X-treme user Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 დაპირებისამებრ, ქალაქ შანხაიში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანია NVIDIA-მ წარმოადგინა ორ GK104-ზე დაფუძნებული ვიდეობარათი GeForce GTX 690. თუმცა, ამ შემთხვევას რთულია ვუწოდოთ ანონსი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პროდუქტის ძირითადი მახასითებლები კვლავინდებურად უცნობია, ხოლო გაყიდვაში ის მხოლოდ 3 მაისიდან გამოჩნდება, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობებით, ოთხი დღის შემდეგ კი, ხელმისაწვდომი გახდება ფართო მასებისთვის. მის გამოსაშვებად განკუთვნილ პარტნიორებად სახელდებიან: ASUS, EVGA, Gainward, Galaxy, Gigabyte, Inno3D, MSI, Palit და Zotac. მოსალოდნელი საცალო ღირებულება 999$-ია. ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში, ნაწარმი აღჭურვილია 3072 ნაკადური პროცესორით, 10-ფაზიანი კვების ქვესისტემით (თითოეულ ბირთვზე ხუთი ცალი) და 10-ფენიანი (რასაკვირველია, იგულისხმება შრე და არა ვენტილატორი) ბეჭდური დაფით. გარდა ამისა, საუბრობენ, რომ ქარხნული გაგრილების სისტემა წარმოქმნის ხმაურის დონეს არაუმეტეს 47 დბ-ისა, მაშინ, როდესაც ორ GeForce GTX 680-სგან შემდგარ კონფიგურაციისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 51-ს. ტექსტურიზაციისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვი გახლავთ 256 და 64 შესაბამისად, ხოლო სიხშირეები, 1006/6008-დან შემცირდა 915/6008 მჰზ-მდე. დინამიური აჩქარების რეჟიმში, ბირთვის ნიშნული იზრდება 1019-მდე. თითოეული გრაფიკული პროცესორი უკავშირდება ინდივიდუალურ, 2 გბ GDDR5 მეხსიერებას - 256-ბიტიანი ინტერფეისის მეშვეობით. კვება ხორციელდება ორ 8-პინიანი გასასვლელით, ენერგომოხმარების ჯამური ნიშნული კი არ აჭარბებს 300 ვ-ს. ხოლო, ორ GPU-ს შორის მუშაობას ათანხმებს PCI Express 3.0-ის მხარდაჭერის მქონე PLX-ხიდის მიკროსქემა. სამონტაჟო ძალაყინი, რომელიც ანონსის მზადების პერიოდში მიიღო ზოგიერთმა მიმომხილველმა, როგორც ჩანს, განკუთვნილია ბარათის ქარხნული გაგრილების სისტემის მოხსნისთვის, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ორ საორთქლე კამერას (ყოველ მათგანზე დამონტაჟებულია ნიკელირებული ალუმინის რადიატორი), მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ მასიურ ფენს და აგრეთვე ქრომირებულ ალუმინის საფარველს. ცენტრალური პროპელერი ახდენს ჰაერის ნაკადის გამოტყორცნას პროდუქტის ორივე მხრიდან: კორპუსის უკანა პანელის გავლით და სისტემური ბლოკის შიგნით შესაბამისად. რადიატორს ზემოდან აკრავს გამჭვირვალე ფანჯრები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ფირფიტებს შორის დაშორებების ვიზუალურად შეფასება. Overclockers.ru 8 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ამ 690-ს ისევ ორი კარგი მსი-ს 680 მირჩევნია რა. ისე მხეცია :spiteful: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kemo Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 Niiice :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 საცალო ღირებულება 999$-ია. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 :lollol: მევასები მაგრამ რატომ ელოდით ნაკლებს ვერ ვხვდები :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nikolozi Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 აუ რა ფასია! დაამატებ ორ 680-ს ჩასვავ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 :D რა მოლოდინები იყო და რა დადეს. ფაქ ზეთ შეთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 რატო? დეზლია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 1000$ უფრო დეზლია თუ ერთი კარტა? http://lmgtfy.com/?q=1000%24+%20ufro+dezlia+tu+erti+karta%3F ამ ფასში 680ის სლის გააკეთებს კაცი და უფრო მოშნი იქნება ვიდრე ეს 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GT-R Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ძალიან ძვირია, მეორეც ვიდიც არ მომეწონა, კაცი რომ შეხედავს უნდა სიამოვნებდეს კარტის ყურება და არა მარტო სიძლიერე, დეზლი აი ეს არის ყველაზე ლამაზი კარტაა მგონი, ნუ ჩემთვის. :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 როვორ საკაიფოდ მიდის ეს ფოტო ამაზე :D 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Save Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 CUDA Cores 3072 Base Clock 915 MHz Boost Clock 1019 MHz Memory Configuration 4GB / 512-bit GDDR5 Memory Speed 6.0 Gbps Power Connectors 8-pin + 8-pin TDP 300W Outputs 3x DL-DVI Mini-DisplayPort 1.2 Bus Interface PCI Express 3.0 http://www.geforce.co.uk/whats-new/articles/article-keynote/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Kemo Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 როვორ საკაიფოდ მიდის ეს ფოტო ამაზე Wanna world's fastest card? Buy it Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 metro 2033ს ქვად სლიც ძლივს ერევა :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 მხეცი ვიდეო ბარათი იქნება რატომ გიკცირთ ეს ფასი ? მინდა გითხრათ რომ კარგი ფასია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ფასი ჰქონდა Mars II საც და პერფომანსით ეს უკეთესი იქნება ნამდვილად მარს 2 ზე ,ამიტომ ფასი სრულიად მისაღები უნდა იყოს გაგრილების სისტემაც აშკარად დახვეწილი და კარგია ,ასევე ეს ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე GTX 690 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ლევან, მარს ორს სიმბოლური ფასი ქონდა უფრო ვიდრე რეალური და 1K-ზე მეტი ღირდა მგონი პრინციპში მართალი ხარ, ასეთი ღორული ფასი, ნამდვილად არ არის გასაკვირი ენვიდიასგან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 რომ გავიზრდები, ბილ გეითსი გამოვალ და ამას ვიყიდი :chups: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 მარს 2 ხო გარკვეული რაოდენობითაც გამოვიდა და ძვირი ამიტომაც ღირდა ,მაგრამ წესით ეს უფრო ძლიერი უნდა იყოს მარს 2 ზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ჰოდა ჰო დავწერე უფრო სიმბოლური ფასი ედო მეთქი იქნება რათქმაუნდა უფრო ძლიერი, მაგრამ.. :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 29, 2012 Share Posted April 29, 2012 ნეტავ ამის არასტადარტული ვერსიები თუ გამოვა როგორც ვიცი 590 ზე არც გამოსულა არასტანდარტული ვერსიები იმდენად არ ვარგოდა 590 ის სტადარტული მოდელები OC ის დროს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
aleko28 Posted April 30, 2012 Share Posted April 30, 2012 სულ გამო#$%ვდა ეს ნვიდია, რა ფასებს ჩითავს :angry: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted April 30, 2012 Share Posted April 30, 2012 Aმ ფასში 2X680 ან 2X7970 ს ვიყიდდი. იმდენივე დაჯდება რაც ეს და თავზე გადაურბენენ წარმადობით. ასე რომ ღლეობაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted April 30, 2012 Share Posted April 30, 2012 მარს 2 ხო გარკვეული რაოდენობითაც გამოვიდა და ძვირი ამიტომაც ღირდა ,მაგრამ წესით ეს უფრო ძლიერი უნდა იყოს მარს 2 ზე შენ მგონი კიდევ შოკში ხარ... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.