Jump to content

NVIDIA GeForce GTX 690


Recommended Posts

დაპირებისამებრ, ქალაქ შანხაიში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანია NVIDIA-მ წარმოადგინა ორ GK104-ზე დაფუძნებული ვიდეობარათი GeForce GTX 690. თუმცა, ამ შემთხვევას რთულია ვუწოდოთ ანონსი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პროდუქტის ძირითადი მახასითებლები კვლავინდებურად უცნობია, ხოლო გაყიდვაში ის მხოლოდ 3 მაისიდან გამოჩნდება, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობებით, ოთხი დღის შემდეგ კი, ხელმისაწვდომი გახდება ფართო მასებისთვის. მის გამოსაშვებად განკუთვნილ პარტნიორებად სახელდებიან: ASUS, EVGA, Gainward, Galaxy, Gigabyte, Inno3D, MSI, Palit და Zotac. მოსალოდნელი საცალო ღირებულება 999$-ია.

dae135a439dc091ec9564a26b7e6f0ff.jpg

ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში, ნაწარმი აღჭურვილია 3072 ნაკადური პროცესორით, 10-ფაზიანი კვების ქვესისტემით (თითოეულ ბირთვზე ხუთი ცალი) და 10-ფენიანი (რასაკვირველია, იგულისხმება შრე და არა ვენტილატორი) ბეჭდური დაფით. გარდა ამისა, საუბრობენ, რომ ქარხნული გაგრილების სისტემა წარმოქმნის ხმაურის დონეს არაუმეტეს 47 დბ-ისა, მაშინ, როდესაც ორ GeForce GTX 680-სგან შემდგარ კონფიგურაციისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 51-ს. ტექსტურიზაციისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვი გახლავთ 256 და 64 შესაბამისად, ხოლო სიხშირეები, 1006/6008-დან შემცირდა 915/6008 მჰზ-მდე. დინამიური აჩქარების რეჟიმში, ბირთვის ნიშნული იზრდება 1019-მდე.

0689a8c73996b874b4bf6dc7ecefbfd3.jpg

თითოეული გრაფიკული პროცესორი უკავშირდება ინდივიდუალურ, 2 გბ GDDR5 მეხსიერებას - 256-ბიტიანი ინტერფეისის მეშვეობით. კვება ხორციელდება ორ 8-პინიანი გასასვლელით, ენერგომოხმარების ჯამური ნიშნული კი არ აჭარბებს 300 ვ-ს. ხოლო, ორ GPU-ს შორის მუშაობას ათანხმებს PCI Express 3.0-ის მხარდაჭერის მქონე PLX-ხიდის მიკროსქემა.

094b1d98e5f88381c5af3c496e5d4e76.jpg

სამონტაჟო ძალაყინი, რომელიც ანონსის მზადების პერიოდში მიიღო ზოგიერთმა მიმომხილველმა, როგორც ჩანს, განკუთვნილია ბარათის ქარხნული გაგრილების სისტემის მოხსნისთვის, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ორ საორთქლე კამერას (ყოველ მათგანზე დამონტაჟებულია ნიკელირებული ალუმინის რადიატორი), მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ მასიურ ფენს და აგრეთვე ქრომირებულ ალუმინის საფარველს. ცენტრალური პროპელერი ახდენს ჰაერის ნაკადის გამოტყორცნას პროდუქტის ორივე მხრიდან: კორპუსის უკანა პანელის გავლით და სისტემური ბლოკის შიგნით შესაბამისად. რადიატორს ზემოდან აკრავს გამჭვირვალე ფანჯრები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ფირფიტებს შორის დაშორებების ვიზუალურად შეფასება.

  • Upvote 8
  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ამ 690-ს ისევ ორი კარგი მსი-ს 680 მირჩევნია რა.

