Jump to content

Recommended Posts

ონლაინ მაღაზია HID Evolution-მა დაიწყო შეკვეთების მიღება Ivy Bridge პროცესორზე დაფუძნებულ, ASUS G55 სერიის პირველ გეიმერულ ნოუთბუქზე. მართალია, გვერდი ამ პროდუქტის აღწერილობით საიტიდან უკვე წაშალეს, ინტერნეტში უკვალოდ მაინც არაფერი ქრება და ამგვარად, ჩვენ საშუალება მოგვეცა გავეცნოთ როგორც მის სპეციფიკაციას, აგრეთვე გარეგნულ მხარესაც.

b9e616dd65f8fc1b306384582b8e2e97.jpg

მაშ ასე, 1475$ ღირებულების მქონე მოდელ G55VW-DS71-მა მიიღო 15,6 დუიმ ზომის ეკრანი Full HD გაფართოებით. ის ხელმისაწვდომი იქნება პრიალა ან მქრქალი ზედაპირით (მეორე მათგანის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუხდება ცალკე 125$-ის დამატება). გარდა Intel Core i7-3610QM-ისა, კონფიგურაციაში შესულია 2 გბ GDDR5-ით აღჭურვილი ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. პერსპექტივაში მოსალოდნელია შედარებით მაღალწარმადოვანი CPU-ს გამოჩენაც. შესაძლებელი გახდება თუ არა GPU-ს არჩევის საშუალება, ჯერჯერობით უცნობია. DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 12 გბ (იზრდება 16 გბ-მდე). მყარი დისკის ქვესისტემა მოიცავს ორ განყოფილებას, რომელთაგანაც თითოეულში სურვილისამებრ თავსდება სტანდარტული HDD, ჰიბრიდული ან SSD. ზემოაღნიშნული ფასი ითვალისწინებს 750 გბ-იან მოდელს (7200 ბრ/წთ სისწრაფით) და წამყვანს DVD-ჩაწერის ფუნქციით (ოპციონალურად, Blu-ray მხარდაჭერის არსებობით).

a53da4a242ece0a07354626de27e5dd4.jpg

გარდა ამისა, კომპლექტაცია მოიცავს ხმოვან ქვესისტემას ინტეგრირებული საბ-ვუფერით და TNX TruStudio სერტიფიცირებით, 2 მპ ვებ-კამერას, სამ ცალ USB 2.0 და ერთ USB 3.0 გასასვლელს, აგრეთვე Thunderbolt, HDMI და Bluetooth-ს. ნოუთბუქის მასა გახლავთ 3,85 კგ, ხოლო ავტონომიური მუშაობის დროზე ცნობები არ ვრცელდება.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მინდა ვთქვა რომ ამ კონფიგის ფონზე არაა ძვირი :)

დიზაინი კარგია ,ჰარდიც ,ალბათ გაგრილებაც

Link to comment
Share on other sites

ალბათ გაგრილებაც

ბარსა, "გახსოვარ" ?! :D

Link to comment
Share on other sites

კაი მონაცემებია ძაან და ფასიც მშვენიერი აქვს, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხარისხიანი პროდუქტია. ამის წინა მოდელებს ვათვალიერებდი ყიდვა მინდოდა და ბევრ დადებითთან ერთად საკმაოდ ბევრი უარყოფითი რევიუებიც ქონდათ, ამიტომ გადავიფიქრე და ისევ PC-ს აწყობა გადავწყვიტე.

Link to comment
Share on other sites

კაი მონაცემებია ძაან და ფასიც მშვენიერი აქვს, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხარისხიანი პროდუქტია. ამის წინა მოდელებს ვათვალიერებდი ყიდვა მინდოდა და ბევრ დადებითთან ერთად საკმაოდ ბევრი უარყოფითი რევიუებიც ქონდათ, ამიტომ გადავიფიქრე და ისევ PC-ს აწყობა გადავწყვიტე.

სწორი გადაწყვეტილება მუიგიღია! აი მე სწორეთ რომ მანდ შემეშალა :( მიუხედავათ იმისა რომ იძულებული ვიყავი ნოუთბუქი მეყიდა ხშირი გადაადგილების გამო მაინც ვნანობ რომ PC არ ვიყიდე. არ არსებობს სათამაშო ლეპტოპი! ყოველ 4-6 თვეში უნდა შალო და თერმო პაასტა უნდა უსვა. ამის დაშლა და აწყობა კიდევ არაა ადვილი საქმე ჩვეულებრივი იუზერისთვის. მოკლეთ ვისაც თამაშების გარდა უნდა რომ ქონდეს მაღალი ხარისხის ლეპტოპი ყველა ასპეკტში მაშინ ვურჩევ და ღირს კიდეც ის ფასი რაც ადევს. მაგრამ თამაშებისთის სისულელეა ლეპტოპის ყიდვა! არ მინდა კიდევ ვინმემ დაუშვას ასეთი შეცდომა.

პ.ს. ბარსა, ტემპერატურამ ისევ აიწია IDLE-ზე 80-ის მაღლა გარბის facepalm.gif წასაღებათ ვამზადებ გასაპასტათ : ხოდა თან ფასებსაც გავიგებ დესკტოპი უნდა ავაწყო ამას ორი წელი შეუსრულდება მალე. მარა მაინც კარგათ მემსახურა 24სთ ჩართულია35at179.gif რომ არა თამაშები დღესაც არანაირი გაპასტვები არ დაჭირდებოდა და იმუშავებდა 50-55 გრადუსზე :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

რად წუხდებიან ტყულად.

გეიმინგი_ნოუთბუქი ესენი ხო ანტონიმებია :facepalm:

იმიტომ რომ ბევრი არ სწავლობს სკოლაში გრამატიკას და არ იციან "ანტონიმი" რას ნიშნავს :dacinva:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.