 და 818$ რაამბავია რა აქვს ასეთი განსაკუთრებული? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 2, 2012 Author Share Posted November 2, 2012 ეგ არის მთლიანი სისტემის ფასი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
geomaster1 Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 ამას რა პროცესორი აქვს ჩასვარკებული თუ რა. , მაგ ფასად 8 ბირთვიან AMD FX-8350- პროცესორზე ააწყობს კაცი მთლიან სისტემას: . მოკლედ ჩემი აზრით მაგაზე დებილობას კაცი ვერ იყიდის რა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted November 2, 2012 Share Posted November 2, 2012 მცირე ინფორმაციაა და ფასი სად წაიკითხე მაგდენი გვითხარი ლინკი აბა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 3, 2012 Author Share Posted November 3, 2012 ფასი მოვიტყუე http://www.overclock...2-10-30/110181/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
IkaMac Posted November 9, 2012 Share Posted November 9, 2012 ფასი მოვიტყუე http://www.overclock...2-10-30/110181/ მარტო მანდ წერია ფასი მეტი არცერთ საიტზე არაა საიდან მოხიეს ეგ ფასი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted November 9, 2012 Share Posted November 9, 2012 ეხლა რამდენიმე რევიუს გადავავლე კიდე თვალი A3200 FirePro პროცესორებზე. როგორც აქ წერია http://www.anandtech...cs-workstations AMD hasn't released any pricing information as the A300/A320 won't be available in the channel. AMD-ს ჯერ ჯერობით ფასი არ გამოუქვეყნებიაო და მართლა საინტერესოა ეგ ფასი საიდან გაიგეს. რამდენი უცხოური რევიუ ვნახე და ფასზე ვერაფერი ვნახე. მაგრამ ის დანამდვილებით ეწერა რომ მთლიანი აწყობილი სისტემა გაიყიდებაო, სისტემური ბლოკი თუ როგორც ქვია. რაც შეეხება თემას ეს პროცესორები (Entry level) professional workstation მარკეტისთვისაა განკუთვნილი, სადაც ინტელს თავისი XEON (E3 Family) პროცესორები უკვე აქვს. სხვაობა კონკურენტებს შორის professional workstation ბაზარი ძალიან შემოსავლიანი სეგმენტია, 2006 წელს AMD-ს თავისი წილი ამ სეგმენტში 25%-ს შეადგენდა, დანარჩენს ინტელი. შესაბამისად მთელი წლების განმავლობაში ინტელი უდაოდ ლიდერობდა და ყოველ წელს ზრდიდა თვაის ხვედრით წილს ბაზარზე. დღეს კი AMD-მ შეძლო სერიზული კონკურენცია გაწეია ინტელისთვის professional workstation ბაზარზე, FirePro APU-ების ფასის გათვალისწინებით. AMD-ს პერფორმანსი არის ძალიან კარგი შედარებით ინტელის ფასი/პერფორმანსის გათვალისწინებით რაც აქამდე არ ყოფილა. FirePro APU-ს პერფორმანსი აღწევს 800%-ს BasemarkCL-ში და 600%-ს SPECviewperf 11-ში, lightwave-01 ტესტში. AMD's FirePro A320 workstation APU is able to reach 184 GFLOPs of double precision compute performance. Nvidia's K10 only manages 195 GFLOPs of double precision floating point compute performance. ინტელის პროცესორს რაღაც დრაივერებთან შეექმნა პრობლემებიო და ზოგიერთი პროგრამა საერთოდ ვერ გაუშვაო. ესეც პირველი ოფიციალური ბენჩმარკები, წყარო: http://news.softpedia.com/news/AMD-s-FirePro-APU-Trashes-Intel-s-Xeon-E3-in-First-Official-Benchmarks-285487.shtml როგორც ტესტებში ხედავთ ინტელის ღირსებას იცავდა Intel® Xeon® Processor E3-1275V2 (8M Cache, 3.50 GHz) რომლის ფასიც შეადგენს TRAY: $339.00; BOX : $350.00 http://ark.intel.com/products/65726/Intel-Xeon-Processor-E3-1275V2-8M-Cache-3_50-GHz რაც შეეხება FirePro APU-ს მხოლოდ პროცესორის ფასი უცნობია. ოფიციალური მონაემები კი აქაა http://www.amd.com/us/Documents/AMD_FirePro_A300_Series_APU_DataSheet.pdf http://www.amd.com/us/products/workstation/graphics/ati-firepro-3d/APU/Pages/APU.aspx#4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.