ისე მხეცია :spiteful:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

american-psycho-570x338.jpg

:lollol: :lollol: :lollol:

მევასები :D

მაგრამ რატომ ელოდით ნაკლებს ვერ ვხვდები :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რატო? დეზლია

Link to comment
Share on other sites

1000$ უფრო დეზლია :D თუ ერთი კარტა?

http://lmgtfy.com/?q=1000%24+%20ufro+dezlia+tu+erti+karta%3F ამ ფასში 680ის სლის გააკეთებს კაცი და უფრო მოშნი იქნება ვიდრე ეს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

ძალიან ძვირია, მეორეც ვიდიც არ მომეწონა, კაცი რომ შეხედავს უნდა სიამოვნებდეს კარტის ყურება და არა მარტო სიძლიერე, დეზლი აი ეს არის :spiteful:

n580gtx-lightning-xe-2_1000.jpg

ყველაზე ლამაზი კარტაა მგონი, ნუ ჩემთვის. :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

CUDA Cores 3072

Base Clock 915 MHz

Boost Clock 1019 MHz

Memory Configuration 4GB / 512-bit GDDR5

Memory Speed 6.0 Gbps

Power Connectors 8-pin + 8-pin

TDP 300W

Outputs 3x DL-DVI

Mini-DisplayPort 1.2

Bus Interface PCI Express 3.0

http://www.geforce.co.uk/whats-new/articles/article-keynote/

Link to comment
Share on other sites

როვორ საკაიფოდ მიდის ეს ფოტო ამაზე :D

Wanna world's fastest card?

Buy it

63818_popup.jpg?1295903280

Link to comment
Share on other sites

metro 2033ს ქვად სლიც ძლივს ერევა :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

მხეცი ვიდეო ბარათი იქნება

რატომ გიკცირთ ეს ფასი ? მინდა გითხრათ რომ კარგი ფასია თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს ფასი ჰქონდა Mars II საც და პერფომანსით ეს უკეთესი იქნება ნამდვილად მარს 2 ზე ,ამიტომ ფასი სრულიად მისაღები უნდა იყოს

გაგრილების სისტემაც აშკარად დახვეწილი და კარგია ,ასევე ეს ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე GTX 690

Link to comment
Share on other sites

ლევან, მარს ორს სიმბოლური ფასი ქონდა უფრო ვიდრე რეალური და 1K-ზე მეტი ღირდა მგონი

პრინციპში მართალი ხარ, ასეთი ღორული ფასი, ნამდვილად არ არის გასაკვირი ენვიდიასგან

Link to comment
Share on other sites

მარს 2 ხო გარკვეული რაოდენობითაც გამოვიდა და ძვირი ამიტომაც ღირდა ,მაგრამ წესით ეს უფრო ძლიერი უნდა იყოს მარს 2 ზე

Link to comment
Share on other sites

ჰოდა ჰო დავწერე უფრო სიმბოლური ფასი ედო მეთქი

იქნება რათქმაუნდა უფრო ძლიერი, მაგრამ.. :D

Link to comment
Share on other sites

ნეტავ ამის არასტადარტული ვერსიები თუ გამოვა

როგორც ვიცი 590 ზე არც გამოსულა არასტანდარტული ვერსიები იმდენად არ ვარგოდა 590 ის სტადარტული მოდელები OC ის დროს

Link to comment
Share on other sites

სულ გამო#$%ვდა ეს ნვიდია, რა ფასებს ჩითავს :angry:

Link to comment
Share on other sites

Aმ ფასში 2X680 ან 2X7970 ს ვიყიდდი. იმდენივე დაჯდება რაც ეს და თავზე გადაურბენენ წარმადობით. ასე რომ ღლეობაა

Link to comment
Share on other sites

მარს 2 ხო გარკვეული რაოდენობითაც გამოვიდა და ძვირი ამიტომაც ღირდა ,მაგრამ წესით ეს უფრო ძლიერი უნდა იყოს მარს 2 ზე

:facepalm:

შენ მგონი კიდევ შოკში ხარ...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.