Jump to content

G.Skill Trident X მოდულები


Recommended Posts

Ivy Bridge არქიტექტურის მქონე პროცესორების პირველი ნაკადის გამოსვლასთან დაკავშირებით, კომპანია G.Skill-მა მოამზადა Trident X ხაზის ოპერატიული მეხსიერების კომპლექტები. პროდუქტებს გააჩნიათ Intel XMP 1.3 პროფილების მხარდაჭერა და ოპტიმიზირებულნი არიან მეშვიდე სერიის ჩიპსეტებისთვის. ბეჭდური დაფა აღჭურვილია შავი რადიატორით, რომელზეც დამატებით თავსდება შედარებით მცირე ზომის, მხოლოდ წითელი ფერის ეს დეტალი. მათ შორის შესაძლებელია ცარიელი სივრცის შემჩნევა, რომელიც როგორც ჩანს, განკუთვნილია სითბური მილაკისთვის.

7dda03947ebf40aeba7b813a2e2b9035.jpg

53b9e66741fcb28731c6331cd53b2e5a.jpg

ქვედა ფოტოსურათზე გამოსახულია PC3-19200 მოდულები, რომლებიც მუშაობენ 2400 მჰზ სიხშირეზე, 10-12-12-31T ტაიმინგებით და 1,65 ვ ძაბვაზე. გარდა ამ ნაკრებისა, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ვარიანტებიც:



  • G.Skill F3-2400C10D-8GTX (2x 4 გბ): 13500 იენი (166$);
  • G.Skill F3-2400C10Q-16GTX (4x 4 გბ): 27000 იენი (331$);
  • G.Skill F3-2400C10D-16GTX (2x 8 გბ): 27000 იენი (331$);
  • G.Skill F3-2400C10D-32GTX (4x 8 გბ): 52500 იენი (644$).

5acedfec1050a8a8b20f2a7216c28ab7.jpg

Sandy Bridge-ის გადაწყვეტილებებთან თავსებადობას სრულად ვერ გვპირდებიან, რადგან ისინი, როგორც იცით, არ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნულ პროფილებს. რასაკვირველია, ახალ ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 'სამუდამო' გარანტიაც.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

რა სისულელეა. უფროსწორად, რა მარკეტინგია! ივისთვის ცალკე უშვებენ ოპერებს და "გარანტიას ვერ იძლევიან" რომ სენდისთან სრული თავსებადობა ექნება :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

ჰმ, ეგრევე გასაყინად არის გამზადებული. მოხსნი წითელ ფრთას დაამაგრებ

f053ca45a764.jpg

და წავიდა აზოტი

რა სისულელეა. უფროსწორად, რა მარკეტინგია! ივისთვის ცალკე უშვებენ ოპერებს და "გარანტიას ვერ იძლევიან" რომ სენდისთან სრული თავსებადობა ექნება :SNEMOTICON13:

მიშა, ლაპარაკია 2400-იან მოდულებზე და XMP პროფაილზე, რომელ სიხშირეზეც სულ რამდენიმე სენდიბრიჯის კონტროლერი მუშაობს. 2250-ია ზედა ზღვარი სენდისვის, თორემ ხელით რომ დააყენო 2133-ზე, სენდიზეც იმუშავებს, სენდი-ე-ზეც და 775-ზეც :)

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ტრიდენტი კაი სერია იყო, ეს კიტებიც გაამართლებს ჩემი აზრით

საინტერესოა რა ჩიპებზე არიან :xeli:

Link to comment
Share on other sites

pwerchip-ები იქნება

რადიატორი მე მგონი უფრო დიდი ქულერების გამო ძვრება როცა ვერ ტევენ დიდ ქულერს პროცესორზე

იდეა ძალიან მაგარია :)

Link to comment
Share on other sites

საღოლ G.skill-ს მაგარი ოპერებია

Link to comment
Share on other sites

G.Skill Unveils Trident X Series DDR3-2400 MHz http://guru3d.com/news/gskill-unveils-trident-x-series-ddr32400-mhz/ ხო ვიდზეც კარგათ გამოიყურებიან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.